• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ვერხვები
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ვერხვები

  • დეკემბერი 15, 2019
  • CinExpress
Total
52
გაზიარება
52
0
0
ავტორი: ზაზა ცანკაშვილი

ძალიან ბანალური გახდა იმის აღნიშვნა, რომ ქართული კინო ბოლო წლებში თითქმის სულ ერთი და იგივე თემას უტრირებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის წინაშე (ფესტივალებს ვგულისხმობ). რაც, როგორც ძველი, ისე დებიუტანტი რეჟისორების პასუხისმგებლობაცაა. თუმცა ამ სპექტრში, დაახლოებით ბოლო ოცდაათ წელს რომ აერთიანებს, ჩნდება რამდენიმე სახასიათო ნამუშევარი, რომელიც სრულიად სხვა, უფრო ღრმა შინაარსზე ახდენს რეფლექსიას.

მსგავსი ნამუშევრების მცირე ჩამონათვალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”. ფილმში ზღვარი ზოგად სიტუაციებსა და პერსონაჟებში ქართულ რეალობასა და პირობითობას შორის თითქმის გამქრალია. გოგი გვახარიასთან ინტერვიუში ირკვევა, რომ ეს რეჟისორის დამსახურებაა. “ჩვენი მუშაობის სტილი ესეთია, მე მიმაქვს სამყარო, მიმაქვს გმირები, სიტუაციები და ის უშუალოდ დრამატურგიულად გამართვაში მეხმარება”, ამბობს კოღუაშვილი ბორის ფრუმინზე, თავის ამერიკელ “პედაგოგზე”, რომელთან ერთადაც სცენარზე იმუშავა ფილმისთვის.

უკვე დალაგებული და დრამატურგიულად გამართული სიუჟეტი გვიჩვენებს არაორდინალურ ამბავს, ასე ვთქვათ აბსურდს, რომელიც პერსონაჟების ცხოვრებაში გამუდმებულმა ლოდინმა და უმიზნობამ შექმნა.

40 წელს მიღწეული მეგობრები, რომლებსაც ასე თუ ისე, აქვთ პროფესია, სამსახური (ისევ თავისი “ინტერესებიდან” გამომდინარე), თითქოს გაჭედილები არიან იმ ასაკში, როცა პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებოდათ და “ოჯახის ინსტიტუტს გარეთ” სრულიად თავისუფლები იყვნენ. აქვთ ბედნიერი მოგონებებიც, თუმცა ეს ყველაფერი წარსულია, მათ აწმყოში კი ისეთივე სიცარიელეა როგორც ნოემბერს ქობულეთის სანაპიროზე.

გოგი გვახარიას აზრით, ეს იმ თაობის პრობლემებია, იმ თაობის ცხოვრებაა, რომელმაც ვერც ძველი დრო დაივიწყა და ვერც ახალთან შეძლო იდენტიფიცირება, ამან გამოიწვია დისონანსი რეალობასთან. ერთადერთი საშუალება ამ სიცარიელიდან გამოსასვლელად საკუთარი თავის ძიებაა სხვა ადამიანებში. ამას ემსახურება ივას(არჩილ ქიქოძე) და სანდროს(ანდრო საყვარელიძე) (უფრო სანდროს) დინების მიმართულებით სვლა.

სანდროს მთელი ცხოვრების განმავლობაში მართავენ, აკონტროლებენ, მიუთითებენ და ამის გამო საკუთარი თავს ვერ პოულობს, მის ყველა “სიჩუმეში” (მაშინ, როცა უნდა აპროტესტებდეს შექმნილ ვითარებას) ჩანს შინაგანი გაურკვევლობა, ამიტომ არის უმოქმედო, უპოზიციო, რადგან უბრალოდ ელოდება შედეგს და, ალბათ, რითიც დასრულდება ყველაფერი, ეს იქნება მისი რეალობა.

ამის შანსი მთავარ პერსონაჟს ეძლევა კიდეც, მანანას (ია სუხიტაშვილი) და ლალის (მარიკა ანთაძე) მის ცხოვრებაში გამოჩენით. ორივე ქალის შემთხვევაში აშკარაა, რომ ადამიანი რომელმაც თვითონ ვერ იპოვა საკუთარი თავი, სხვას ვერ დაეხმარება იგივეს ძიებაში. სანდროს, ფაქტია, თითქმის ნახევარი ცხოვრება არ გაუმართლა, თუმცა ეს არ ნიშნავს მის გაუცხოვებას, პირიქით, ის იმდენად ღიაა ადამიანებთან, ვისთანაც აქვს დროებითი შეხება, თუ დიდ ხნიანი ურთიერთობა, რომ ყველასთვის რაღაც ადგილი მოიძებნება მასში და ეს ცოტათი მაინც ავსებს სანდროს შინაგან სიცარიელეს. ანდრო საყვარელიძის პერსონაჟის მთავარი ღირსება მისი ცუდი თვისებაცაა, ადამიანები ძირითადად მასში პოულობენ გარკვეულ ხსნას, დროებით თავისუფლებას და შესაძლოა სიყვარულსაც, მაგრამ თვითონ ამის სანაცვლოდ ვერაფერს იღებს, რაიმე მცირედსაც კი, რითაც საკუთარი თავის აწყობას შეძლებს.

საბოლოოდ, გვაქვს ასეთი მოცემულობა, ისტორია დაკარგული ადამიანების შესახებ. ვერც ლალიმ, რომელსაც წარსულის ცუდი მოგონება (თავისი ქმრის სახით) მუდმივად ახსენებს თავს, ვერც მანანამ, რომელის მთელი ცხოვრება სალონის ფანჯრიდან კრიმინალი ქმრის ლოდინით შემოიფარგლება, ვერც ივამ, დიდებული ფეხბურთელის კარიერიდან სკოლაში სპორტის მასწავლებლამდე რომ გაიარა “ეს კლასიკური გზა” და ვერც სანდრომ, რომელიც საკუთარ თავში ჩაკარგული სიცარიელის, სიმშვიდის წამით ტკბება ხოლმე, ვერ იპოვეს საკუთარი თავი და ვერც ერთმანეთი, ეს ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავის აბსურდს, ისე ღრმად გაიდგეს ასეთ მუდმივობაში ფესვები, რომ მხოლოდ დროებით, მხოლოდ ოცნების დონეზე თუ შეუძლიათ თავისუფლად ყოფნა, სიყვარული და ბედნიერება. ყველა ამ პერსონაჟის ძლიერი სურვილის მიუხედავად, მათ იმდენი ნაწილი აკლიათ, რომ ერთმანეთსაც კი ვერსადროს შეავსებენ.

პოსტის ნახვები: 393
Related Topics
  • ზაზა ცანკაშვილი
  • ია სუხიტაშვილი
  • ლევან კოღუაშვილი
  • ოჯახი
  • შემთხვევითი პაემნები
CinExpress

წინა სტატია
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • დეკემბერი 12, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: “მეზობლები”

  • დეკემბერი 15, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს