• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი არც ისე ცუდი ხალხი
  • რეცენზია
  • ქართული კინო

არც ისე ცუდი ხალხი

  • იანვარი 18, 2020
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
4
გაზიარება
4
0
0
ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი

პოსტსაბჭოთა ქართული კინოს მთავარი ნოტი 90-იანებია; დამოუკიდებელ ქართულ კინოში ყველაზე ხშირად ეს ეპოქა რეპრეზენტირდება, რაც ამ თემის ირგვლივ შექმნილი ყოველი მომდევნო ნამუშევრისადმი სკეპტიკურ მოლოდინებს აჩენს; საჭირო ხდება ამბის განსხვავებული ენით გადმოცემა, პერსონაჟების სხვა პერსპექტივით ასახვა, რომ უკვე მრავალჯერ აღწერილი აღარ განმეორდეს. რაც უფრო მეტი სურათი იქმნება აღნიშნულ თემაზე, მით უფრო კრიტიკული ხდება ფილმის მიმართ დამოკიდებულება, რადგან ხშირად, შექმნილი ნამუშევრები ვერ ახდენენ საკვლევ თემაზე რეფლექსიას, ან ნაცნობი ატმოსფეროსა და რეალობის უტყუარ გამოსახვას.

90-იანებზე და უფრო კონკრეტულად სამოქალაქო ომის პერიოდზე რეფლექსირებს გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ცუდი ხალხი. სურათი მთავარი გმირის, გიას (ვახო ჩაჩანიძე) ცხოვრების ერთ დღეს აღწერს: გიამ შვილისთვის წამალი უნდა იშოვოს და სახლში უვნებლად დაბრუნდეს. ფონად ორად გაყოფილ, შავი და თეთრი სამკლავურებით დანიშნულ, ურთიერთდაპირისპირებულ სოციუმს ვხედავთ. ცენტრალური თემის გარდა, ავტორი ერთგვარ თამაშს გვთავაზობს – ჰობსისეულ ყოფაში (ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ), არავინ იცის, როდის გაშავდება ეკრანი და დაიწერება GAME OVER. თამაშის ცენტრალური ფიგურა გიაა, რომელმაც ფინიშის ხაზი წამლით ხელში უნდა გადაკვეთოს.

აღსანიშნავია, გადასაღები ადგილების, საკმაოდ კარგი ოპერატორული ნამუშევრისა და კოსტიუმების დიზაინის ხარჯზე, რეჟისორის მიერ შექმნილი მეტად ავთენტური გარემო, რომელიც მაყურებლის 90-იან წლებში ტელეპორტირებას ახდენს. ნიშანდობლივია მსახიობების დამაჯერებელი შესრულება, ვახო ჩაჩანიძე ალბათ ასეთი როლებისთვისაა დაბადებული, ჯანო იზორია (სანდრო) კი უტრირებული სამსახიობო პერფორმანსის (overplay) შედეგად, დაძაბული ნარატივის ფონზე, მაინც ახერხებს მაყურებლის გაღიმებას. ცუდ ხალხში გამოიკვეთება ავტორის მცდელობაც, განსხვავებული ენობრივი კოდებით გამოსახოს უკვე მრავალჯერ აღწერილი ამბავი, რაც თავისთავად დასაფასებელია. ტექნიკური თვალსაზრისით, ნამუშევარი საკმაოდ გამართულია, მაგრამ ფილმის შინაარსობრივ შრეებს თუ მიმოვილიხავთ, გარკვეული ხარვეზები შეინიშნება.

პირველი, რაც ეჭვს ბადებს, შვილისადმი გიას ბინარული დამოკიდებულებაა. ერთ შემთხვევაში, განგსტერული შეტაკების შემდეგ, გაბრაზებულ გიას ვხედავთ, რომელსაც ბავშვისთვის წამლის მიტანა ეჩქარება, მეორე შემთხვევაში კი ნოსტალგიური გრძნობებით შეპყრობილ გმირს, ვისაც თამაშის მთავარი მისია ავიწყდება; ფილმის ყველაზე კომიკურ ეპიზოდში, საავადმყოფოში წამლის მოსანადირებლად მისულ გიას მისი კლასელი ხვდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ გვერდზე ოთახში  მისი მასწავლებელიცაა. მათთან ნოსტალგიურ საუბარში გართულ გმირს „თამაშის“ მთავარი ამოცანა მიავიწყდება. დრამატურგიული თვალსაზრისით, სავსებით გასაგებია აღნიშნული პერსონაჟების მეტად მნიშვნელოვანი როლი – ძველი მეგობრები შეხვედრისას მოთამაშეების ნიღაბს იხსნიან და რეალური სახეებით წარმოგვიდგებიან. ვხედავთ, სენტიმენტალური გრძნობებით შეპყრობილ სასტიკ ადამიანებს – მათაც ენატრებათ, უყვართ და “თამაშს” მიღმა სულ სხვა პიროვნებები არიან. ორ განსხვავებულ ბანაკში მყოფი კლასელის შეხვედრა ერთობ მნიშვნელოვან ქვეტექსტს ატარებს და, როგორც რეჟისორი ამბობს, იმ დროინდელ საზოგადოებაში გამეფებულ რადიკალიზმს აღწერს: მათ შეიძლება აკავშირებდეთ ძმობა, მაგრამ თამაში სულ სხვა წესებს მოითხოვს – თეთრი თეთრია, შავი კი შავი. ამგვარ მსჯელობაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, განხილული ეპიზოდი და პროტაგონისტის ქმედებები დისონანსშია მისთვის დასახულ მთავარ მიზანთან – რაც შეიძლება მალე მიუტანოს შვილს წამალი.

მოსაზრება მეორე ხარვეზის შესახებ, მეტად სუბიექტურია. პირველად ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე, მაყურებლით სავსე დარბაზში ვნახე და მომეწონა, თუმცა სეანსიდან გამოსულს უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რადგან აღნიშნულმა ჩვენებამ ხალხში იმგვარი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორიც კარგი კომედიის ნახვის დროს ჩნდება ხოლმე. ღიმილს იწვევდა ეპიზოდები სანდროს მონაწილეობით, ეპიზოდი, სადაც გია თანაკლასელს ხვდება, ესვრის, შემდეგ კი ეხუტება. გარკვეულწილად, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ეპიზოდები პერსონაჟების რომანტიზებას ეწევა, რადგან სცენის თვითმიზანი კომიკური ელემენტების გადათამაშება ხდება, რაც სასტიკ და ბოროტ, როგორც რეჟისორმა მათ უწოდა – ცუდ ხალხს – ნაივური და რომანტიკული სახით წარმოგვიდგენს.

90-იანებმა და იმ დროში გამეფებულმა მენტალურმა მდგომარეობამ კი ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. რომ არაფერი ვთქვათ სამოქალაქო ომზე, უამრავი ადამიანი (ძირითადად ახალგაზრდები) რომ იმსხვერპლა. სურათი, რომელიც ამგვარ პერიოდზე რეფლექსირებს, ნახვის შემდეგ მაყურებელს საფიქრალში უნდა ტოვებდეს – უნდა იყოს ბიძგი იმ რელობის გადააზრებისა, რომელზეც ასე იშვიათად ხდება ობიექტური რეფლექსია – მით უფრო, როდესაც სურათი რეალური ისტორიებითაა შთაგონებული.

მეორე მხრივ, ავტორი კომიკური ელემენტების გადათამაშებით, 90-იანებზე შექმნილი ფილმების მიერ შექმნილ კლიშეს გაურბის. ხშირ შემთხვევაში, აქამდე ნანახ სურათებში ტრაგედიის გათამაშება ხდება. ცუდი ხალხი კი მრავალჯერ ნაღეჭი თემის განსხვავებული პრიზმით დანახვას ცდილობს, რაც თავის მხრივ, დასაფასებელია. ამიტომ, უკანასკნელ მოსაზრებასთან დაკავშირებით ვმერყეობ და სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

დაბოლოს, ფინალზე, სადაც ჰეტეროდიეგესური ხმა მერაბ კოსტავას სიტყვებს ციტირებს. შესაძლოა, ეპილოგი ამ სიტყვებით შთაგონებული ილუსტრაციაა. სიმბოლურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ბავშვი მომავალი თაობის კრებსითი სახეა. ამ მხრივ, ვასკვნით, რომ ავად მყოფი უჩინარი ბავშვი, საეჭვო მდგომარეობაში მოქცეული ახალგაზრდა თაობაა. დასასრულს, ბავშვის გადასარჩენად არა მხოლოდ მთავარ გმირს, არამედ მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ თანაკლასელსაც ვხედავთ. ნიღბებთან ერთად ისინი სხვადასხვა ფერის სამკლავურებსაც იხსნიან და საერთო მიზნის შესასრულებლად ემზადებიან. ფინალი იმედს ტოვებს – GAME ISN’T OVER YET.

ოპტიმისტურია გიორგი თავართქილაძის მომდევნო ფილმისადმი მოლოდინიც, რადგან თუ ეპიზოდურ ჩავარდნებს დავივიწყებთ, ფორმა და სხვა კინემატოგრაფიული ელემენტები საინტერესო, ორიგინალურ სურათს ქმნიან.

პოსტის ნახვები: 286
Related Topics
  • "ცუდი ხალხი"
  • გიორგი ლორთქიფანიძე
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ვახო ჩაჩანიძე
  • თბილისი იყო ურთიერთობა
  • ტკბილი 90-იანები
  • ჯანო იზორია
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ტექსტი
  • ქართული კინო

„ცუდი ხალხის“ ისტორია და კარგი ადამიანების ამბავი

  • დეკემბერი 23, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

ვიდეო თამაშის ესთეტიკა, როგორც კინემატოგრაფიული ფორმა

  • იანვარი 21, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს