• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ყოველი ფილმი სოციალურ-დოკუმენტურია
  • თარგმანი
  • თეორია

ყოველი ფილმი სოციალურ-დოკუმენტურია

  • ნოემბერი 1, 2019
  • ნინი შველიძე
Total
1
გაზიარება
1
0
0
მთარგმნელი: ნინი შველიძე

კინოს რეალისტური ბედი – მისი თანდაყოლილი ფოტოგრაფიული ობიექტურობა – ფუნდამენტურად ორაზროვანია, რამდენადაც რეალიზაციის საშუალება ფანტაზიას, სიზმრის მსგავსად ეძლევა. კინოს სიზმრისეული ბუნება, დაკავშირებული მისი იმიჯების ილუზორულ ბუნებასთან, მათ ჰიპნოზურ ზემოქმედებასთან, რეალიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თეორიული თვალსაზრისით, კინო მოკლებულია ტყუილის თქმის შესაძლებლობას, ამიტომ ყოველი ფილმი შეიძლება, განიხილოს სოციალურ-დოკუმენტურად. მანამ, სანამ კინო მასებისთვის საჭირო ოცნებებს ასრულებს, იქცევა საკუთარ ოცნებადაც. ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმი წარმატებაა. ყოველი პროდიუსერი, რომლის ფილმიც სიამოვნებას გვანიჭებს, ავსებს წარმოსახვით სიცარიელეს, რომელსაც მისივე ფილმი იდეალურად ერგება. კომერციულად, კარგი პროდიუსერია ის, ვინც საზოგადოების განუვითარებელი სიზმრის ხარვეზებს ამოიცნობს და დააჩქარებს მათ შევსებას.

საჯაროობასა და ეროზიას, რომელიც გამოწვეულია სიფრთხილით წარმოებული პროდუქციით, წინასწარ შეუძლია საჭირო ხვრელების გათხრა. მიუხედავად ამისა, კინო, სიზმრის მსგავსად, საკუთარ თავში მალავს საბოლოო რეალობას, რომელიც ჩვეულებრივ სიმბოლოთა მიღმა იმალება. ისევე როგორც სიზმარში, კინოშიც არაფერია სრულიად შემთხვევითი, ამავდროულად არაფერია სრულიად ყალბი. ტყუილია თითქოს სადმე, ამერიკასა თუ საფრანგეთში ადამიანებს შრომის გარეშე შეეძლოთ ბრწყინვალე ბინებში ცხოვრება, ანდა ბინების მორთვა სამიარუსიანი მარმარილოს კიბეებით, სადაც ტელეფონები, მიუწვდომელი ჩემთვის და თქვენთვის, მინიმუმ თეთრი ბაკელიტისგან მზადდება. ამავდროულად სრული სიმართლეა, რომ ფარული ეშმაკი თავის სამარცხვინო იმედს იმ სოციალური სამოთხის მეშვეობით იცავს, რომელიც ყოველი ჩვენგანის გულში სახლობს.

ტყუილია თითქოს, ამერიკელი მბეჭდავი ქალები ცოლად მილიარდელთა ვაჟებს მიჰყვებიან, თუმცა სრული სიმართლეა, რომ კონკიას მითი დღემდე დომინირებს ამერიკულ ცივილიზაციასა და მილიონობით მბეჭდავ ამერიკელ ქალზე, რომელიც გაიტაცა ერთადერთმა ოცნებამ, ოცნებამ თანამედროვე ქალაქების მომხიბვლელ პრინცებზე.

სოციოლოგიურ ფსიქოანალიზს, ანალიზზე მეტად, შეუძლია კინოს საიდუმლო რეალობის გამოვლენა. რადგან კინოში ყველაზე გიჟური სიზმრებიც კი მალავს არსებული რეალობის ჭეშმარიტად ყალბ ბუნებას. სოციოლოგიური, პოლიტიკური, მორალური და, საბოლოოდ, ფილმის ესთეტიკური ღირებულებაც, დამოკიდებული სწორედ ფილმში არსებულ ფარულ მტკიცებულებებზეა.

თუ კინოკულტურას მხოლოდ ტექნიკური, ისტორიული, შემოქმედებითი ცოდნით არ განვსაზღვრავთ, ამასთად ერთად, ჩვენი ცნობიერი ილუზიებითა და ოცნებებით, ჩვენი კოლექტიური ცუდი ფიქრებით, ნებისმიერი ფილმი, ცუდი თუ კარგი, რეალისტური თუ სოფისტიკური, სოციალურ დოკუმენტურად აღიქმება.

საზოგადოების დაცვა მისი ცნობიერის გამოყენებისგან, მისი გაღვიძება საკუთარი სიზმრებიდან, მაყურებლისთვის ყველა იმ პირბადის მოხსნა, მეშვიდე პირბადის ჩათვლით, რომელიც არაცნობიერ სურვილებს ნიღბავს; საზოგადოების დახმარება სურვილების იერარქიზაციისას, იმის გათვალისწინებით, რასაც მათივე სურვილები შეიცავს, ამავდროულად, უარის თქმა იმაზე, რაც წინააღმდეგობაშია სინდისთან; გადააზრება ბაზრის მიერ წარმოებული საჭიროებებისა და ილუზიებისა, რომელიც ემსახურება ოპიუმით მოვაჭრეების ერთადერთ მიზანს, არსებობდეს სივრცეები მათი ნარკოტიკის გასაყიდად; იმიჯების დიზაინში ასახვა იმ გამოცანისა, რომელშიც აღარავინ ითხოვს მგლის თავის ძიებას, რომელიც საწარმოო კონსორციუმს, სახელმწიფოს, თუნდაც ცივილიზაციას ან კულტურას ძალზედ მოეწონებოდა საზოგადოებასაც რომ საკუთარ სურვილებად მიეჩნია – ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კინემატოგრაფიული კულტურის უპირველესი მიზანი საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებაა. კინოკლუბების რაოდენობის ზრდა ამის იმედს იძლევა.

ანდრე ბაზენი. 1947წ.


(თარგმანი ინგლისურიდან, წყარო: sabzian).

ორიგინალი: https://www.sabzian.be/text/every-film-is-a-social-documentary

პოსტის ნახვები: 525
Related Topics
  • ანდრე ბაზენი
  • ნინი შველიძე
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • ტექსტი

ბელა ტარი “სპილო მშვიდად ზის“ რეჟისორის, ჰუ ბოს შესახებ

  • ოქტომბერი 28, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

“სისტემური ჩიხი”: “ჯოკერი” არტისტულად გვიჩვენებს თანამედროვე სამყაროს სირთულეებს – სლავოი ჟიჟეკი

  • ნოემბერი 6, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს