• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი მიხეილ კალატოზიშვილი – კინო-მასალის ჩვენების მეთოდები
  • თეორია

მიხეილ კალატოზიშვილი – კინო-მასალის ჩვენების მეთოდები

  • დეკემბერი 28, 2023
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

დაიბეჭდა კრებულში მემარცხენეობა, 1928 წელს.

ძველი პასეისტური დრომოჭმული ხელოვნება გადამწყვეტ იერიშებით მიდის რევოლუციონურ ხელოვნების წინააღმდეგ. ეს გაახალგაზრდავებული მიმართულებანი წრიპინა ხმით ყვირიან თავიანთი პრიორიტეტის შესახებ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ხელოვნების როლი ჩვენს საზოგადოებრივ მშენებლობაში. კინო ფრონტს ეს მხატვრული მიმართება ეწვია ძველი კლასიკური თეატრიდან, მხატვრობიდან და თავი შეაფარეს წარმოების მამებს.

მეშჩანური გემოვნება კიდევ ნახულობს თავშესაფარს ჩვენს საზოგადოებრიობაში და ჩვენი ყოფის რაციონალიზაციის იდეას ხვდება წინააღმდეგობანი ხელოვნების ქურუმების მხრით.

კინემატოგრაფია – ტეხნიკის ხელოვნებაა. სწორეთ აქ შეიძლება რაციონალიზაცია განხორციელებულ იქნას მთელი 100 პროცენტით, არა მარტო გადაღების და ლაბორატორიული სინამდვილის მხრივ, არამედ მხატვრული წარმოების ბაზაზედაც.

რევოლუციონური კინემატოგრაფიის ამოცანაა მასალის დამუშავების მეთოდოლოგიის შეჰქმნა, რომელიც გამიზნული იქნება ემოციონალურ და ორგანიზაციულ ხელოვნებათ.

საჭიროა გაკეთდეს სურათი, რომელიც დააკმაყოფილებს სოციალურ დაკვეთას, მაგრამ ამისათვის არ კმარა სოციოლოგიის და სიუჟეტის დალაგების ხერხების ცოდნა. ამისათვის აუცილებელია კინოს წმინდა ტეხნიკური ბაზა, სინათლე, ოპტიკა და მოძრაობა გამოყენებულ იქნას, როგორც სტილისტური ხერხი, რაც ორგანიულათ დაკავშირებულია სიუჟეტურ წყობასთან.

კინოს მასალას წარმოადგენს ჩვენს გარშემო არსებულ ფიზიკურ სამყაროს ნივთები. ამ ნივთების კულტურა ჩვენ გვიკარნახებს დამუშავების შესაფერ ხერს, სტილს.

გამოსახულების გადატანას ეკრანზე საფუძვლად აქვს გეომეტრიული ოპტიკა და კადრის სივრცობრივი ფორმების კომპოზიციის ხერხები, რაც უნდა გამოდიოდნენ წიროვან (ხაზოვან) პერსპექტივის თვისებიდან და მასალის პლასტიურ თავისებურობიდან, რომელსაც იძლევა ოპტიკა.

ჩვენ განვიხილავთ ორ ტეხნიკურ მხარეს, რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. ეს არის „სინათლე“ და სივრცობრივი გამოხატვანის აგება; რაც აქამდე მცირე გამონაკლისის გარდა არ იყო გამოყენებული, როგორც ხელოვნების ხერხები.

ხედვითი შთაბეჭდილება ძლიერდება, თუ კი სურათზე სჭარბობს ე. წ. ფსევდო სტერეოსკოპია ე. ი. სურათი ორგანზომილებიდან უახლოვდება სამ განზომილებას, რის მიღწევაც ჩვენი კინემატოგრაფიის ხანაში შესაძლებელია მასალის სინათლით სათანადო დამუშავებით. მაგ. ზოგი შტრიხების თვალსაჩინოდ აღნიშვნა სინათლით, რაც იძლევა რელიეფობას და ფსევდო სტერეოსკოპიულ შთაბეჭდილებას.

ამერიკული სტანდარტული განათება უმთავრესად ამ ფაქტორებიდან გამომდინარეობს. აქ, სინათლე მოცემულია ნივთის უფრო მეტი პლასტიურობის და გამომეტყველების მისაღებათ და არა მის ესთეტიზაციისათვის.

კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი, რომელნიც მოსული არიან მხატვრობიდან, ცდილობენ სინათლის ხერხების გაესტეტიურებას და არა როგორც სტილისტიურ ხერხის აღნაგუბას.

სინათლის გამოყენება, როგორც ხელოვნების ხერხის უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი დებულებებით:

  1. სინათლე, როგორც საშუალება საჭირო ხარისხის ნეგატივის მისაღებად.
  2. სინათლე, ფსევდო სტერეოსკოპიის მისაღწევი საშუალებად.
  3. სინათლე, გამოყენებული შთაბეჭდილების იარაღათ, ე. ი. ხაზგასმით აღნიშვნა, სიუჟეტის დალაგებისათვის საჭირო მოქმედების.

უდიდეს გამომეტყველების ხერხების მაძიებელი კინემატოგრაფისტები, („გამომეტყველება“ დელიუკის მიხედვით „ფოტოგენია“). კადრის სინათლის კომპოზიციაში ცდილობენ ასახონ ის ობიექტები, რომელნიც საშუალოდ „მუშაობენ“.

ტეხნიკის სტილისტიურ ხერხათ გადაქცევის მისწრაფებამ მიგვიყვანა ობიექტის კონსტრუქციამდე, რომელიც ოპტიურად ხაზგასმით აღნიშნავს იმ საგნებს, რომელთაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობანი აქვთ სიუჟეტის წყობაში.

ყველა სტილისტიურ ხერხებს თავის ძირითად მიზნათ აქვს მასალის დამუშავება ემოციონალურ ზეგავლენისათვის.

ხელოვნეების ხერხი ეს არის მასალის გადმოყვანა შეგრძნობის ავტომატიურობიდან.

კადრის ხედვითი კუთხის შტაბეჭდილებისათვის შეუძლებელია იმ კუთხით და დონით გადაღება, რომელიც გაავტომატიურებულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით, ე. ი. თვალების დონით. „ხედვის წერტის“ მონახვა აუცილებელია ისეთი ხედვითი კუთხით „რაკურსით“ სადაც სივრცობრივ ფორმებით, მაქსიმალურათ გამოხატული იქნება მასალის გამომეტყველება, რომელიც აგრეთვე გაძლიერებული იქნება განათებით.

რაკურსმა არ უნდა გააორიგინალოს ან გაალამაზოს ნივთები. ის უნდა იყოს, როგორც სტილისტიური ხერხი, რომელიც აზრიანათ იქნება გამიზნული სიუჟეტის წყობასთან დაკავშირებით.

პუდოვკინის გადაღებებში, თვითმყროპელობის წარმომადგენლები გადაღებულნი თვალის ხედვის დონით ვერ ახდენენ მაყურებელზე ემოციონალურ ზეგავლენას. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მან ნახა მასალისათვის თემატიური სახე ყველაზე ცხად სივრცობრივ ფორმებში გამოსახულ (რაკურსებში) თვითმყრობელთ, პუდოვკინმა მისცა მასალას საჭირო სტილისტიური და აზრიანი გამომეტყველება.

უნიჭობათ უნდა ჩაითვალოს კადრის „კამპანოვკა“, მაგ. გროსის მიხედვით. კინემატოგრაფიას აქვს თავის სპეციფიური სტილი, ჩვენების ხერხი და სხ. და მხოლოდ ისეთი ხალხი, რომელთაც ეს არ გაეგებათ კმაყოფილდებიან „დიდი“ გროსსების ავტორიტეტით.

ეიზენშტეინის იდეოლოგია ეყრდნობა იმ მასალას, რომლითაც ის მუშაობს (оперирует), აგრეთვე ნივთების ჩვენების კულტურა აქედანვეა აღებული.

რევოლუციონურ საზოგადოებრივობის ცოდნა და ამავე საზოგადოებიდან მასალის აღება საშუალებას მოგვცემს საბჭოთა კინემატოგრაფიის შესაქმნელად.

პოსტის ნახვები: 196
Related Topics
  • ეიზენშტეინი
  • მიხეილ კალატოზიშვილი
  • პუდოვკინი
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • დეკემბერი 22, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თეორია

ალექსანდრე გაბელია – მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა”

  • მარტი 10, 2024
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ალექსანდრე გაბელია – მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ოქსანა ბულგაკოვა – ეიზენშტეინი, შუშის სახლი და სფერული წიგნი

  • CinExpress
  • ოქტომბერი 4, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

თომას ელზასერი და მალტე ჰაგენერი – კინო, როგორც სარკე და სახე

  • ნინი შველიძე
  • ოქტომბერი 4, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ლორა მალვი შანტალ აკერმანის „ჟან დილმანისა“ და სინეფილიის შესახებ

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 28, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ვირჯინია ვულფი – ფილმები და რეალობა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივნისი 8, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ბელა ბალაში – ხილული ადამიანი (ბუნება და ბუნებრიობა)

  • CinExpress
  • მაისი 19, 2022
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს