• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კეთილშობილი ველური
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • მაისი 25, 2023
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0
ავტორი: მარია ვაჭარაძე

რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.
ამას ჰგრძნობს, უკვირს თვითონაც
ტყვეს თვის ბუნების ცვლილება.

„გველისმჭამელი“, ვაჟა ფშაველა

ნებისმიერ სხეულში, ნივთსა თუ საგანში თუ „გარე ძალა” ჩაიღვარა, ის ხდება თავისი მსგავსი სახეობებისგან გამორჩეული, იკავებს განსაკუთრებულ ადგილს და იძენს საკრალურ მნიშვნელობას. დოკუმენტალისტი რეჟისორი, სალომე ჯაში იღებს ლოკალურ ამბავს, რომელიც იქცევა უნივერსალურად. -ხე- აჩენს პოლიტიკას და ამავდროულად – მისი არსებობა ხდება ჰიეროფანია (manifestation of sacred)[i].

მირჩა ელიადეს მიხედვით, ლანდშაფტებს, ტაძრებს, დასახლებებს, გააჩნიათ ზეციური არქეტიპები, რომლებსაც ადგილი მარადისობაში უკავიათ. კოსმოგონიის განმეორებად გვევლინება „მეხსიერების ადგილები“, სადაც ქაოსი წესრიგდება და სადღაც, მარადისობაში, ახალი Imago mundi (ideas of the world)[ii] სხვა სამყაროს ხატება ისახება.

რა ხდება, როდესაც ადამიანის ხელი უხეშად ერევა სამყაროს კანონზომიერებაში და ასობით ადამიანთა მოგონებების საცხოვრისს – ხეს ამოძირკვავს ნიადაგიდან?!
რეჟისორის კამერა გვიჩვენებს, როგორ ინელებს ძალაუფლების აპოგეა ადამიანებს. თითოეული კადრი მოლოდინია უტყვი დატირებისა. პროტაგონისტმა მოხუცმა ქალმა იცის, რომ ეს პროცესი იქნება ისეთივე მტკივნეული, როგორიც ფიზიკური სხეულის შიგნეულობის ამოგლეჯაა. ის უუფლებოა. მას მხოლოდ შეუძლია დაიცადოს და ნახოს ფინალი, რომელშიც გახსენებისთანავე ნელ-ნელა გაქრება მისი  ყველა მოგონება, ე. ი. გაქრება მისი ცხოვრება; უფროსწორად, გაუქრობენ ვიღაცები, რაღაცებით; გააქრობენ ქალს, ხის დამრგველ მოხუცს.

ფილმი მაგიური რეალიზმის გამოხატულებაა. კამერა დაჟინებით არის მიპყრობილი მოსაუბრე გმირების მიღმა ნისლად ჩამოწოლილ ტრაგიკულ ატმოსფეროს. სალომე ჯაში დოკუმენტური მასალით ქმნის საკუთარ ხელწერას; თუმცა, ამ ფილმში ჩნდება განცდა, რომ რეჟისორი თავადვე არის განცვიფრებული იმით, თუ რა მოხდება, ამიტომაც, კინო იქმნება, როგორც იმპროვიზაციული ნაწარმოები – „გრძნობა ჩემთვის მნიშვნელოვანია; კადრს, რომელსაც ვიღებ ან ვამონტაჟებ უნდა განვიცდიდე“ – აღნიშნავს რეჟისორი.

ვუყურებთ ზღვაზე მოცურავე ტოტებაზიდულ ხეს და ჩვენ თვალწინ იშლება ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის.

გრანდიოზული სიზმრისეული ხატი ამხელს ადამიანში ღრმად ჩამჯდარ წყურვილს უკვდავებისა, გარიგებას კი ხელს აწერს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ ვერ უგემია გემო წარმავლობისა.

პარადოქსია ისწრაფვოდე უკვდავებისკენ, და ამასათანავე, ებღაუჭებოდე ამქვეყნიურობას.

 
რა ადგილი უჭირავს ადამიანს სინამდვილეში?!

კინემატოგრაფი სარკესავით ირეკლავს სამყაროს, ხედავს, გრძნობს გარშემო ჩაბუდებულ კვანძებს და ავტორს აძლევს მაგიური იარაღის გამოყენების საშუალებას – მაყურებლის თვალწინ გახსნას ყველა ეს კვანძი. ჯაშს ხედვის ეს მომენტი ძალიან ზუსტად აქვს გააზრებული. რეჟისორი ობიქტური განწყობით ქმნის გამორჩეულ, მხატვრული კინოს მსგავს აურას.

ფილმში, უსულო სამყაროც კი გვესაუბრება ან რაღაც მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა. თუნუქის ზედაპირზე წყლის წვეთები მიედინებიან, – ეს სოფლის სევდაა; ხეები გადადაგილდებიან; ხეები მიცურავენ. ეს და სხვა მრავალი გაპიროვნება ფილმის ყურებისას გონებაში გაიელვებს.

უნგრელი თეორიტიკოსი ბელა ბალაში ტექსტში, ხილული ადამიანი ( ბუნება და ბუნებრიობა)[iii] საუბრობს კინოში ბუნების აქტიურ მონაწილეობაზე და აღნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწარმოებში ბუნება, იქნება ეს ზღვისა თუ მთის პეიზაჟი, მნიშვნელოვანია ერთი მთლიანი კონცეფციის აღმნიშვნელი იყოს, გარემოს და მოთხრობილ ამბავს გააჩნდეს საერთო ატმოსფერო. ჯაშის სურათში ყოველი კადრი ორგანულად ერწყმის ფილმის ისტორიას. დასაწყისი და ფინალი კრავს ერთ მტკივნეულ სასრულ მოვლენას, რომელშიც ავტორი ხდება ერთგვარი წინასწარმეტყველი და ფილმის ბოლო აკორდით სხვა, ახალ კინოში (სადაც უცხო წალკოტი ყვავის) გადაგვისვრის, კიდევ უფრო რეალურში… ან კიდევ უფრო მაგიურში… ან კიდევ უფრო რეალურში…


[i] ელიადე, მირჩა. მითები, სიზმრები და მისტერიები. 2018. გამომცემლობა „ალეფი“.

[ii] ელიადე, მირჩა. მითები, სიზმრები და მისტერიები. 2018. გამომცემლობა „ალეფი“.

[iii] https://cinexpress.ge/tag/bela-balashi/

პოსტის ნახვები: 331
Related Topics
  • tamingthegarden
  • მარია ვაჭარაძე
  • მოთვინიერება
  • სალომე ჯაში
CinExpress

წინა სტატია
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • მაისი 9, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • ივნისი 23, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • CinExpress
  • იანვარი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • CinExpress
  • იანვარი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • CinExpress
  • დეკემბერი 30, 2021
სტატიის ნახვა
  • რევიუ

„არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში

  • CinExpress
  • დეკემბერი 19, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • CinExpress
  • ნოემბერი 20, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • CinExpress
  • დეკემბერი 12, 2019
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • CinExpress
  • ნოემბერი 15, 2019
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს