• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი 8 წუთიანი რეკლამა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

8 წუთიანი რეკლამა

  • ივლისი 4, 2019
  • CinExpress
Total
1
გაზიარება
1
0
0

“გენიალური ფინალი აქვს”, “ძალიან მაგრად სრულდება”, “საყვარელი დასასრული აქვს”, “უძლიერესი ფილმია”, “აი ფინალმა დაგლიჯა”… არ წყდება მსგავსი შეფასებები. თითქმის ყველა აღნიშნავს მის დასასრულს და ამავდროულად არ სრულდება ფილმის წარმატება მსოფლიოს კინოფესტივალებზე. საუბარია, გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმზე “8 წუთი”, რომელმაც დღეს 9 ოქტომბერს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო, მანჰეტენის კინოფესტივალის ოქროს მედალი მოიგო. ფილმის საფესტივალო ცხოვრების პარალელურად არაერთი რეცენზია დაწერილა და უკლებლივ ყველა ხოტბას ასახავს პროექტსა და მის შემქნელებს. განსხვავებული აზრის არარსებობისთვის აქამდე, შეიძლებოდა არც მიგვექცია დიდი ყურადღება და წარმატებულ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმად დარჩენილიყო, თუმცა პრესტიჟული ჯილდოები უფრო მეტ პასუხისმგებლობას სძენს ნაწარმოების ხარიხს და უფრო სიღრმისეულ და მკაცრ მიდგომასაც ითხოვს, რათა ქართული კინოს გულშემატკივრები ხიბლში არ აღმოვჩნდეთ და რეალობას არ ჩამოვცილდეთ.

“8 წუთს” პოსტაპოკალიფტური სიუჟეტი აქვს – მზე ჩაქრა და მხოლოდ მისგან მომავალი სხივებიღაა შემორჩენილი. ვინაიდან მზის სხივის დედამიწამდე მოღწევას დაახლოებით 8 წუთი და 20 წამი სჭირდება, ფილმის შემქმნელებმა სწორედ ამ დროში მომხდარი ამბების მოყოლა გადაწვყვიტეს. შთამბეჭდავი იდეაა (ასეთები მოსწონთ ჰოლივუდშიც). ან ვის არ დააინტერესებდა, ენახა დედამიწა და ადამიანები, 8 წუთით ადრე, სანამ წყვდიადი დაისადგურებდეს. რეჟისორების მთელი გამოწვევა იმაში მდგომარებს, თუ როგორ დაგვიხატავენ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციას, რა ასპექტებზე ან პერსონაჟებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

თავდაპირველად განვიხილოთ, როგორ აღწერენ ასეთ ექსტრემალურ პირობებს. ფილმის საწყის წუთებში ვეცნობით სიტუაციას – კადრს მიღმა ხმა მაყურებელს ატყობინებს მზის ჩაქრობის შესახებ. პარალელურად ნაჩვენებია დაპანიკებული მოსახლეობა და მათი მზადება დიდი დაბნელებისთვის. მაგრამ რამდენად დამაჯერებლადაა ეს ყველაფერი გადმოცემული?  მსგავს ფაბულაში გვაქვს ორი შესაძლო ვარიანტი: 1. სახელმწიფო, მთავრობა და სახელისუფლებო ინსტიტუტები მომზადებულნი ხვდებიან კატასტროფას, ცდილობენ დააწყნარონ ხალხი და ქაოსმა არ მოიცვას ქუჩები. 2. სახელმწიფოები, მთავრობა და სახელისუფლებო ინსტიტუტები ხალხივით  შეშინებული და დაბნეულები არიან, მათაც არ იციან, რა მოიმოქმედონ. ფილმში არეულია ეს ორი მოცემულობა. ერთი მხრივ, სახლის აივნიდან ჩანს ქაოსში გახვეული ქუჩები, რომელსაც პოლიციაც არ არეგულირებს და მთავრობის მხრიდან უყურადღებოდ დარჩენილი, თვითმკველობამდე მისული სასოწარკვეთილი ადამიანები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეორე სცენარი თამაშდება, მაგრამ ამავდროულად, ტელევიზია, კავშირგაბმულობა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას, თითქოს იქ მომუშავე ხალხს, ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს არ ეშინოდეთ დიდი დაბნელებისა, ან თითქოს მათაც არ ჰყავდეთ მისახედი ოჯახები. „8 წუთი“, მიუხედავად კატასტროფის მასშტაბურობისა, ოდნავადაც კი ვერ ქმნის დაძაბულობას, მით უმეტეს ზოგადად აპოკალიპტურ გარემოს. იმას კიდევ ვაპატიებდით, რომ ასეთი ჟანრის ფილმის ყველაზე დიდი ღირსება – აჩვენოს ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი მოსახლეობა – სულ რამდენიმე წამს გრძელდება. იტყვიან, ძვირი დაჯდებოდა სხვაგვარადო და გასაგებიცაა.

ფინანსების დაზოგვის მიზნით ფილმის მთელი ყურადღება კონცენტრირებულია მამა-შვილის ამბავსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიწროვდეს ასეთი მასშტაბის კატასტროფა ერთ პირად ისტორიამდე. მაგრამ გაუგებრობები აქაც უხვადაა. აუხსნელია პერსონაჟების ხასიათები, თუ რატომ შეიძლება იყვნენ ან არ იყვნენ უდარდელები ასეთი კატასტროფის დროს. მაგრამ არც ამას გამოვეკიდოთ.

მთავარი საკითხი მაინც სხვაა. უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მასშტაბური, რაც არა მარტო ქართული კინოს, არამედ მსოფლიო კინოს ამჟამინდელ რაობასა და ბედზე დაგვაფიქრებს (ბოლოს და ბოლოს ამდენი პრესტიჟული ჯილდო მოიგო ფილმმა). საუბარი მაქვს ფილმის კონცეფციაზე და მისი შესრულების ფორმაზე. 12 წუთიანი ქრონომეტრაჟიდან დაახლოებით 1 წუთი ეთმობა აპოკალიპტური გარემოს აღწერას, შემდეგი წუთები გვიყვება ერთ ოთახში ჩაკეტილი მთავარი გმირის მოქმედებებზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს მომნუსხველ ფინალთან და ეს უკანასკნელიც სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ფილმის შემქმნელებმა მოიგონეს კონცეფცია, რომელიც საჭიროებდა 1 წუთიან შესავალს, შუა ნაწილსა და დაახლოებით 1 წუთიან ფინალს. მაგრამ მათი ჯამი შუა ნაწილის ხარჯზე გაწელეს 12 წუთამდე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო 15 წუთიანიც, 5 წუთანიც და 30 წუთიანიც ავტორების მიზნების შესაბამისად. თუ შევხედავთ მხოლოდ დრამატურგიული თანწყობისა და ლოგიკურობისთვის საჭირო მომენტების ქრონომეტრაჟს, დავასკვნით, რომ საქმე გვაქვს ზედმეტ მასალასთან. ამ ფილმის „ჩატევა“ შესაძლებელი იყო 2 წუთში. და თუ ასე 2 წუთამდე ჩამოვიყვანთ ქრონომეტრაჟს, მაშინ მივიღებთ რეკლამას. დიახ, რეკლამას, რომელიც ზუსტად იგივე სტრუქტურის მატარებელია, რაც ამ ფილმში გვხვდება. რეკლამის სპეციფიკაა ლამაზი ესთეტიკა, თვალისმომჭრელი და სწრაფი სიუჟეტი, რომელიც გამაოგნებელი ფინალით გვირგვინდება და შემდეგ ვეცნობით დარეკლამებულ პროდუქტს. „8 წუთი“ გახლავთ 12 წუთამდე გაწელილი სწორედ ასეთი 2 წუთიანი რეკლამა, ბრტყელი, ბრჭყვიალა კადრებითა და გამოყენებული ნივთების სიახლითა და სიკაშკაშით. რეკლამაში ხომ ყველაფერი ახლად უნდა გამოიყურებოდეს, რომ მაყურებელს თავი მოანდომოს?! გაიხსენეთ, რა ეცვა წყვილს ექსპედიციაში. სავარაუდოდ, იქ რამდენიმე დღე მაინც უნდა ყოფილიყვნენ – თოვლში, მთაში, ცივილიზაციას მოწყვეტილები, ხოლო მათი ქურთუკები მაღაზიაში 2 წუთის წინ ნაყიდივით გამოიყურებოდა. ისე ბზინავდა მათი კარავიც!..

შორს რომ არ წავიდეთ, კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: ფილმის შემქმენლი ჯგუფის წევრები ე.წ. „რეკლამშჩიკები“ არიან. რეჟისორები დიდი ხანია, სარეკლამო სფეროში მუშაობენ და საკმაოდ წარმატებულადაც კი. მათ იციან, როგორ გადაიღონ კარგი რეკლამა, სხარტი, ჩამთრევი, დასამახსოვრებელი და „8 წუთის“ სახით სახეზე გვაქვს მათი მორიგი ნამუშევარი – ფილმი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო წვერის საპარსის, მობილურის, სპორტული ტანსაცმლის, განათების, ან ნებისმიერი პროდუქტის რეკლამა, ოღონდ არა კინო. იქნებ ასეთია კინოს მომავალიც? თუ შევხედავთ ქართულ სარეკლამო კომპანიებს, უმეტესობა წარმატებული სარეკლამო საქმიანობის პარალელურად ცდილობს, კინოშიც მოსინჯოს ბედი. რადგან კრეატიულები არიან, რადგან მარტივი, ბანალური ხერხებით ადამიანების გულებისა და ყურადღების დაპყრობაში დახელოვნებულები არიან და შესანიშნავადაც გამოსდით.

 

ავტორი: გიორგი გეთიაშვილი

პოსტის ნახვები: 192
Related Topics
  • 8 წუთი
  • აპოკალიფსი
  • გიორგი გეთიაშვილი
  • მანჰეტენის კინოფესტივალი
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

მარტოობის პოეზია ანემიურ საქართველოში

  • ივლისი 1, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • Great Movies
  • რეცენზია

რეცენზია: “პარაზიტი”

  • ივლისი 11, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს