• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ორი ამბის მიჯნაზე
  • Great Movies
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ორი ამბის მიჯნაზე

  • დეკემბერი 10, 2020
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

ავტორი: აკაკი ჭაბაშვილი

 

რიტუალური მუსიკის ჟღერადობითა და არქაული ენობრივი ელემენტებით შექმნილი ნიაზ დიასამიძის ცნობილი კომპოზიცია, „ნამი ველს“ მითოლოგიური წარსულის ჰარმონიისა და იდილიის ნოსტალგიას გამოხატავს. ადამიანისა და ბუნების მაგიური კავშირის ნოსტალგია დოლის რიტუალური რიტმებითა და ნახევრად არქაული ენით გადმოიცემა („ნამი ველს, ჟამი სულს, მადლი ჭერს, ხვავი ჭურს“). მელანქოლიით გადმოცემული არქაული წესრიგისა და ყოფის სისავსე, სადაც საგნები  ერთმანეთთან ჯადოსნურადაა დაკავშირებული („ცეცხლი მზეს, ფესვი ცას, აზრი გზას“) აღარ არსებობს („ქარი გემს უცვლის ზღვებს, სადა ხარ?“). არქაულობის ეს ნოსტალგიური გამოძახილი  კი კომპოზიციის ბოლოს ატმოსფერულ ხმაურში იკარგება.

ზაზა ხალვაშიც თავის სურათში „ნამე“ ასეთივე ფრთხილი ნოსტალგიით, მელანქოლიური ტემპო-რიტმითა და ატმოსფეროთი გადმოგვცემს ნახევრად-მითოლოგიურ ამბავს. ფილმი მითოსსა და ტექნოკრატიულ ხანას შორის გარდამავალ პერიოდს ასახავს. მოქმედება განზოგადებულ დროსა და სივრცეში  ვითარდება. თხრობისას რეჟისორი იმდენად ზოგად მითოსურ არქეტიპებს (თევზი, წყალი, ცეცხლი) იყენებს, რომ ამბის დახურდავება კონკრეტულ კულტურაზე შეუძლებელი ხდება.

მითოსური, არქაული წესრიგის გარდაუვალი რღვევა, ამ გარდაუვალობით გამოწვეული სევდა ერთი ოჯახის დრამის ფონზე ვითარდება. სოფლის უხუცესი მკურნალი განმკურნებელ წყალსა და მის დარაჯს,  თევზს ფლობს. დასაწყისშივე ვიგებთ, რომ მკურნალი მამის გზას ვაჟები არ გაჰყვნენ. ერთი მათგანი ქრისტიანი მოძღვარია, მეორე მუსლიმი მოლა, ხოლო მესამე კი მეცნიერ-მასწავლებელი. რეჟისორი მამა-შვილს შორის აცდენას არც ერთი კონკრეტული მიზეზით არ ხსნის და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ აცდენის რეალურ საფუძველს, დროს.

ყველაზე დრამატული კი ოჯახის უმცროსი ქალიშვილის, ცისნამის, იგივე ნამეს ამბავია. მოხუც მკურნალს გზის გამგრძელებლად ქალიშვილიღა ესახება, თუმცა ნამე საკმაოდ მერყევია, მას, როგორც თავად ამბობს, არ სურს იყოს „სხვა“. ქალიშვილის ეს მერყეობა მთელი ფილმის განმავლობაში გრძელდება. თავდაპირველად, ის ერთგვარად მითოსური, ზეადამიანური სახით წარმოგვიდგება.  შავი ტანისამოსითა და თავსაბურავით ის განკურნების მაგიურ რიტუალებს ასრულებს. ნამეს ასეთი ხატება კი მალევე ქრება, როდესაც მის გაადამიანურებას ვხედავთ, რაც თავსაბურავის საგანგებოდ მოხსნაში გამოიხატება. აქედან ნამეს, როგორც ახალგაზრდა გოგონას,  ამბავი იწყება, რასაც მის იდილიურ ყოფაში მოულოდნელად ავტომობილის ხმაურით გამოჩენილი მერაბი უფრო საგრძნობს გახდის. მისი გაორება  მკაფიოდ ცხადდება ტბის პირას პაემნის სცენაში. ნამე იმპულსურად წყალში შესვლას იწყებს, თუმცა შემდეგ ჩერდება და მერაბს ეხუტება. გოგონა თითქოს წინასწარ, მთელი სხეულით განიცდის დროს, მის ციკლურობასა და წარმავალობას, რასაც პაემნის ბოლოს მერაბთანაც აღნიშნავს (თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო).

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ნამეს დრამა არ დაიყვანება მხოლოდ მამისგან თავის დაღწევაში. ის ოჯახის წევრებს შორის ყველაზე ცხადად განიცდის ამბავს. ისიც აღსანიშნავია, რომ ნამეს ძმები, მართალია, მამის გზას არ გაჰყვნენ, თუმცა გარკვეულწილად, მათი გზა მოიცავს მკურნალის მითოსური ფუნქციის შეთავსებას (მეცნიერი ძმაც კი მითოსისა და პროგრესის ჰარმონიის აუცილებლობაზე მსჯელობს), რასაც ნამე ირიბად რამდენჯერმე შეახსენებს ძმებს. აქ ჩნდება სწორედ ის არსებითი განსხვავება, რაც ნამეს და მის ძმებს შორის არსებობს. სამივე ძმა კონკრეტულ იდეაში, ტერიტორიაში იკეტება (ტაძარი, მეჩეთი, სკოლა)  და ამით ცდილობს მითოსის რღვევის გარდაუვალობა არ შეიმჩნიოს, თითქოს ის არც არსებობდა. ამასთან ერთად, ძმების შემთხვევაში მამის უარყოფა თვითუარყოფას გულისხმობს (ერთ-ერთი ძმა ნამეს საყვედურობს, რომ ის მამა გიორგია და არა გიორგი). ნამეს დრამა კი უმეტესად ღია სივრცეში თამაშდება, უმცროსი ქალიშვილი  უღრმავდება საკუთარ თავს და სხეულით და შეგრძნებების  საშუალებით განიცდის ამბის გარდაუვალობას, რაც მითოსსა და ადამიანს შორის კავშირის გაწყვეტას გულისხმობს.

საბოლოოდ, სწორედ ნამე აღმოჩნდება ის, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ტრაგედიის გათამაშებას. ის მომაკვდავ თევზს წყალს დაუბრუნებს, როგორც უკანასკნელ მოწმეს ბუნებისა და ადამიანის მაგიური კავშირისა, რომელიც ახალ დროსთან, ტექნოკრატიის მოახლოებასთან ერთად ნაძალადევი და მილევადი გახდა (თევზი ფილმის დასაწყისიდანვე გაუგებარი მიზეზით ავადაა).  გოგონა, თავისი მითოსური იერსახით ტრაგიკული გამომშვიდობების მომენტთან ერთად იყინება და მისი ეს  ხატება (შავ ტანსაცმელში, თავსაბურავით) წყალთან ერთად ბურუსში ეხვევა. საბოლოოდ კი, ამ ყველაფერს ინდუსტრიული ყოფის ხმაურიანი პეიზაჟი ანაცვლებს. დასასრული თითქოს ტრაგიკულია, თუმცა თუკი ნამეს სიტყვებს გავიხსენებთ, მის ირიბ მინიშნებას დროის ციკლურობაზე (თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო) ნამეს მიერ თევზის წყალში დაბრუნება, როგორც მითოსის ადამიანისგან მოწყვეტა, სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ეს ამბავი საბოლოოდ დასრულდეს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი ისევ თავიდან განმეორდეს. ნამე მითოსისა და ადამიანის კავშირის აღდგენის ერთადერთ გზას, მის დასრულებაში ხედავს და ამბავს საშუალებას აძლევს სრულად გათამაშდეს.

პოსტის ნახვები: 354
Related Topics
  • აკაკი ჭაბაშვილი
  • გიორგი შველიძე
  • ზაზა ხალვაში
  • ნამე
  • წერე ქართულ კინოზე
CinExpress

წინა სტატია
  • Great Movies
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ნამე – ზაზა ხალვაშის თავშეკავებული კინო

  • დეკემბერი 6, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

უნებლიე თუ ნებისმიერი

  • დეკემბერი 11, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს