• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • იანვარი 2, 2022
  • CinExpress
Total
3
გაზიარება
3
0
0
ავტორი: მარიამ გუნია

კონტინენტური ჩინეთის კინემატოგრაფია პირობითად რეჟისორების თაობების მიხედვით იყოფა. 1990-იანი წლების ბოლოს ასპარეზზე გამოდიან ე. წ. „მეექვსე თაობის“ რეჟისორები თავიანთი საავტორო და მწვავედ სოციალური ნამუშევრებით. ამ ჩინურმა დამოუკიდებელმა „ახალმა ტალღამ“ მყისვე მიიქცია დასავლელი კრიტიკოსების ყურადღება, ხოლო ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან  ცია ჟანკე, ვან სიაოშუაი და ჟან იუანი, მსოფლიოს მთავარი კინოფესტივალები დაიპყრეს.

ცია ჟანკე „მეექვსე თაობის“ არაფორმალურ ლიდერად ითვლება. 2000 წელს გამოსული ფილმით პლატფორმა (რომელიც ვენეციის რიგით 57-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა) მან წარმოაჩინა, თუ როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე (მაო ძედუნის დიქტატორული რეჟიმის დამყარებიდან და კულტურული რევოლუციიდან 1990-იან წლებამდე) ჩინეთში სოციალურ-კულტურული რეალობა და როგორ ისახებოდა ეს ცვლილებები უბრალო ადამიანების ყოფაზე. ცია ჟანკეს, ისევე როგორც „მეექვსე თაობის“ სხვა რეჟისორების კინოფილმების მთავარი გმირი „პატარა ადამიანია“, რომელიც ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, მაგრამ მისი ბედი წინასწარ განსაზღვრულია – იგი მაინც  სახელმწიფოს გიგანტური მანქანის მსხვერპლი ხდება.

2006 წელს გამოსული ფილმი ნატურმორტი გარდამტეხი აღმოჩნდა ცია ჟანკეს კარიერაში. მან ვენეციის რიგით 63-ე კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო, „ოქროს ლომი“ დაიმსახურა. რეჟისორის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ამ კინოფილმმა მთავრობის, კონკრეტულად კი ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა მიიღო, რაც მეტად უცნაურია თუ გავითვალისწინებთ ნატურმორტში წამოჭრილ პრობლემურ თემებს. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია ისეთი სკანდალური ფილმების მაგალითი, როგორიცაა ანდრეი ზვიაგინცევის ლევიათანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.

ფილმ ნატურმორტის ორიგინალი ჩინური სათაურია Sanxia Haoren, რაც სიტყვა-სიტყვით „სამი ხეობის კეთილ ადამიანებს“ ნიშნავს, ამერიკულ და ევროპულ კინოგაქირავებაში კი იგი მეორეული სათაურით მშვიდი ცხოვრება (Still Life) გამოვიდა.

ნატურმორტი მამაკაცისა და ქალის ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ისტორიას მოგვითხრობს. მაყურებლის თვალწინ იშლება მდინარე იანძის სანაპიროზე მდებარე  ქალაქი ფენძე, რომელიც სამ ხეობას შორისაა მოქცეული. აქ, ნავსადგურში გაჩერებული ბორანიდან, ჩამოდის მთავარი პერსონაჟი, რომლის როლს არაპროფესიონალი მსახიობი ჰან სანმინი ასრულებს. რეჟისორთან შეხვედრამდე იგი მაღაროელი იყო და ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს. ფენძეში ჰან სანმინი ოცი წლის წინ დაკარგულ ცოლსა და ქალიშვილს ეძებს. მეორე კინონოველის პერსონაჟის (შენ ჰონი) როლს ჩინელი მსახიობი ჟაო ტაო ასრულებს – იგი რეჟისორის მეუღლე და მუზაა. შენ ჰონი ქალაქში წლების მანძილზე უნახავი ქმრის საძებნელად ჩამოდის, რათა მას განქორწინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამცნოს.

ამ ისტორიებს ორი რამ აერთიანებს: პერსონაჟების ძიების აქტი, რომელიც პოვნით გვირგვინდება და მოქმედების განვითარების ადგილი – ქალაქი ფენძე – რომელიც რეჟისორს, ფაქტობრივად, ფილმის მთავარ გმირად გამოყავს. ეს ადგილი, მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის გამო, ნელ-ნელა წყლის ქვეშ ექცევა. მოსახლეობას მასობრივად ასახლებენ, მაგრამ ამ პროცედურისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილ ფულს კორუმპირებული მაღალჩინოსნები ითვისებენ, დარჩენილი სახსრები კი არასაკმარისია თითოეული ოჯახის დასაკმაყოფილებლად და ხალხიც საბოლოოდ უსახლკაროდ რჩება. ფილმში სამართლის საძებნელად მერიაში მისული მოქალაქეების უსასრულო რიგებისა და ამ რიგებში ატეხილი არეულობის ამსახველი არაერთი ეპიზოდია, რომლებშიც მაყურებელი კარგად გამოარჩევს სასოწარკვეთილ სახეებს.

ქალაქი უნდა დაინგრეს!

და ინგრევა კიდეც. უსახსროდ დარჩენილი ადგილობრივები თვითონ იღებენ მონაწილეობას საკუთარი სახლებისა და სხვა შენობების დემონტაჟში. ეს საქმიანობა მომაკვდავ ფენძეში ანაზღაურების ერთადერთი წყაროა, რადგან ოდესღაც ტურისტებით მდიდარ მხარეში უკვე არავინ ჩამოდის, ყველანაირი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მოახლოებულ კატასტროფას ხაზს უსვამს კადრები, სადაც შენობებზე წითელი საღებავებით დატბორვის სტადიების შესაბამისი სიმაღლეების აღნიშვნა ხდება.

ცია ჟანკე „ნელი კინოს“ (Slow Cinema) წარმომადგენელია. მისი ფილმები ვიღაცას შეიძლება მონოტონური მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც კინომცოდნე მატილდა მროზი აღნიშნავს „ის, რაც ერთი კონკრეტული მაყურებლისთვის ნელი და მოსაწყენია, მეორესთვის სიამოვნების გახანგრძლივების საშუალებას წარმოადგენს“ (Temporality and Film Analysis, 2012). ნატურმორტში რიტმი მართლაც შენელებულია, მაგრამ კამერა მუდმივად მოძრაობს. ნელი კინოს სტილისტური თავისებურება დროის ფიქსაცია და მუდმივობის შექმნის მცდელობაა. სწორედ დროით მანიპულაციის ხერხებს მიმართავს ცია ჟანკე და ოპერატორი იუ ლიკ-ვაი – მათი უწყვეტი, ხანგრძლივი კადრები უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე დიალოგები.

„მომაკვდავი ქალაქის“ ეპიზოდები საოცარ კონტრასტს ქმნის ბუნების ლანდშაფტთან. ტაივანელი კომპოზიტორის, ლიმ გიონგის, მიერ ჩინურ ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი ელექტრონული მუსიკა სამი ხეობის იდუმალებასა და თვალისმომჭრელ სილამაზეს უსვამს ხაზს – ფილმში მუსიკა თითქოს მთების ექოს ეხმიანება. ამას ემატება ისეთი სიურრეალისტური ჩანართები, როგორიცაა, მაგალითად, მოულოდნელად მრავალსართულიანი შენობის ცაში კოსმოსური ხომალდივით   ატყორცნის  კადრები, რომელსაც  მხოლოდ მთავარი პერსონაჟები ხედავენ და მათი თვალით –  მაყურებელიც.

ფილმის კონტექსტის სიღრმისეული გაგებისათვის ლოკაციის ნამდვილი ისტორიის ცოდნაა მნიშვნელოვანი – კულტურული ღირებულების მქონე 2000 წლიანი ქალაქი ფენძე მართლაც მოექცა წყლის ქვეშ. ფილმში ასახული მოვლენები მხოლოდ რეჟისორის გამონაგონი სიუჟეტი როდია. სამი ხეობის ტერიტორია მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მოქმედების არეალში მოხვდა. ჰესის მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. ცია ჟანკემ, შეიძლება ითქვას, ბოლო ამოსუნთქვაზე მყოფი ქალაქი აღბეჭდა. სამი ხეობის დატბორვის და ამით გამოწვეული ადამიანური კატასტროფის თემა რეჟისორის 2018 წელს გამოსულ, ჯერჯერობით მის უკანასკნელ ფილმში ფერფლი სპეტაკი თეთრია კვლავაა გაჟღერებული – აქაც, მთავარი პერსონაჟი (ჟაო ტაო) ბორანით სამ ხეობაში ჩამოდის, ამ დროს კი ხმის გამაძლიერებლით ცხადდება, რომ მალე ქალაქს და მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებს წყალი დაფარავს. ნატურმორტი არის ფილმი წყალქვეშ მოქცეულ ცხოვრებაზე, დატბორილ ოცნებებზე, უბრალო ადამიანების პირად ტრაგედიებზე – ადამიანებისა, რომლებიც მასშტაბური იდეებით შეპყრობილი პოლიტიკოსების მსხვერპლნი ხდებიან.

პოსტის ნახვები: 342
Related Topics
  • მარიამ გუნია
  • ჩინური მეექვსე ტალღა
  • ცია ჟანკე
CinExpress

წინა სტატია
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • დეკემბერი 30, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • სიახლე

მუნიციპალური კინოთეატრისთვის

  • იანვარი 4, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • CinExpress
  • მაისი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • CinExpress
  • იანვარი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • CinExpress
  • დეკემბერი 30, 2021
სტატიის ნახვა
  • რევიუ

„არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში

  • CinExpress
  • დეკემბერი 19, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • CinExpress
  • ნოემბერი 20, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • CinExpress
  • დეკემბერი 12, 2019
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • CinExpress
  • ნოემბერი 15, 2019
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს