• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი Anthology Film Archives-ის მანიფესტი
  • თარგმანი

Anthology Film Archives-ის მანიფესტი

  • თებერვალი 16, 2022
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
1
გაზიარება
1
0
0
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა

Anthology Film Archive წარმოადგენს საერთაშორისო კინემატოგრაფიულ ცენტრს ამერიკაში, რომელიც ორიენტირებულია დამოუკიდებელ, ექსპერიმენტულ და ავანგარდულ კინოზე. მის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის წარმოშობით ლიეტუველ რეჟისორს, დამოუკიდებელი ამერიკული კინოსა და ავანგარდული მოძრაობის მამად წოდებულ ავტორს, იონას მეკასს.

1970 წლის პირველ დეკემბერს, დღეს, როცა იონას მეკასისა და მრავალი სხვა ადგილობრივი სინეფილის ოცნება ახდა და Anthology Film Archive-მა დღის სინათლე იხილა, გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელიც იმთავითვე უსვამდა ხაზს ამ სივრცის სოციო-პოლიტიკურ ხასიათსა და მის უმთავრეს პრინციპს – მიეცა მაყურებლისთვის საშუალება იმ ფილმების მრავალჯერ ნახვისა, რომელთა ყურება მანამდე არსად არ იყო შესაძლებელი.

“სხვადასხვა სინემათეკა მსოფლიოს გარშემო, როგორც წესი, თავს უყრის და უჩვენებს კინემატოგრაფის მრავალგვარ გამოვლინებას: კინოს, როგორც დოკუმენტს, ისტორიას, ინდუსტრიასა თუ მასობრივი კომუნიკაციის წყაროს. Anthology Film Archives არის პირველი კინომუზეუმი, რომელიც თავს უძღვნის კინოს, როგორც ხელოვნების დარგს. როგორია კინემატოგრაფიული გამოცდილების ძირითადი კომპონენტები? რომელი კინოსურათები განასახიერებენ ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს? Anthology Film Archives შექმნა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ამბიციური მცდელობაა, რომელთაგან პირველი, მატერიალური სახისაა – კინოთეატრის აშენება, სადაც ფილმების ნახვა საუკეთესო პირობებში იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე, კრიტიკული ხასიათის – განსაზღვროს კინოხელოვნება შერჩეული ნამუშევრების მიხედვით, რომლებიც მის არსსა და მახასიათებლებზე მიუთითებენ.

Anthology Film Archives-ის სახელმძღვანელო პრინციპი ისაა, რომ დიდებული ფილმები მრავალგზის უნდა ინახოს. ამ მიზეზით, მთელი კრებული ფილმებისა, წარმოდგენილი იქნება განმეორებითი სახით. ყოველდღიურად სამი განსხვავებული პროგრამის მეშვეობით, ასამდე კრებული პროგრამისა (დაახლოებითი რაოდენობა ჩვენი ამჟამინდელი კოლექციისა), შესაძლოა ყოველთვე განმეორდეს. ამრიგად, ერთგულ მაყურებელს მიეცემა საშუალება, ხშირად უყუროს ფილმებს. ამგვარი ციკლი მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებსაც, რათა ოთხი ან ხუთი კვირის განმავლობაში გაეცნონ კინოხელოვნების ისტორიას. ამ სახის კინემატოგრაფიული განათლების მისაღებად, ბევრი მოგზაურობა და კინომუზეუმებში გატარებული მრავალი წელია საჭირო.“

პოსტის ნახვები: 255
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • ჟურნალი

CinExpress – პირველი ნომერი

  • იანვარი 27, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ – კონცენტრული წრეები. გამარჯობა, ენავ!

  • აპრილი 4, 2022
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი — შანსი თუ ბედისწერა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 24, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ხაფანგი: კშიშტოფ კიშლოვსკის კინომოყვარული

  • ნინი შველიძე
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს