• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კინო, რომელსაც ვერ შეჭამ
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • დეკემბერი 30, 2021
  • CinExpress
Total
7
გაზიარება
7
0
0
ავტორი: ბუკა ღვაბერიძე
29 პალმა

რამეთუ ტრაგედია არის არა ადამიანთა, არამედ მოქმედებების და ცხოვრების ბედუკუღმართობების გამოხატვა – არისტოტელე (პოეტიკა)

ბრუნო დიუმონმა რომელიც ფილოსოფიის მასწავლებელი იყო, კინოკარიერა გაზეთში განცახდების გამოქვეყნებით დაიწყო: “მსურს გადავიღო ვიდეოები”.

თანამედროვე ხელოვნებას აქვს მზარდი ტენდენცია, გახდეს ადვილად მონელებადი, მსუბუქი დესერტი იმ ვახშმისა, სადაც ნამცხვარს ყველა ელოდება.

მოვლენების ნაწილები ისეთნაირად უნდა იყვნენ შეერთებულნი, რომ რომელიმე ნაწილის გადანაცვლებისას მთლიანი იცვლებოდეს და ირღვეოდეს – არისტოტელე (პოეტიკა)

კინოში არის ერთგვარი მკვდარი დრო, რომელიც გაქრა. შეუძლებელია გადაიღო მთელი ცხოვრება ყველაფერი, რაც ადამიანებს შეემთხვათ. ყოველთვის არსებობს ამბის ის მხარე, რომელიც იქამდე დაიწყო ან დამთავრდა, სანამ თავად კინო დაიწყებოდა. რა ნიშნით შეიძლება გამოსახოს რეჟისორმა დრო რომელიც გაქრა? არა ქმედებით ან ტექსით, არამედ დაძაბულობის შეგრძნებით, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში, ერთი შეხედვით, უწყინარ, უვნებელ სიტუაციებში ჩნდება დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც მაყურებელი აღიქვამს.

ათი წლის განმავლობაში ფრანგი რეჟისორი იღებდა ქარხნებს, მანქანებს, რომლებიც აწარმოებდნენ უმ პროდუქუტს წარმოებისთვის მზა ფორმამდე. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში, როცა ის იღებდა “სიცარიელეს”, იგრძნო კინოს ემოცია. მანქანები დაეხმარნენ იმის მიხვედრაში, რომ სრულიად უინტერესო რამ შეიძლებოდა საინტერესო გამხდარიყო კამერის მეშვეობით.

“მე ვმუშაობდი ტკბილეულის ქარხანაში, ჩემი კამერა მიმართული იყო შოკოლადის მანქანისკენ, ამ დროს გაჩნდა ჩემი ერთ-ერთი პირველი ემოცია, ეს იყო მშვენიერი, ვუყურებდი შოკოლადს, რომელიც იღვრებოდა, მე კი ვახერხებდი ამ მომენტის გაძლიერებას და ემოციის შექმნას”.

29 პალმა არის ფილმი რომელსაც მაყურებელი დესერტად ვერ მიირთმევს, მისი მონელება შეუძლებელია.

ისტორიკოსსა და პოეტს შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი მოგვითხრობს იმაზე, რაც მოხდა, მეორე კი იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო – არისტოტელე (პოეტიკა)

კინო არნახვის ხელოვნებაა, სწორედ იმის რაც არჩანს, რაც მოხდა, ან შეიძლება მომხდარიყო. მთელი ფილმი ვუყურებთ წყვილს, რომელიც მოგზაურობს ლოს ანჯელესის უდაბნოსთან, მაგრამ ყველა სცენაში განვიცდით იმაზე მეტს ვიდრე ვხედავთ. რა ქმნის ამ ძალას რომელიც არ ჩანს?

ძალა დაკარგულ დროშია, იმ მომენტებში, რომლებიც გამოვტოვეთ. წყვილი სადილობს არაფრით გამორჩეულ გზისპირა რესტორანში, სადაც ერთ-ერთი გმირი (კაწია) უეცრად, თითქმის უმიზეზოდ გამოდის წყობიდან და ჩხუბს იწყებს. მიზეზი, რის გამოც გაღიზიანდა ფილმამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ფილმი ასეთ მცირე იმპულსებზეა აწყობილი. ყოველი სცენა, აქ, წმინდა კინოენის შესანიშნავი ნიმუშია.

