FOR ENGLISH SCROLL DOWN
CinExpress და პოლონური ინსტიტუტი თბილისში/Instytut Polski w Tbilisi წარმოგიდგენთ გამორჩეული პოლონელი ავტორის — ანჯეი ვაიდას რეტროსპექტივას, რომელიც მის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ჩვენებები გაიმართება 27, 28, 29 და 31 მაისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2). ფილმებზე დასწრება თავისუფალია.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
რეტროსპექტივის კურატორები: ალექსანდრე გაბელია, ლიკა გლურჯიძე, ნინი შველიძე, გიორგი ჯავახიშვილი.
ფილმები მოწოდებულია Documentary and Feature Film Studios (WFDiF) და AKSON STUDIO-ის მიერ.
ანჯეი ვაიდა მეოცე საუკუნის ევროპული კინოს კლასიკოსი და „პოლონური კინოსკოლის“ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. კანის „ოქროს პალმის რტოსა“ და საპატიო „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორისთვის კინო მხოლოდ თვითგამოხატვის შესაძლებლობა არ ყოფილა — ის იყო იარაღი სიმართლის გასაჟღერებლად და თავისუფლების იდეის დასაცავად. მისი ფილმები იმ ადამიანებზე გვიამბობს, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებსა და პოლიტიკურ წნეხს ღირსებით დაუპირისპირდნენ.
ვაიდა მხოლოდ 16 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას, „არმია კრაიოვა”, შეუერთდა. მამამისი, პოლონეთის არმიის კაპიტანი იაკუბ ვაიდა, საბჭოთა სპეცსამსახურებმა კატინის ტყეში დახვრიტეს. ამ ტრაგედიამ მთლიანად განსაზღვრა მისი ინტერესი ომისა და ისტორიული სიმართლის თემისადმი. ვაიდამ, ომის დასრულებისთანავე, ჯერ კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში დაიწყო ფერწერის შესწავლა (1946–1949 წლებში), მოგვიანებით კი არჩევანი კინოზე შეაჩერა და 1953 წელს ლოძის კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. წლების შემდეგ, მან საკუთარი ტკივილი და მამის ისტორია ფილმში კატინი (2007) გააცოცხლა.
მომდევნო ათწლეულებში ვაიდას შემოქმედებამ ახალი მასშტაბები შეიძინა. ის აქტიურად უჭერდა მხარს ანტიკომუნისტურ მოძრაობა „სოლიდარობას“, რომლის იდეებიც საკულტო პოლიტიკულ ფილმებში — მარმარილოს ადამიანსა (1977) და კანის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელ რკინის ადამიანში (1981) გააცოცხლა. ამავდროულად, რეჟისორმა ლიტერატურული ეკრანიზაციების შთამბეჭდავი ნიმუშებიც შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ვლადისლავ რეიმონტის რომანის მიხედვით გადაღებული აღთქმული მიწა (1975), რომელიც დღემდე პოლონური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. ამ ფილმებმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა და პოლონური კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად და ერის მეხსიერების კინომემატიანედ აქცია.
ისტორია, ეროვნული იდენტობა და სოლიდარობა
“პროტესტის ტალღა ახლა მთელ საზოგადოებას მოედო და ისევე სწრაფად და მძლავრად აგორდა, როგორც მუშების შემთხვევაში. ანჯეი ვაიდამ პოლონელ რეჟისორებს მოუწოდა, გამოეჩინათ მეტი ეროვნული პასუხისმგებლობა და თავიანთ ფილმებში მეტი სიმართლე ეთქვათ.” — ტიმოთი გარტონ ეში[1]
1980 წლის ზაფხულში ეკონომიკური კრიზისის, მუშათა უკმაყოფილების, ფასების ზრდისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე იწყება გაფიცვების ახალი ტალღა, რომელიც გააერთიანებს მუშებს, ხელოვანებს, სხვადასხვა ფენის და იდენტობის ადამიანებს. ამ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული ანჯეი ვაიდაც, თავის ხმით, კამერით, სიტყვით, როგორც რეჟისორი და მოქალაქე. გადამწყვეტი მომენტი გახდა გდანსკის გემთსაშენ ქარხანაში ანა ვალენტინოვიჩის სამსახურიდან გათავისუფლება. 1980 წლის 14 აგვისტოს მუშებმა მის მხარდასაჭერად გაფიცვა დაიწყეს, მალე პროტესტს ლეხ ვალენსა ჩაუდგა სათავეში, თავდაპირველად შრომით უფლებებზე დაწყებული გაფიცვა გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობად, რომელიც დამოუკიდებელი პროფკავშირის, სიტყვის თავისუფლების, გაფიცვის უფლებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. ხელშასახები ცვლილებების მოპოვებით, ერთი ადამიანის დასაცავად გაერთიანებით, შესაძლებელი გახადა აღმოსავლეთ ბლოკში პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის“ ლეგალიზება. ამ პროცესებშიც მკაფიოდ იკვეთება ვაიდას მიმართება ისტორიასთან, რეალურ ადამიანებთან და ისტორიულ ფიგურებთან: მისი კინო მუდმივად უბრუნდება პოლონეთის წარსულს, იკვლევს მის გარდამტეხ მომენტებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება გარდაიქმენს, კრიტიკულ და შემოქმედებით ინსტრუმენტად იქცეს ისტორიული გამოცდილება.
პროგრამის შესახებ:
რეტროსპექტივა აერთიანებს ანჯეი ვაიდას ხუთ გამორჩეულ ფილმს, რომლებიც პოლონეთის მეოცე საუკუნის ტურბულენტური ისტორიის ღრმა კინემატოგრაფიულ კვლევას გვთავაზობს. ნამუშევრები ეპოქალურ ჭრილში აცოცხლებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გარდატეხებს: მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური დაპირისპირების ტრაგიკულ დასაწყისს ფილმში ფერფლი და ალმასი, მეცხრამეტე საუკუნის კაპიტალიზმისა და სწრაფი ინდუსტრიალიზაციის სასტიკ რეალობას აღთქმულ მიწაში და რეჟისორის საკულტო პოლიტიკურ ფილმებს — მარმარილოს ადამიანი, რკინის ადამიანი და ვალესა: იმედის ადამიანი, რომლებიც ასახავს ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის გაღვივებასა და მოძრაობა „სოლიდარობის“ დაბადებას. ომის, ინდუსტრიალიზაციის, წინააღმდეგობისა და სოლიდარობის თემებით გაერთიანებული ეს პროგრამა მჩაგვრელი სისტემების წინააღმდეგ ადამიანის ბრძოლას გადმოგვცემს.
პროგრამა დღეების მიხედვით:
27 მაისი, 19:00 საათი — ფერფლი და ალმასი (Ashes and Diamonds, 1958)
ახალგაზრდა იუნკერი, მაჩეკ ხელმიცკი, კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის მდივნის მკვლელობის ბრძანებას იღებს. საბედისწერო შემთხვევითობით სხვა ადამიანს კლავს. საკუთარ მსხვერპლთან პირისპირ შეხვედრა შოკში აგდებს, თუმცა მკვლელობის განმეორების აუცილებლობის წინაშე დგება. ამ დროს მაჩეკი კრისტინას ხვდება, რომელიც სასტუმრო „მონოპოლის“ რესტორანში ბარმენად მუშაობს. გოგონას მიმართ გაჩენილი სიყვარული კიდევ უფრო მკაფიოდ აგრძნობინებს მკვლელობის სრულ უაზრობას. თუმცა, მიცემული ფიცი და ბრძანების მორჩილება მაინც ყველაფერს გადაწონის.
28 მაისი, 19:00 საათი — აღთქმული მიწა (The Promised Land, 1975)
მეცხრამეტე საუკუნის ლოძში სამი მეგობარი დიდი ფულის შოვნას საფეიქრო ფაბრიკის აშენებითა და მასში ინვესტირებით გეგმავს. ერთი პოლონური ქალაქის მაგალითზე ფილმი ეპოქის სწრაფი ინდუსტრიული განვითარების შთამბეჭდავ სურათს ხატავს.
29 მაისი, 19:00 საათი — რკინის ადამიანი (Man of Iron, 1981)
1980 წელს, ვარშავაში, კომუნისტური პარტია უკმაყოფილო რადიორეპორტიორ ვინკელს გდანსკში გზავნის, რათა გემთსაშენის გაფიცულ მუშებზე, განსაკუთრებით კი მაჩეკ ტომჩიკზე, კომპრომატები მოიპოვოს. ტომჩიკი დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერია, რომლის მამაც 1970 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა. ვინკელი თავს მათ მომხრედ ასაღებს და ტომჩიკის გარემოცვას, მათ შორის მის დაკავებულ მეუღლეს, აგნიეშკას ესაუბრება
31 მაისი, 15:00 საათი — მარმარილოს ადამიანი / Man of Marble (1977)
ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორი ცდილობს გაარკვიოს კალატოზ მათეუშ ბირკუტის ბედი. 1950-იან წლებში იგი პროპაგანდის მთავარ გმირად აქციეს, თუმცა მოგვიანებით რეჟიმის ნდობა დაკარგა და უკვალოდ გაუჩინარდა.
31 მაისი, 18:00 საათი — ვალენსა: იმედის ადამიანი (Wałesa: Man of Hope, 2013)
როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა თანამედროვე სამყაროს შეცვლა? ფილმი ასახავს უბრალო კაცის ქარიზმატულ ლიდერად გარდასახვის ფენომენს — გდანსკის გემთსაშენის ელექტრიკოსის გამოღვიძების პროცესს, რომელმაც მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლით მილიონობით ადამიანში გააღვიძა თავისუფლების ფარული სურვილი.
———
CinExpress and the Polish Institute in Tbilisi present a retrospective of the prominent Polish filmmaker Andrzej Wajda, marking the 100th anniversary of his birth.
Screenings will take place on May 27, 28, 29, and 31 in the Blue Hall of the Cinema House (Address: 2 Dzmebi Kakabadzeebi St). Admission is free.
The films will be screened in their original language with Georgian and English subtitles.
Curators of the retrospective: Alexandre Gabelia, Lika Glurjidze, Nini Shvelidze, Giorgi Javakhishvili
The films are provided by the Documentary and Feature Film Studios (WFDiF) and AKSON STUDIO.
Andrzej Wajda is a classic of 20th-century European cinema and one of the leading figures of the “Polish Film School.” For the director, who won the Cannes Palme d’Or and an Honorary Academy Award, cinema was more than just a means of self-expression—it was a tool for voicing the truth and defending the idea of freedom. His films tell the stories of individuals who stood up against authoritarian regimes and political oppression with dignity.
Wajda was a mere 16 years old when he joined the Polish underground resistance movement, the Home Army (Armia Krajowa), during the Second World War. His father, Jakub Wajda, a captain in the Polish Army, was executed by Soviet special forces in the Katyń forest. This profound tragedy ultimately shaped his interest in the themes of warfare and historical truth. Immediately following the conclusion of the war, Wajda initially pursued painting at the Kraków Academy of Fine Arts (1946–1949); however, he later pivoted to cinema, graduating from the directing department of the Łódź Film School in 1953. It was precisely through the medium of film that he was able, decades later, to convey his personal pain and his father’s story in his film, Katyń (2007).
In the subsequent decades, Wajda’s work acquired new dimensions. He actively supported the anti-communist Solidarity movement, whose ideals he brought to life in his cult political films, Man of Marble (1977) and the Cannes Palme d’Or winner, Man of Iron (1981). Concurrently, the director created impressive examples of literary adaptations. Notable among them is The Promised Land (1975), based on the novel by Władysław Reymont, which to this day is considered one of the finest works of Polish cinema. These films brought him international acclaim, transforming him into a pivotal figure of Polish culture and the cinematic chronicler of his nation’s memory.
History, National Identity, and Solidarity
“The wave of protest has now spread through the entire society, rising as quickly and powerfully as it did with the workers. Andrzej Wajda called on Polish directors to show greater national responsibility and to tell more truth in their films.” — Timothy Garton Ash
In the summer of 1980, against the backdrop of an economic crisis, workers’ discontent, rising prices, and political repression, a new wave of strikes began, uniting workers, artists, and people of various backgrounds and identities. Andrzej Wajda would be actively involved in these processes with his voice, camera, and words, acting both as a director and a citizen. The turning point was the dismissal of Anna Walentynowicz from the Gdańsk Shipyard. On August 14, 1980, workers went on strike to support her, and soon Lech Wałęsa took the lead of the protest. The strike, which initially started over labor rights, evolved into a broader movement demanding independent trade unions, freedom of speech, the right to strike, and the release of political prisoners. By achieving tangible changes and uniting to protect a single individual, it became possible to legalize “Solidarity,” the first independent trade union in the Eastern Bloc. Wajda’s relationship with history, real people, and historical figures is also clearly outlined in these processes: his cinema constantly returns to Poland’s past, explores its turning points, and shows how historical experience can be transformed into a critical and creative tool.
About the Program
The retrospective features five prominent films by Andrzej Wajda, offering a profound cinematic investigation into Poland’s turbulent twentieth-century history. In an epochal context, these works bring to life the country’s most critical turning points: the tragic beginning of post-World War II political confrontation in the film Ashes and Diamonds; the brutal reality of nineteenth-century capitalism and rapid industrialization in The Promised Land; and the director’s cult political films — Man of Marble, Man of Iron, and Walesa: Man of Hope — which depict the rising tide of anti-communist resistance and the birth of the Solidarity movement. Unified by themes of war, industrialization, resistance, and solidarity, this program conveys humanity’s struggle against oppressive systems.
Program by days
28 May, 7 pm — Ashes and Diamonds (1958)
A young academy soldier, Maciek Chelmicki, is ordered to shoot the secretary of the KW PPR. A coincidence causes him to kill someone else. Meeting face to face with his victim, he gets a shock. He faces the necessity of repeating the assassination. He meets Krystyna, a girl working as a barmaid in the restaurant of the “Monopol” hotel. His affection for her makes him even more aware of the senselessness of killing at the end of the war. Loyalty to the oath he took, and thus the obligation to obey the order, tips the scales.
29 May, 7 pm — The Promised Land (1975)
In nineteenth-century Łódź, Poland, three friends want to make a lot of money by building and investing in a textile factory. An exceptional portrait of rapid industrial expansion is shown through the eyes of one Polish town.
30 May, 7 pm — Man of Iron (1981)
In Warsaw in 1980, the Communist Party sends disgruntled radio reporter Winkel to Gdańsk to dig up dirt on the shipyard strikers – particularly on Maciek Tomczyk, an independent labour union leader whose father was killed in the December 1970 protests. Posing as sympathetic, Winkel interviews the people surrounding Tomczyk, including his detained wife, Agnieszka.
31 May, 3 pm — Man of Marble (1977)
A young Polish filmmaker sets out to find out what happened to Mateusz Birkut, a bricklayer who became a propaganda hero in the 1950s but later fell out of favor and disappeared.
31 May, 6 pm — Wałesa: Man of Hope (2013)
How was it possible that a single man influenced the contemporary world so significantly? This film is an attempt to capture the phenomenon of a common man’s metamorphosis into a charismatic leader — an attempt to see how a Gdansk shipyard electrician fighting for workers’ rights awakened a hidden desire for freedom in millions of people.
[1] ტიმოთი გარტონ ეში, პოლონეთის რევოლუცია. პოლონური ინსტიტუტი თბილისში. 2015 წელი. თარგმანი ნინო შარვაშიძე.