გიზიარებთ cinexpress-ის დამფუძნებლის და თანარედაქტორის, გიორგი ჯავახიშვილის სამაგისტრო ნაშრომს — რადიოს ესთეტიკა თანამედროვე კინემატოგრაფში: ხმოვანი აღქმის ტრანსცენდენტური და ტრავმული განზომილებები
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი მიზნად ისახავს რადიოს ესთეტიკის როლის კვლევას თანამედროვე კინემატოგრაფში; ფილმებში, რომლებშიც ხმა გამოსახულებისგან დამოუკიდებელ სუბსტანციადაა წარმოდგენილი. კვლევის ცენტრალური საგანია აღქმის ურთიერთსაპირისპირო, თუმცა ფენომენოლოგიურად მჭიდროდ დაკავშირებული ტრანსცენდენტური და ტრავმული განზომილებები. კვლევის ჰიპოთეზა ეფუძნება მოსაზრებას, რომ აკუსმატური ხმა — განცალკევებული ვიზუალური წყაროსგან, ხდება შუამავალი ან/და დამაკავშირებელი ფიზიკურ რეალობასა და მის მიღმა არსებულ, ტრანსცენდენტურ განზომილებებს შორის.