• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ინტერვიუ პედრუ კოშტასთან
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ პედრუ კოშტასთან

  • აგვისტო 24, 2019
  • ნინი შველიძე
Total
2
გაზიარება
2
0
0

მთარგმნელი: ნინი შველიძე

ინტერვიუ ჩაწერილია ლოკარნოს წლევანდელ კინოფესტივალზე, კოშტას ბოლო ფილმის, ვიტალინა ვარელას მთავარი პრიზით, ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვების შემდეგ.

პედრუ კოშტა, თქვენი ფილმი ვიტალინა ვარელა 2019 წლის ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული, ოქროს ლეოპარდის მფლობელია. რამდენად მნიშვნელოვანია პრიზი თქვენთვის და მათთვის, ვინც ფილმზე იმუშავა?

პრიზი მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა მათთვის, ვინც გადაღებაში მონაწილეობდა. გადაღებებისას ხუთნი ვიყავით. ვიტალინა და დანარჩენი მსახიობები მოთმინებით, დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ სამუშაო პროცესს. არაპროფესიონალ მსახიობებს ძალიან დავუახლოვდით. ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალზე გამარჯვება, როგორიც ლოკარნოა, მოწმობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც მოხუცისთვის დაბალბიუჯეტიანი ფილმით, რომლის გადასაღებადაც არ იყო საკმარისი ფული. ეს პრიზი დიდი პატივია ჩემთვის და ამავე დროს იმედიც, რომ ფილმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აჩვენებენ.

ამბავი horse money-ისა და თქვენს იმ ნამუშევრებს უკავშირდება, რომელზეც წლობით მუშაობდით. ეს გამარჯვება თქვენი კარიერის აღიარებაა?

ჟიურისა და კრიტიკოსების შეფასებით, კი. ჩემი მხრივ, უნდა ითქვას, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, დღეების, თვეების, წლების მანძილზე, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით, რომ ამ ადგილების, ამ საზოგადოების დაცვა კინოს მეშვეობით ყოფილიყო შესაძლებელი. გმირებს შეუძლიათ უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ ვიდრე ცხოვრება. დოკუმენტურ ფილმებს სატელევიზიო ინტერვიუებით არ ვიღებ, ვცდილობ, რაღაც უფრო ეპიკური გადავიღო.

რატომ დაინტერესდით მსგავსი ტიპის საზოგადოებით, ჩვეულებრივი ადამიანებით? კინოს ხომ განსაკუთრებული პიროვნებები აინტერესებს.

25 წელზე მეტია, რაც ასე ხდება. ფილმი კაბო ვერდეში 35 მმ-იან ფირზე გადავიღე[1]. კაბო ვერდედან ლისაბონში დაბრუნებისას იქაური ემიგრანტების წერილები და საჩუქრები წამოვიღე. ასე გავიგე პირველად მეზობლების შესახებ. ეს წერილები იმის მეტაფორა იყო, რაც მომავალში უნდა გამეკეთებინა: დავრჩენილიყავი მათთან, მათთან ერთად მევლო, აღმომეჩინა ახალი ამბები და მსახიობები, ან იქნებ ახალი გზა, უფრო რბილი, უფრო სამოყვარულო ფილმების გადასაღებად. ეს გზა 1997 წელს ავირჩიე და არასდროს მიმიტოვებია. მსგავსი წერილები მანამდე არ წამიკითხავს. ჩემთვის ეს წერილები უცნობი ამბების სათავედ იქცა, თუმცა იმ ხალხის სახეც ვნახე, რომელიც ამ წერილებს ბედნიერი ან სევდიანი კითხულობდა. ეს ფილმიც იმ საზოგადოების ახალი წერილია ჩვენთვის.

ერთსა და იმავე საზოგადოებას იღებთ, რამდენად შეიცვალა მათი გადაღების გზები? წლების შემდეგ უკეთ იცნობთ? გადაღებისას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებით?

არ ვიცი , პასუხისმგებლობა რამდენად ზუსტი სიტყვაა, რადგან ფილმის გადაღებისას ყურადღებას მხოლოდ ფილმს აქცევ. თავდაპირველად კარგად ემზადები, ირჩევ ადგილს კამერისთვის, მიკროფონისა თუ განათებისთვის, ადამიანებთან ერთად მუშაობისას მათ სინაღდეს, სინამდვილეს სძენ, ზოგჯერ გაცილებით ფართოს, ვიდრე თავად ცხოვრებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს დაამცირო ფილმის გმირები. ეს საფრთხე არსებობს. არაერთი ფილმი გადავიღე, მათ დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობდი. ჩვენს შორის საიდუმლოებები არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ფილმში მრავლადაა პირქუში სიტუაციები და უხეში ამბები, მასში მცირეოდენი იმედი, სინათლის სხივიც გაჩნდა.

შესაძლებელია, რადგან ფილმი ვიტალინას ეკუთვნის. მას წარსულის, აწმყოს, მომავლის ბუნების ძალა აქვს. მართალია, ფილმის მიწურულს ჩანს მცირე იმედი.

რა მნიშვნელობა აქვს წარსულს თქვენთვის?

წარსულში უამრავი გზაა, რომელიც მხოლოდ კაბოვერდელებს – ვიტალინას ან ვენტურას, ზოგადად, მათ საზოგადოებას ეკუთვნის. ვსაუბრობ მათზე, ვინც არაცნობიერად ცხოვრობს, საზოგადოების მარგინალებზე, მათზე, ვინც საკუთარ შრომაში გაცილებით ნაკლებს იღებს, ვინც დაივიწყეს, ვისაც ქუჩაში სძინავს, სცემენ, აწამებენ. კინოს ამ ხალხის დაცვა შეუძლია, შეუძლია შურისძიება მათი რთულ პირობებში ცხოვრების გამო მხოლოდ იმით, რომ ამ ფილმს ყველგან აჩვენებენ.

წლების მანძილზე ეჭვები არ გაგჩენიათ?

მუდმივად ეჭვში ვარ. კინოს ამიტომაც ვიღებ, ადგილებისა და ადამიანების შესაცნობად. რადგან დარწმუნებული არაფერში ვარ, სხვადასხვა მხარე უნდა დავინახო. იმ ფაქტმა, რომ ვიტალინა ვარელა რწმენით მოქმედებს, შესაძლოა უფრო ძლიერები გაგვხადოს. მას ხომ ბრალდებაც ამოძრავებს და რწმენაც, ჩვენი სჯერა. ვიტალინა ჩვენი ამბის დედოფალია, მისი იმედი კი ყველა ჩვენგანზეა გადამდები.


[1] საუბარია ფილმზე, Casa de Lava

წყარო: Locarnofestival.com

პოსტის ნახვები: 150
Related Topics
  • ვიტალინა ვარელა
  • თანამედროვე კინო
  • ლოკარნოს კინოფესტივალი
  • ნინი შველიძე
  • ოქროს ლეოპარდი
  • პედრუ კოშტა
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

დიდი და ცუდი სამყარო: საუბარი ჩან-დონ ლისთან

  • აგვისტო 23, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • Great Movies
  • რეცენზია

ტარანტინოს დროის მანქანა და კინოზღაპარი

  • აგვისტო 26, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს