• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ორსონ უელსი და უსასრულო კინო: ინტერვიუ არმან ფატიჩთან
  • ინტერვიუ
  • სიახლე
  • სტატია

ორსონ უელსი და უსასრულო კინო: ინტერვიუ არმან ფატიჩთან

  • აგვისტო 17, 2019
  • CinExpress
Total
7
გაზიარება
7
0
0

არმან ფატიჩი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსი და კინოჟურნალისტია ბოსნიიდან, სხვადასხვა დროს იყო  ბერლინალეს, ზაგრების, ვარშავის კინოფესტივალების ჟიურის წევრი, მისი წერილები გამოქვეყნებულია FIPRESCI-ში. არმან ფატიჩი  მარიბორის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრია. ამას გარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არაერთ ფესტივალსა და კინო ჟურნალში მუშაობს. იკვლევს: ცნობილი რეჟისორების შემოქმედებაში ექსპერიმენტულ მიდგომებს, ამას გარდა, კინოს სოციოლოგიურ ფუნქციას  და მნიშვნელობას. ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოში კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც 24-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაბა ყაზბეგში გაიმართა. პროფსიულ აუდიტორიას მან  შემდეგი თემები წარუდგინა:  „კინოდესტრუქცია ორსონ უელსის შემოქმედებაში“ და „ექსპერიმენტები თანამედროვე კინოში: რა მოხდება უსასრულო ფილმი რომ გადავიღოთ“

ორსონ უელსის უკანასკნელი ფილმი „ქარის სხვა მხარეს“ (“The ather side of the wind” )რეჟისორის დაუსრულებელი ნამუშევარია, მასზე მუშაობა ავტორმა 1970-იანებში დაიწყო და 2018 წელს  „ნეტფლიქსმა“ დაასრულა, როგორია ამ  ნამუშევრის შენეული შეფასება, რამდენად აგრძელებს გასულ წელს გამოსული ფილმი  ორსონ უელსის ჩანაფიქრს იდეური და ფორმისეული თვალსაზრისით?

ორსონ უელსი თავის ფილმებში ყოველთვის ექსპერიმენტირებდა, ამ კონკრეტულ ფილმში თოთოეული ნაწილი უნიკალური და გაცილებით წინსწრებულია , შეიძლება ითქვას, რომ  ეს ფილმი -„ქარის მეორე მხარეს“ მისი გედის სიმღერაა! მაგრამ ასეთი რიტორიკა, ფილმის ძირითად არსს პრიმიტიულს ხდის, ეს ფილმი უფრო მისი საკუთარი თავის დაძლევა და ჩარჩოების რღვევის მცდელობაა.

 

60-იან წლებში ჩაწერილ ინტერვიუში, ამერიკელი რეჟისორი ამბობს, რომ „ყველაზე დიდებული რამ რაც შეიძლება ფილმში მოხდეს ღვთაებრივი შემთხვევითობაა“-  უელსი არ ერიდებოდა ექსპერიმენტებს, მისი ერთგვარი ვნება იყო შეექმნა ფილმი, რომელსაც რეალობისგან ვერ გაარჩევდა მაყურებელი!  რამდენად ვხვდებით  შემთხვევითობის იდეას მის უკანასკნელ ფილმში და ზოგადად უელსის ფილმოგრაფიაში?

დიახ, უელსს სურდა “ქარის სხვა მხარეს”  ამ ღვთაებრივი შემთხვევითობის პრინციპზე აეგო და ვფიქრობ ეს დასაფასებელია! ცხადია  შემთხვევითობებიც და დამთხვევებიც მრავლადაა, ყველა დროის საუკეთესო ფილმების კონკრეტულ სცენებშიც, მაგრამ მთელი ფილმი, რომ ამ პრინციპზე ააგო და კინემატოგრაფიული ფიქრი ასე წარმართო-ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და ეს დიდი გამბედაობაა!  ნამდვილად არ ვიცი, ორსონ უელსის კინომდე ან მის შემდეგ ვინმე თუ ცდილობდა მსგავსი პრინციპების ამოქმედებას საკუთარ ფილმებში, ბევრისთვის შესაძლოა ისიც ეჭვს ბადებდეს თუ რამდენად სრულყოფილად ახერხებს ორსონ უელსი ჩანაფიქრის განხორციელებას, ვფიქრობ მას ეს ნამდვილად შესძლო და ჩემს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში სწორედ ამის არგუმენტირებულ ახსნას ვცდილობდი.

ამერიკელი ავტორის უკანასკნელ ფილმში რამდენიმე ძირითადი ხაზია: რეალური ადამიანების პროტოტიპები, მათ შორის თავად ორსონ უელსის (ჯონ ჰიუსტონი) რომელიც კვაზი–დოკუმენტურ ფილმს იღებს, 60-იანი წლების ცნობილი ჟურნალისტის პიტერ ბოგდანოვიჩის, გამოსახულება და ამბავი, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ ინტერტექსტუალურ თამაშს ემსგავსება, სადაც ყველაფერი მიმართულია ფიქციის რეალობად ქცევისა და კვლავ „გაყალბებისკენ“, ავტორი მანიპულირებს ისტორიებით, სიუჟეტით, ფორმით, პერსონაჟებით… ამ ყოველივეს გათვალისწინებით რამდენად მართებულია ორსონ უელსის კინემატოგრაფის ან უშუალოდ აღნიშნული ფილმის  პოსტ–მოდერნისტული წაკითხვა…

თუ თქვენ ოდესმე გიცდიათ ფილმის გადაღება, ან ხელოვნების სხვა ნებისმიერი ნაწარმოების შექმნა, გეცოდინებათ, რომ  ეს ყოველივე ყოველთვის არ არის კორელაციის პროცესი! დამეთანხმებით, რთულია, ვინმეს ან რაღაცის პროტოტიპის შექმნა და შემდეგ მისი შენებურად ჩამოყალიბება. უელსმა იცოდა, თუ  როგორ გაეკეთებინა ეს სხვებზე უკეთ. მას ძალიან მოსწონდა ამით თამაში, ყოველთვის ცდილობდა მხატვრული ნაწარმოებისა  და რეალობის ზღვარზე ყოფილიყო. ეს ფილმი (“ქარის მეორე მხარეს”) შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოსტმოდერნისტული ნაშრომი, მაგრამ არა მგონია, რომ იგივე წარმატებით ეს განსაზღვრება მთელ მის ფილმოგრაფიას მოვარგოთ. ზოგადად, ვთვლი, რომ მართებული არ არის ამ დამამცირებელი ტერმინის ”პოსტ-მოდერნისტულის” გამოყენება, რადგან ორსონ უელსი  ხელოვანია, ან კიდევ უკეთესი – ილუზიონისტი და ის იყენებდა ყველაფერს, რაც მის განკარგულებაში იყო, რათა მოეთხრო ამბავი.

კინო  რეალობის ფიქციაა, ის თავის მხრივ ქმნის ეკრანულ განზომილებას: დროს და სივრცეს, ორსონ უელსი კი ამ რეალობასაც “გვიყალბებს“. ფილმით F for fake –სათაურშივე გვამცნობს სათქმელს! და  კვაზი რეალობას გვთავაზობს, მაშინ როცა  ფილმის პროტაგონისტი ქალბატონი გვამცნობს, რომ მომავალი 60 წუთის განმავლობაში  მხოლოდ სიმართლეზე ისაუბრებს….

“F for fake” ერთდროულად არის ესსე  ფილმი (რთული ფორმა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში), ამას გარდა  შეიძლება განხილული იქნას როგორც მოქუმენტური(mocumentary)-ანუ ფსევდოდოკუმენტური ფილმი. დღეს გვყავს კინორეჟისორები, რომლებმაც უბრალოდ გადაწყვიტეს ერთი კონკრეტული სტილის კინოს კეთება (დოკუმენტური ფილმები, მოკლემეტრაჟიანი, ინდი კინო, ბლოკბასტერები, გასართობი და ა.შ.) და ისინი მხოლოდ ამას აკეთებენ და სხვას არაფერს! ჰოლივუდის აღზევებამდე ავტორები ქმნიდნენ ორიგინალურ და გაცილებით საინტერესო  ნამუშევრებს, ისინი  ყველაფერი აკეთებდნენ ხალხისთვის: ექსპერიმენტული და პროპაგანდისტული სამუშაოდან დაწყებული -გასართობით დამთავრებული. ამას ჩვენ რას დავარქმევთ, არ არის  მნიშვნელოვანი. როგორც აღვნიშვნე, ორსონ უელსი ამერიკულ კინოში ყველაზე “დიდ გამყალბებლად” გვევლინება,  სწორედ ამიტომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რეპრეზენტირდებოდა ფანტასტიკასა და რეალობას შორის.

 

უწყვეტი კინოს იდეას – შენს პროფესიულ საქმიანობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს,რამდენად შესაძლებელია, დღეს ე.წ. ” აიფონის ეპოქაში“, სადაც კლასიკური კინოთეატრები ნელ–ნელა ქრება და მაყურებლის კინოში სიარულის ტრადიციას  სხვა “რიტუალები” ანაცვლებს ,უწყვეტი კინოს შექმნა?ჰყავს თუ არა ამ ტიპის კინოს მაყურებელი, სად და რა ფორმით ეს  ფილმები აუდიტორიამდე,  რა არის უწყვეტი კინოს მთავარი იდეა? როგორია მისი  თემატური და სტილისტური მრავალფეროვნება კინოს ისტორიის კონტექსტში?

ეს საინტერესო შეკითხვაა. ფილმი, როგორც ფორმა მუდმივად ვითარდებოდა. საწყის ეტაპზე ის იყო  საცირკო წარმოდგენა, ერთგვარად გასართობი აქტი და  ცალკეული მოვლენების დოკუმენტაცია-ასახვა. კინომ  გაუხსნა “მეორე სუნთქვა ” თეატრსა და ლიტერატურას. თავის მხრივ, ფილმმა, როგორც ფორმამ, უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის პროპაგანდაშიც. დღევანდელ სამყაროში კინემატოგრაფი იქცა  საგნების, ოცნებების, იდეების გასაყიდად… ხალხი შეეჩვია ფილმში ჟღერადობას, ფერებს, ფართომასშტაბიან ეკრანზე მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას… ჩვენ შევეჩვიეთ სმარტფონსაც, როგორც კინოს  შექმნის  ალტერნატიულ მოწყობილობას. სტივენ სოდერბერგი მასზე ექსპერიმენტებს ატარებს, მაიკლ ფიგისი ამის შესახებ ღიად საუბრობს და ახალგაზრდა კინო რეჟისორებიც ცდილობენ ტექნოლოგიის ახალი მიღწევის საშუალებით კინოს სამყაროში გარკვეული გარდატეხის შეტანას. მე მჯერა, რომ სმარტფონით ფილმების გადაღება კარგი გზაა ახალგაზრდა ავტორებისთვის. რეალურად,  ეს უპირობო ალტერნატივაა იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც საკმარისი ფინანსები არ აქვთ, რაიმე დიდებულის შესაქმნელად! აღნიშნული თემის ირგვლივ არსებულ ჩემს კვლევაში, მე ვავითარებ იდეა, თუ როგორ შეიძლება  მსგავსი ნოვატორული მიგნებების განვითარება კინოში ახალი, გაუკვალავი გზით.

დღეს ხშირად საუბრობენ, თუ როგორი უნდა იყოს კინოს მომავალი. არც თუ დიდი ბევრი წლის წინ,  3D ფილმებზე ან  ვირტუალურ რეალობაზე საავტორო კინოს კონტექსტში საუბარიც კი  აბსურდულ ბოდვას ჰგავდა.  პირველად კინოს ისტორიაში   საავტორო კინო  და  ტექნიკურ  პროგრესის,  რეალობის გამოსახვის  ნოვატორული მეთოდი  ვიმ ვენდერსის ფილმში გადაიკვეთა.   დღეს უკვე 3D- ში ფილმის შექმნა, თუნდაც “არტ ჰაუსის” აღარავის აკვირვებს. შენი აზრით, რამდენად შორეულ პერსპექტივაში  ჩაანაცვლებს 3დ ან თუნდაც ვირტუალური რეალობა კინოს კლასიკურ გამომსახველობით ფორმას, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია ცოცხლობს…

3D ფილმები უკვე მოძველდა კინოთეატრებშიც კი  და თუ დღეს ამ მიმართულებით ფილმები მასიურად იქმნება, ეს მხოლოდ ფინანსურ მოგებაზეა გათვლილი…მე მჯერა, რომ დღევანდელ სამყაროში  3D, VR, ვიდეო თამაშის გავლენით შექმნილ ფილმებს თანაბარზომიერი არსებობის უფლება აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კინო მოკვდება! სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ფრიც ლანგის “მეტროპოლისის” ნახვა, ან მსგავსი ფილმის შექმნა შავთ-თეთრ ესთეტიკაში 4:3 ფორმატით. ყველაფერს თავის ადგილი აქვს მომავალში. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება ღიად- რა იქნება ყველაზე პოპულარული სხვა დანარჩენს შორის, რათა უფრო მეტი ფული მივიღოთ.

რომელ ფილმებს აღნიშნავდი, რომლებიც ბოლო პერიოდში ვირტუალური რეალობის ჟანრში შეიქმნა და რამდენად საინტერესოა ვიდეო თამაშების ესთეტიკით, ინსპირაციით შექმნილი კინო ნამუშევრები?

მე რომ მქონდეს VR ფილმის გადაღების შესაძლებლობა, შევეცდებოდი  ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს- Carne y Arena -ს მსგავსი რამ შემექმნა. VR- ს აქვს პოტენციალი, მაყურებელში აღძრას ძლიერი ემოცია, მაგრამ გულწრფელად რომ გიპასუხო ამ შეკითვაზე, ვირტუალური რეალობის ფორმით მსურს დავისვენო და გავერთო, ვნახო  სულელური და უაზრო ნამუშევრები , სიამოვნებით გამოვცდიდი  World of Warcraft-ს  VR-ში.

ავტორი: ნენო ქავთარაძე

 

პოსტის ნახვები: 282
Related Topics
  • არმან ფატიჩი
  • ექსპერიმენტები თანამედროვე კინოში
  • ინტერვიუ არმან ფატიჩთან
  • კინომცოდნეობის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
  • ნენო ქავთარაძე
  • ორსონ უელსი
  • უსასრულო კინო
CinExpress

წინა სტატია
  • ინტერვიუ
  • სტატია

ჯოვანი ვიმერკატი – კინოს ისტორიის გადააზრება მემარცხენე დისკურსით

  • აგვისტო 13, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • ტექსტი

კინოს ანტი-100 წლის მანიფესტი (იონას მეკასი)

  • აგვისტო 22, 2019
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს