• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი პედრუ კოშტა: სამი საათით პროფესორ ჰასუმისთან ერთად მატარებელში, იაპონიაში
  • თარგმანი
  • თარგმანი

პედრუ კოშტა: სამი საათით პროფესორ ჰასუმისთან ერთად მატარებელში, იაპონიაში

  • ნოემბერი 21, 2021
  • ნინი შველიძე
Total
3
გაზიარება
3
0
0
თარგმნა ნინი შველიძემ

გვიანი ოქტომბრის მშვენიერ, გრილ დილას მზე ანათებდა და ცა ლურჯი იყო ტოკიოს სადგურის თავზე. პროფესორი ჰასუმი, მაღალი კაცი გრძელი პალტოთი უკვე მიცდიდა შინკანსენის სადგურზე, ყავისფერი ტყავის ჩანთა კი მჭიდროდ მოექცია ხელებს შორის.

სახეზე ყველაზე მომხიბვლელი, იდუმალი ღიმილი დამჩნეოდა. ჰასუმის წიგნი იასუძირო ოძუს შესახებ წავიკითხე, ასეთივე წარმომედგინა, მისი მეშვეობით მის ქვეყანასა და თანამემამულეებს თითქოს  ვიცნობდი. ჩემი რამდენიმე ფილმი უკვე ენახა, იქნებ ჩემ მიმართ სიმპატიაც გასჩენოდა. იღბლიანი აღმოვჩნდი: მომავალი სამი საათით ამ მოგზაურობისას პროფესორ ჰასუმის თანამგზავრობის პრივილეგია მქონდა. მისი მოწყალების იმედად ვიყავი. ჰასუმის ოძუს გამო უკვე ვენდობოდი, ახლა შემეძლო მისეული იაპონია ჩემი თვალებით მენახა და შემედარებინა ჩემი იაპონიისთვის,  ფანჯრის მიღმა რომ მოსჩანდა.

მატარებლის სვლის აჩქარებისთანავე, ფიქრი დავიწყე იმაზე, რასაც ფარულად „ჰასუმის პარადოქსს” ვეძახდი. მიუხედავად იმისა, რომ ჰასუმი გამორჩეულ მწერლად მიიჩნევა, არის რაღაც, რაც მას ასე განასხვავებს დანარჩენებისგან – უღიმღამო მეთოდოლოგია – ესოდენ განსხვავებული გზა კინოში სამყაროსა და ადამიანებზე დასაკვირვებლად; ფილმის მისეული ანგარიში, მისი აღწერა, რომელიც კრიტიკოსთა უმეტესობისგან განსხვავებით აბსოლუტურად უნიკალური და გარკვეულწილად დისიდენტურია. ეს ძალა მან ოძუსთან, ფორდთან ან იქნებ ჰოუქსთან იპოვა? კინოს ძალის მეშვეობით აბსოლუტური თავდაჯერებულობა სამყაროში, ჩვენს სამყაროში. მსჯავრდება.

შეიძლება ითქვას, ჰასუმი არ წერს კრიტიკოსის თვალთახედვიდან, ის კინორეჟისორის პერსპექტივიდან წერს. მის ყოველ ტექსტში, რაზეც უნდა წერდეს, ის საუბრობს ფილმის „შიგნიდან” და არა ფილმის სიახლოვის  ან გარედან მაყურებლის პერსპექტივიდან. ეს ჩვენი, კინორეჟისორის საქმეა, რომელსაც ის აკეთებს, ფილმის განხილვისა და  მასზე წერისას.

ფილმის აღსაწერად ჰასუმი განიხილავს ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ჩვენც ვაწყდებით. მისი ანგარიში მატერიალისტური და ზუსტია: როგორ ვმართოთ მსახიობი შეზღუდულ სივრცეში; როგორ შევანელოთ ან ავაჩქაროთ მსახიობის სხეულის გარკვეული ჟესტი ანდა მოქმედება; როგორ მოვიხელთოთ, შევადგინოთ, როგორ გამოვიყენოთ კადრი; როგორ დავაბალანსოთ წინააღმდეგობრივი ნერვული დაძაბულობის თანმიმდევრობა. ჰასუმი ყველაფერ ამაზე წერს ისე, როგორც კინორეჟისორი. შესაძლოა არც კი დამეთანხმოს, თუმცა ცხადია,  რეჟისორივით მუშაობს.

პროფესორი ჰასუმი არაფერს ამხელს, ის მხოლოდ ადასტურებს, მხოლოდ ეთანხმება, ის ისეთივე თანამგზავრია, როგორც ფილმები, რომელთაც განადიდებს.

