რეტროსპექტივის კურატორები: ნინი შველიძე, ლიკა გლურჯიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე გაბელია
CinExpress და ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში (Royal Norwegian Embassy in Tbilisi) წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს — „იოაკიმ ტრიერის რეტროსპექტივა“. ღონისძიება გაიმართება 15, 16 და 17 მაისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2). სამი დღის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და ხელახლა აღმოაჩინოს იოაკიმ ტრიერის ადრეული შემოქმედება. მისი უკანასკნელი ფილმები The Worst Person in the World (2021) და Sentimental Value (2025) ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და განხილვადი ნამუშევრებია, თუმცა რეტროსპექტივის ფოკუსს წარმოადგენს რეჟისორის სადებიუტო, ადრეული ფილმები, რომლებიც მაყურებელს უჩვენებს როგორ იწყებოდა მისი ხედვისა და ენის ფორმირება.
პროგრამის შესახებ:
რეტროსპექტივა მოიცავს იოაკიმ ტრიერის სამ ფილმს: Reprise (2006), Oslo, August 31st (2011) და Louder Than Bombs (2015). ეს ნამუშევრები უჩვენებს რეჟისორის პირველ მცდელობებს, შექმნას საკუთარი ხელწერა და ასახავს მისი საავტორო ენის ევოლუციას, სადებიუტო პერიოდიდან საერთაშორისო წარმატებამდე. ტრიერის კვლევის მთავარი საგანი ინდივიდის შინაგანი სამყარო, მეხსიერების მყიფე ბუნება, ახალგაზრდული ილუზიები და ზრდასრულობის კრიზისია. მისი პერსონაჟები მუდმივად მერყეობენ რეალობასა და წარმოსახვას, პირად მარცხებსა და ახალი საწყისის ძიებას შორის. ფილმებში Reprise დაOslo, August 31st ქალაქი ოსლოდამოუკიდებელი კინემატოგრაფიული ელემენტის ფუნქციას იძენს და პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას აირეკლავს.
გასული 20 წლის განმავლობაში ისტორიული და სოციალური კონტექსტების ფონზე, იოაკიმ ტრიერის შემოქმედებების ღერძი დროის წარმავლობა, დაკარგული შესაძლებლობები, მარტოობა და სიყვარულია. მისი სტილი გამოირჩევა ფრაგმენტულობითა და არასწორზახოვანი თხრობით, რომელშიც ხმა, მუსიკა და ვიზუალური ნარატივი გამოიყენება პერსონაჟების სუბიექტური გამოცდილების გადმოსაცემად. შედეგად, რეჟისორი მაყურებელს სთავაზობს არა უბრალოდ ნარატიულ კინოს, არამედ თანამედროვე ადამიანის მგრძნობიარე და რეფლექსიურ პორტრეტს.
რეჟისორის შესახებ:
იოაკიმ ტრიერი 1974 წელს კოპენჰაგენში კინემატოგრაფისტების ოჯახში დაიბადა. გაიზარდა ოსლოში და ადრეული ასაკიდანვე მისი ინტერესის არეალში მოექცა კინო, ლიტერატურა და ვიზუალური ხელოვნება. ახალგაზრდობაში პროფესიონალი სკეიტბორდისტი იყო და ხშირად იღებდა ვიდეოებს, რაც მოგვიანებით მის შემოქმედებაში მოძრაობისა და მონტაჟის მიმართ განსაკუთრებულ შეგრძნებად გარდაიქმნა. სწავლობდა ლონდონის ეროვნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში (National Film and Television School). ტრიერის შემოქმედებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ევროპული საავტორო კინო, მეორე მხრივ, ამერიკული დამოუკიდებელი კინო და მისი ტრადიცია.
პროგრამა დღეების მიხედვით:
15 მაისი, 19:00 საათი: Reprise (2006)
ამბავი ორი ახალგაზრდა მწერლისა, რომელთა პროფესიული ამბიციები და იდენტობის ძიება ერთანეთზეა გადაჯაჭვული. ფილმის ნარატივი დინამიკურად ნაცვლდება ობიექტურ რეალობასა და მომავლის შესაძლო ვერსიებს შორის. ეს ნამუშევარი წარმოადგენს ერთგვარ კვლევას, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და ცხოვრებისეული მარცხებისგან გამოწვეულ შიშებს აფიქსირებს.
16 მაისი, 17:00 საათი: Oslo, August 31st (2011)
ერთი დღის ეგზისტენციალური ქრონიკა კაცზე, რომელიც რეაბილიტაციის ცენტრიდან დროებით გამოდის და ქალაქში ბრუნდება. ძველი მეგობრები, წარსულის გადაუჭრელი კონფლიქტები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები მას საკუთარი ცხოვრების სიცარიელესთან აპირისპირებს. რეჟისორი გვთავაზობს მარტოობის, დეპრესიისა და დროის წარმავლობის ფაქიზ კვლევას.
17 მაისი, 17:00 საათი: Louder Than Bombs (2015)
ოჯახური დრამა, რომელიც დედის, ცნობილი ფოტოგრაფის გარდაცვალების მიერ მიღებული ტრავმის გადააზრებას ეძღვნება. სხვადასხვა პერსპექტივით ნაჩვენები ამბავი, რომელიც ფოკუსირებულია მეხსიერებაზე, დუმილსა და ურთიერთობების სირთულეზე.
თბილისში დაგეგმილი რეტროსპექტივა მაყურებელს საშუალებას მისცემს, კინოეკრანებზე კიდევ ერთხელ ნახოს იოაკიმ ტრიერის შემოქმედება, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში და ჩაუღრმავდეს რეჟისორის საკვლევ თემებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანის გამოცდილებას შეეხება.
Joachim Trier Retrospective
Curated by: Nini Shvelidze, Lika Glurjidze, Giorgi Javakhishvili, Aleksandre Gabelia
CinExpress and the Royal Norwegian Embassy in Tbilisi present a joint project — Joachim Trier Retrospective. The event will take place on May 15, 16, and 17 at the Blue Hall of the Cinema House (2 Kakabadze Brothers St.).
Over the course of three days, audiences will have the opportunity to discover — or rediscover — the early works of Joachim Trier. While his recent films The Worst Person in the World (2021) and Sentimental Value (2025) have been among the most widely discussed and celebrated works of recent years, this retrospective focuses on his debut and early films, offering insight into the formation of his cinematic language and artistic vision.
About the Program
The retrospective features three films by Joachim Trier: Reprise (2006), Oslo, August 31st (2011), and Louder Than Bombs (2015). Together, these works trace the evolution of the director’s voice — from his debut to his emergence on the international stage.
Trier’s cinema is deeply concerned with the inner lives of individuals, the fragility of memory, youthful illusions, and the crises of adulthood. His characters often oscillate between reality and imagination, personal failure and the search for new beginnings. In Reprise and Oslo, August 31st, the city of Oslo becomes more than a setting — it functions as a cinematic presence that mirrors the psychological states of the characters.
Across the past two decades, against shifting historical and social backdrops, Trier’s work has consistently explored themes of time, missed opportunities, loneliness, and love. His style is marked by fragmentation and non-linear storytelling, where sound, music, and visual narrative intertwine to convey subjective experience. As a result, Trier offers not just narrative cinema, but a sensitive and reflective portrait of contemporary human existence.
About the Director
Joachim Trier was born in 1974 in Copenhagen into a family of filmmakers and grew up in Oslo. From an early age, he was drawn to cinema, literature, and visual art. As a teenager, he was a professional skateboarder and frequently shot videos — an experience that later shaped his distinctive sense of movement and editing.
He studied at the National Film and Television School in London. Trier’s work is influenced both by European auteur cinema and the traditions of American independent film.
Program Schedule
15 May, 19:00: Reprise (2006)
A story of two young writers whose professional ambitions and search for identity are deeply intertwined. The film dynamically shifts between objective reality and imagined futures, capturing youthful energy alongside the fear of failure.
16 May, 17:00: Oslo, August 31st (2011)
An existential one-day chronicle of a man temporarily released from a rehabilitation center, returning to the city. Encounters with old friends, unresolved past conflicts, and missed opportunities confront him with the emptiness of his life. A delicate study of loneliness, depression, and the passage of time.
17 May, 17:00: Louder Than Bombs
A family drama centered on the aftermath of the death of a renowned war photographer. Told from multiple perspectives, the film explores memory, silence, and the complexities of human relationships.
The retrospective in Tbilisi offers audiences the chance to experience Joachim Trier’s films on the big screen once again, engage in discussions, and delve deeper into the themes that define his work — themes that resonate with contemporary human experience.