მთარგმნელი: ალექსანდრე გაბელია
წინასიტყვაობა
ბრაზილიელი რეჟისორი არნალდო ჯაბორი, სანამ “Cinema Novo”-ს კინომოძრაობას შეუერთდებოდა, თეატრის კრიტიკოსად და დრამატურად მოღვაწეობდა. მას გადაღებული აქვს ფილმები- “A Opinião Pública” (1967), “Pindorama” (1970), “Toda Nudez Será Castigada” (1973), “O Casamento” (1975), “Tudo Bem” (1978). ჯეკ ვალენტი არის ამერიკის “Motion Pictures Association”-ის პრეზიდენტი. მისი 1977 წლის ვიზიტი ბრაზილიაში მთელ რიგ სამართლებრივი ზომემის მიღებას „დაამთხვიეს“, რათა ბრაზილიური კინო უცხოური ბატონობისგან დაეცვათ. საყრდენი ჯოხებითა (გავრცელებული ინფორმაციით ამერიკელი დისტრიბუტორების მუქარა) და სტაფილოებით (გვთავაზობს ზეწოლას აშშ-ს კონგრესზე, რათა თავიდან აეცილებინათ იმ კომერციული კანონების მიღება, რომლებიც დამღუპველი იქნებოდა ბრაზილიისთვის), ვალენტი ცდილობდა ამ ღონისძიებების გაუქმებას. XIX საუკუნის ბრიტანელი კოლონიალისტების მსგავსად, იგი ასაბუთებდა “თავისუფალ ვაჭრობას”, რომლის წიაღშიც „მესამე სამყარო“ კოდური სიტყვა ხდება “ექსპლუატაციისა” და “ბატონობის”. ვალენტის ცხადია ქონდა წუხილის მიზეზი, რადგან ბრაზილიური ფილმები, როგორებიცაა “Xica da Silva” და “Lucio Flavio” შემაშფოთებელი ჰოლივუდის ბლოგბასტერები იყვნენ, ისეთები როგორებიცაა – “Jaws” და “The Exorcists”. ჯაბორის ლექსი წარმოადგენს ჭეშმარიტი მესამე სამყაროს “ესეს კინოკრიტიკაში”. სატირული ტონებით, ვერტოვის მანიფესტებთან თუ ბიტნიკების პოეზიასთან გადაძახილებით, იგი ქარცეცხლში ატარებს ჰოლივუდური ფილმებისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ესთეტიკურ გავლენებს ბრაზილიაში.
ჯეკ ვალენტის ბრაზილიური დღის წესრიგი
ნაშუადღევს, ზუსტად ექვსზე,
როცა ამერიკული ოცნება იასამნისფერ თვალებს დახუჭავს
და დიდი ამერიკული ღამე დაიწყება,
საფრთხის მომასწავებელი ოქროს ღრუბელი
სანსეტ ბულვარის ჰორიზონტს ჩამოეკიდება,
და ორმოცი ათასი ნეიტრონის ბომბის ჩუმი გრუხუნი
ლოს-ანჯელესის შვილებს სუსტი მიწისძვრის მსგავსად შეარხევს,
დღეს,
ახლა, “ამერიკული ოცნება” ირონიის მიზეზია
მეხუთე ავენიუს კოქტეილის წვეულებებზე,
და დანაშაული ხილულია ნიუ-იორკის ელეგანტურ რესტორნებში,
ფიქრით რომ არვინ ისვრის სუსტ და უზომოდ სისხლიან მერის სასოწარკვეთისას,
ფიქრით რომ იმპერიალიზმის დანაშაულები ისევეა შეწყნარებული,
როგორც კარგი ცხოვრებისთვის გაღებული გარდაუვალი ბოროტება,
ზუსტად ამ მომენტში
ჯეკ ვალენტი,
რესპუბლიკელის მწვანე, ვარსკვლავიანი ჰალსტუხით,
ბრილიანტის ღიმილით და სრულყოფილი ხელმძღვანელისათვის დამახასიათებელი ღია-მკვრივი გარეგნობით,
სიტყვას უკრავს დიკ ტრეისს, ჯორჯ უოლასს, უესტმორლენდს, ლიბერაჩეს, ბილი გრემს, და უსასრულო ხორხოცის ბევრ სხვა რობოტს,
ზუსტად ამ მომენტში,
მისი ურღვევი დიზაინის მყარი პორტფოლიო,
და გამბედაობა იმისა რომ ჩვენი მთავრობის საგარეო ვალი სულ ახლახან გადაეცათ საერთაშორისო აღმასრულებლებს,
ჯეკ ვალენტი დაეშვება მისი ასტრალური თვითმფრინავიდან
დაპირებულ და ვერ გადახდილი გადასახადის მქონე მიწაზე.
დილით ბრაზილიაში, ბატონი ვალენტი გასცემს ინტერვიუებს
და კამერები იფეთქებენ
და რიტუალური გულთბილობის მიღმა
რომელმაც 400 წელი გასტანა და არ უნდა დაირღვეს,
ათასობით სახე აცეკვდება ყოველდღიურ პრესაში
თეთრი კბილები, ხელთა კანკალი, შხამიანი cologne,[1]
ჩვენი კაბინეტის ხელმძღვანელების მოწამვლას გამოიწვევენ
და ბროდვეის განათებები დაუბრმავებენ თვალებს ჩვენ ტექნოკრატებს,
და შემდგომ,
ვალენტინის არაბრაზილიური ფეხსაცმლის ქვეშ
სტუმართმოყვარეობის წითელი ხალიჩები
დაეგებიან
და ვერვინ იხილავს კინემატოგრაფიულ კრიმინალებს ჰაერში
ვერც ჩვენ ღარიბ და მკვდარი გონების ნაშთებს,
ვერვინ იხილავს ჭრილობებს
რაკიღა ცხედარი არ იქნება,
ვერც გამომძიებელი აღმოაჩენს ჩვენ სულში ჩაბუდებულ სისხლჩაქცევებს, მეწამულ, ვარდისფერ, ფერად-ფერად ჭრილობებს, კომეტას ჩვენ თვალებში,
ამოსვირინგებული ხალხი გავხდით
ჰოლივუდის ათასი და ერთი თავგადასავალი
უხილავი მსხვერპლი ათასობით კაშკაშა ზღაპრული ჭრილობების
Eastmancolor ანათებს
შვიდფეროვან ნაპალმს
ჩვენი შიმშილის აღმწერი ყვითელი კოდაკი.
ყველაფერი დაიმალება ჩვენი სახელმწიფოს მინისტრის კოლონიურ ჟრუანტელს მიღმა,
ოჰ, რამდენად კარგად ვიცნობ ამ კოლონიურ ჟრუანტელს,
სახელგანთქმული ბატონის შეხების სიამაყე
მუდმივი სტუმრისა და ვესტიბიულების შემოქმედის,
და ისინი იტყვიან, საცურაო აუზებსა და გაყინულ დაიკირებს შორის,
“ნება მომეცი შენი დარი ვიყო, უფროსო, კოვბოი, დიდო გასროლავ, ვერცხლის დოლარო, დიდო მამაო”
რამდენიმე საათში,
ვალენტი ამოიღებს მისი პორტფოლიოდან ურღვევ ჩანაფიქრებს
ყველაზე საკრალურ ფასეულობებს იმპერიული დასავლეთის:
ლოგიკას, სიმეტრიას, უწყვეტობას.
დასაწყისი, შუაგული, დასასრული,
ბედნიერი დასასრული, “ინდივიდუალური”,
და სათნოების ავბედითი ამერიკული ხედვა.
ჩვენ ვეცდებით გაქცევას, მაგრამ ურღვევი ჩანაფიქრების პორტფოლიონიდან
ჩვენი ქვეცნობიერის კინგ კონგი ამოიზრდება,
და ის გაიზრდება მთრთოლვარე თითებთან ერთად,
ღია ჩემოდანზე დაჩხაკუნებასთან ერთად,
ის გაზრდის ჩვენი კოლონიზებული სურვილის დაღეჭილ ქაღალდის მონსტრს,
სანათის ჯინს რომაელი მეომრის ფეხებით,
დე მილის მოსეს, წითელ ზღვას მის ქუსლებზე,
კანონის დაფებით ხელში, თავისუფლების ქანდაკების სახით,
მერლინ მონროს მოკაშკაშე ბარძაყებით, ჩვენი სინეფილების კიტჩ ჟრუანტელებს,
ლას-ვეგასის ტუჩებს,
ლას-ვეგასის მოკაშკაშე თვალებს და
მოკაშკაშე ვაგინას,
ფალოსის ციმციმს გავარვარებული ნეონის პირში
უსასრულო კოცნებით,
და მანჰეტენის შეშლილ მოტივტივე ოცნებას.
და ზოგიერთი შხამიანი რძის მსგავსად კალიფორნიის დიდი მკერდიდან
ჩვენი სატელევიზიო ანტენები წლის დასრულებამდე დალევენ,
დალევენ ფერად რძეს, ამ დრომდე გამოგონილ ყველაზე ჯოჯოხეთურ ტყუილს,
და ისინი მოვლენ
ცელულოიდის კბილებით,
რაკელ უელშის ძუძუებით,
კერის თვალები გაავრცელებენ სიკვდილს კინოთეატრებში,
ისინი მოვლენ
ჯეკ ვალენტის სისხლიანი კოქტეილის წვეულებაზე
მთვარეულის დამატებითი გადასახადით
მაგრამ ისინი არ მოგვიყვანენ ბასბი ბერკლის სამოთხის ჩიტებს
არც ფრედ ასტერის ფრთებს,
არც ჯინ კელის ტკბილ ნავარდს,
ისინი მოვლენ ჩვენი კულტურის დაკრძალვაზე,
ტომის ტყვიამფრქვევების მძიმე ტყვიითა და
ჯერის წვრილი ხანჯლით
და დიდი თეთრი ზვიგენი გამოაჩენს ჯინ ჰარლოუს კბილებს შორის აბრეშუმისებრ სისხლდენას,
და მათი რობოტი კინორეჟისორები გამოჩნდებიან:
კოპოლა, ბოგდანოვიჩი, სპილბერგი, დე პალმა,
ბინძური ყავარჯნებით კოჭლობენ
რომლებიც ოსტატ ფორდს, ჰოუკსს, ჰიჩკოკს და ვიდორს მოპარეს,
ხოლო ნიკოლას რეი ტულონის ვიწრო ქუჩაზე სასმლით იროშება
და ორსონ უელსი ვისკის რეკლამას იღებს ამსტერდამში,
ისინი მოვლენ რათა გაყიდონ მათი ახალ დაჭერილი თევზი,
ამერიკული ოცნების დასასრულს
ამერიკული ოცნების უკანასკნელი რულონით
უკანასკნელ ბინძურ ნაპირზე, ნიუ-იორკის დანალექების უკანასკნელი ბინძური ტალღის,
ისინი მოვლენ მათი დაკემსილი მითების დანადგარებით,
დაფლეთილი მანეკენებით, ხელთქმნილი, ჩავარდნილი თვალებით, ქსოვილის ფეხებით,
ყალბი თოჯინების დაგლეჯილი აბრეშუმებით, სტუდიის ჯართის აუქციონებით:
ისინი მოვლენ
რათა აქ აწარმოონ
რათა გამოადინონ სისხლი ჩვენ ცას, მარილს, სამხრეთს,
როგორც იტალიიდან გამოდევნილი კარლო პონტი მოვიდა,
ქმარი შვიდი მკერდის მქონე რომაელი ქალ-მგელის,
ვინც მოვიდა რათა მისი კოქტეილი ყინულის ნატეხებით ჩაეცივებინა
მრავალეროვნული გაყინული კაპიტალით.
ისინი მოვლენ ჩვენი ეროვნების ფისკალური კუნძულის ბურთისთვის,
და ააფეთქებენ მათ ტიტანიკებს მილიონერების საცურაო აუზებში,
და ლინდა ბლერი მოტრიალდება ცის ოთხი ქარისკენ,
და ყველანი მოვლენ,
თეთრი თაბაშირის მაკიაჟით
პლასტიკური ღიმილით,
ფოსფორის ფერი პალტოებით
გაყიდიან ანტიკური იმედის ბოლო ნიშანწყლებს,
ლას-ვეგასი გააწონასწორებს მათ თავებს
კარმენ მირანდას ჩალმას მსგავსად,
მაგრამ ისინი არ მოიყვანენ კარმენ მირანდას, პარამანტის თხრილში მოკლულს,
არც ჯუდი გარლენდს, დამხრჩვალს აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელების მიერ,
წითელ ტუჩებში დაბუდებული ინექციებით,
არც მერლინს, ლურჯ მოწამლულ აუზში მოტივტივეს, მისი უკანასკნელი ეკრანული სინჯისას,
არც ჯეიმს დინის დანგრეულ ავტომობილს მოიტანენ,
არც შტროჰეიმის „სიხარბის“ სცენებს,
არც „1900-ის” გაფუჭებულ ფოტოგრამებს,
არც ბასტერ კიტონის გვამს,
ან სხვა რამეს.
აქ უკანასკნელი ბიონიკური თაობა მოდის,
ჯეკი
ბიონიკური
კოდაკის გული
ნაპალმის ბრილიანტი
ლინდონ ჯონსონის გადანერგილი თირკმელი
ნიქსონის ბრჭყალები;
და როცა “Cubancheros Brasileños” ორკესტი
შეარჩევს მარაკებს რათა დაუკრან- “ეს სანახაობა”
ყველა სოციალური სვეტი ააცეკვებს
ჩონჩხებს ვარდებით- მალისებრი ყდის მქონე ჟურნალ ვოგში,
სარეკლამო მოდელები ამოარწყევენ მარშმელოუს
მონუმენტურ ვარცხნილობებს ქერტლის შამპუნს
ისინი იცეკვებენ გატეხილ ვალსს პიაუის [2]კონგრესმენებთან ერთად
ხოლო გარეთ, კატეტის ცაზე,[3]
მცურავი ამწე გამოჩნდება
რათა გაყიდული ბილეთებისგან შემოსული
40 მილიონი დოლარი ჩრდილოეთისაკენ გაგზავნოს,
გამვლელთა თვალწინ, რომელთაც არაფერი უწყით.
რიო-დე-ჟანეირო
11 ოქტომბერი, 1977 წ
წიგნიდან: Brazilian Cinema (Randal Johnson & Robert Stam) (Published November 16th 1995 by Columbia University Press (first published December 1981)
შენიშვნები:
[1] უთარგმნელი კალამბური. პორტუგალიურად ‘Cologne’ – agua de colonia, სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „წყალი კოლონიიდან.“
[2] ღარიბი შტატი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
[3] კატეტე რიო-დე-ჟანერიოს სამეზობლოა, რომელიც საცხოვრებელი Brasilia-ს პრეზიდენტის სასახლემდე იყო. ჯაბორმა სავარაუდოდ ეს სიტყვა როგორც მისი ძალაუფლებასთან კავშირის გამო აირჩია, ამასთანავე იმ ფაქტის გამო რომ ეს ძირძველი ტერმინია, რომელიც ქმნის ეროვნული კულტურის განადგურების იმიჯს.