• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი თავისუფლების მსხვერპლი
  • რეცენზია
  • ქართული კინო

თავისუფლების მსხვერპლი

  • სექტემბერი 3, 2022
  • CinExpress
Total
24
გაზიარება
24
0
0
ავტორი: მარია ვაჭარაძე

90-იანების ქართულ კინოში პერსონაჟები უმეტესად კრიმინალური ელიტარული სამყაროს შვილები არიან (დიტო ცინცაძის „ზღვარზე“, ლევან ანჯაფარიძის „ორმაგი სახე“). ამ სამყაროს მიღმა გმირები კი ხშირად ვერ ხვდებოდნენ რეჟისორების ობიექტივში (თუ არ ჩავთვლით ალეკო ცაბაძის ფილმს „ლაქა“, სადაც ახალგაზრდა როკერი – ქიშო გლუნჩაძე თავისი მუსიკით გამოხატავს პროტესტს არსებული სოციალური ვითარების წინააღმდეგ).

კინორეჟისორი, კეკო ჭელიძე ფილმის მთავარ გმირად ირჩევს ხელოვანს, 90-იანების კინოსთვის უმნიშვნელო პერსონას. 45 წლის ცნობილი მუსიკოსის ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ქვეყნის მკაცრი, დაუნდობელი და სასტიკი დროების, ტექნოლოგიურ სამყაროსთან აცდენის თუ საკუთარი სურვილის არასაკმარისობის გამო 14 კვ. მეტრში გამოიკეტა. დედასთან ერთად დიღომში წასული ლევან სვანიძე დაუსრულებელ „არდადეგებს“ აგრძელებს.

ლევანი 90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკის გამორჩეული ბასგიტარისტია. უკრავდა როკ-ჯგუფში „ამორალი“, ასევე თანამშრომლობდა ჩვენთვის ნაცნობ სახელებთან: დადა დადიანი, ირაკლი ჩარკვიანი.

ლევანი და დედამისი იმ ეპოქის შვილები არიან, რომელშიც ყველა რაღაც ჩაკეტილი სისტემის მონაწილე იყო. ამ სისტემაში თითოეული მათგანი საკუთარ როლს სხვადასხვანაირად ხედავდა. ლამარა დეიდა მარტივად  ადაპტირდა იმდროინდელ წყობასთან (როგორც ფილმიდან ვიგებთ მნიშვნელოვან საქმეებსაც კი აგვარებდა), ხოლო ლევანი საკუთარი მუსიკით უპირისპირდებოდა მონურ იდეოლოგიას და ამ სახით გამოხატავდა პროტესტს. ფაქტია, რომ სისტემის დაშლამ და მოულოდნელად თავს დამტყდარმა თავისუფლებამ სოციალურ ცხოვრებაში უფუნქციოდ დატოვა დედა-შვილი.

დღეს, ლევანის და ლამარას ერთადერთი და მთავარი როლი დედა-შვილობაა. ვხედავთ, რომ დედა-შვილი დღესაც და ღამესაც ერთად იყოფს 14 კვ. მეტრ ოთახში. თუმცა რეჟისორი 10 მილიმეტრიანი ფართე კუთხის ლინზით იღებს ფილმს და მაყურებელი სივრცის სივიწროვეს ნაკლებად გრძნობს.

ავტორი იღებს დოკუმენტურ კინოს, არ სცდება საწყის ისტორიას, თუმცა ახერხებს კონკრეტული პროტაგონისტის ბიოგრაფიის მოშველიებით ზოგადი ფილოსოფიური პრობლემატიკის ჩვნებას, რაც საკმაოდ რთულად მისაღწევია დოკუმენტურ კინემატოგრაფში. ის ეხება კულტურისა და ადამიანის კრიზისს, სადაც  პიროვნება ამოვარდნილია ცხოვრების თამაშის წესებიდან. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დაისვა  ეგზისტენციალისტ მოაზროვნეებთან (კამიუ, სარტრი). მიხვდნენ, რომ ადამიანის არსებობა არც ისე მყარ კონსტრუქციას ეფუძნება;  რომ ადამიანის სიმყარეს მუდმივად რაღაც საფრთხე ემუქრება და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოეცალოს ფეხქვეშ ნიადაგი.

შესაბამისად, აქტუალური გახდა შემდეგი ფილოსოფიური კითხვები: სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს, ან საერთოდაც, ვიმყოფებით  კი სადმე?

კითხვას ბადებს ლევანის ყოფაც, რას „ჩალიჩობს“, ან რისთვის „ჩალიჩობს“, რა მიზანი აქვს ამ, აზრმოკლებულ რეკვებს მეგობრებთან, თუ ისევ ხელიდან უნდა გაუშვას სცენაზე დაკვრის შანსი?!

პროტაგონისტი სოციალურთან ერთად, ეგზისტენციალურ პრობლემებსაც ეჩეხება. თუ კამიუსთან აბსურდის გააზრება ათავისუფლებს ადამიანს, ლევანის შემთხვევაში, ცხოვრებისადმი მისი აბსურდული მიდგომა წყვეტს სინამდვილეს, თავის მიკროსამყაროში კეტავს და ბუნდოვანს ხდის მის დანიშნულებას.

ჩემთვის ფილმი არის ადამიანზე, რომელიც ცდილობს მივიდეს რაღაც დანიშნულების წერტილამდე, მაგრამ იმდენად დამძიმებულია საკუთარი თავით რომ ვერ ახერხებს მისვლას (როგორც დანტე ცდილობს მთაზე ასვლას და ვერ ახერხებს). ლევანი ვერ თავისუფლდება საკუთარი თავისგან, არ ყოფნის ძალისხმევა, გადალახოს უკვე არსებული წარმოდგენები თავის ყოფაზე და მოიშოროს უმოქმედო, უმუშევარი მუსიკოსის როლი. ალბათ, ლევანს ეშინია დაბრუნდეს იმ სამყაროში, სადაც ერთ დროს ბედნიერი იყო. ეს შიში აჩრდილივით დაჰყვება და დეგრადირებულ პიროვნებად აქცევს: სვამს, ცრუ დაპირებებს იძლევა, ატყუებს მეგობრებს და ატყუებს დედას. ლევანი აწმყოში ცხოვრობს, მაგრამ ფიქრით სულ სხვაგან, რაღაცის მოლოდინშია. რეალურად, დისტანციიდან თუ შევხედავთ, თავს იტყუებს. მისმა ფსიქოლოგიურმა დრომ ფეხი ვერ აუწყო თანამედროვე ცხოვრებას. ილუზორული შიში მომავლის, რომ შეიძლება კვლავ გამოეცალოს ფეხვეშ ნიადაგი, უიმედობაში აგდებს. ურჩევნია საწოლში კომფორტულად ძილი გააგრძელოს, ვიდრე ხელახლა დაიწყოს მუსიკალური კარიერის შენება.

ლევანი, თავის მიკროსამყაროში გამოკეტილი, ასობით მუსიკალურ ჩანაწერს ქმნის. თითქოს, სისტემის ცვლილებამ სცენის მუსიკოსის პროტესტის ხმა კედლებში მოამწყვდია. თუმცა, თვითონაც არ ცდილობს ამ კედლების დანგრევას. იქნებ, ვერც ხვდება, რომ მიზანი – თავისუფლება, რომლისთვისაც წლების განმავლობაში საკუთარი შემოქმედებით იბრძოდა, მოიპოვა; ხოლო თავად, სამწუხაროდ, „თავისუფლების მსხვერპლად“ იქცა.

ავტორი ფინალურ წერტილს ვიზუალურად და ემოციურად ძალიან სწორ ადგილას სვამს. წვიმიან გზაზე მიმავალი ლევანის მონოლოგი: „…რო აღარ იყოს , მერე მე რა ვქნა, ერთი ათი წელი მაინც იყოს, რომ რაღაცა გავაკეთო, ალბომი გამოვუშვა, ჯგუფი გავაკეთო..“

რამდენიმეწამიან კადრში, თითქოს, მუსიკოსის ბედისწერის სცენარში რაღაც ამოუცნობი პროცესი ვითარდება;  ვხედავთ, რომ შესაძლოა, ის სრულიად მარტო დარჩეს, ხელიდან გამოეცალოს დედა, ერთადერთი ადამიანი, ვისზე ზრუნვითაც საკუთარი თავის მნიშვნელოვნებას შეიგრძნობს. გადაწყვეტილება მასზეა: ან მშობლის დაკარგვით გამოწვეულმა შიშმა უნდა დაანახოს ნამდვილი ცხოვრება, რეალურ სამყაროში დააფიქსიროს საკუთარი თავი და ჩრდილში დაკარგული გათავისუფლდეს დაჭაობებული ყოფისგან, ან გააგრძელოს პროტესტის ის უკიდურესი ფორმა, როდესაც ხელოვანი გაურბის საკუთარ ბიოგრაფიას და უგზოუკვლოდ უჩინარდება.

2022

პოსტის ნახვები: 259
Related Topics
  • კეკო ჭელიძე
  • მარია ვაჭარაძე
  • მკვდარი სულების არდადეგები
CinExpress

წინა სტატია
  • ესსე

დემონები კინოსა და სინამდვილეში (შინაგანი წესრიგისა და გარე წესრიგების შესახებ)

  • აგვისტო 1, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • სიახლე

იონას მეკასი 100 – პორტრეტები მეოცე საუკუნიდან

  • სექტემბერი 10, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

სიყვარული, წყევლა თუ დალოცვა?!

  • CinExpress
  • დეკემბერი 3, 2022
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ცამდე აყვანილი კინემატოგრაფიული ექსტაზი

  • CinExpress
  • დეკემბერი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ხრწნის სუნი

  • CinExpress
  • ნოემბერი 23, 2022
სტატიის ნახვა
  • ესსე
  • რეცენზია
  • ქართული კინო

არავინ, რომელიც არის

  • CinExpress
  • აპრილი 13, 2022
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს