• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი მუნიციპალური კინოთეატრისთვის
  • სიახლე

მუნიციპალური კინოთეატრისთვის

  • იანვარი 4, 2022
  • CinExpress
Total
158
გაზიარება
158
0
0

მას შემდეგ, რაც საქართველოში კინოთეატრების გასხვისების პროცესი დაიწყო, ქვეყნის უმნიშვნელოვანესმა კინოთეატრებმა (რუსთაველი, აპოლო) ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა, ფილმებსა და მაყურებელს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. მანამ, სანამ ქართული ფილმები, შინ თუ გარეთ გამარჯვებას ფესტივალიდან ფესტივალზე ზეიმობენ, რეჟისორები ინდივიდუალურად ცდილობენ საკუთარი ფილმების ჩვენებას იქ, სადაც ეს ფილმები გადაიღეს; უნდა ითქვას, რომ კინოთეატრების სიმწირის გამო, ქართული კინო უადრესატოდ, უმაყურებლოდ დარჩა. ეს მაშინ, როცა მაყურებლის ინტერესი, განსაკუთრებით ქართული კინოს მიმართ, წლიდან წლამდე იზრდება. ამას მოწმობს კინოფესტივალებზე დამსწრეთა რაოდენობა, ინტერესი არქივის კინოთეატრის რეტროსპექტივებისა თუ კინოს სახლის კინოჩვენებების მიმართ. ფაქტია, რომ რეალობის გამოაშკარავებისა თუ მასზე ზემოქმედების თვალსაზრისით, კინო სახელოვნებო ფორმებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედია. კინემატოგრაფის უნარი ამეტყველებდეს სოციალურად საგულისხმო მნიშვნელობებს, ბიძგს აძლევდეს პოლიტიკურად გასათვალისწინებელ საზრისებს, წარმოქმნიდეს აზროვნების ახალ შესაძლებლობებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს გაბატონებული წესრიგის მანკიერ მხარეებს, ხილულს ხდიდეს ადამიანური ცხოვრების ძნელად ამოსათქმელ შინაარსებს, ყველაფერ სხვამდე თვითონ კინოს 127 წლიანი ისტორიითაც დასტურდება.

მსოფლიო კინოს 127 წლიან ისტორიაში ქართულ კინოს წილი თავისი 114 წლიანი ისტორიით უდევს, ისეთივე რთული ისტორიით, როგორიც ამ ქვეყნის ისტორიაა. ეს ისტორია არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენისგან შედგებოდა: მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი თბილისში აშენდა; საუკუნის დასაწყისშივე შეიქმნა პირველი ქართული დოკუმენტური/მხატვრული ფილმები; პროფესიული ხასიათი შეიძინა კინორეჟისორის, მსახიობის, ოპერატორის, მხატვრისა და მუსიკოსის შემოქმედებამ, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინოინდუსტრიას.

სამწუხაროდ, კონტრაქტი, რომლითაც კინოთეატრების დახმარებით მაყურებელი და  ფილმი ერთმანეთთან კავშირდება, საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთლიანად კერძო ინტერესზეა დაქვემდებარებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოში კინოთეატრების მხოლოდ ე. წ. მულტიპლექსური სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც კინემატოგრაფი უმთავრესად გართობის საშუალებადაა მონეტარიზებული. საქართველოში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა წარმოდგენა, თითქოს აღნიშნული სისტემა კინოთეატრის მოწყობის ერთადერთი უნივერსალური მოდელი იყოს და რომ არ არსებობდეს მისი ალტერნატივა.

ეს მაშინ, როდესაც არსებობს კინოკულტურის განვითარების მოდელი, რომელიც გაცილებით უფრო სახალხო და დემოკრატიულია. მუნიციპალური კინოთეატრების მართვის ევროპული მოდელი საჯარო ინტერესის პირველადობის პრინციპს ეფუძნება, იგი სახელმწიფოს მხრიდან კინოს აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ მოდელის ამოსავალი წერტილი, ერთი მხრივ, კინოსეანსებზე დასწრების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, თვითონ კინოს არა მხოლოდ როგორც გართობის, არამედ როგორც სახელოვნებო გამოცდილების მიწოდებაა, რასაც საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. მუნიციპალური კინოთეატრის მოდელი უმთავრესად იმ ტიპის ფილმების რეგულარულ ჩვენებაზე ორიენტირდება, რომლებიც ეროვნულ კინემატოგრაფს განვითარებაში ეხმარება; რომელთა გაცნობაც მაყურებელს ინტელექტუალურად და ემოციურად ავსებს. ამავდროულად, მუნიციპალური კინოთეატრი იმგვარი საკომუნიკაციო სივრცეების ფორმირებასაც გულისხმობს, სადაც დროთა განმავლობაში აზროვნების კოლექტიურად გაზიარებული მიმართებები ყალიბდება. მუნიციპალური კინოთეატრების საზოგადოებრივად აუცილებელი ფუნქცია, ისე როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია იგი, კინოს დახმარებით სწორედ სოციალური სინამდვილის უკეთ გაგებაა, საზოგადოების წევრებს შორის საზიარო მნიშვნელობების შექმნაა; ყველა იმ წინააღმდეგობის, უსამართლობის, ჩაგვრისა და უთანასწორობის გამოვლენაა, რომელიც ამ სინამდვილის შემადგენელი ნაწილია.

მუნიციპალური კინოთეატრის იდეის დემოკრატიულობა მისსავე საყოველთაოობაშია. ვფიქრობთ, რომ პრეცენდენტის სახით პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაარსებას იმგვარი სისტემის შექმნა უნდა მოჰყვეს, რომელშიც ეტაპობრივად ქვეყნის ყოველი მხარე, რეგიონი თავისი (მინიმუმ ერთი) მუნიციპალური კინოთეატრით ჩაერთვება.

ჩვენთან არსებობს სრულიად იდეოლოგიზებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო (მუნიციპალური) კინოთეატრების მოწყობა ეკონომიკურად გაუმართლებელია, რადგან კინოს საქართველოში საკმარისი მაყურებელი არ ჰყავს. ამ მცდარი მოსაზრების საპირწონედ, ქართული კინოს 114 წლიანი ისტორიაც გამოდგება, რომელიც უდავოა, რომ კინომაყურებლის ისტორიაცაა. შეიძლება კი კულტურის პოლიტიკა მხოლოდ ფინანსური მომგებიანობის პარამეტრებით იზომებოდეს? სხვა ქვეყნების პოზიტიური გამოცდილება ცხადყოფს, რომ მუნიციპალური კინოსისტემის განვითარების პროცესში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, არა როგორც ვიწრო კომერციულმა ერთეულმა, არამედ როგორც საზოგადო ნების, გნებავთ საზოგადოებრივი საჭიროების განმახორციელებელმა ინსტანციამ. ასეთი საჭიროებებიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კი დღეს სწორედ მუნიციპალური კინოთეატრის შექმნაა.

მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფი: ლაშა ხარაზი, რატი ხარაზი, ნინი შველიძე, ლევან ცხოვრებაძე, გიორგი გაბელია, ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია, გიორგი ჯავახიშვილი.

პოსტის ნახვები: 1,572
Related Topics
  • ალექსანდრე გაბელია
  • გიორგი გაბელია
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ლაშა ხარაზი
  • ლევან ცხოვრებაძე
  • ლიკა გლურჯიძე
  • მუნიციპალური კინოთეატრი
  • ნინი შველიძე
  • რატი ხარაზი
CinExpress

წინა სტატია
  • რევიუ

რეცენზია ცია ჟანკეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • იანვარი 2, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • იანვარი 19, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: შემოქმედის სევდა

  • CinExpress
  • მარტი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: “ნუ მიღებ!”

  • CinExpress
  • თებერვალი 22, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: გაუსაძლისი მასკულინობა

  • CinExpress
  • თებერვალი 18, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

TIFF 2022

  • CinExpress
  • დეკემბერი 4, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულებს აცხადებს – CinExpress Productions

  • CinExpress
  • ნოემბერი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე

იონას მეკასი 100 – პორტრეტები მეოცე საუკუნიდან

  • CinExpress
  • სექტემბერი 10, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

goEast Film Festival 2022: გამარჯვებულები

  • CinExpress
  • აპრილი 26, 2022
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს