• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი ფილმები, რომლებიც არ უნდა ვნახოთ თბილისის კინოფესტივალზე
  • სიახლე
  • ფესტივალები

ფილმები, რომლებიც არ უნდა ვნახოთ თბილისის კინოფესტივალზე

  • ნოემბერი 29, 2019
  • CinExpress
Total
30
გაზიარება
30
0
0

ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

წელს, თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალს 20 წელი უსრულდება, ამიტომ ორგანიზატორბმა გადაწყვიტეს თბილისელი(!) მაყურებლისთვის ის ფილმები შეერჩიათ, რომელთა პრემიერაც დიდ ფესტივალებზე შედგა. აქ წარმოდგენილია ფილმები ლოკარნოდან, ბერლინალედან თუ კანიდან. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა წელს არ იქნება, ამიტომ წლევანდელი ფესტივალის ესთეტიკა კინო ფორუმს ანდაც კინოს კვირეულს უფრო ჰგავს. ვინაიდან პროგრამა დატვირთულია მართლაც გამორჩეული ნამუშევრებით, რომელთა გამოტოვებაც სინეფილებს არ გაუხარდებათ, ამიტომ შეგვიძლია რამდენიმე ფილმი მალევე ამოვაგდოთ ჩვენი სიიდან და დრო დავზოგოთ.

მოგახსენებთ სულ ხუთ ფილმზე, საშუალოდ სუსტიდან – ყველაზე სუსტამდე:

5. ბერლინალეს 69-ე გამოშვების გამარჯვებული, ნადავ ლაპიდის „სინონიმების“  მთავარი გმირი, იოევი ისრაელიდან საფრანგეთში გაქცეული კაცია, რომელსაც ეროვნული იდენტობის პრობლემა აწუხებს და თუ ვინმე აქცენტით ხვდება მის წარმომავლობას, ბრაზდება და ჩხუბს იწყებს. იოევის ფრანგული ცხოვრება ღარიბულია, ვინაიდან არ ფლობს ენას სათანადოდ და არც ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა გაიცნობს წყვილს, ემილსა და კაროლინას, ვინც მის ფინანსურსა თუ მენტალურ რეაბილიტაციას ცდილობენ. მათთან ურთიერთობა პაპსა ფრანგული კინოს დრამატურგიული პარადიგმებით მთლიანდება და თუ ლაპიდი მკაფიო პოლიტიკური აქცენტების დასმას აპირებდა, „სინონიმები“ სასიყვარულო სამკუთხედის გარშემო დაატრიალა. სურათის პოლიტიკური მდგომარეობა, შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის გავლენებსაც განიცდის, თავად რეჟისორს ვკითხე ბერლინალეს პრესკონფერენციაზე ოსტლუნდის შესახებ, გავლენაზე არ დამეთანხმა, მაგრამ თქვა რომ შვედი რეჟისორი მოსწონს, მეგობრობს და უმუშავია კიდევაც მასთან ერთად.

ოსტლუნდის პოლიტიკური რიტორიკა, თეთრი ჰეტერო კაცის რომანტიზებას ემსახურება… მისი წარმომავლობის მიუხედავად, იოევიც თეთრია, ჰეტეროც და როგორც „სინონიმების“ მეორე ნაწილში ვიგებთ, სოციალური სტატუსითა თუ ფინანსური მდგომარეობითაც იმდენად პრივილეგირებული, რომ ბურჟუაც შეგვიძლია დავუძახოთ.

 

4. კოლუმბიელი რეჟისორის, ალეხანდრო ლანდესის „მაიმუნებიც“ (Monos) ერთ-ერთი იმედგაცრუება იყო 2019 წლის ბერლინალეზე. რეჟისორი ტოტალიტარული სისტემის და მის დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოების ალეგორიული სურათის შექმნას ცდილობს. რვა ბავშვისგან შემდგარი ბანდა, საზოგადოებისგან მოშორებით, მთაში, თავისი წესებით ცხოვრობს. ბანდაში, ბიჭები ლიდერობისთვის და გოგონების მოსაპოვებლად იბრძვიან, თუმცა ხდება გარღვევა, ერთ-ერთი წევრი გარბის და აღმოაჩენს რომ მათ გარდა სხვა ადამიანებიც არსებობენ, რის შემდეგაც შენელებული, იდილიური ამბის თხრობა ბატალურ დრამაში გადაიზრდება. ერთი კინო – ლამაზ ჰორიზონტებზე მოცქირალი კამერითა და ჩაკეტილი საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასახვით – ხდება მეორე – მიუვალ ჯუნგლებსა და სოფლებში მორბენალი დატანჯული ბავშვების სხეულებით, – რაც სურათის მთლიანობას ისევე ანადგურებს, როგორც ლანდესის მიერ შექმნილი-მიკრო სამყარო ნადგურდება და ირღვევა.

 

3. მარკ ჯენკინიც კარგად იწყებს „სატყუარას“ (Bait), თუმცა კოლუმბიელი რეჟისორისგან განსხვავებით, მისი პრობლემა სწორედ დრამატურგიული და გამომსახველობითი ჩაკეტილობაა. კორნუოლის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, მეთევზეობით ირჩენს თავს. ადგილობრივების პრობლემები კი ტურისტების მზარდი შემოჭრით ფიქსირდება. ჯენკინის ფაბულა ბრიტანული სოციალური კინოთია განპირობებული, ხოლო ესთეტიკას თითქოს საკუთარს ეძებს, გადაძახილები ეიზენშტეინთან თუ სხვა დიდ კინემატოგრაფისტებთან გამბედაობად შეგვიძლია ჩავუთვალოთ რეჟისორს, თუმცა ასეთი მონტაჟური კომპლექსურობა ხმოვანი კინოს ესთეტიკისგან დაცილებულია, ართულებს ვიზუალურ აღქმას და აცბუნებს მაყურებლის თვალსა და ყურს, ეს ორგანოები თანმიმდევრულად ვერ მიჰყვებიან ხმისა და ვიზუალის ხელოვნების ამ ნაწარმს. მახსოვს, ბათუმის არტ-ჰაუსის საერთაშორისო კინო ფესტივალზე თრეილერით მოხიბლულები, დიდი მოლოდინით ვესწრებოდით ჩვენების პირველ 20 წუთს, თუმცა შემდეგ დარბაზიდან გაქცევა გვინდოდა ყველას, ისევ და ისევ საკუთარი სმენისა და მხედველობის დისჰარმონიის გასაქრობად.

 

2. პოლონური კინოს ერთ-ერთი კლასიკოსის, აგნეშკა ჰოლანდის ბოლო ფილმის, „მისტერ ჯონსის“ პრემიერაც ერთ-ერთი ყველაზე ტრავმატული კინო გამოცდილება იყო. 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ჩასული ბრიტანელი ჟურნალისტი, სტალინთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობს, რის ფონზეც რეჟისორი გვიჩვენებს იმ უბედურებებს, რაც საბჭოთა კავშირის დანაშაულების ცნობილი ფაქტებია, იქნება ეს გულაგები, კორუფცია თუ სხვა. გვიჩვენებს ფაქტებს, რაც ისედაც ვიცით და ამ ყველაფერს ორ საათსა და ოც წუთს ანდომებს. კლასიკური თრილერისთვის დამახასიათებელი კამერის ინტენსიური მოძრაობა, თავბრუსხვევასაც იწვევს და დარბაზში კლაუსტროფობურ ატმოსფეროსაც ქმნის, ისეთს გაქცევა რომ მოგინდება, მაგრამ მე და ჩემმა კოლეგამ ვერ მოვახერხეთ გაქცევა რეჟისორის დარბაზში ყოფნისა და უხერხულობის, ამიტომ „მისტერ ჯონსი“ ისევე სწორხაზოვნად მძულს, როგორც აგნეშკა ჰოლანდს სტალინის საბჭოთა კავშირი.

 

1. ანგელა შანელეკის „სახლში ვიყავი, მაგრამ…“ თანამედროვე ნელი კინოს ერთ-ერთი გამორჩეულად სუსტი ნამუშევარია. შუახნის ასაკის ქვრივს, ასტრიდს ცხოვრების ბალანსის შენარჩუნება უნდა. შანელეკის ეს ფილმი სოციალურო პრობლემატიკის ეგზისტენციალურ ნარატივში წაკითხვას ცდილობს, თუმცა რეჟისორის განზრახვა უაღრესი ნაივურობით ილუსტრირდება. ამ ფილმზე ბევრის თქმა რთულია, ვინაიდან მისი სისუსტის კოეფიციენტი უფორმო და განუზომელია. „სახლში ვიყავი, მაგრამ…“ ბერლინის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის პრიზით დაჯილდოვდა, რაც ნელი კინოს მეინსტრიმში მოქცევის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფილმის ფორმა და შინაარსი განცალკევებულია ერთმანეთისგან. მხოლოდ იმ სცენის გამო შეიძლება შევიძულოთ ფილმი, როდესაც ასტრიდი ვიღაც რეჟისორს ხელოვნების დანიშნულებასა და რაობაზე ესაუბრება, რისი მეშვეობითაც შანელეკი თვითთემატიზაციას და საკუთარი განზრახვების ახსნას ცდილობს. ამ ფილმისთვის ყველა ის სიტყვა მემეტება, რომელთა ხმარებაც სხვების მხრიდან უარყოფითად მიმაჩნია ხოლმე, მაგრამ „სახლში ვიყავი, მაგრამ…“ არის გოიმური ტენდენციის ქაჯურ პათოსში ჩამოსხმული თრეში, რომლის ნახვაც ნამდვილად დროის უაზრო ფლანგვაა.

პოსტის ნახვები: 167
Related Topics
  • თბილისის კინოფესტივალი
  • ლევან ცხოვრება
  • მისტერ ჯონსი
  • სინონიმები
  • შანელეკი
CinExpress

წინა სტატია
  • სიახლე
  • ფესტივალები

შვიდი არგამოსატოვებელი ფილმი თბილისის კინოფესტივალზე

  • ნოემბერი 28, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

სექსის საზღაური

  • დეკემბერი 1, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: შემოქმედის სევდა

  • CinExpress
  • მარტი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: “ნუ მიღებ!”

  • CinExpress
  • თებერვალი 22, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: გაუსაძლისი მასკულინობა

  • CinExpress
  • თებერვალი 18, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

TIFF 2022

  • CinExpress
  • დეკემბერი 4, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულებს აცხადებს – CinExpress Productions

  • CinExpress
  • ნოემბერი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე

იონას მეკასი 100 – პორტრეტები მეოცე საუკუნიდან

  • CinExpress
  • სექტემბერი 10, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

goEast Film Festival 2022: გამარჯვებულები

  • CinExpress
  • აპრილი 26, 2022
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს