• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ალექსანდრ კლუგეს რეტროსპექტივა
  • პროექტი

ალექსანდრ კლუგეს რეტროსპექტივა

  • მაისი 14, 2026
  • CinExpress
Total
0
Shares
0
0
0

FOR ENGLISH SCROLL DOWN

CinExpress, გერმანიის საელჩო თბილისი (Deutsche Botschaft Tiflis) და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (Goethe-Institut Georgien) წარმოგიდგენთ გამორჩეული გერმანელი ავტორის — ალექსანდრე კლუგეს რეტროსპექტივას.

ჩვენებები გაიმართება 19, 21 და 24 მაისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2). ფილმებზე დასწრება თავისუფალია.

რეტროსპექტივის კურატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია, ნინი შველიძე, გიორგი ჯავახიშვილი.

ფილმები მოწოდებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივის მიერ.

ალექსანდრ კლუგე გერმანული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ფიგურაა — რეჟისორი, მწერალი, თეორეტიკოსი და ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი კინო იბადება ომის შემდგომი გერმანიის ტრავმების ფონზე, კომერციული კინოს წინააღმდეგ. კლუგესთვის კინოხელოვნება არის აზროვნების ფორმა, კრიტიკული დიალოგი მაყურებელთან, წინააღმდეგობის ენა და სივრცე, სადაც ისტორია, პოლიტიკა, ყოველდღიურობა, სხეული, შრომა და მეხსიერება ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.

ალექსანდრ კლუგე დაიბადა 1932 წელს ჰალბერშტადტში. სწავლობდა სამართალს, ისტორიას და საეკლესიო მუსიკას, ახლოს იყო ფრანკფურტის სკოლის წრესთან, თანამშრომლობდა თეოდორ ადორნოსთან, კინოში ფრიც ლანგის ასისტენტადაც მუშაობდა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ადორნოს საყვარელ შვილს,“ რომელმაც ფრანკფურტის სკოლის კრიტიკული თეორიის იმპულსების გაგრძელება გადაღებისას თუ წერისას მოახერხა. ალექსანდრ კლუგე — “ახალი გერმანული კინოს იურიდიული გონება” — 1962 წელს იყო ობერჰაუზენის მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერიც, მანიფესტის, რომელმაც “ძველი” კინოს წინააღმდეგ ახალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური კინოს აუცილებლობა გამოაცხადა.

აღნიშნულმა მანიფესტმა და პროცესებმა როგორც გერმანულ, ასევე მსოფლიო კინოზე დიდი გავლენა მოახდინა და შთაგონების წყაროდაც იქცა მრავალი ავტორისთვის. ახალი კინო უნდა ყოფილიყო თავისუფალი ინდუსტრიული კონვენციებისგან, კომერციული და იდეოლოგიური კონტროლისგან.

კლუგე კინოს „ალტერნატიული, კონტრ-საჯარო სივრცის“ შექმნის იარაღად განიხილავდა. ინდუსტრიის მიერ თავსმოხვეული პასიური მოხმარების საპირისპიროდ, თითოეული ფილმი მისთვის საზოგადოებრივი გამოღვიძების საშუალებას წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო კოლექტიური დისკუსიის იმგვარი გარემოს გაჩენა, რომელიც რეჟისორსა და მაყურებელს შორის იერარქიულ ზღვარს წაშლიდა და კინოს დემოკრატიული თვითგამორკვევისა და კულტურული დებატების პლატფორმად აქცევდა.

კლუგეს როლი განუზომელია 1960-70-იანი წლების გერმანიის კულტურის პოლიტიკის ფორმირების პროცესშიც. ობერჰაუზენის მანიფესტის პარალელურად, კლუგე იქცა სახელმწიფო კინოსუბსიდირების სისტემის “მთავარ არქიტექტორად”, რომელიც „საავტორო ფილმის“ კონცეფციაზე იყო აგებული. მანამ, სანამ 1980-იან წლებში თავად არ გახდა ამ სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად.

მხოლოდ 1966-1983 წლების შუალედში კლუგე დაახლოებით ოცი ფილმის ავტორია. „გერმანელმა გოდარმა“ როგორც მას უწოდებენ, ფართო გავლენასა და სტილისტურ ინოვაციურობაზე ხაზგასასმელად ზეადამიანური პროდუქტიულობით რაინერ ვერნერ ფასბინდერსაც კი აჯობა. ათობით წიგნის, ფილმის, მრავალსაათიანი სატელევიზიო გადაცემების, ასობით საგაზეთო სტატიის ფონზე “კლუგე ერთგვარ მითად, თითქმის ინსტიტუტად იქცა“ (თომას ელზასერი), რომელსაც ფრონტის ხაზი 50 წლის მანძილზე არ დაუტოვებია.

კლუგესთვის კინო მეხსიერებისა და ხსოვნის პოლიტიკის ადგილია, რომლის ინტერესების ცენტრში ისტორია და მისი არაოფიციალური ნარატივი ექცევა. ის სხვადასხვა მედიუმის დახმარებით წლების მანძილზე ეძებს პასუხს კითხვაზე, როგორ იქმნება ისტორია ყოველდღიური გამოცდილებების, შეცდომების, შემთხვევითობებისა და მეხსიერების ფრაგმენტებისგან. დაწყებული რეფორმაციიდან, გაგრძელებული მეორე მსოფლიო ომითა და ჰოლოკოსტით, დამთავრებული ომისშემდგომი იდენტობის კრიზისით — კლუგეს ინტერესის არეალში ყველაფერი ექცევა. მიუხედავად ტრავმაზე საუბარისგან თავის არიდებისა, რეჟისორი აჩვენებს როგორ ბრუნდება ისტორია ადამიანების ქცევებში, ოცნებებსა და ტყუილებში.

კლუგესთვის ნამდვილი კინო მაყურებლის გონებაში იბადება. ის თავის ნამუშევრებს მიიჩნევდა არა დასრულებულ სურათებად, არამედ „ფანტაზიის ნედლ მასალად“ — ისტორიული ნანგრევების, არქივებისა და ოფიციალური დოკუმენტების კოლაჟად, რომელსაც მაყურებლის წარმოსახვაში “დალუქული” ალტერნატიული ისტორიები და ტრავმები უნდა გაეხადა ხილული. მისი თქმით, წარმოსახვისა და ფიქრების ეს შინაგანი ნაკადი ადამიანის გონებაში კინოს გამოგონებამდე ათასობით წლით ადრეც არსებობდა. კინემატოგრაფმა მას უბრალოდ ტექნიკური ფორმა მისცა.

კლუგესთვის ცენტრალურია ის, რასაც ოსკარ ნეგტთან ერთად უწოდებს „Eigensinn“-ს — სიჯიუტეს, ერთგვარ შინაგან წინააღმდეგობაას, თვითდამკვიდრების იმპულსს. ის დაუღალავად იკვლევს, როგორ შეიძლება სიჯიუტე ერთდროულად იყოს როგორც თავისუფლების, ისე თვითგანადგურების წყარო. მისი პერსონაჟები ხშირად სწორედ ამ წინააღმდეგობაში ცხოვრობენ: ცდილობენ საკუთარი ბედის შექმნას, მაგრამ იმავე ძალით ანგრევენ მას.

კლუგესთვის ეს წინააღმდეგობა ენის საკითხიც იყო. მისი კინო წინააღმდეგობის ენას თავად ფორმაში ეძებს: ფრაგმენტში, შეწყვეტაში, არათანმიმდევრულობაში, ხმისა და გამოსახულების დაპირისპირებაში. ამგვარად, მისი ფილმები არ გვთავაზობენ დასრულებულ პასუხებს; მათში ისმის კითხვები, რომელთა მეშვეობითაც მაყურებელს ისტორიის, ძალაუფლებისა და საკუთარი პოზიციის შესახებ ფიქრის შესაძლებლობა ეძლევა. კლუგე ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა. ის ქმნიდა კინოს, რომელიც მაყურებელს ფიქრის, ეჭვისა და კრიტიკული მონაწილეობისკენ უბიძგებდა – ხმოვანი კომენტარით, ესეისტური, დოკუმენტური თუ მხატვრული ფორმით, მონტაჟით, თეორიული ჩანართებით თუ არასწორხაზოვანი თხრობის მოდელით. ამიტომ კლუგეს კინოში წინააღმდეგობა ითარგმნება ენობრივი, ესთეტიკური და პოლიტიკური აქცენტებით. მისი მოღვაწეობა მნიშვნელოვანია იყო კინოს, ლიტერატურის, ტელევიზიისა და კრიტიკული თეორიის მიმართულებითაც.

კლუგე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც ომისშემდგომი გერმანული კინო საერთაშორისო კინემატოგრაფიულ რუკაზე დააბრუნა. Yesterday Girl-მა ვენეციის კინოფესტივალზე “ვერცხლის ლომი”, ხოლო Artists Under the Big Top: Perplexed-მა “ოქროს ლომი” მოიპოვა. რეტროსპექტივის ფარგლებში ორივე ფილმი იქნება ნაჩვენები.

პროგრამის შესახებ:

პროგრამა აერთიანებს სამ ფილმს, რომლებშიც კლუგეს კინო განსაკუთრებული სიმკვეთრით უახლოვდება, აკვირდება და სწავლობს ქალ პროტაგონისტებს: მათ გამოცდილებას, ბრძოლას, მარცხებსა და გამარჯვებებს, მათ ადგილსა და როლს საზოგადოებასა და ისტორიაში. ამ ფილმების ცენტრში ექცევიან განსხვავებული ქალი ფიგურები, რომლებიც ქვეყნის ისტორიული ტრავმებისა და კონტექსტების ექოს ატარებენ. კლუგეს კინო ყურადღებას ამახვილებს კულტურიდან და პოლიტიკიდან მათი მუდმივი გარიყვის მცდელობაზე, ყოველდღიურობაში გადარჩენისთვის ბრძოლაზე, საცხოვრებლის, ადგილისა და საკუთარი პოზიციის მოპოვების სურვილზე, ისტორიის ახლებურად წაკითხვის სითამამეზე, ინსტიტუციის შექმნის სურვილზე, შრომაზე, სიხისტესა და სილაღეზე, შემოქმედებით იმპულსებსა და წარსულისგან თავის დაღწევის თუნდაც ამაო მოლოდინზე. ამ მხრივ, კლუგეს კინო არაერთხელ ქცეულა დებატების სივრცედ — გამოწვევის, შესაძლებლობის, კრიტიკისა და აღმოჩენების ტერიტორიად.

პროგრამა დღეების მიხედვით:

19 მაისი, 19:00 საათი — გუშინდელთან გამოთხოვება / Yesterday Girl / Abschied von gestern (1966)

კლუგეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარი. ფილმის მთავარი გმირია ანიტა გ., ახალგაზრდა ქალი აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელიც დასავლეთ გერმანიაში უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილით გადადის, მაგრამ მჩაგვრელ საზოგადოებრივ, სამართლებრივ და ეკონომიკური სისტემებთან შეჯახება უწევს. ფრაგმენტული თხრობით, ირონიული ტონითა და დოკუმენტურ-ესეისტური ფორმით კლუგე აჩვენებს ომისშემდგომი გერმანიის ყოფას, ისტორიული მეხსიერების კრიზისს, ქალური გამოცდილების მოხელთების სურვილითაც, ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა. ნამუშევარი ვენეციაში ვერცხლის ლომით აღინიშნა. ფილმი ეფუძნება ალექსანდერ კლუგეს მოთხრობას „ანიტა გ.“

21 მაისი, 19:00 საათი — პატრიოტი ქალი / The Patriot / Die Patriotin (1979)

ფილმის ცენტრშია გაბი ტაიხერტი, ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ცდილობს გერმანიის ისტორია სხვაგვარად ასწავლოს, არა როგორც ომისა და სიკვდილისკენ მიმავალი ოფიციალური ქრონიკა, არამედ როგორც ფრაგმენტებით მოხელთებული, დაკარგული და ჩახშული ხმების ტერიტორია. ეს კლუგეს ერთ-ერთი მთავარი ფილმია – ისტორიის, ეროვნული იდენტობისა და კრიტიკული თეორიის კავშირის შესახებ.

24 მაისი, 15:00 საათი — არტისტები ცირკის გუმბათქვეშ: დაბნეულნი / Artists Under the Big Top: Perplexed / Die Artisten in der Zirkuskuppel: ratlos (1968)

ფილმის მთავარი გმირი ლენი პაიკერტია, ცირკის მემკვიდრე, რომელიც ცდილობს ტრადიციული სანახაობა ახალ, სოციალურად გააზრებულ ფორმად გარდაქმნას. ცირკი აქ ხელოვნების, პოლიტიკის, ბაზრისა და უტოპიის მეტაფორად იქცევა. ლენის იდეალიზმი ეჯახება ეკონომიკურ რეალობას, ინსტიტუციურ ზეწოლასა და ხელოვნების კომერციალიზაციას. ციტატები, ქრონიკები და ფრაგმენტული თხრობა ფილმს ენობრივადაც ძალიან საინტერესოს ხდის. ნამუშევარმა ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი მოიპოვა.


CinExpress, the Embassy of Germany in Tbilisi (Deutsche Botschaft Tiflis), and the Goethe-Institut Georgia present a retrospective of the distinguished German author Alexander Kluge.

The screenings will take place on 19, 21, and 24 May in the Blue Hall of the Cinema House (address: 2 Kakabadze Brothers Street). Attendance at the film screenings is free.

Curators of the retrospective: Lika Glurjidze, Alexandre Gabelia, Nini Shvelidze, Giorgi Javakhishvili

The films are provided by the film archive of the Goethe-Institut Georgia.

Alexander Kluge is one of the most important intellectual figures of German and world cinema — a filmmaker, writer, theorist, and co-founder of New German Cinema. His cinema emerges against the background of postwar Germany’s traumas and in opposition to commercial cinema. For Kluge, film is a form of thinking, a critical dialogue with the viewer, a language and space of resistance, where history, politics, everyday life, the body, labor, and memory are closely intertwined.

Alexander Kluge was born in 1932 in Halberstadt. He studied law, history, and church music, was close to the Frankfurt School circle, collaborated with Theodor Adorno, and also worked as Fritz Lang’s assistant in the cinema. Kluge is often referred to as ‘Adorno’s favorite son,’ who managed to continue the impulses of the Frankfurt School’s critical theory through both filmmaking and writing. Alexander Kluge — ‘the legal mind of New German Cinema’ — was also one of the signers of the Oberhausen Manifesto in 1962, a manifesto that declared the necessity of a new, independent, and political cinema against the ‘old’ cinema.

This manifesto and the processes it set in motion had a major influence not only on German cinema but also on world cinema and became a source of inspiration for many authors. The new cinema had to be free from industrial conventions and from commercial and ideological control.

Kluge viewed cinema as a tool for creating an ‘alternative, counter-public sphere.’ In opposition to the passive consumption imposed by the industry, each film for him represented a means of public awakening. His goal was to generate an environment for collective discussion that would erase the hierarchical boundary between the director and the spectator, turning cinema into a platform for democratic self-determination and cultural debate.

Kluge’s role is also immeasurable in the process of shaping Germany’s cultural politics of the 1960s and 1970s. Alongside the Oberhausen Manifesto, Kluge became the ‘chief architect’ of the state film subsidy system, which was built on the concept of the ‘author’s film’ (Autorenfilm) — until he himself became one of this system’s harshest critics in the 1980s.

Between 1966 and 1983 alone, Alexander Kluge authored about twenty films. The ‘German Godard,’ as he is called — to emphasize his broad influence and stylistic innovativeness — even surpassed Rainer Werner Fassbinder with his superhuman productivity. Against the backdrop of dozens of books, films, hours of television programs, and hundreds of newspaper articles, ‘Kluge became a kind of myth, almost an institution’ (Thomas Elsaesser), who has not left the front line for 50 years.

For Kluge, cinema is a site for the politics of memory and remembrance, at the center of whose interest lie history and its unofficial narrative. Through the use of various media, he has spent years searching for an answer to the question of how history is constructed from everyday experiences, mistakes, contingencies, and fragments of memory. Starting with the Reformation, continuing through World War II and the Holocaust, and ending with the post-war identity crisis — everything falls within Alexander Kluge’s scope. Despite avoiding direct talk of trauma, the director shows how history returns in people’s behaviors, dreams, and lies.

For Kluge, true cinema is born in the mind of the spectator. He regarded his works not as completed pictures, but as raw material for the fantasy—a collage of historical ruins, archives, and official documents, which was meant to make visible the alternative histories and traumas sealed within the viewer’s imagination. According to Kluge, this internal stream of imagination and thoughts existed in the human mind thousands of years before the invention of cinema; cinema merely gave it a technical form.

Central to Kluge is what he, together with Oskar Negt, calls ‘Eigensinn’ — stubbornness, inner resistance, the impulse for self-assertion. He tirelessly explores how stubbornness can simultaneously be a source of both freedom and self-destruction. His characters often live precisely within this contradiction: they attempt to shape their own destiny, but with the same force, they destroy it.

For Kluge, this resistance was also a question of language. His cinema searches for the language of resistance within form itself: in the fragment, in interruption, in discontinuity, in the tension between sound and image. In this way, his films do not offer complete answers; rather, questions are heard within them, giving the viewer the possibility to think about history, power, and their own position. Kluge was one of the central figures of New German Cinema. He created a cinema that urged the viewer toward thought, doubt, and critical participation — through voice-over commentary, essayistic, documentary, and fictional forms, montage, theoretical insertions, and nonlinear modes of narration. Therefore, in Kluge’s cinema, resistance is translated into linguistic, aesthetic, and political accents. Kluge’s work was also important in the fields of cinema, literature, television, and critical theory.
Kluge is one of the key figures who returned postwar German cinema to the international cinematic map. Yesterday Girl received the Silver Lion at the Venice Film Festival, while Artists Under the Big Top: Perplexed won the Golden Lion. Both films will be screened as part of the retrospective.

About the Program

The program brings together three films in which Kluge’s cinema approaches, observes, and studies female protagonists with particular intensity: their experiences, struggles, failures and victories, their place and role in society and history. At the center of these films are different female figures who carry the echoes of the country’s historical traumas and contexts. Kluge’s cinema focuses on the constant attempts to exclude them from culture and politics, on their everyday struggle for survival, on their desire to find a home, a place and a position of their own, on their courage to read history anew, on their wish to create institutions, on labor, rigidity and lightness, creative impulses, and the perhaps futile expectation of breaking free from the past. In this sense, Kluge’s cinema has often become a space of debate — a territory of challenge, possibility, critique and discovery.

Program by days

19 May, 7 pm — Yesterday Girl / Abschied von gestern

Kluge’s first feature-length film and one of the initial, landmark works of New German Cinema. The film’s protagonist is Anita G., a young woman from East Germany who moves to West Germany in search of a better life, but has to confront oppressive social, legal, and economic systems. Through fragmented narration, an ironic tone, and a documentary-essayistic form, Kluge depicts the reality of postwar Germany and the crisis of historical memory; the film is also especially interesting in its desire to grasp female experience. The work was awarded the Silver Lion in Venice. The film is based on Alexander Kluge’s short story “Anita G.”

21 May, 7 pm — The Patriot / Die Patriotin

At the center of the film is Gabi Teichert, a history teacher who tries to teach German history differently: not as an official chronicle leading toward war and death, but as a territory grasped through fragments, lost and suppressed voices. This is one of Kluge’s major films — about the connection between history, national identity, and critical theory.

24 May, 3 pm — Artists Under the Big Top: Perplexed / Die Artisten in der Zirkuskuppel: ratlos

The film’s protagonist is Leni Peickert, heir to a circus, who tries to transform traditional spectacle into a new, socially conscious form. Here, the circus becomes a metaphor for art, politics, the market, and utopia. Leni’s idealism collides with economic reality, institutional pressure, and the commercialization of art. Quotations, chronicles, and fragmented narration also make the film highly interesting in terms of cinematic language. The work won the Golden Lion at the Venice Film Festival.

პოსტის ნახვები: 6
Related Topics
  • ალექსანდერ კლუგე
  • ალექსანდრე გაბელია
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ლიკა გლურჯიძე
  • ნინი შველიძე
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

მეხსიერების ხელოვნება: საუბარი იოაკიმ ტრიერთან

  • მაისი 14, 2026
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • პროექტი

იოაკიმ ტრიერის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 4, 2026
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ნიდერლანდური კინოს კვირეული

  • CinExpress
  • მარტი 19, 2026
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ირანული კინოს რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • იანვარი 31, 2026
სტატიის ნახვა
  • პროექტი

Nordic-Baltic Film Festival

  • CinExpress
  • ოქტომბერი 1, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • სექტემბერი 11, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს