• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • მაისი 8, 2025
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

რეტროსპექტივის კურატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია

CinExpress, ჩეხეთის ცენტრი თბილისი / Czech Centre Tbilisi, Fipresci Georgia და სლოვაკეთის საელჩო საქართველოში, წარმოგიდგენთ, ერთობლივ პროექტს — „ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები“.

ჩვენებები აერთიანებს 1960-იან წლებში დაწყებული ჩელოსლოვაკიური “ახალი ტალღის” (რომელსაც „ჩეხოსლოვაკიური კინოს სასწაულადაც” მოიხსენიებენ) ფილმებს. მისი განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებთან. ფილმები, დღეს, განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია, როგორც თემატურად, ასევე ავანგარდული და რევოლუციური ესთეტიკის კუთხით; სიურრეალისტური და პოეტური ფორმებით ასახავს და აკრიტიკებს ტოტალიტარული და ბიუროკრატიული სახელმწიფოს ბუნებას, ავტორიტარიზმისადმი მორჩილების, იდეოლოგიური დოგმატიზმის, ისტორიის, ღირებულებებისა და რწმენის გააზრების საკითხებს.

ჩვენებები გაიმართება 11, 13, 14 და 15 მაისს, CinExpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები.

კვირეული მოიცავს “ახალი ტალღის” ფილმებს — „წვეულება და სტუმრები” (1966, იან ნემეც), „ყური” (1970, კარელ კაჩინა), „ახლოდან ნანახი მატარებლები” (1966, ირჟი მენზელ), „იოსებ კილიანი” (1963, პაველ იურაჩეკ, იან შმიდტი), „მარკეტა ლაზაროვა” (1967, ფრანტიშეკ ვლაჩილ), „მარგალიტები ფსკერზე” (1966, ირჟი მენცელ, იან ნემეც, ევალდ შორმ, ვერა ხიტილოვა, იარომილ ირეშ) და „მზე ბადეში” (1963, შფეფან უჰერ).

ჩეხოსლოვაკიური “ახალი ტალღა” ფართოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოძრაობა იტალიურ ნეორეალიზმთან და ფრანგულ ახალ ტალღასთან ერთად.

ამ ფილმებში დაყენებული კრიტიკული საკითხები, მწვავე აქცენტები და მოხელთებული ცოცხალი იმპულსები დღემდე ძალიან აქტუალურია. მათში მკაფიოდ ჩანს მეხსიერება კონკრეტულ პერიოდსა და საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე, ზეწოლის, ჩაგვრის, სისტემურ, კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების გამოცდილებაზე, რომელიც შემოინახა კინომ. შემოინახა უკიდურესად საინტერესო ფორმებით, ესთეტიკითა და პერპსექტივით.

მაგალითად, რეტროსპექტივაში წარმოდგენილ ფილმებს შორისაა ყური (The Ear), რომელიც წლების მანძილზე იყო აკრძალული და მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლის შემდეგ იხილა აუდიტორიამ დიდ ეკრანზე. ამ და სხვა ფილმებში ჩანს საჯარო და პირად სივრცეებში შემოჭრილი კრიზისული მოცემულობის ექო და ხმა, რომელიც აისახება ადამიანების ყოფასა და ურთიერთობებზე. შესაბამისად, თემების უნივერსალურობიდან გამომდინარე ამ ფილმებზე რეფლექსია, მსჯელობა, ნებისმიერ დროში, რეალობაში, საზოგადოებაში მნიშვნელოვანია. მეორე საკითხია იმ საინტერესო, არაორდინალურ ფორმებსა და ენაზე მსჯელობა, რომელსაც ავტორები ქმნიან.

წარმოშობით ჩეხი მწერლის, მილან კუნდერას თქმით, ჩეხოსლოვაკიურმა “ახალმა ტალღამ” გაათავისუფლა კინო კომერციალიზმისგან და ავტორებს შემოქმედებითი თავისუფლება მისცა.

11 მაისი, კვირა:

წვეულება და სტუმრები (The Party and the Guests, 1966), რეჟისორი იან ნემეც, 17:00 საათი

ბურჟუაზიული ჯგუფი ქალაქგარეთ პიკნიკზე დროს ატარებს, რა დროსაც შემთხვევით ხვდება უფრო დიდ ჯგუფს, რომელიც მათ წვეულებაზე ახლომდებარე ტბის პირას ეპატიჟება. ფილმში ასახულია და გაკრიტიკებულია ტოტალიტარული ჩაგვრის აბსურდული ბუნება და მასში ჩაბმული საზოგადოების (სტუმრების) პასიური როლი.

ნემეცი, ფილმით არა მხოლოდ მთავრობას, არამედ საზოგადოებას და უთანასწორო სისტემასაც აკრიტიკებს. სისტემას, რომელსაც მთავრობა წარმოშობს და კლავს ბედნიერებისა და თავისუფლების შესაძლებლობას. ფილმი 1968 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი საერთაშორისო საკონკურო სექციაში. თუმცა, ამ წელს ფესტივალზე გამარჯვებულები არ გამოცხადებულან. საფრანგეთში მაისში მომხდარი არეულობის გამო, ჟან-ლუკ გოდარისა და ფრანსუა ტრიუფოს ხელმძღვანელობით კინორეჟისორებმა ღონისძიება ჩაშალეს. ეს ნიშნავდა, რომ ნემეცის ფილმს, რომელსაც ისედაც შეზღუდული შიდა დისტრიბუცია ჰქონდა, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ აღიარების მოპოვების შანსი არ მიეცემოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას თითქმის არ ჰქონდა ფილმის ნახვის შესაძლებლობა, კრიტიკოსებმა და კინორეჟისორებმა ძალიან მოიწონეს. 1966 წელს, სურათმა ჩეხოსლოვაკიის კინოკრიტიკოსების პრემია მიიღო, ხოლო ესტერ კრუმბახოვამ და იან ნემეცმა ჩეხოსლოვაკიის კინოსა და ტელევიზიის მხატვართა კავშირის მიერ გაცემული Trilobit-ის პრემია მოიპოვეს (ფილმებისთვის წვეულება და სტუმრები და სიყვარულის მოწამეები).

წვეულება და სტუმრები (იან ნემეც, 1966)


ყური (The Ear, 1970), კარელ კაჩინა, 19:00 საათი

ფილმის პირველი ჩვენება 1989 წელს შედგა (მანამდე აკრძალული იყო). ეს უაღრესად ძლიერი, პოლემიკური ფილმი ტოტალიტარული საზოგადოების მენტალური ჩარჩოების ღრმა ანალიზს გვთავაზობს. ფილმში მინისტრის მოადგილის, ლუდვიკის (რადოსლავ ბრჟობოჰატი) და მისი მეუღლის, ანას (ჟიინა ბოჰდალოვა) პოლიტიკური და პირადი ურთიერთობის საკითხი ცენტრალური მნიშვნელობისაა და მორალურ და პოლიტიკურ განზომილებებშია მოქცეული.

ფილმის ვიზუალური სტილი დრამატული და ავთენტურია. ციხესიმაგრის „ფლეშბექების“ სცენები ნახევრად ექსპრესიონისტული კადრებითაა გადაღებული, გმირების დათრგუნული სახეები კამერისკენაა მიმართული. სახლის ინტერიერი ხშირად დაბალი წერტილებიდანაა გადაღებული, ახლო კადრებზე და განათების კონტრასტებზე ფოკუსირებით, რომლებიც „ფილმ ნუარის“ სტილს მოგვაგონებს. ეს არის ფილმი, რომელიც მაყურებელს სარკეში ახედებს.

მოდერატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია

ყური (კარელ კაჩინა, 1970)

13 მაისი, სამშაბათი

ახლოდან ნანახი მატარებლები (Closely Watched Trains, 1966), რეჟისორი ირჟი მენცელი, 19:00 საათი

ოსკარის მფლობელი ჩეხური კომედიურ-დრამატული ფილმი, რომელიც ბოჰუმილ ჰრაბალის 1965 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის ბნელ პერიოდში — გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში, პატარა რკინიგზის სადგურზე, სადაც ფილმის ახალგაზრდა გმირი ცხოვრობს.

ფილმში მატარებლები პატარა ქალაქის სასიცოცხლო ხაზად არის წარმოჩენილი, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანები და საქონელი, არამედ იმედები, ოცნებები და ოკუპირებული ერის მძიმე ტვირთიც გადააქვს. მატარებლის გადაადგილება დროის სვლას აღნიშნავს იმ სივრცეში, რომელშიც ომმა ნორმალური და მშვიდი ცხოვრება შეარყია. მატარებელს სხვადასხვა ხალხი გადაჰყავს, მათ შორის გერმანელი ჯარისკაცები, წინააღმდეგობის მებრძოლები და რიგითი მოქალაქეები.

საქმე ახალბედა ჯალათისთვის (Case for a Rookie Hangman,1969, Pavel Juráček), რეჟისორი პაველ იურაჩეკ, 21:00 საათი

პაველ იურაჩეკის ფილმი შეიძლება კლასიფიცირდეს სიურრეალისტურ ან აბსურდულ სატირად და ნაწილობრივ ეფუძნება ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ მესამე წიგნს, თუმცა სიუჟეტი შეცვლილია მე-20 საუკუნის დასაწყისით. ფილმი ფრანც კაფკას შემოქმედებითაც არის შთაგონებული და ჩეხოსლოვაკიურ საზოგადოებას აკრიტიკებს, რის გამოც ის გამოსვლიდან მალევე აიკრძალა. ფილმის გმირი, ლემუელ გულივერი (ლუბომირ კოსტელკა) ავტოკატასტროფაში მოყვა და ფეხით აგრძელებს მოგზაურობას უცნობ სოფელში. გზად ის პოულობს მამაკაცივით გამოწყობილ მკვდარ კურდღელს და ჯიბიდან საათს იღებს. ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც ის შედის, ლემუელს ბავშვობას ახსენებს და მტკივნეულ მოგონებებს უღვიძებს საყვარელი გოგონას, მარკეტას მიმართ, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. გულივერი აღმოჩნდება ბალნიბარბიში, ქვეყანაში, სადაც მას არ ესმის კანონები და შემთხვევით შეურაცხყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. მას ხალხი დაკითხვას უწყობს.

იოსებ კილიანი (Joseph Kilian, 1963), რეჟისორები პაველ იურაჩეკ და იან შმიდტი, 23:00 საათი

მოკლემეტრაჟიანი ჩეხური დრამა, რომლის რეჟისორები პაველ იურაჩეკი და იან შმიდტი ობერჰაუზენის კინოფესტივალზე “გრანპრით” არიან დაჯილდოებულნი. ფილმი შთაგონებულია კაფკას შემოქმედებით. მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, იდეოლოგიურ საფუძველზე დაყდნობით, ფილმს მწვავედ დაუპირისპირდნენ კომუნისტი კრიტიკოსები.

ფილმის გმირი არის იან ჰეროლდი (კარელ ვაშიჩეკი), კაცი, რომელიც პრაღის ქუჩებში მოხეტიალე, ამხანაგ კილიანს ეძებს. ყოველ ჯერზე, როცა ხალხს მის შესახებ ეკითხება, უნახავთ თუ არა იგი, დაბნეულ მზერას აწყდება. ის, შემთხვევით იპოვის კატების გაქირავების მაღაზიას და გადაწყვეტს, რომ დაიქირაოს კატა და მასთან ერთად განაგრძოს ძიება. როდესაც კატის დაბრუნების დრო მოდის, მაღაზია აღარ დახვდება. შენობა ისე გამოიყურება, თითქოს მრავალი წლის მიტოვებულია.

მოდერატორი: ნინი შველიძე

14 მაისი, ოთხშაბათი

მარკეტა ლაზაროვა (Markéta Lazarová,1967), რეჟისორი ფრანტიშეკ ვლაჩილ, 19:00 საათი

ვლადისლავ ვანჩურას მარკეტა ლაზაროვა ჩეხური მოდერნიზმის შედევრია. შუა საუკუნეების ბოჰემიაში მოთხრობილი ეპიკური ზღაპარი ასახავს დიდგვაროვანთა ოჯახებს შორის შუღლს, უპირიპირებს რა გამბედაობასა და სიყვარულს, სოციალურ და რელიგიურ კონვენციებს. რომანი პირველად 1931 წელს გამოიცა (მიენიჭა სახელმწიფო პრემიერა პრემია ლიტერატურის დარგში), მაგრამ ინგლისურად ითარგმნა 2016 წელს.

დღეს, ის უფრო ცნობილია ფრანტიშეკ ვლაჩილის 1967 წლის ცნობილი ადაპტაციის წყალობით. ფილმი არ მიყვება რომანს ზედმიწევნით და მისგან განსხვავებით, ცდილობს ისტორიულად უფრო ზუსტად ასახოს მე-13 საუკუნის სამყარო. მარკეტა ლაზაროვა ავანგარდული და ექსპერიმენტული ფილმია, თუმცა არა აბსტრაქტული. სურათი არღვევს მაყურებლის კონცენციურ შეხედულებებს ისტორიის თხრობის, სივრცისა და დროის აღბეჭდვის კუთხით. კომუნისტურ სახელმწიფოში მუშაობის მიუხედავად, ვლაჩილი ეხება სექსუალობის, წარმართული რიტუალებისა და ძალადობის ტაბუირებულ საკითხებს.

მოდერატორი: გიორგი ჯავახიშვილი

მარკეტა ლაზაროვა (ფრანტიშეკ ლაჩილ, 1967)

15 მაისი, ხუთშაბათი

მარგალიტები ფსკერზე (Pearls of the Deep, 1966), რეჟისორები ირჟი მენცელ, იან ნემეც, ევალდ შორმ, ვერა ხიტილოვა, იარომილ ირეშ, 19:00 საათი

მარგალიტები ფსკერზე არის 1966 წლის ჩეხოსლოვაკიური ფილმების ანთოლოგია , რომლის რეჟისორები არიან ირჟი მენზელი, იან ნემეცი, ევალდ შორმი, ვერა ჩიტილოვა და იარომილ ირეში. ხუთივე სეგმენტი ბოჰუმილ ჰრაბალის მოთხრობებზეა დაფუძნებული. მოთხრობები მოიცავს ტრაგიკომიკურ ისტორიებს ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, რომელიც გადმოცემულია ავთენტური ფორმებით, მარტივი თხობითა და მსუბუქი იუმორით. უმეტეს შემთხვევაში, ჰრაბალი შთაგონებული იყო კონკრეტული ადამიანებითა და რეალური ადგილებით.

თითოული მოკლემეტრაჟიანი ფილმი დამოუკიდებლად, ცალ-ცალკეა გადაღებული. კინორეჟისორებმა არ იცოდნე, თუ რაზე მუშაობდნენ სხვა ავტორები. ანალოგიურად, ჰრაბალმა ცალ-ცალკე მოამზადა მოთხრობების ლიტერატურული სცენარები თითოეულ კინორეჟისორთან. თუმცა, არსებობს ორი გამაერთიანებელი ელემენტი — იაროსლავ კუჩერას კამერა და ჰრაბალის კამეოები თითოეულ სეგმენტში.

მზე ბადეში (The Sun in the Net, 1963), რეჟისორი შტეფან უჰერ, 21:00 საათი

ინტიმური სიუჟეტით, უნიკალური ხმის დიზაინითა და მუსიკით, იმპრესიონისტული ოპერატორული ნამუშევრითა და პირად, შინაგან კონფლიქტებზე ფოკუსირებით. შტეფან უჰერის 1962 წლის მხატვრულ ფილმს ხშირად მოიხსენიებენ “ახალი ტალღის” საეტაპო ფილმად. მისი თამამი სტილისტური და ფორმალური ინოვაციების გავლენა აისახა ჩეხოსლოვაკიური “ახალი ტალღის” ბევრ უფრო ცნობილ და დასავლეთში ფინანსურად წარმატებულ ფილმში.

უჰერის ფილმი მოგვითხრობს ბრატისლავაში თინეიჯერი წყვილის პრობლემური ცხოვრების შესახებ. მოყვარულ ფოტოგრაფს, ფაჯოლო ფაიტაკის (მარიან ბიელიკი) და მის ახალგაზრდა შეყვარებულს ბელა ბლაჟეოვას (იანა ბელაკოვა) გარემოებების გამო ფიზიკური განცალკევება უწევთ. შეყვარებულების და ახალგაზრდა თაობის მელოდრამატული ურთიერთობის აღბეჭდვდის გარდა, სურათი ღრმა ანალიზს გვთავაზობს ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერებისა და ეთნიკური იდენტობის საკითხზე.

უჰერი, რომელიც შთაგონებული იყო იტალიური ნეორეალიზმითა და ფრანგული “სინემა ვერიტეთი”, ექსპერიმენტული ფორმებით ბოლომდე შორდება სოციალისტური რეალიზმის ჩარჩოებს და შთაგონებას სწორედ ევროპული კინოსგან, სწორედ იტალიური ნეორეალიზმისგან და ფრანგული “სინემა-ვერიტესგან” იღებს.

მოდერატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია.


წყაროები:

Nicholas Hudac, Seeing the Truth Through Smoked Glass Štefan Uher’s The Sun in a Net (Slnko v sieti, 1963) VOL. 46, October 2014

Martin Srajer, The Party and the Guests, The Party and the Guests, 2023

Peter Hames,The Czechoslovak New Wave (Film and Media Studies) Paperback – Illustrated, 4 Sept. 2005https://czechfilmreview.com/

პოსტის ნახვები: 937
Related Topics
  • ალექსანდრე გაბელია
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ლიკა გლურჯიძე
  • მარკეტა ლაზაროვა
  • ნინი შველიძე
  • ჩეხოსლოვაკიური ახალი ტალღა
  • ჩეხოსლოვაკიური კინო
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ოქტომბერი 9, 2024
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Geogian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – Meeting Point Vilnius (MPV) 2023

  • CinExpress
  • აპრილი 4, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: შემოქმედის სევდა

  • CinExpress
  • მარტი 1, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს