For english scrool down
CinExpress და Finland in South Caucasus წარმოგიდგენთ ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის რეტროსპექტივას.
ჩვენებები გაიმართება 20, 21 და 22 ნოემბერს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2). დასწრება თავისუფალია.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალში, ქართულ-ინგლისური სუბტიტრებით.
ფილმები მოწოდებულია Finnish Film Foundation-ის მიერ.
რეტროსპექტივის კურატორები: ნინი შველიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე გაბელია.
აკი კაურისმიაკი თანამედროვე ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია – „რომანტიკული ხულიგანი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ. რეჟისორი, რომლის კინოც ერთდროულად თავშეკავებული და ემოციური, პესიმისტური და ოპტიმისტური, რეალისტური და ზღაპრულია. მისი უნიკალური კინემატოგრაფიული ენა აერთიანებს მინიმალისტურ ფორმას, მშრალ, ხშირად აბსურდულ იუმორსა და ჰუმანისტურ ხედვებს.
სტატიკური კამერა, ლაკონიური დიალოგები, ხანგრძლივი პაუზები, მკაცრად კომპოზიცირებული კადრები, მკვეთრი ფერები, ძველი მანქანები, ბარები, მუშათა უბნები, მუსიკალური აპარატები, ტანგო, როკ-ენ-როლი და გმირების საუკეთესო მეგობრები – ძაღლები – ქმნიან სამყაროს, რომელსაც ხშირად „კაურისმიაკის სამყაროს“, Akiland-ს უწოდებენ. Akiland რეალობისგან ოდნავ აცდენილი, სტილიზებული სივრცეა, სადაც დრო თითქოს 1930-იან და 1980-იან წლებს შორის გაიყინა. გადაღების მთავარ ადგილად რეჟისორისთვის წლების განმავლობაში რჩება სამშობლო – ფინეთი. მისი ფილმები, ერთი მხრივ, ციტირებს ფინურ სახე-ხატებს, სივრცეებსა და ყოველდღიურობას, მეორე მხრივ კი, მაყურებელს ორ კითხვას შორის აქცევს: კაურისმიაკის კინო ძერწავს ფინეთის სახეს, თუ ფინეთი – კაურისმიაკის კინოს?
რეჟისორის შესახებ
აკი კაურისმიაკი 1957 წელს ფინეთის ქალაქ ორმატილაში დაიბადა. მისი მეგობრობა კინოსთან ადრეულ ასაკშივე იწყება, მოგვიანებით კი კინოთი გატაცება ნამდვილ სინეფილიად იქცევა. უფროს ძმასთან, მიკა კაურისმიაკისთან ერთად, რეჟისორი ფინეთის კინოარქივის ხშირი სტუმარია – ფილმებზე დასწრების მისი პირადი რეკორდი დღეში ხუთ-ექვს ფილმსაც კი აჭარბებს. ინტენსიური თვითგანათლება მომავალი რეჟისორისთვის ერთგვარი კინოსკოლაა კინოსკოლის გარეშე: ფილმების ნახვა, კითხვის პროცესი, კინოკრიტიკული ხედვები და ცხოვრებისეული გამოცდილება ის მოცემულობებია, რომლებიც კაურისმიაკის კინემატოგრაფიული ხედვას ჩამოაყალიბებენ.
1980-იანი წლების დასაწყისში აკი კაურისმიაკი უფროს ძმასთან, მიკასთან ერთად, აქტიურად ერთვება კინოწარმოების პროცესში. ძმები ქმნიან საკუთარ კინოკომპანიას – Villealfa Film Productions-ს, რომლის სახელწოდებაც ჟან-ლიუკ გოდარის Alphaville-ს ეხმიანება. ეს სახელი მათი კინემატოგრაფიული სამყაროს ბუნებას გამოხატავს – კინოს მიმართ სიყვარულს, თუმცა, ამავდროულად, ირონიულსა და დამოუკიდებელს. კაურისმიაკის პროფესიული გამოცდილება არც ამით შემოიფარგლება. წლების განმავლობაში მას უმუშავია კინოკრიტიკოსად, რეჟისორად, სცენარისტად, მსახიობად და პროდიუსერად; 1986 წლიდან კი ლეგენდარული Midnight Sun Film Festival-ის თანადამფუძნებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს ფორმალური კინოგანათლება არ მიუღია, ტამპერეს უნივერსიტეტში მედიის მიმართულებით სწავლობდა. ეს გამოცდილება კაურისმიაკის კინოში თავისებურ რეფრენად ბრუნდება: მისი პერსონაჟების ცხოვრება ხშირად რადიოსა თუ ტელევიზიიდან მოსმენილი საერთაშორისო ამბების ფონზე მიედინება (სტუდენტების დარბევა ჩინეთში; დახვრეტები კონგოში; მიგრანტების ბანაკის დანგრევა საფრანგეთში; რუსეთის ომი უკრაინაში). ომები, პოლიტიკური ძალადობა, შორეულ ქვეყნებში მომხდარი ტრაგედიები ყოველდღიური ყოფის ნაწილია – თითქოს ისტორია ყოველთვის სადღაც შორს ხდება, მაგრამ მისი ექო ყველაზე „უბრალო” ადამიანების ოთახებსა და სამზარეულოებამდეც აღწევს.
უნივერსიტეტის შემდეგ კაურისმიაკის კინოში მოსამზადებელი, „ნამდვილი ცხოვრება“ იწყება. სხვადასხვა დროს ის მუშაობს ფოსტალიონად, ჭურჭლის მრეცხავად, მუშად და სხვა ფიზიკურ სამუშაოებზე. ეს გამოცდილება მისი კინოს საფუძველია – ერთგვარი სავარჯიშო მისი მომავალი ტრილოგიებისთვის – ფინეთის მუშათა კლასზე, დამარცხებულებზე, საპორტო ქალაქებსა და მიგრანტებზე… კაურისმიაკის კინოში მუშები და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები აბსტრაქტული სოციალური გმირები არასდროს არიან: ისინი იმ ფინეთის გამგრძელებები არიან, რომელსაც რეჟისორი 1970-იან წლებში, მუშაობისას, თვითონ გაიცნობს; იმ ადამიანთა გაგრძელებები, რომლებსაც ახალგაზრდობაში ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება.
სტილი და ხელწერა
კაურისმიაკის კინოს განსაკუთრებული თავისებურება მრავალფეროვანი გამოცდილების გადაკვეთისას იბადება: კლასიკური კინოს ღრმა ცოდნა – ჩაპლინითა და კიტონით დაწყებული და ვიგოთი, ბრესონით, ოძუთი, გაგრძელებული – თვითგანათლება, ლიტერატურის სიყვარული, კინოკრიტიკოსის მზერა და უბრალო ადამიანებთან დაკავშირებული ცხოვრებისეული გამოცდილება. ამიტომ მისი ფილმები ერთდროულად უკიდურესად სტილიზებული და ყოველდღიურია – თითქოს კინემატოგრაფიის მთელი ისტორია და ადამიანის ყოფა ერთ მოკლე, მშვიდ და მშრალი იუმორით გაჟღენთილ კადრში ხვდება.
გმირები ხშირად სოციალური რეალობის მიღმა დარჩენილი ადამიანები არიან – მუშები, უმუშევრები, მიგრანტები, ალკოჰოლიკები, უსახლკაროები და გარიყულები, პერსონაჟები, რომლებსაც თანამედროვე სისტემა, ჩაპლინის გმირების მსგავსად, ყოველი ზღურბლის გადალახვისას ისევ გარეთ ტოვებს.
„მაინც ვინ არის ლამაზი? ბრიუს უილისი? მე ის მახინჯი მგონია. საშინლად მახინჯი… ამიტომ ისევ ჩემს მახინჯებთან დავრჩები“, – ამბობს კაურისმიაკი. ამ ირონიულ მანიფესტაციაში მისი კინოს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი იკითხება: რეჟისორი ირჩევს არა იდეალურ, გლამურულ სახეებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც კინომ და სამყარომ ერთად გარიყა. თუმცა საკუთარი გმირების მიმართ ერთგულება არასოდეს იქცევა სოციალური რეალობის პირდაპირი გამოსწორების პრეტენზიად. კაურისმიაკისთვის კინო წინააღმდეგობის, ადამიანური კავშირისა და თანაგრძნობის სივრცეა.
„რაც უფრო პესიმისტურად ვუყურებ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, მით უფრო ოპტიმისტურია ჩემი ფილმები“. აკი კაურისმიაკი არ მალავს საკუთარ სკეპტიციზმს სამყაროს მიმართ, თუმცა საკუთარ ფილმებში პესიმიზმს შეგნებულად ეწინააღმდეგება. „ჩემი ფარული მიზანი ყოველთვის იყო, ისეთი ფილმების გადაღება, რომ მაყურებელი კინოდან გამოსვლისას ოდნავ მაინც უფრო ბედნიერი ყოფილიყო, ვიდრე მაშინ, როცა დარბაზში შედიოდა.“
სწორედ აქ ჩნდება მისი კინოს განსაკუთრებული ტონალობა: სამყაროს მიმართ თითქმის სემულ ბეკეტისეული უიმედობის ფონზე კაურისმიაკი სიყვარულის მიმართ ჯიუტ რწმენას ინარჩუნებს. მისი გმირები შეიძლება ღარიბები იყვნენ, უმუშევრები, დამარცხებულები ან საზოგადოებისგან გარიყულები, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება. ეს პატარა ადამიანური ჟესტი, თანაგრძნობა და გულმოწყალება მის კინოში დიდი უტოპიის – საყოველთაო სოლიდარობის – შესაძლებლობად იქცევა.
პროგრამა დღეების მიხედვით:
20 ნოემბერი, 19:00 – Le Havre (2011)
„საპორტო ქალაქების ტრილოგიის“ პირველი ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალის FIPRESCI-ის პრიზის მფლობელია.
აკი კაურისმიაკის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანისტური ფილმი მოგვითხრობს საფრანგეთის საპორტო ქალაქში მცხოვრებ ფეხსაცმლის მწარმოებელ მარსელ მარქსზე, რომელიც პოლიციისგან აფრიკელ მიგრანტ ბიჭს მალავს. მის გარშემო თანდათან იკრიბება ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთათვისაც სხვისი დახმარება სოლიდარობისა და ადამიანური ღირსების საკითხი ხდება.
21 ნოემბერი, 15:00 – Drifting Clouds (1996)
„დამარცხებულთა ტრილოგიის“ პირველი ფილმი, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა.
უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რესტორნის მენეჯერი ილონა და მისი მეუღლე ლაური სამსახურს კარგავენ. კაურისმიაკი მათი ცხოვრების კრიზისს არა როგორც სოციალური დრამის აბსოლუტურ ჩიხს, არამედ როგორც ადამიანური ურთიერთობისა და ახალი დასაწყისის შესაძლებლობას გვიჩვენებს.
21 ნოემბერი, 17:00 — The Man Without a Past (2002)
„დამარცხებულთა ტრილოგიის“ მეორე ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე Grand Prix მოიპოვა.
კაცი ჰელსინკიში ჩადის, თავს დაესხმებიან და მეხსიერებას კარგავს. საკუთარი სახელისა და წარსულის გარეშე დარჩენილი ის ქალაქის პერიფერიაში იწყებს ახალ ცხოვრებას. ფილმი იდენტობის, მეხსიერებისა და ადამიანური სოლიდარობის შესახებ კაურისმიაკის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ირონიული ნამუშევარია.
22 ნოემბერი, 15:00 — The Match Factory Girl (1990)
„პროლეტარიატის ტრილოგიის“ მესამე და ბოლო ნაწილია, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე OCIC Award-ის საპატიო აღნიშვნა (Honourable Mention).
მარტოხელა ახალგაზრდა ქალი ასანთის ქარხანაში მუშაობს და ყოველდღიურობის ერთფეროვან სამყაროში ცხოვრობს. ოჯახისა და საზოგადოების გულგრილობის ფონზე მისი ცხოვრება თანდათან ტრაგიკული ხდება. თითქმის ყოველგვარი დიალოგის გარეშე გადაღებული ფილმი კაურისმიაკის მინიმალისტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია.
22 ნოემბერი, 17:00 — Fallen Leaves (2023)
აკი კაურისმიაკის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგა. ფილმმა Jury Prize მოიპოვა.
ჰელსინკიში ორი მარტოსული ადამიანი – ანსა და ჰოლაპა – შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ორივეს საკუთარი წარსული, მარტოობა და ყოველდღიური ცხოვრების სირთულეები აქვს, თუმცა მათი შეხვედრა სიყვარულისა და ახალი შესაძლებლობის შანსს იძლევა. კაურისმიაკის უახლესი ფილმი მისი კინოსთვის დამახასიათებელ სევდას, იუმორს, მუსიკასა და ადამიანურ სითბოს აერთიანებს.
CinExpress and Finland in South Caucasus present a retrospective of the Finnish director Aki Kaurismäki.
The screenings will take place on 20, 21 and 22 November in the Blue Hall of Cinema House (2 Kakabadze Brothers Street). Admission is free.
The films will be screened in their original language with Georgian and English subtitles.
The films are provided by the Finnish Film Foundation.
Curators of the retrospective: Nini Shvelidze, Giorgi Javakhishvili, Alexander Gabelia.
Aki Kaurismäki is one of the most distinctive auteurs of contemporary European cinema – a “romantic hooligan”, as he is often called. His cinema is at once restrained and emotional, pessimistic and optimistic, realistic and fairy-tale-like. His unique cinematic language combines minimalist form, dry and often absurd humour, and a humanist outlook.
A static camera, laconic dialogue, long pauses, rigorously composed frames, vivid colours, old cars, bars, working-class neighbourhoods, jukeboxes, tango, rock ’n’ roll and the heroes’ best friends – dogs – together create a world often called “Kaurismäki’s world”, or Akiland. Akiland is a stylised space slightly removed from reality, where time seems to have frozen somewhere between the 1930s and the 1980s. For years, the director’s main filming location has been his homeland, Finland. On the one hand, his films quote Finnish images, spaces and everyday life; on the other, they leave the viewer between two questions: does Kaurismäki’s cinema shape the face of Finland, or does Finland shape Kaurismäki’s cinema?
About the Director
Aki Kaurismäki was born in 1957 in the Finnish town of Orimattila. His friendship with cinema began at an early age and later grew into genuine cinephilia. Together with his elder brother, Mika Kaurismäki, he was a regular at the Finnish Film Archive – his personal record exceeded five or six films a day. This intensive self-education became a kind of film school without a film school: watching films, reading, film criticism and life experience laid the foundations of Kaurismäki’s cinematic vision.
In the early 1980s, Aki Kaurismäki and his elder brother Mika became actively involved in film production. The brothers founded their own company, Villealfa Film Productions, whose name echoes Jean-Luc Godard’s Alphaville. The name reflects the nature of their cinematic world – a love of cinema that is at the same time ironic and independent. Nor did Kaurismäki’s professional experience end there. Over the years he has worked as a film critic, director, screenwriter, actor and producer, and in 1986 he co-founded the legendary Midnight Sun Film Festival.
Although he never received a formal film education, he studied media at the University of Tampere. This experience returns as a peculiar refrain in Kaurismäki’s films: his characters’ lives often unfold against the backdrop of international news heard on the radio or television (the crackdown on students in China; executions in Congo; the demolition of a migrant camp in France; Russia’s war in Ukraine). Wars, political violence and tragedies in distant countries are part of everyday life – as if history always happens somewhere far away, yet its echo reaches even the rooms and kitchens of the most “ordinary” people.
After university came the “real life” that would prepare him for cinema. At various times he worked as a postman, a dishwasher, a labourer and in other manual jobs. This experience is the foundation of his cinema – a kind of rehearsal for his future trilogies about the Finnish working class, losers, port cities and migrants… In Kaurismäki’s films, workers and people from the lower social classes are never abstract social heroes: they are extensions of the Finland the director came to know first-hand while working in the 1970s, and of the people he met in everyday life in his youth.
Style and Signature
The particular character of Kaurismäki’s cinema is born where many kinds of experience intersect: a deep knowledge of classical cinema – from Chaplin and Keaton to Vigo, Bresson and Ozu – self-education, a love of literature, a critic’s eye, and lived experience among ordinary people. That is why his films are at once extremely stylised and everyday – as if the entire history of cinema and the human condition were captured in a single short, calm shot steeped in dry humour.
His heroes are often people left on the margins of social reality – workers, the unemployed, migrants, alcoholics, the homeless and outcasts. Like Chaplin’s heroes, they are shut out by the modern system again every time they try to cross a threshold.
“Who is beautiful anyway? Bruce Willis? I find him ugly. Terribly ugly… So I’ll stay with my ugly ones,” says Kaurismäki. This ironic manifesto reveals one of the key choices of his cinema: instead of ideal, glamorous faces, the director chooses people whom cinema and the world have marginalised together. Yet his loyalty to his characters never turns into a claim to directly correct social reality. For Kaurismäki, cinema is a space of resistance, human connection and compassion.
“The more pessimistic I am about the state of the world, the more optimistic my films become.” Aki Kaurismäki does not hide his scepticism about the world, yet in his films he consciously resists pessimism. “My secret aim has always been to make films that leave the audience at least a little happier when they walk out of the cinema than when they came in.”
This is where the special tone of his cinema emerges: against a backdrop of almost Beckettian hopelessness about the world, Kaurismäki holds on to a stubborn faith in love. His heroes may be poor, unemployed, defeated or cast out by society, but they are still capable of helping one another. This small human gesture – compassion and mercy – becomes, in his cinema, the possibility of a great utopia: universal solidarity.
Programme by Day
20 November, 19:00 – Le Havre (2011)
The first film of the “Port City Trilogy” and winner of the FIPRESCI Prize at the Cannes Film Festival.
One of Aki Kaurismäki’s most humanist films, it tells the story of Marcel Marx, a shoeshiner in a French port city, who hides a young African migrant boy from the police. A small group of people gradually gathers around him, and for them helping another person becomes a matter of solidarity and human dignity.
21 November, 15:00 – Drifting Clouds (1996)
The first film of the “Loser Trilogy”, which premiered in the main competition of the Cannes Film Festival.
Against a backdrop of unemployment and economic crisis, restaurant manager Ilona and her husband Lauri both lose their jobs. Kaurismäki presents the crisis in their lives not as the absolute dead end of a social drama, but as an opportunity for human connection and a new beginning.
21 November, 17:00 – The Man Without a Past (2002)
The second film of the “Loser Trilogy”, winner of the Grand Prix at the Cannes Film Festival.
A man arrives in Helsinki, is attacked and loses his memory. Left without his name and his past, he begins a new life on the outskirts of the city. A film about identity, memory and human solidarity, it is one of Kaurismäki’s warmest and most ironic works.
22 November, 15:00 – The Match Factory Girl (1990)
The third and final part of the “Proletariat Trilogy”, which received an Honourable Mention for the OCIC Award at the Berlin International Film Festival.
A lonely young woman works in a match factory and lives in a monotonous everyday world. Against the indifference of her family and society, her life gradually turns tragic. Shot almost entirely without dialogue, the film is one of the clearest examples of Kaurismäki’s minimalist cinema.
22 November, 17:00 – Fallen Leaves (2023)
Aki Kaurismäki’s latest feature film, which had its world premiere in the main competition of the Cannes Film Festival, where it won the Jury Prize.
In Helsinki, two lonely people – Ansa and Holappa – meet by chance. Each carries their own past, loneliness and everyday hardships, yet their encounter offers a chance for love and a new beginning. Kaurismäki’s latest film brings together the melancholy, humour, music and human warmth that characterise his cinema.