სინექსპრესის სარედაქციო ჯგუფის წევრები, ალექსანდრე გაბელია და ლევან ცხოვრებაძე 19-დან 23 მარტის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საერთაშორისო კინემატოგრაფიულ ინდუსტრიულ ღონისძიებაზე, – შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – რომელიც ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო გაზაფხულის (Kino Pavasaris) ფარგლებში ტარდება. ისინი შეხვდნენ საერთაშორისო კინოფესტივალების, სადისტრიბუციო კომპანიების, გაყიდვების სააგენტოებისა და კინოწარმოებაში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, სინექსპრესის ფილმწარმოების პერსპექტივებსა და ჩვენი გუნდის ორ აქტიურ პროექტზე (მეთევზის ტვირთი, რეჟ. ლევან ცხოვრებაძე; თავისუფლება, რეჟ. გიორგი ჯავახიშვილი).
ინდუსტრიული ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე წარმოდგენილი იყო ორი ქართული და ერთი ქართულ-ლიეტუვური პროექტი:
გულო ნუ გეშინია; Heart Don’t Be Afraid – რეჟისორი ანა კვიჭიძე; პროდიუსერი მარიამ ბიწაძე.
საშობაო ხის სიცოცხლე და სიკვდილი; Life and Death of a Christmas Tree – რეჟისორი არტურას იევდოკიმოვა; პროდიუსერები რინგაილ ლესჩინსკინი, ანაბენი, ბერნარდას ანდრიუსი.
შემომხედე; Look At Me – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე; პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, ლუკა კაბრიოლუ, ოლივიერ შანტრაუ, ანამარია ანტოჩი.
გარდა ქართული პროექტებისა, განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მაროკოულ/უნგრულ პროექტს ციროკო; Scirocco – რეჟისორი იასინ მარკო მაროკუ; პროდიუსერები ანდრეა ტაშლერი, კამალ ელ კაციმი.
ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულთა სია:
ლიეტუვას კინოცენტრის ჯილდო:
არავის მოვწონვარ; Nobody Likes Me – (სლოვაკეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი), მხატვრული ფილმი. რეჟისორი: ტომას ვაინრები, პეტრ კაზდა .პროდიუსერი: Arytmia Film (სლოვაკეთი). ერთობლივი პროდიუსერი: Black Balance (ჩეხეთი), Creative Europe MEDIA, ჩეხეთის კინოფონდი, სლოვაკეთის აუდიოვიზუალური ფონდის მხარდაჭერით.
ავაკა – საუკეთესო ლიეტუვური პროექტი:
Požerskis: In Focus (ლიეტუვა), დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: ჟორის სკუდრა.დამზადებულია Broom Films-ის მიერ, ლიეტუვის კინოცენტრის, LRT-ის მხარდაჭერით.
პროდიუსერთა გაერთიანების ჯილდო:
Požerskis: In Focus (ლიეტუვა), დოკუმენტური ფილმი. პროდიუსერი: იუსტე მიშაილანტე Požerskis: In Focus (ლიეტუვა)
ისთმუსი (საბერძნეთი), დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: იანის მარინოპულოსი.
ჯი.ჰლავა New Vision ჯილდო:
დავითის ბაღი; David’s Garden (სომხეთი), დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: გარუშ ღაზარიანი.