ჟაკ რივეტისეულ კინოს განმარტებას ჰასუმი იზიარებს: კინო არის კავშირი რაღაც გარეგანსა და რაღაც საიდუმლოს შორის, რომელიც  მოულოდნელი ჟესტით ყოველგვარი ახსნის გარეშე აიხსნება.

ამას ვგრძნობ ყოველ ჯერზე ჰასუმის წაკითხვისას, ის ხომ არასდროს წყვეტს ამ საიდუმლო საჩუქრის მტკიცედ მოხელთებას.

სენდაის დატოვებისას ვიხსენებდი, ჰასუმის წიგნი ოძუს შესახებ თავებად ან პატარა ნაწილებად იყოფოდა, სათაურებით: „ჭამა”, „ტანსაცმლის გამოცვლა”, „დანახვა“, „ცხოვრება”, „გაჩერება””…

ნეტავ, რას იფიქრებდა რობერტო როსელინი. ინდოელი ავტორი მატრი ბჰუმი ამბობდა, რომ ფილმის გადასაღებად დაფაზე დიაგრამის დახატვა და ამის ჩამოწერაც კმარა: „საჭმელი”, „ტანსაცმელი”, „ჩვევები”, „ამინდი”. ყველა ამ დეტალის შეგროვება საზოგადოებისა და ქვეყნის შესახებ მხოლოდ სერიოზული დაკვირვების შედეგად თუ შეიძლება. ეს შესაძლოა თქვენი სცენარიც ყოფილიყო, ამოიღეთ ყოველგვარი აბსტრაქცია და ზედმეტი პოეზია, და ფილმიც მზადაა გადასაღებად. ფილმი გადასაღებად ან ტექსტი დასაწერად.

ფიქრებში დავიკარგე, დავიკარგე ჩემ მარცხნივ ულამაზეს ხედებსა და ჩემ წინ მდგარ მგზავრს შორის, მის ბრწყინვალე, ზუსტ ჩანაწერებსა და იაპონიის მშვენიერ გამოსახულებებს შორის, რომლებსაც მატარებლის ფანჯრიდან შევყურებდი: მინდვრებში მომუშავე გლეხები, ძველი სახლების სახურავები, პატარა ფურგონები, ხეების ფერი,  მდინარეებზე გადებული ხიდები, წარწერები ნიშნებზე…. და სამმა საათმაც ასე გაირბინა.

მოგზაურობის უდიდესი ნაწილი დუმილში გავატარე. პროფესორი ჰასუმი, ეს ოსტატური დამკვირვებელიც უდავოდ გადმოვიდა ჩემი დუმილის მხარეს, მელანქოლიურ ბუნებაზე. შემრცხვა კიდეც, მოსაწყენი კომპამიონობისთვის თავი გავიმართლე.

ჰასუმიმ ნაზი ხმით თქვა, რომ მიკიო ნარუსეც ძალიან ჩუმი ადამიანი იყო:
„რადგან  გრძნობდა, რომ მთელმა სამყარომ უღალატა”.
ნარუსე, ოძუ, ჰასუმი: ისინი უდიდესი სიფრთხილით საუბრობენ ჩვენს სისუსტეებზე.  

ორიგინალი: http://www.lolajournal.com/7/hasumi_costa.html

პოსტის ნახვები: 395
Related Topics
  • იასუძირო ოძუ
  • ნინი შველიძე
  • პედრუ კოშტა
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • თარგმანი
  • თარგმანი

ტარკოვსკი და სოლარისი – აკირა კუროსავა ანდრეი ტარკოვსკის შესახებ

  • ნოემბერი 17, 2021
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

გლაუბერ როშა: შიმშილის ესთეტიკა

  • ნოემბერი 21, 2021
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

ბელა ბალაში – ხილული ადამიანი (ბუნება და ბუნებრიობა)

  • ლევან ცხოვრებაძე
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

ხორხე სანხინესი – საბრძოლო კინო ხალხთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი (1975)

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 30, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

Anthology Film Archives-ის მანიფესტი

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თებერვალი 16, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (მუზა და მონსტრი): რომანტიკოსი ანარქო-კომუნისტი

  • ალექსანდრე გაბელია
  • დეკემბერი 28, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

მიქელანჯელო და მე

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 2, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

გლაუბერ როშა: შიმშილის ესთეტიკა

  • ალექსანდრე გაბელია
  • ნოემბერი 21, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

ტარკოვსკი და სოლარისი – აკირა კუროსავა ანდრეი ტარკოვსკის შესახებ

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ნოემბერი 17, 2021
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს