საქართველო იონას მეკასის 100 წლის იუბილეს კინოპროგრამით – “პორტრეტები მეოცე საუკუნიდან” აღნიშნავს. კინოჩვენებები ორ ქალაქში – ბათუმსა და ქუთაისში მოეწყობა.
ორგანიზატორები: ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ონლაინ პლატფორმა cinexpress.ge
პროგრამა კონცენტრირებულია იონას მეკასის მიერ გადაღებული სხვადასხვა ხელოვანების პორტრეტებისა და თავად მეკასის ავტოპორტრეტის გარშემო. ფრაგმენტები და სცენები ცხოვრებიდან, პირადი მოგონებები ქმნის იონას მეკასის კინოს ვიზუალურ არქივსა და პოეზიას. შერჩეულ ფილმებში ვხედავთ – დროის, კულტურის, ხელოვნების, ისტორიული, ბიოგრაფიული პროცესებისა და კონკრეტული ავტორების შემოქმედებით იმპულსებს.
პროგრამა:
1) ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები Reminiscences of a Journey to Lithuania – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (23 სექტემბერი, ბათუმი, კინოთეატრი აპოლო);
2) მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა – ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე: 1) სცენები ენდი უორჰოლის ცხოვრებიდან Scenes from the Life of Andy Warhol (1990); 2) ზეფირო ტორნა ან სცენები ჯორჯ მაჩიუნასის ცხოვრებიდან Zefiro Torna or Scenes from the Life of George Maciuna (2002); 3) სალვადორ დალი მუშაობისას Salvador Dali at Work (1964); 4) დაბადების დღეს გილოცავ ჯონ Happy Birthday to John (1997) (27-28 სექტემებერი, ქუთაისი, კინოთეატრი კინო საქართველო);
პროგრამის კურატორები: ნინი შველიძე, ლიკა გლურჯიძე
ვრცლად პროგრამისა და იონას მეკასის შესახებ:
2022 წელს, მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ ლეგენდარული ლიეტუველი კინორეჟისორის, პოეტის, კრიტიკოსის იონას მეკასის 100 წლის იუბილეს, რომლის ცხოვრება და შემოქმედება ლიეტუვასა და ამერიკას უკავშირდება. ემიგრაცია, გადაადგილების მოტივი, სახლის დაკარგვა და მასთან დაბრუნება, ყოველდღიური ყოფის პოეტური აღბეჭდვა – იონას მეკასის ფილმებისა თუ წიგნების, ისტორიის წამყვანი ხაზია. მეკასს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „კინოავანგარდის ნათლიას”.
მეკასის ბიოგრაფიაზე უდიდეს გავლენას ორი მოვლენა ახდენს – ლიეტუვის ოკუპაცია და გერმანიაში შრომით საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, რის შემდეგაც მისი, როგორც ემიგრანტის, ცხოვრება ნიუ-იორკს უკავშირდება. ნიუ-იორკშივე უერთდება ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ევროპიდან ტოტალიტარულ და ტირანულ რეჟიმებს გაურბიან. მეკასი ნიუ-იორკის კულტურული ცხოვრებისა და სახელოვნებო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება და თავად ხდება არაერთი მნიშვნელოვანი პროცესის ბიძგის მიმცემი.
მეკასი პირველად კრიტიკოსის როლში Village Voice-ში ჩნდება. 1954 წელს ძმასთან, ადოლფასთან ერთად აარსებს ჟურნალს Film Culture-ს, რომელიც ახალი ამერიკული კინოს აღმომჩენად და მცველად ერთდროულად იქცევა. 1960-იანი წლების დასაწყისში თავისი პირველი ფილმებით დაწყებული, იონას მეკასი იღებს “პოეტურ კინოს”და დამკვიდრებულ ნარატივებსა და მიდგომებს მიზანმიმართულად ერიდება. იყენებს სრულიად უნიკალურ ფორმას, “კინოდღიურს”, რომლის დახმარებითაც აღბეჭდავს “პატარა, ინტიმურ მომენტებს, რომლებიც აღწერს ყოველდღიურ რეალობას”. ომი, გადასახლება, გახსენებისა და დავიწყების მოტივი, ყოველდღიურ ყოფაზე კამერით დაკვირვება, ყოველი მომენტის დაფიქსირების ვნება, მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი ხდება.
გარდა საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობისა, მეკასი ირგებს “ბებიაქალის” როლს და არაკომერციული ფილმების კურატორიც ხდება. ძმასთან, ადოლფას მეკასთან ერთად 1962 წელს აარსებს კინემატოგრაფისტთა კოოპერატივს, და მოგვიანებით კინორეჟისორების სინემათეკას (The Film-Makers’ Cinematheque), რომელიც 1970 წელს ანთოლოგიის კინოარქივად იქცევა (Anthology Film Archives). აღსანიშნავია, რომ ანთოლოგიის არქივი დღეს მსოფლიოში ავანგარდული ფილმების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციად მიიჩნევა.
ათწლეულების განმავლობაში მეკასი თანამშრომლობს და მეგობრობს თავისი ეპოქის საკულტო კულტურულ მოღვაწეებთან და მათ პორტრეტებსაც ქმნის. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ავტორების შემოქმედებითი იმპულსები და კვალი მეკასის ფილმების რეალობის ნაწილი ხდება.
მეკასის ობიექტივში მოხვედრილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ავტორების ერთგვარ შემოქმედებით, კონკრეტულ მომენტებში მოხელთებულ კინოპორტრეტებს მოვუყარეთ ერთად თავი: ჯონ ლენონი, სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი და ჯორჯ მაჩიუნასი. ეს არის ცხოვრებიდან ამოგლეჯილი სცენების, მოვლენების, კონკრეტული თარიღების არქივი და ავტორების პორტრეტები, როცა ისინი თავად ქმნიან ნამუშევრებს ან ყოველდღიური, თუმცა ექსცენტრიული რუტინით არიან გართული. აქვე იკვეთება თავად ავტორის, იონას მეკასის ავტოპორტრეტიც, ვიზუალურად თუ აკუსტიკურად, მთხრობელის, დამკვირვებლის, ზოგჯერ თანამონაწილის როლშიც, რომელიც თავის გმირების თანამზრახველადაც იქცევა. იონას მეკასის ავტოპორტრეტი, რომელიც მის პერსონალურ ფილმებშია გაბნეული, მუდამ დაკავშირებულია სხვათა პორტრეტებთან. ადგილის მეხსიერება მეკასთან მუდამ სახეებისა და მომენტების, ფრაგმენტების მაგიური ძალით შეიცნობა. ადამიანები და ადგილები აქ ერთდროულად ქმნიან რუკას, რომელსაც მაყურებელი მეკასის კინოში მოგზურობისას მიუყვება. მეკასის კინო უსასრულო მოგზაურობაა, ისტორიების შეგროვებითა და სახლში დაბრუნების სურვილით მოცული. სწორედ ამ უსასრულო კინო მოგზაურობის, გადასახლების, დაკარგულობის განცდის, სახლში დაბრუნების მოტივის მანიფესტად იქცევა ფილმი, რომელიც შეკრავს ერთი ემიგრანტის და უამრავი სხვა ადამიანის გადასახლების ისტორიას, მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნიდან – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები.
Jonas Mekas’ film program in Georgia – Portraits from the 20th century
Georgia celebrates the centenary of Jonas Mekas with Film program “Portraits from the 20th century” and screenings in two cities – Batumi and Kutaisi.
Organizers: The Embassy of Republic of Lithuania to Georgia and online platform of cinema CinExpress.ge
The program is concentrated around portraits of different people, artists captured by Jonas Mekas and his self-portraits. Fragments and scenes from life, personal memories, create visual archive and poetry of Jonas Mekas’ cinema. In the chosen films we see – echoes of time, culture, historical, biographical processes and artistic impulses of concrete authors.
Film program:
Screening of Reminiscences of a Journey to Lithuania at Batumi International Art-House Film Festival; (September 23, Batumi, Cinema Apollo);
Short films program at Kutaisi International Short Film Festival: Zefiro Torna or Scenes from the Life of George Maciuna, Scenes from the Life of Andy Warhol, Salvador Dali at Work, Happy Birthday to John; (September 27-28, Kutaisi, Cinema Sakartvelo);
The program curated by Lika Glurjidze, Nini Shvelidze
Full Information about the program and Jonas Mekas:
In 2022 the world is celebrating the centenary of the legendary Lithuanian filmmaker, poet and critic Jonas Mekas whose life and work are closely linked to Lithuania and the United States of America.
The cause of emigration, the loss and subsequent return home and the poetic depiction of the daily life are the main themes of Mekas’ films, his books and his life story. Mekas is often hailed as the “godfather of the avant-garde film”.
His life was greatly influenced by the occupation of Lithuania and the time spent in the German labour concentration camp following which he emigrated to New York where he joined those who had fled totalitarian regimes in Europe.
Mekas not only found himself in the epicentre of New York’s cultural and artistic life but he also gave impetus to various important processes.
Mekas’ first appearance as film critic was in The Village Voice. In 1954 he and his brother Adolfas founded the Film Culture magazine which explored and supported the new American cinema.
In early 1960 Mekas made his first “poetic film” and deliberately avoided the established trends by using a unique form, a “film diary”, depicting “intimate moments of everyday life.” The war, the exile, the theme of remembering and forgetting, observing daily life with the help of the camera and the desire to register every moment became an indivisible part of his work.
Besides his own work, Mekas takes on the task of a “midwife” to curate noncommercial films. In 1962 he and his brother Adolfas founded the Film-Makers’ Cooperative, and later the Film-Makers’ Cinematheque, which in 1970 eventually grew into the Anthology Film Archives. It is noteworthy that the Anthology Film Archives is considered to be one of the best collections of avant-garde films.
For decades Mekas worked and maintained friendships with cult figures creating their portraits. Many artists’ creative impulses and their footprint became part of the reality of Mekas’ films. We have gathered film portraits of fundamentally diverse artists captured during their creative work by Mekas’ film camera: John Lennon, Salvador Dali, Andy Warhol and George Maciunas. This is the archive of scenes of life, events, dates and portraits of artists at work or engaged in eccentric everyday life activities. Here a self-portrait of Mekas is captured on camera as well as a storyteller, an observer, a participant and his characters’ supporter. Jonas Mekas’ self-portrait which is scattered all over his films is invariably linked to other characters. Memory of places in Mekas’ films is depicted through portraits, time and camera visual frames. People and places create a map which a spectator follows through Mekas’ films. Mekas’ cinema is an infinite journey full of collecting stories and the desire to return home. Reminiscences of a Journey to Lithuania is a manifest of the endless cinematic journey, emigration, displacement, return to home and binds together the story of one immigrant and voices of many others from XX and XXI centuries.