“ოდესღაც კინომოყვარული ვიყავი. მაშინ, როცა ფილოსოფიას ვსწავლობდი, ბევრს ვკითხულობდი და ბევრს ვუყურებდი, მაგრამ ეგ დრო დასრულდა. ხუმრობის გარეშე ვამბობ, მე არ მომწონს კინო. ვფიქრობ, რეჟისორი არის ადამიანი, რომელიც არსებობს კინოს გარეთ იმისთვის, რომ შექმნას ის. მთელი ჩემი ცხოვრება არის არსებობა და არა კინოს შექმნა. მე არ ვჭამ კინოს, მთელი ჩემი ცხოვრება არ არის კინოს შესახებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი ვნება გადაღებაა.”

მთელი ფილმის განმავლობაში ვხვდებით, რომ რაღაც რიგზე არ არის. თითქოს პერსონაჟებიც ჩვენთან ერთად ელოდებიან იმას, რაც გარდაუვალია. ყველა სცენა ზღვარია ამ მომენტის. სულ ცოტაც და რაღაც იფეთქებს, ყველაფერი გასაგები გახდება, მაგრამ ეს მომენტი არ დგება ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.

ფილმში ბევრი სექსია, მაგრამ არა ისეთი როგორიც გვინახავს: ბნელი და თბილი ოთახი აბრეშუმის ზეწრებით… 29 პალმა ამ ყველაფრის ანტიპოდია. პერსონაჟები სექსის საშუალებით ერთმანეთან დიალოგში შედიან. მაყურებელი დაუცველ ტერიტორიაზე გადადის, სადაც დისტანცირება და სცენის კომფორტული სავარძლიდან ყურება შეუძლებელი ხდება. აქტი უმი და საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ღია ცის ქვეშ ხდება.

დიუმონი ჟანრის ოსტატია, სხვადასხვა დროს დაინტერესებული სხვადასხვა ჟანრით. ის მარტივად ახერხებს, ერთი მხრივ, შევიდეს ჟანრის წიაღში და მეორე მხრივ სრულიად შეცვალოს წარმოდგენები ამ ჟანრზე. მაგალითად: ფილმში კაცობრიობა მთავარი გმირი ფარაონ დე ვინტერი სრულიად ანგრევს ყველანაირ მოდელს აქამდე არსებულ პოლიციელზე, რომელიც კინოში გვინახავს. 29 პალმა კი, როგორც თავად ავტორი ამბობს, ექსპერიმენტული პროექტია და ის არ მოიცავს არტისტულ მახასიათებლებს. ამ შემთხვევაში, ჟანრის ინტერესი ამერიკული ჰორორია და ფილმი მის ძირითად ელემენტებზეა აგებული. ისევე როგორც ყველა კლასიკურ ჰორორ ფილმს, 29 პალმასაც არ აქვს ბედნიერი დასასრული. თუმცა რამდენიც არ უნდა გესაუბროთ და მოგამზადოთ ამისთვის, მაინც ვერ მიიღებთ მას. ეს, ერთი შეხედვით, ექსპერიმენტული და ამავდროულად კლასიკური “ჟანრული” ფილმი, კვალდაკვალ მიჰყვება არისტოტელს “პოეტიკას”, რომელიც საწყისია ყველანაირი დრამატურგიის. ამ სამი, ერთი შეხედვით, პარადოქსული სინთეზის და კინოს წმინდა ენის გამოყენებით, დიუმონი ახერხებს შექმნას თანამედროვე კინო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.

ჩვენ არ გვჯერა იმის შესაძლებლობისა, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა, ის კი, რაც მოხდა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რამეთუ ის არ მოხდებოდა, შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო – არისტოტელე (პოეტიკა)

პოსტის ნახვები: 520
Related Topics
  • 29 პალმა
  • ბრუნო დიუმონი
  • ბუკა ღვაბერიძე
  • სინექსპრეს
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (მუზა და მონსტრი): რომანტიკოსი ანარქო-კომუნისტი

  • დეკემბერი 28, 2021
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • იანვარი 2, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • CinExpress
  • მაისი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • CinExpress
  • იანვარი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • CinExpress
  • იანვარი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

„არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში

  • CinExpress
  • დეკემბერი 19, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • CinExpress
  • ნოემბერი 20, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • CinExpress
  • დეკემბერი 12, 2019
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • CinExpress
  • ნოემბერი 15, 2019
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს