• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი მიქელანჯელო და მე
  • თარგმანი

მიქელანჯელო და მე

  • დეკემბერი 2, 2021
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
15
გაზიარება
15
0
0
თარგმანი: გიორგი ჯავახიშვილი

ენრიკა (ფიკო) ანტონიონი[i] მიქელანჯელო ანტონიონის შესახებ

***
ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, მიქელანჯელომ და მე. ეს მოგზაურობები ყოველთვის გვკურნავდა.

ჩვენივე თავისგან გაუცხოება, უცნობ ადგილებში ცხოვრება, ისე გვაშორებდა საკუთარი თავებისგან, რომ შემდეგ უკან, სახლში დაბრუნება, და ამ დაცლილი, თუმცა გამოცდილებებით აღსავსე საკუთარი თავის პოვნა, ყოველთვის კომფორტული იყო.

ყოველთვის შორეულ ადგილებში ვმოგზაურობდით. დღეს, ეს ყველაფერი სახლთან ახლოს თუღა ხდება.

ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა პეტრეს ტაძარში, იულიუს მეორეს[ii] საფლავის მოსანახულებლად მიქელანჯელოსთან ერთად მივდივარ, ეს კიდევ ერთი მოგზაურობაა. ვხედავ ხოლმე მიქელანჯელოს, სრულიად იზოლირებულს მოსეს ფიგურის წინ, ისევე, როგორც აფრიკის უდაბნოში[iii].

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად დასაჩუქრებული იყო, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე ემზირა საკუთარი მწვანე, სუფთა და მშვენიერი თვალებით.

მიქელანჯელოს მზერა მშვიდადაა მიმართული მოსეს ფიგურისაკენ და შეუძლია მოიცავდეს მთელ იმ მეხსიერების სიმძიმეს, რომელიც მან (მოსემ) საკუთარ სიცოცხლეში ნახა და ისწავლა.

მზერა შეიძლება იყოს ისეთივე ინტენსიური, როგორიც ლოცვაა მისთვის.

უფრო მეტიც, ახლა, როდესაც მისი ნაბიჯები და ჟესტები სიჩუმემ მოიცვა, მის გვერდით დგომა, როდესაც ის ღრმადაა გატაცებული მზერით, მოითხოვს აბსოლუტურ სიჩუმეს, პატივისცემას მისი (მოსეს) პილგრიმობისადმი.

პირველად ერთად ჩინეთში ვიმოგზაურეთ, 1972 წელს, მისი დოკუმენტური ფილმის, ჩინეთის გადაღებებზე. როდესაც სახლში დავბრუნდით და გადაღებულ მასალას დავაკვირდი, მივხვდი, რომ თითქმის ყველაფერი გამოვტოვე, რაც მიქელანჯელომ დაინახა. მე ვერ შევნიშნე ის ფერები, ლურჯი ფერის ჩრდილები მაოისტურ უნიფორმებში, ახალგაზრდა გოგონების მორცხვი ღიმილი, მტვრით გაჟღენთილი სინათლე. კიდევ ერთხელ ვიმოგზაურე, როდესაც ამ კადრებს ვუყურებდი.

ახლა, მე კიდევ ერთხელ გამიმართლა, ვიდგე მის გვერდით, სანამ ამზადებს ფილმს წმინდა პეტრეს ტაძარზე. უჩუმრად ველოდები მისი მზერისგან ბოძებულ ძღვენს.

წყარო: http://www.rouge.com.au/4/antonioni.html


[i] იტალიელი რეჟისორი და მსახიობი, მიქელანჯელო ანტონიონის მეუღლე.

[ii] რომის პაპი 1443 წლიდან 1513 წლამდე.

[iii] ანტონიონის ფილმის, პროფესია: რეპორტიორი გადაღებები აფრიკის უდაბნოში მიმდინარეობდა.

პოსტის ნახვები: 777
Related Topics
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ენრიკა ანტონიონი
  • მიქელანჯელო ანტონიონი
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • თარგმანი
  • თეორია

გლაუბერ როშა: შიმშილის ესთეტიკა

  • ნოემბერი 21, 2021
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • სიახლე

ელექტრონული ჟურნალი – CinExpress

  • დეკემბერი 9, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს