• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი აუცილებლად სანახავი ფილმები ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალზე
  • სიახლე

აუცილებლად სანახავი ფილმები ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალზე

  • ნოემბერი 17, 2020
  • CinExpress
Total
35
გაზიარება
35
0
0
რჩევები ლევან ცხოვრებაძის და გიორგი ჯავახიშვილისა

დამპალი კორონავირუსის პირობებში, ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა კინოინდუსტრიამ განიცადა. კონტრაქტზე დაფუძნებული, მოდერნული, თანაარსებობის იდეა საბოლოოდ გადაიტყორცნა შორეულ წარსულში და ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა კინოთეატრები, მეხსიერების უმნიშვნელო ნაწილებად დაიშალა. კინოთეატრებს შეეწირა ფესტივალების ფიზიკური მხარეც და ეკრანულმა გამოცდილებამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ბათუმის ფესტივალის პროგრამა ხელმისაწვდომია ონლაინ სივრცეში და 15-დან 26 ნოემბრამდე, ბოლო წლებში ნაწარმოები მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული ნიმუშების ნახვის საშუალება კინომოყვარულთ სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ:

სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი პაროლი: biaff2020

წელს, სინექსპრესის ავტორები, ვაპირებდით, სექტემბერში, აქტიურად გაგვეშუქებინა ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი, თუმცა ქვეყანაში გართულებულმა ეპიდვითარებამ ფესტივალის ფიზიკურად ჩატარება შეუძლებელი გახადა. პროგრამით ჯერ კიდევ სექტემბერში დავინტერესდით და მაშინათვე ჩავინიშნეთ, თუ რაზე გაკეთდებოდა აქცენტი.

მიუხედავად, იმ უარყოფითი ასპექტებისა, რისი არტიკულაციაც ზემოთ მოხდა, თავი იჩინა ერთმა მნიშვნელოვანმა ასპექტმა – თუ ფესტივალის ფიზიკურად ჩატარების შემთხვევაში, კინოს მხოლოდ ის ხალხი ნახავდა, ვინც ბათუმში ჩასვლას მოახერხებდა, ახლა ფესტივალის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ამიტომ ყველას გირჩევთ, გამოიყენოთ ეს შანსი და მაქსიმალურად მეტი ფილმი ნახოთ, რადგან ბათუმის არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, საერთაშორისო კონკურსსა თუ სხვა პროგრამებში, ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები მოიყრის თავს, როგორიცაა:

„ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, 2020. რეჟისორი: ბურჰან ქურბანი.

ალფრედ დიობლინის 1929 წელს შექმნილი რომანი გასულ საუკუნეში ისეთი რეჟისორის სამიზნე გახდა, როგორიც რაინერ ვერნერ ფასბინდერია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, გერმანული კინოს გიგანტმა აღნიშნული ნოველის ადაპტაცია სატელევიზიო ფორმატში სცადა, რაც გარკვეულწილად მსუყე სიუჟეტმა განაპირობა. ფილმის გადაღებიდან 40 წლისთავზე, ავღანური წარმოშობის გერმანელ რეჟისორს, ბურჰან ქურბანის ყოფნის სითავხედე და ფასბინდერის მშობლიურ გერმანიაში, აღნიშნულ რომანზე საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. საინტერესოდ ჟღერს, მით უფრო, თუ გეტყვით, რომ რეჟისორი მტკიცედ უარყოფს სწორხაზოვან ნარატივს, გვიშლის თანამედროვე, 21-ე საუკუნეში ტრანსნაციონალურ ქალაქად ტრანსფორმირებული ბერლინის სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობას. ფილმს დამატებით ხიბლს რეჟისორის მიერ შერჩეული ფორმა აძლევს – „ბერლინი, ალექსანდერპლატცი“ ერთგვარი კინო-პიესაა, რომელშიც მოქმედება ხუთ ნაწილად ვითარდება. მაგრამ მაინც საკითხავია, გაამართლებს თუ არა ახალგაზრდა რეჟისორის ამგვარი სითავხედე, სითავხედე, რომელმაც შესაძლოა პრემიერის დროს, მის გვერდზე მჯდომი გერმანიის კულტურის მინისტრიც გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა ფილმის უპრიზოდ დატოვების მიზეზი.

„სიკვდილის პირას“, 2020. რეჟისორი: ჰილალ ბაიდაროვი.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ჩვენგანს ფილმი არ აქვს ნანახი, კარლოს რეიგადასისა და კრისტიან მუნჯიუს მიერ გაკეთებული კომენტარებიც კმარა, რათა ამ აზერბაიჯანელი რეჟისორის ფილმმა დაგვაინტერესოს:

რეიგადასი: „ბაიდაროვმა გამომიგზავნა თავისი ფილმები და აღმოვაჩინე, რომ ღრმა ფესვები აქვს კინოს იმ ტრადიციასთან, რომელიც დღესდღეობით საფრთხეში მყოფი სახეობაცაა და ამავდროულად მისტიკურიც. მისი სიღრმისა და ხედვის ორიგინალურობის მიმართ მადლიერი ვიყავი და ბედნიერი ვიქნები თუ რამენაირად ხელს შევუწყობ ჰილალს, გააკეთოს უფრო და უფრო მეტი ფილმი“ – რეიგადასი აღნიშნული ნამუშევარის თანაპროდუსერიც გახლავთ.

მუნჯიუ: „ლანდშაფტი, ატმოსფერო, განათება, თანყოფნა, მედიტაცია სამყაროს იმ მდგომარეობაზე, რომელიც მომდინარეობს მიზეზით, ნარაციით, სიტყვებით, თუმცა აგრეთვე ემპათიიდან, ინტუიციიდან, გრძნობებიდან. როდესაც უყურებ ამ ფილმს, გრძნობ როგორ მიედინება დრო, როგორი შესაბამისია შეუსაბამო, ცხოვრების მომენტები, რასაც მივყავართ დასასრულისკენ ამ აუტანელი სამოთხის გავლით, რასაც ცხოვრებას ვეძახით.“

ფილმი წარდგენილი გახლდათ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში.

„სოლე“, 2019. რეჟისორი: კარლო სირონი.

მატეო გარონეს იტალიაში მიმდევართა მთელი არმია ყავს; ძმები დინოჩენცოების შემდეგ, თანამედროვე იტალიური კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის გზას ახალგაზრდა რეჟისორი, კარლო სირონიც გაუყვა. „სოლე“ კრიმინალური დრამაა, რომელიც ნარატივს მეტად სენსიტიური თემის ირგლვივ ავითარებს: სუროგატი დედის, ლენასა და ერმანოს ჯერ არ დაბადებული შვილი, ერმანოს ბიძამ, ფაბიომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა იშვილოს. ერთობ ჩახლართული, სერიალისთვის დამახასიათებელი სიუჟეტი ჩანს, მაგრამ რეჟისორის დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, ამ უკანასკნელთა სახეცვლილება, საათნახევრის განმავლობაში რომ განიცდიან, საკმაოდ დიდ საფიქრალ სივრცეს ტოვებს; თუკი ფილმის პროლოგი გარკვეულ დისტანციას ქმნის მთავარ გმირებსა და მაყურებელს შორის, გონივრულად განვითარებული სიუჟეტი, პროლოგში პროტაგონისტების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებებს აჩენს.

გარდა ამისა, ფილმის ბერლინურ პრემიერაზე, რეჟისორთან ერთად ლეგენდარულმა პაოლო ტავიანიმაც ისაუბრა და ახალგაზრდა რეჟისორის მიმართ გამოხატული საქებარი სიტყვების გარდა, ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი მისიაც დააკისრა – ტავიანი სირონის ერთ-ერთი იმ რეჟისორთა შორის მოიაზრებს, ვინც იტალიური კინო კრიზისიდან უნდა დაიხსნას.

ამ ნამუშევრების გარდა, მთავარ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის „ბოროტება არ არსებოს“, რომელმაც საიუბილეო (70) ბერლინალეზე მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“ დაისაკუთრა. სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ირანელი რეჟისორი დაჯილდოვებას ვერ დაესწრო, ჯილდო კი მისმა ქალიშვილმა მიიღო. 26 ნოემბრამდე, ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ფილმი, რომელიც რეჟისორის მშობლიურ ირანში, ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, აკრაძალა.

მთავარ პროგრამაში წარმოდგენილია ერთადერთი ქართული ფილმი, რომლის რეჟისორიც ნინო ბასილიაა (ანას ცხოვრება). ფილმი სახელწოდებით „პერსონა N2” საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციაა და ყოველდღიური რუტინისგან ავომატიზირებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.

სექცია „ოსტატების კოლექცია“ სამ ქართულსა და სამ უცხოურ ფილმს გააერთიანებს. მაყურებელს შეეძლება ნახოს დიმიტრი ცინცაძის გახმაურებული ფილმი „შინდისი“, რომელმაც 2019 წელს, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრან-პრი“ და საუკთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

კრისტიან პეცოლდის ფილმში „უნდინე“ – რომელმაც ბერლინალეზე „ფიპრესკისა“ და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზები დაისაკუთრა – უნდინესა და კრისტოფის სასიყვარულო ისტორიას, მითოლოგიური ამბები და კრისტიან პეცოლდისთვის დამახასიათებელი იუმორი ერწყმის. მითოლოგიური ლეგენდის თანახმად, წყალში მცხოვრები ნიმფა, უნდინე ადამიანად ტრანსფორმირდება, თუკი უყვარდება, მაგრამ უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, თუ მასში ეჭვს შეიტანენ. ფილმში მთავარ როლებს პაულა ბეერი და ფრანც როგოვსკი ასრულებენ, რაც დამატებითი მოტივაციაა ფილმის სანახავად.

პოსტის ნახვები: 449
Related Topics
  • ბათუმის კინოფესტივალი
  • ბერლინიალექსანდერპლაცი
  • ბოროტება არ არსებობს
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • კორონასდდშვც
  • ლევან ცხოვრებაძე
  • ნინო ბასილია
  • სოლე
  • ტავიანი
  • უნდინე
  • შინდისი
CinExpress

წინა სტატია
  • რუბრიკა — მიზანსცენა

მიზანსცენა – საფეხბურთო მატჩის ეპიზოდი კენ ლოუჩის ფილმში, „კესი“

  • ნოემბერი 14, 2020
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • ნოემბერი 20, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Geogian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს