• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი მომაკვდავი ყოფის სიმფონია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

მომაკვდავი ყოფის სიმფონია

  • დეკემბერი 11, 2019
  • CinExpress
Total
81
გაზიარება
81
0
0

ავტორი: ლევან აბდუშელიშვილი

 

ოთარ იოსელიანის ქართული პერიოდის ფილმები გამოირჩევა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლით, რეჟისორი არაჩვეულებრივად ახერხებს ყოფითი დეტალების აღწერას. ის განსაკუთრებული სტილი და სპეციფიკური ხელწერა, რომელიც იოსელიანმა 60-იანი წლების ქართულ კინოში დაამკვიდრა, არც მანამდე და არც მის შემდეგ, არავის გაუმეორებია. მცდელობა არაერთი იყო, თუმცა ყოფის ამგვარად სტრუქტურირების უნარი არავის აღმოაჩნდა. იოსელიანის ხელწერა ჩანს ხმოვან რიგში, მონტაჟური რიგის მუსიკალურობაში. იგი თითქოს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ისეთ დეტალებს, როგორიც არის განათება, გამოსახულების რიგი და ა.შ.
მისთვის მთავარი იყო, რომ კადრში არაფერი ზედმეტი არ მოხვედრილიყო, რათა მაყურებელი თხრობისგან არ მოეწყვიტა. იოსელიანი არ აკეთებს ‘’ლამაზ’’ კადრებს. მასთან კადრი არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს: სადა და ინფორმაციული. მან ზუსტად  იცოდა თითოეულ კადრში როგორი კომპოზიცია მუშაობდა.

ლევან კოღუაშვილის ფილმში „შემთხვევითი პაემნები“ აშკარად იგრძნობა იოსელიანის გავლენა. ფილმი მთლიანად უწყვეტ  (ხშირ შემთხვევაში სტატიკურ) კადრებსა და საშუალო ხედებზეა აგებული. რეჟისორი მომაკვდავ გარემოში მცხოვრებ, ბედნიერების ძიებაში დაკარგულ ადამიანებზე მოგვითხრობს. თითქოს ამ ადამიანებისთვის დრო არც წინ მიდის და არც უკან ბრუნდება. მათთვის დრო ერთ ადგილას გაჩერდა, გაიყინა.

ფილმის სიუჟეტი 40 წლის სანდროს გარშემო ვითარდება. სანდრო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს, უცოლოა და ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სხვათაშორის, დედის როლს მარინა ქარცივაძე ასრულებს, რომელიც ოთარ იოსელიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. შვილისა და მშობლების ურთიერთობაში გაჩენილი ნაპრალები იმდენად ღრმაა, რომ მათი თანაცხოვრება ტრაგიკომიკურ ხასიათს იძენს. მშობლები შვილის „გაცოცხლების“ ერთადერთ გზად ცოლის მოყვანას მიიჩნევენ.
ფილმის პირველი ნახევარი მელანქოლიურ ატმოსფეროს ქმნის. უსიცოცხლო და რუტინული ყოფისგან თავის დაღწევის პირველი მცდელობა სანდროსთვის კრახით სრულდება. სასტუმროს ნომრის კლაუსტროფობიულ სივრცეში ჩაჭედილი სტატიკური კამერა, ყოველგვარი ემოციის გარეშე აკვირდება ორ უსიცოცხლო არსებას. შემთხვევითი  პაემანი გორელ გოგოსთან უტრირებული დაბნეულობით სრულდება.
ჩახუთული და უჰაერო სივრციდან თავის დაღწევის მეორე მცდელობა ქალაქგარეთ გასვლა აღმოჩნდება. სანდრო, თავის მეგობარ ივასთან ერთად, ქობულეთში მიდის. სანდროს „მკვდრეთით აღდგომა“, მუსიკის შემოსვლით იწყება. მუსიკა და კადრის კომპოზიცია – ამ ორ დეტალს ისევ იოსელიანთან მივყავართ.

ქობულეთის პლიაჟთან ახლოს, ნოემბრის ქარიან ამინდში, კაფე-ტუალეტის ფონზე, იბადება გრძნობა, გულწრფელი. სანდროს თვალებში იმედის ნაპერწკალი ჩნდება, მას შემდეგ, რაც მანანას გაიცნობს. გრძნობის დაბადება კი, რეჟისორის მიერ არაჩვეულებრივად დადგმული მიზასცენით იწყება.

ამ სცენამ, იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელი“ გამახსენა. ალბათ, გახსოვთ სცენა, სადაც გელა კანდელაკისა და მარინა ქარცივაძის პერსონაჟები პიანინოზე უკრავენ. ამ დროს,  მუსიკა ნელა და ნაზად შემოდის კადრში, კამერა კი კადრში გამომწყვდეულ პერსონაჟებს აფიქსირებს. იოსელიანი ამ სცენაში ვერტიკალურ მონტაჟს იყენებს. დასაწყისში გამოსახულება შეესიტყვება ხმას, შემდეგ გამოსახულება იცვლება, ხმა კი იგივე რჩება და ასინქრონულობა მხატვრული პრინციპი ხდება.

კოღუაშვილი კადრს იგივე პრინციპით აგებს. სანდროს ტელეფონი ურეკავს. ტელეფონის ყურმილიდან მამის (კახი კავსაძე) ხმა ისმის, რომელიც შვილს სახლში მისვლას სთხოვს. ამ დროს კი უეცრად, ტელეფონის ყურმილიდან კადრში სიმღერის ხმა გადმოდის. „ვერხვის ფოთოლთა“ იმდენად ჰარმონიულად და ორგანულად ერწყმის, შექმნილ ატმოსფეროს, რომ წამიერად დრო იყინება. მომაკვდავი გარემო კი, კადრში გამომწყვდეულ პერსონაჟებთან ერთად ცოცხლდება.

ფილმის მეორე ნახევარს სრულიად სხვა ტონალობაში გადავყავართ. გაყინული დრო თითქოს დნობას იწყებს და კამერაც პერსონაჟების მსგავსად ცოცხლდება. სანდრო ცხოვრებაში პირველად გრძნობს თავს ცოცხალ არსებად. სანდროსა და მანანას სიყვარული რუტინის ნგრევას იწყებს, თუმცა მოულოდნელად, ფილმში ახალი პერსონაჟი შემოდის – მანანას ქმარი.

მანანას ქმარი ციხიდან გამოდის. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მიზანსცენა სანდროს მანქანაში თამაშდება. ციხიდან ახლად გამოსული თენგო, მანანასთან ერთად სანდროს მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდება. მათი ხვევნა-კოცნის სცენა, კი პროტაგონისტის გაყინული და უიმედო სახის ფონზე ვითარდება. სიუჟეტი ტრაგიკომიკურ ხასიათს იძენს. სანდრო ციხიდან გამოსული თენგოს მძღოლი ხდება.
კოღუაშვილის კამერა პირობითი გარემოდან ყოფით რეალობაში გადადის. რეჟისორი სევდანარევი იუმორით იკვლევს ქართულ საზოგადოებას. თენგო ყველანაირი ხერხით ცდილობს ფულის შოვნას, რომელიც საყვარლისთვის აბორტის გასაკეთებლად სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ყოველგვარი შელამაზების გარეშე, აშიშვლებს ხელმოცარული და სახედაკარგული საზოგადოების სახეს, იგი „მორალისტურ“ გზას მაინც არ ირჩევს. არსებული რეალობა იმდენად აბსურდული და ამავდროულად ბუნებრივია, რომ მაყურებელს ამბივალენტური გრძნობები უჩნდება. ერთი მხრივ, დასცინის არსებულ რეალობას და ადანაშაულებს გმირს, რომელიც ფულის საშოვნელად ყველაფრის მკადრებელია, მეორე მხრივ კი, ამავე გმირის მიმართ ემპათია უჩნდება.

ციხიდან ახლად გამოსულ თენგოს კვლავ აპატიმრებენ. არსებული რეალობის  აბსურდულობა ზეკომიკურ ხასიათს იძენს. დევნილ ნათიასთან აბორტის ფულის გადასაცემად მისული სანდრო, ნათიას ოჯახისთვის „სასურველი სიძე“ ხდება.

დაუსრულებელი და ამავდროულად დასრულებული ისტორიები. კოღუაშვილის ფილმების ფინალები ისეთ განცდას გვიტოვებს, თითქოს რაღაც დაგვაკლდა, ფილმი არასწორ დროს და ადგილას დასრულდა. თუმცა ეს დაუკმაყოფილებლობის განცდა, მაყურებელს განსჯის ტერიტორიას უტოვებს.

პოსტის ნახვები: 317
Related Topics
  • იყო შაშვი მგალობელი
  • ლევან აბდუშელიშვილი
  • ლევან კოღუაშვილი
  • ოთარ იოსელიანი
  • შემთხვევითი პაემნები
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

არსებობს თუ არა ქართული პარანოია? – ფიქრები დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედზე”

  • დეკემბერი 10, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • დეკემბერი 12, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს