CinExpress და Embassy of the Netherlands წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს — „ნიდერლანდური კინოს კვირეული“.
ღონისძიება გაიმართება 25, 26 და 29 მარტს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (ძმები კაკაბაძეების 2).
„ნიდერლანდური კინოს კვირეული” თანამედროვე კინემატოგრაფის მრავალფეროვან პალიტრას წარმოადგენს — მხატვრული და დოკუმენტური ფორმებიდან დაწყებული, ნაკლებად ცნობილი ავტორების აღმოჩენით დასრულებული. პროგრამის ცენტრალური ნაწილი ინეკე სმიტსისა და ტატო კოტეტიშვილის შემოქმედებას ეთმობა. მათი ნამუშევრები კულტურათაშორის დიალოგს, ეკრანზე გაცოცხლებულ მეხსიერებასა და პერსონალურ ისტორიებს აერთიანებს. ეს არის კინო, სადაც რეალური ადამიანების ხმები და პირადი დრამები ხშირად უსამართლო სისტემებისადმი პროტესტის მძლავრ იარაღად იქცევა.
25 მარტი, 19:00 საათი, გახსნის პროგრამა:
მისალმება: ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლა.
პრეზენტაცია: კვირეულის სრული პროგრამის წარდგენა.
კინოჩვენება: კვირეულს ინეკე სმიტსისა და ტატო კოტეტიშვილის ფილმები გახსნის.
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება Q&A სესია (კითხვა-პასუხის რეჟიმი). მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირისპირ გაესაუბროს სპეციალურ სტუმარს — რეჟისორ ინეკე სმიტსს.
ინეკე სმიტსი აღიარებული ნიდერლანდელი რეჟისორი და სცენარისტია. მან განათლება როტერდამის ხელოვნების აკადემიასა და ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ სკოლაში (NFTS) მიიღო. მისი სადებიუტო მხატვრული ფილმი Magonia (2001) არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. სმიტსის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მხატვრული და დოკუმენტური კინოს ელემენტების სინთეზი. რეჟისორს მრავალწლიანი შემოქმედებითი კავშირი აქვს საქართველოსთან, რაც ყველაზე მკაფიოდ მის ფილმში The Aviatrix of Kazbek (2010) გამოიხატა, რომელიც ნიდერლანდურ-ქართული კოპროდუქციაა. მისი ნამუშევრები ხშირად იკვლევს იდენტობის, ნოსტალგიისა და კულტურათა გადაკვეთის თემებს.
ფილმების პროგრამა:
25 მარტი, 19:30 საათი:
ვარდი, ია და ზამბახი (Rose, Violet & Lily, 1992. რეჟ: ინეკე სმიტსი, ტატო კოტეტიშვილი)
აბსურდული ჩანახატი ნიდერლანდელი ქალი რეპორტიორის შესახებ, რომელიც ჩარჩა ბენზინის გარეშე დარჩენილ საქართველოში.
ემოციური კონსტრუქციები (Emotional Constructions, 1988. რეჟ: ინეკე სმიტსი)
ექსპერიმენტული ფილმი, შექმნილი ამავე სახელწოდების პერსონალური ფოტოგამოფენის ფარგლებში, რომელიც გაიმართა როტერდამში, 1988 წელს.
სამყაროს ყველა ხმა (Al het geluid van de wereld, 1985, რეჟ: ინეკე სმიტსი
ექსპერიმენტული ფილმი ბიჭზე, რომელიც სანაპიროზე ნიჟარას პოულობს და მისი მეშვეობით ხედავს სიყვარულის სხვადასხვა განზომილებას.
ნოსტალგია (Nostalgia, 1999. რეჟ: ინეკე სმიტსი, ტატო კოტეტიშვილი)
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საქართველოს სამოქალაქო ომის გავლენას მეგობრების ჯგუფზე.
26 მარტი, 19:00 — თეთრკუდა (Whitetail, 2025. რეჟ: ნანუკ ლეოპოლდი)
ჯენი მოზარდობიდან განიცდიდა ტრაგიკული ავარიის გამო დანაშაულის შეგრძნებას. წარსული მის ცხოვრებაში კვლავ ბრუნდება და აიძულებს იპოვოს მასთან გამკლავების გზა.
29 მარტი, 15:00 — სამყარო კარლეინის მიხედვით(The World According to Carlijn, 2024. რეჟ: არიანი გრიპი)
ნიდერლანდელი კარტოგრაფი კარლეინ კინგმა მსოფლიოს მასშტაბით ამომავალი ვარსკვლავია. სამუშაო მაგიდასთან ის ქმნის სამყაროებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებული რეალობის გააზრებაში გვეხმარება.
29 მარტი, 17:00 — გერლახი (Gerlach, 2023)
რეჟისორები: ალიონა ვან დერ ჰორსტი და ლუკ ბაუმანი
ფერმერი გერლახი ამსტერდამის შემოგარენში დარჩენილი უკანასკნელი მცირე მიწათმოქმედია. მისი პატარა სახლი, ქვეყნის შუაგულში, აირეკლავს ეგზისტენციალურ და აბსურდულ სამყაროს.
პროგრამის კურატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია, ნინი შველიძე, გიორგი ჯავახიშვილი.
გრაფიკული დიზაინერი: გიორგი ჯავახიშვილი
CinExpress and the Embassy of the Netherlands present a joint project — “Dutch Film Week”.
The event will take place from March 25–29 at the Blue Hall of the Cinema House (address: 2 Kakabadze Brothers St.).
The Dutch Film Week presents a diverse palette of contemporary cinema, ranging from fiction and documentary forms to the discovery of lesser-known authors. A central part of the program is dedicated to the works of Ineke Smits and Tato Kotetishvili. Their films weave together intercultural dialogue, cinematic memory, and personal narratives. This is a cinema where real human voices and personal dramas often serve as powerful tools of protest against unjust systems.
March 25, 19:00, Opening Program:
18:30 – Doors Open
19:00 – Official Opening
Welcome Address: Opening remarks by the representatives of the Embassy of the Kingdom of the Netherlands.
Presentation: Introduction of the full “Dutch Film Week” program.
Film Screening: The festival opens with films by Ineke Smits and Tato Kotetishvili.
Q&A Session: A discussion with director Ineke Smits will follow the screening.
Ineke Smits is an acclaimed Dutch director and screenwriter. She studied at the Academy of Arts in Rotterdam and the National Film and Television School in the UK. Her debut feature film, Magonia (2001), won several international awards, including the Circle of Dutch Film Critics Award. Smits is known for her distinct cinematic language that often blurs the lines between fiction and documentary. She has a long-standing professional relationship with Georgia, most notably directing the Dutch-Georgian co-production The Aviatrix of Kazbek (2010). Her work frequently explores themes of longing, identity, and the intersection of different cultures.
March 25, 19:30
Rose, Violet & Lily (1992, Ineke Smits and Tato Kotetishvili)
Slightly absurdist sketch of a Dutch female reporter who gets stuck in a Georgia devoid of petrol.
Emotional Constructions (1988, Director: Ineke Smits)
Experimental film as part of a photo exhibition with the same title, Solo exhibition at CBK Rotterdam 1988.
All the Sounds of the World (Al het geluid van de wereld, 1985, Director: Ineke Smits)
An experimental film about a boy who finds a shell on the beach that exposes him to different scenes of love.
Nostalgia (1999, Directors: Ineke Smits and Tato Kotetishvili)
Documentary about the effects of the civil war in Georgia on a group of friends.
26 March, 19:00 — Whitetail (2025, Director: Nanouk Leopold)
Jen has carried the guilt of a tragic accident since her teens – now, the past catches up, forcing her to find a way forward.
29 March, 15:00 — The World According to Carlijn (2024, Director: Ariane Greep)
Dutch cartographer Carlijn Kingma is an upcoming star worldwide. Behind her drawing table, she creates worlds to understand the world around us.
29 March, 17:00 — Gerlach (2023, Directors: Aliona van der Horst and Luuk Bouwman)
Farmer Gerlach is the last small arable farmer under the smoke of Amsterdam. His little house in the middle of the country is the raindrop in which the world is reflected, existentialist and absurdist.
Program curators: Lika Glurjidze, Aleksandre Gabelia, Nini Shvelidze, Giorgi Javakhishvili
Graphic designer: Giorgi Javakhishvili