• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • აგვისტო 21, 2024
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით – პროექტის, “შემოქმედებითი კომპასი” ფარგლებში – CinExpress-ის, ბოლნისელი ახალგაზრდებისა და მოწვეული კინემატოგრაფისტების დახმარებით, ქალაქ ბოლნისში მოზარდებისთვის კინოსახელოსნო მოეწყობა.

პროექტი “კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში” 14-17 წლის მოსწავლეებისთვის ერთთვიანი სახელოსნოს ორგანიზებას ითვალისწინებს, რომელიც სულ 8 სესიისგან შედგება. სესიის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-3 საათი იქნება.

კინოსახელოსნო 21 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოეწყობა. მისამართი: ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა 197.

სახელოსნოს პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. სახელოსნოს თეორიულ ნაწილს გაუძღვებიან CinExpress-ის სარედაქციო ჯგუფის წევრები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია, გიორგი ჯავახიშვილი და ნინი შველიძე. CinExpress ონლაინ-პლატფორმა და მოძრაობაა, რომლის წევრებიც კინოს მკვლევრები არიან. ჯგუფის წევრები აქტიურად თარგმნიან კინოს ლიტერატურას, წერენ ქართულ და მსოფლიო კინოზე, აშუქებენ ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალებს, საქართველოს კინოაკადემიასთან პარტნიორობით კი, კინოს სახლში კინოჩვენებებს მართავენ. სახელოსნოს ფარგლებში მოზარდებს შეხვედრის საშუალება ექნებათ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძესთან, კინოოპერატორ გიორგი შველიძესთან და საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან, კინომხატვარ ანიკო იაკობაშვილსა და ფილოსოფოს ავთანდილ ძამაშვილთან. 

8 სესიის განმავლობაში მოზარდები შეძლებენ:

  • გაეცნონ ქართული და მსოფლიო კინოს ისტორიას;
  • გაეცნონ მხატვრულ და დოკუმენტურს კინოს;
  • გაიგონ როგორ იქმნებოდა მათი საყვარელი სცენები კინოში და გაიფართოონ შემოქმედებითი უნარები;
  • მიიღონ პრაქტიკული ცოდნა კინოს შესახებ, კინორეჟისორის, კინომხატვრისა და კინოოპერატორის დახმარებით;
  • ნახონ როგორც მოკლემეტრაჟიანი, ისე სრულმეტრაჟიანი ფილმები (სულ 4 ფილმი) და ჩაერთონ ფილმის შესახებ დისკუსიებში;

კინოსახელოსნოს ფარგლებში მოზარდებთან მუშაობა შედგება 3 ძირითადი კომპონენტისაგან:

  • ლექციები და კინემატოგრაფისტებისგან გამოცდილების გაზიარება;
  • კინოჩვენებები და დისკუსიები;
  • პრაქტიკული მუშაობა.

პროექტის მონაწილე მოზარდები კონკურსის გარეშე, აპლიკაციის შევსების საფუძველზე შეირჩევიან. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 10 სექტემბერია. კინოსახელოსნოში მონაწილეობის მიღება უფასოა.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: 

https://docs.google.com/forms/d/1UPwksPRRX_JfMPuU6RMjbeyPRC8QhinhpRuiDXTZN4w/edit?usp=drivesdk

პროექტის მიზანია, კულტურული ცხოვრებისა და სივრცეების აშკარა დეფიციტის პირობებში, ბოლნისელ მოზარდებს მისცეს საშუალება ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში; განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი კინოხელოვნების დახმარებით; გაიცნონ დარგში მოღვაწე საინტერესო პროფესიონალები, გაიზიარონ მათი გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ყველაფერთან ერთად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბოლნისის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში, რომელიც დღეს ბოლნისის კინოთეატრის გარშემო არსებობს!

“კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში” ხორციელდება პროექტის „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის “შემოქმედებითი კავშირები” ფარგლებში, რომელიც საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პოსტის ნახვები: 183
Related Topics
  • ავთანდილ ძამაშვილი
  • ალექსანდრე გაბელია
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში
  • ლიკა გლურჯიძე
  • ნინი შველიძე
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ივლისი 11, 2024
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • სექტემბერი 2, 2024
  • ლიკა გლურჯიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Geogian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – Meeting Point Vilnius (MPV) 2023

  • CinExpress
  • აპრილი 4, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: შემოქმედის სევდა

  • CinExpress
  • მარტი 1, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს