• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა
  • სიახლე

მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა

  • სექტემბერი 11, 2025
  • CinExpress
Total
0
Shares
0
0
0

რეტროსპექტივის კურატორები: ნინი შველიძე, ლიკა გლურჯიძე

CinExpress, ფიპრესი საქართველო (FIPRESCI Georgia) და ავსტრიის საელჩო (Austrian Embassy Georgia), წარმოგიდგენთ, ერთობლივ პროექტს — „მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა“. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით. ჩვენებები გაიმართება 14, 15, 16 სექტემბერს, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2). სამი დღის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და ხელახლა აღმოაჩინოს მიხაელ ჰანეკეს კინო.

რეტროსეპქტივა მოიცავს მიხაელ ჰანეკეს სამ ფილმს: თეთრი ბაფთა (The White Ribbon, 2009), დაფარული (Caché, 2005) და სიყვარული (Amour, 2012). შერჩეულ ფილმებში გამოკვეთილია რეჟისორის ხელწერა, სტილი და ხედვა, თემატიკა, თუ როგორ იბადება სოციუმში, საზოგადოებაში სისასტიკე, რა გავლენა აქვს ადამიანებზე ძალადობას, ტრავმებს, მედიას; როგორ ვუმკლავდებით ყველაზე რთულ გამოწვევებსა და დილემებს. ისტორიული კონტექსით დაწყებული, პირადი ურთიერთობებით დამთავრებული, ჰანეკეს კინო მრავალშრიანია — ხისტი, ბრუტალური გულწრფელობითა და მგრძნობელობით, განსაკუთრებით სიყვარულის შემთხვევაში, რომელშიც სიცოცხლის და სიკვდილის, მეხსიერების, გადარჩენისა და განწირულობის ტერიტორიაზე თამაშდება ამბავი. რეჟისორი მაყურებელს მუდმივად სთავაზობს როგორც ინტელექტუალურ, ისე ემოციურ გამოწვევებსა და თავსატეხებს — კონფლიქტების კინოს, რომელშიც შემზარავისა და შემაძრწუნებლის განცდას გმირის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე დეტალური მიდევნება ქმნის. ჰანეკეს ფილმები თანამედროვე საზოგადოების სარკედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ადამიანური ურთიერთობებების კომპლექსურობას, გულგრილობისა და ემპათიის, ძალაუფლების საკითხებს მუდმივად ვაწყდებით, მინიმალისტური გადაწყვეტით, ფორმითა და ერთგვარი “სიცივით”, რომელიც კინოენაში ითარგმნება.

ჰანეკე 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 3 წლით ადრე დაიბადა ქალაქ მიუნხენში; გაიზარდა ავსტრიაში თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე, კრიტიკულ პერიოდში. მისი ინტერესის არეალში ადრეული ასაკიდან ექცევა ხელოვნება, ლიტერატურა და მუსიკა. მოზარდობიდანვე ავლენს ზიზღს „ნებისმიერი სახის სკოლის მიმართ”, რასაც მოგვიანებით აღწერს, როგორც „ამბოხის” ხანას საკუთარ ცხოვრებაში. მომავალ რეჟისორზე, რომელიც ჯერ პიანისტობაზე, შემდეგ მსახიობობაზე ოცნებობს, განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს Max Reinhardr Seminar-ში მონაწილეობა, სადაც სამსახიობო ოსტატობას შეისწავლის. მიხაელ ჰანეკეს გზები იკვეთება ვენის უნივერსიტეტთან, სადაც ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და დრამატურგიას სწავლობს. აქვე ხდება ფრანკფურტის სკოლის იდეების თანამოზიარეც. ჰანეკესა და მის შემოქმედებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ფრანკფურტის სკოლის ორი საკვანძო ავტორი, თეოდორ ადორნო და ლუდვიგ ვიტგენშტაინი. სტუდენტობისას, მისთვის თავშესაფრად არაერთხელ იქცევა ვენის კინოთეატრები, სადაც ეცნობა რობერ ბრესონის, ჯონ კასავეტისისა და ანდრეი ტარკოვსკის კინოს. კინოთეატრში ბებიასთან ერთად ნანახი ლორენს ოლივიეს ჰამლეტი გახდა მიზეზი, ეოცნება მსახიობობაზე. მიხაელ ჰანეკე ეკუთვნის იმ რეჟისორთა მცირე რიცხვს, რომელსაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო — „ოქროს პალმის რტო“ ორჯერ ერგო: 2009 წელს, ფილმისთვის თეთრი ბაფთა და 2012 წელს — ფილმისთვის სიყვარული, რომელიც ოსკარითაც დაჯილდოვდა.

პროგრამა დღეების მიხედვით:

14 სექტემბერი, კვირა:

თეთრი ბაფთა (The White Ribbon, 2009), 19:00

გერმანიის პატარა სოფელში უცნაური და შემზარავი ამბები ხდება. ვინ არის დამნაშავე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მოქმედება პირველ მსოფლიო ომამდე სამი წლით ადრე ხდება, ჰაერში უკვე ტრიალებს საშიში იმპულსები, რაც ფაშიზმის აღზევებასაც მოასწავებს. ფილმში ერთგვარი რეფლექსიაა ბავშვობაზე, აკრძლავებზე, ტრავმებზე და სისასტიკეზე, რომლებიც ადამიანურ ურთიერთობებშიც მჟღავნდება და ავტორიტარიზმის განმტკიცებაშიც.

15 სექტემბერი, ორშაბათი:

დაფარული (Caché/Hidden, 2005), 19:00

პარიზში მცხოვრები წყვილის ცხოვრება ირევა, როცა სახლის კართან ანონიმურად დატოვებულ ვიდეოკასეტებს პოულობენ. ადამიანების თვალთვალი, შანტაჟი, პირადი სივრცის დაუცველობა, ეჭვიანობა და საფრანგეთის კოლონიური წარსული ექცევა ფილმის ფოკუსში.

16 სექტემბერი, სამშაბათი:

სიყვარული / Amour (2012), 19:00

ასაკოვანი წყვილის სიყვარულის ამბავი; პენსიაზე გასული მუსიკის მასწავლებლების ცხოვრება სრულიად იცვლება, როცა ერთ-ერთ მათგანს ინსულტი ემართება და მეორე მასზე ზრუნვას იწყებს. უდიდესი გამოწვევების, ემოციური დილემების, მეხსიერების და ტკივილის ტერიტორიაზე, ჰანეკე სიყვარულის, ურთიერთობების კომპლექსურობას და სიმძაფრეს იკვლევს.

თბილისში დაგეგმილი რეტროსპექტივა მაყურებელს საშუალებს მისცემს, კინოეკრანებზე კიდევ ერთხელ ნახოს ჰანეკეს ფილმები, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში რეჟისორის შემოქმედებისა და მისი უნიკალური კინოენის შესახებ, ამავდროულად კი, ჩაუღრმავდეს თემებს, რომლებიც აქტუალურობას ათწლეულებია არ კარგავს.

პოსტის ნახვები: 119
Related Topics
  • ლიკა გლურჯიძე
  • მიხაელ ჰანეკე
  • ნინი შველიძე
CinExpress

წინა სტატია
  • ფესტივალები

ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2025 (ისტორია, პროგრამა, ჟიური): ფერფლს და ფერებს შორის

  • აგვისტო 25, 2025
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Georgian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – Meeting Point Vilnius (MPV) 2023

  • CinExpress
  • აპრილი 4, 2023
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს