• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • იანვარი 19, 2022
  • CinExpress
Total
5
გაზიარება
5
0
0
ავტორი: ბუკა ღვაბერიძე

ზუსტად არმახსოვს, როდის ვნახე ფილიპ გრანრიეს ფილმი UN LAC. არც მისი ყველა დეტალი მახსოვს. ის, რაც ჩემს, დავიწყებისთვის განწირულ მეხსიერებას შემორჩა, ტყე, ზამთარი, ციმბირის უხეში ხეები, ეპილეპტიკი ბიჭი და თოვლის ჭრაჭუნია. პატარა რომ ვიყავი და ზაფხულის ცხელ ღამეს დაძინება მიჭირდა, სიცხეს თამაშით ვებრძოდი. წარმოვიდგენდი, თითქოს სადმე შორს, ყინულით ან თოვლით დაფარულ ადგილას, კარავში ვიწექი. “გარეთ” კი მინუს უამრავი გრადუსი იყო. ლოგინის ბოლოს, ფეხებთან მიტოვებულ “პირსახოცს” თვალებამდე ვიფარებდი და ვიძინებდი. ცოტახანში გავიგე, რომ გრანრიე მსახიობებს გადაღების დროს ელაპარაკება. არ მუშაობს ოპერატორებთან და ფილმის ხმასაც თავად წერს. ის თოვლის ჭრაჭუნიც მე რომ ჩამრჩა – მისი ნაბიჯების ხმაა. შემდეგი იყო SOMBRE – ბნელი კინო, ალან ვეგას დაუვიწყარი მუსიკა და შორი ნათების ფარებით განათებული მოცეკვავე ქალის შიშველი სხეული. მათმა კოლაბორაციამ უკანასკნელი 30 წლის ინდუსტრიულ პერიოდში უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო კინომუსიკა შექმნა. კიდევ ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამ დამავიწყდა, სანამ ყველა ფილმი ვნახე. უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, როცა შემთხვევით ასევე ფრანგი, ასაკით ცოტა უმცროსი ფოტოგრაფის – ანტუან დ’აგატას ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი INSOMNIA აღმოვაჩინე. ხელოვნებაში ხშირია საუბარი მსგავსებაზე ან გავლენაზე, მაგრამ ფაქტია, ამ შემთხვევაში არცერთთან არ გვაქვს საქმე. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ეს, ამბის ისეთივე ბნელი მხარეა, როგორიც გრანრიეს ფილმებია. თითქოს უამრავი მიზეზი და სიტყვა არსებობს, რამაც შეიძლება დააკავშიროს ეს ორი ავტორი ერთმანეთთან: შემოქმედებითი ველი, აურა, ხაზი, ენერგია, სხეული, განათება, საფრანგეთი, ან სულაც კამერა. მაგრამ ყველა აქ მოცემულ “სიტყვა-მიზეზზე” უფრო მეტად, მათი სიახლოვე მეტაფიზიკური ჩანს. ისევე, როგორც გრანრიე, დ’აგატაც სხეულით “ვაჭრობს”. INSOMNIA  2003 წელს დაიბეჭდა. წიგნი ეხება მიწისქვეშეთის იმგვარ რეალობას, სადაც ნარკოტიკები, პროსტიტუცია და ადამიანის ბნელი მხარე საკუთარ თავს ღიად გამოხატავს. ორივეს (გრანრიე, დ’აგატა) შემთხვევაში, კამერა ცდილობს დააფიქსიროს ბნელით დაფარული ე. წ. “ფსიქიკური სხეული”. სხეული, რომელსაც ახსოვს ის, რაც გონს დაავიწყდა. ფიზიკური მეხსირება, რომელიც უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე გონებრივი. სხეული, რომელსაც სურს გაექცეს რაციონალურსა და სოციალურ სამყაროს. მაშინ, როცა პატარა ვიყავი, ჩემი სხეული სიცივის მოგონებით ებრძოდა სიცხეს და გაურბოდა რეალობას.ერთხელ გრანრიემ თქვა : “როდესაც იღებ ძაღლს, ის არ ცდილობს ითამაშოს კატა.” ეს მართლაც ასეა. ცხოველები კამერის წინ რჩებიან იმად, რაც არიან. ადამიანების შემთხვევაში კი, ამის მიღწევა არცთუ ისე ადვილია. ის სხეულები, რომლებსაც გრანრიე და დ’აგატა გვიჩვენებენ, ავთენტური სხვეულებია; ისინი არ ცდილობენ, გამოხატონ სხვისი სხეული. მათი ფიქსაცია კი ხდება ზუსტად იმ მომენტში, როცა უსხლტებიან გონებრივ “მმართველობას”. შესაძლოა არსეობდეს ერთგვარი მეტაკინო, რომელიც ადამიანის შიგნით არსებობს. როგორც პირველი კადრი, რომელიც ხშირად “ბოდვად” ითვლება, რადგან აქტს სხვა ვერავინ ადასტურებს. კადრი, რომელიც კვლავ გახსენებას მოითხოვს, როგორც დავიწყებული მომენტი პირველად დანახვის. ხატი, რომელიც შესაძლოა სხეულს ეკუთვნის და არა გონს. იქნებ ეს მეტა კინო აერთიანებს ამ ორ ავტორს ერთმანეთთან ?

მამარდაშვილი ამბობდა: “ყველაფერი რაც გვახსენდება, ამ გახსენებით არსებობს”.

პოსტის ნახვები: 377
Related Topics
  • SOMBRE
  • UN LAC
  • ანტუან დ'აგატა
  • ბუკა ღვაბერიძე
  • ფილიპ გრანრიე
CinExpress

წინა სტატია
  • სიახლე

მუნიციპალური კინოთეატრისთვის

  • იანვარი 4, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი
  • ფოტოგრაფია

ინტერვიუ ანტუან დ’აგატასთან

  • იანვარი 21, 2022
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • CinExpress
  • მაისი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • CinExpress
  • იანვარი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • CinExpress
  • დეკემბერი 30, 2021
სტატიის ნახვა
  • რევიუ

„არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში

  • CinExpress
  • დეკემბერი 19, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • CinExpress
  • ნოემბერი 20, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • CinExpress
  • დეკემბერი 12, 2019
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • CinExpress
  • ნოემბერი 15, 2019
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს