• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი (1975)
  • თარგმანი

კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი (1975)

  • აპრილი 30, 2022
  • ალექსანდრე გაბელია
Total
4
გაზიარება
4
0
0
თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ

ვითვალისწინებთ:

მექსიკური კინო ბოლო დრომდე წარმოადგენდა უსამართლო და დამოკიდებული სოციალური წესრიგის მხარდამჭერ ერთ-ერთი მთავარ იდეოლოგიურ ინსტიტუტს.

ის იყო კულტურული კოლონიალიზმის აქტიური აგენტი, რომელიც იყენებს ქვეყნისა და კონტინენტის უმეცრებას, გაუნათლებლობასა და შიმშილს.

პროდუქტების გაუცხოების გზით ის აწესებს იდეოლოგიურ ღირებულებებს და ქცევის ნორმებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ მექსიკელი და ლათინოამერიკელი ადამიანის არსებობასთან.

სახელმწიფო არაკომპეტენტურობის გამო ვერ გვიკარნახებს თანმიმდევრულ კინემატოგრაფიულ პოლიტიკას ხალხის საჭიროებებზე; ეროვნულ კინოს სისტემატურად ძარცვავდნენ კერძო პროდიუსერები, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ქმნიდნენ საზიზღარ კინემატოგრაფიულ პროდუქტს, რომელიც ხალხს რეალური პრობლემებისა და კინოს ეროვნული ფესვებისაგან აშორებდა.

ვაცხადებთ:

(1) ჩვენ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს თავიდან, რომ ლათინური ამერიკის კონტენტზე 32% უწიგნურია, ახალშობილთა სიკვდილიანობა 40% აღწევს, არსებობს მზარდი უმუშევრობა, მშრომელთა მასები დამორჩილებულია და მათ მიერ შექმნილი სიმდიდრე კონცენტრირებულია ექსპლუატატორი უმცირესობის ხელში.

დიქტატურის მიერ ხალხის სისტემატური ექსპლუატაციის შედეგად შექმნილი არასრულფასოვანი კვების უკიდურესად მაღალი პროცენტი ჩვენი კონტიტენტის იმპერიალიზმის სათავეებშია.

(2) ამ რეალობის წინაშე კინო ვერ და არ უნდა დარჩეს უცხო და პირიქით, ჩვენი, როგორც კინორეჟისორებისა და პიროვნებების ვალდებულებაა ვიბრძოლოთ საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის მექსიკური კინოს დახმარებით, რომელიც დაკავშირებულია მესამე სამყაროს და ლათინური ამერიკის ინტერესებთან. კინო, რომელიც აღმოცენდება კონტინენტური რეალობის გამოკვლევიდან და ანალიზიდან.

(3) ჩვენ ვიცით, რომ ამ პრინციპების შესამუშავებლად აუცილებელია კინოს შემქმნელის პირდაპირი ჩართულობა ფილმის თემატურ და ორგანიზაციულ ეკონომიკურ ასპექტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

(4) ჩვენ უარვყოფთ ცენზურის ყველა მექანიზმს, რომელიც ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებას კინემატოგრაფიულ შემოქმედებაში, იმის გააზრებით რომ ეს ცენზურა შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ „კინემატოგრაფიის გენერალური მენეჯმენტის” მიერ, არამედ თითოეული პროექტის შემდეგი ეტაპისას, ეს იქნება – დაფინანსება, წარმოება, დისტრიბუცია, პოპულარიზაცია თუ ჩვენება.

(5) ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობების კონტინენტის კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში ურთიერთობების შევიწროებას, იმის გააზრებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გადავდოთ ამოცანა მილიონობით ესპანურად მოლაპარაკე მაყურებლის კინოში დაბრუნებაზე, რომლებიც შეადგენენ ჩვენი კინოს თანდაყოლილ ბაზარს.

(6) კინო, როგორც კაცობრიობის სოციალური აქტივობა, შეიძლება მხოლოდ სოციალური სტრუქტურების მსგავსად შეიცვალოს.

(7) ისინი, ვინც ხელს აწერენ ზემოთ მოცემულ განცხადებებს, წარმოადგენენ საბრძოლო ფრონტს ნამდვილი მექსიკური კინოხელოვნების კონსოლიდაციისთვის, მოძრაობის ავანგარდს და მოვუწოდებთ ქვეყნის ყველა კინემატოგრაფიულ სექტორს გამოიჩინონ საბრძოლო მხარდაჭერა და სოლიდარობა ამ პრინციპების მიმართ.

ამონარიდი ტექსტიდან კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი  (მექსიკა, 1975).

პოლ ლედუკი, ხორჯე ფონსი, რაულ არაიზა, ფელიპე კაზალსი, ხოსე ესტრადა, ხაიმე ჰუმბერტო ჰერმოსილო, ალბერტო ისაკი, გონსალო მარტინესი, სერხიო ოლხოვიჩი, ხულიან პასტორი, ხუან მანუელ ტორესი, სალომონ ლაიტერი.

პოსტის ნახვები: 146
Related Topics
  • ალექსანდრე გაბელია
  • მექსიკური კინო
ალექსანდრე გაბელია

წინა სტატია
  • სიახლე
  • ფესტივალები

goEast Film Festival 2022: გამარჯვებულები

  • აპრილი 26, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი

ხორხე სანხინესი – საბრძოლო კინო ხალხთან

  • მაისი 19, 2022
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს