• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი უძრაობის მესია — რეცენზია ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმზე „საფეხური”
  • ესსე

უძრაობის მესია — რეცენზია ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმზე „საფეხური”

  • ოქტომბერი 12, 2026
  • CinExpress
Total
0
Shares
0
0
0

ავტორი: გოგა გუგავა

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედებაზე მსჯელობისას კინომცოდნეები ხაზგასმით ახსენებენ რეჟისორის პირველ პროფესიას და მსჯელობენ ალექსანდრე რეხვიაშვილის, როგორც პროფესიონალი კინოპერატორის, მიერ დამკვიდრებულ ნორმებზე. თუმცა ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას მის მიერ შერჩეულ სუბიექტურ ხედებზე, რომლითაც რეხვიაშვილი ცდილობს გათითოკაცების პრობლემის გადმოცემას.

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედებაზე საუბრისას გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი ადრეული ხანის პოსტმოდერნისტი რეჟისორია. მის ფილმებს რამდენიმე შრე აქვს. პირველი არის ის, რასაც ეკრანზე ყოველი მაყურებელი თვალნათლივ ხედავს და მის ამოსაცნობად განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, დანარჩენი შრეები კი წინასწარ შემზადებული, ინტელექტუალი მაყურებლისთვისაა, რომელსაც გამოცდილებამ ქვეტექსტების წაკითხვის უნარი გამოუმუშავა. ამ სტატიაში ვეცდებით ვისაუბროთ რეხვიაშვილისეულ ალუზიებსა და ალეგორიებზე ფილმში საფეხური, რომელიც, თუ გავკადნიერდებით, ე.წ. უძრაობის ხანის სახარებადაც შეგვიძლია მოვნათლოთ.

ამ ფილმში ეპოქა სრულად რეალისტურადაა გადმოცემული და 1980-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა პერიოდის თბილისურ ყოფას შეესაბამება. სივრცე იმდენად ჩაკეტილია, რომ პერსონაჟებს სუნთქვაც კი უჭირთ. ფილმში განუწყვეტელი ქაოსია, მიმოსვლა, მოძრაობა. ერთი შეხედვით, უსაქმოდ არავინ ჩერდება, მაგრამ იმდენად არაფრისმთქმელი და არაფრისმომტანია ეს ფუსფუსი, რომ იქმნება უძრაობის, გაყინულობის შთაბეჭდილება.

მიუხედავად საბჭოთა ყოფის ასეთი თვალსაჩინო, რეალისტური აღწერისა, ვეცადოთ, გონებაში წარმოვიდგინოთ ზემოხსენებულ „უძრაობის ხანაში“ მესია რომ დაბადებულიყო და შემდეგ იგი ფილმის მთავარ გმირს, ალექსის შევადაროთ. თითქოს რაღაც მსგავსება უნდა იყოს მათ შორის. ალექსისაც ჰყავს თავისი იოანე ნათლისმცემელი მასწავლებლის, ბატონი მიხეილის სახით, რომელსაც ფილმის დასაწყისში ალექსი ბინაში აკითხავს რათა ამცნოს, რომ რაღაც ხდება მასში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა გმირმა არ იცის, რა არის ეს, და არც ის იცის, საით მიჰყავს ამ შინაგან ცვლილებებს, მკაფიოდ გრძნობს, რომ ერთ ადგილზე გაჩერება აღარ შეუძლია.მასწავლებელი, რომელსაც თითქოს უკვე უნახავს ეს გზა, ალექსს არწმუნებს, რომ ვინც არ იცის, სად მიდის, იგი ყველაზე შორს წავა. რამდენად შორს მიდის ალექსი ეს უკვე სხვა საქმეა, თუმცა გზა, რომელიც მას უხმობს ძალიან ჰგავს იესოს მიერ გავლილ გზას იმ განსხვავებით, რომ რეხვიაშვილისეული მესია ინტროვერტია. რაც არ უნდა იყოს იგი იმ ეპოქის შვილია, რომელმაც მას და მის თაობას განვითარების ყველა გზა მოუსპო.

საბჭოთა ყოფაში არ არსებობს არც ღმერთი და არც აბრაამის მიერ ნახსენები ათი მართალი კაცი, რომლის გამოც მთელი ქალაქი შეიძლება გადარჩეს. გაყინულ დროში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ერთგვარად ავტოპილოტის რეჟიმში მოძრაობენ, დიდი ხანია სასწაულების აღარ სჯერათ. შესაბამისად ალექსის გზაც საბჭოთა რეალობას ერგება და მესიის დანიშნულება ფორმას იცვლის. მიუხედავად ამ ყველაფრისა ფილმში ჩნდებიან პერსონაჟები, რომლებიც თავისი ღვთიური თუ ისტორიული მისიის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. მაგალითად: პერსონაჟი, რომლის მისიაც არის გაიგოს ნამდვილად მოევლინა თუ არა ამ სამყაროს ღვთის შვილი,  ხშირად სტუმრობს ალექსის ბინას წიგნით, რომლის ერთ-ერთი გვერდის ილუსტრაციაზეც ყვავილების ფონზე ღვთისმშობელი მარიამი და ყრმა იესო არიან გამოსახული. სამწუხაროდ იგი ყოველ ჯერზე გაწბილებული მიდის ბინიდან, რადგან ალექსისთან შეხვედრას ვერ ახერხებს. მისი მეგობრების თვალის ასახვევად კი მამაკაცს ტყუილის თქმა უწევს, თითქოს იგი ალექსისთან კონსულტაციაზეა მოსული და მისგან აინტერესებს ზემოხსენებულ ილუსტრაციაზე არსებული მცენარეები რეალურად არსებობს თუ არა.

აქვე მოდიან სხვადასხვა მნახველები, რომლებიც რამდენიმე წამით ჩნდებიან კადრში, ალექსის ცქერით ტკბებიან და უკანვე ბრუნდებიან.

ალექსი ფილმში მკვდრეთით აღდგომასაც ასწრებს. მისი მეგობრები, რომლებიც მოციქულებს უფრო ჰგვანან, დარწმუნებულები არიან მის მკვდრეთით აღდგომაში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თურმე მოწოდებით მეთევზეა, აგვისტოს თევზით მოდის ავადმყოფის ბინაში, რადგან მას შუმერული მითების უფრო სჯერა, ვიდრე რეალური სასწაულების.

მთელი ფილმი უწყვეტი მზადებაა მსხვერპლშეწირვისთვის. თითქოს ყველაფერი უკვე მზად არის: მეთევზე მეგობარი თევზით, ვირი, რომელსაც ალექსის ბინაში ტოვებენ, სამდღიანი ავადმყოფობა, მოგვები და სხვა სახარებისეული ალუზიები, თუმცა მაინც  არაფერი გამოდის. ყველაფერი იმდენად სტატიკურია, რომ ალექსს ფილმის ბოლოს თავად უწევს გზა გაიკვლიოს გოლგოთისკენ, რათა უძრაობა მოძრაობით შეცვალოს.

პოსტის ნახვები: 5
Related Topics
  • ალექსანდრე რეხვიაშვილი
  • გოგა გუგავა
  • საფეხური
CinExpress

წინა სტატია
  • ესსე

პერსონაჟების მიმართება ბუნებასთან 80-იანი წლების ქართულ კინოში (საფეხური, ანემია, წერილი ნაძვებს)

  • ოქტომბერი 12, 2026
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • ესსე

პერსონაჟების მიმართება ბუნებასთან 80-იანი წლების ქართულ კინოში (საფეხური, ანემია, წერილი ნაძვებს)

  • CinExpress
  • ოქტომბერი 12, 2026
სტატიის ნახვა
  • ესსე

ჭიათურა ეკრანზე: კინო, კლასი და ბრძოლა (ჩვენი ცხოვრება სანახაობა არ არის)

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივნისი 20, 2026
სტატიის ნახვა
  • ესსე

ალექსანდრე გაბელია — სარა გომესის დიალექტიკური მზერა: რევოლუციური სუბიექტის ტრანსფორმაცია სოციალისტურ კუბაში, მარგინალები საჯარო და კერძო სივრცეებში

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივნისი 20, 2026
სტატიის ნახვა
  • ესსე

ბელა ტარის ხსოვნას: ტურინის ცხენი და აღსასრულის ჭვრეტა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • იანვარი 7, 2026
სტატიის ნახვა
  • ესსე

ვალდიმარ იოჰანსონის კრავი — სიმბოლურის კიდესთან

  • CinExpress
  • ოქტომბერი 19, 2025
სტატიის ნახვა
  • ესსე

ტრანსცენდენტური სტილი რეიგადასთან, როგორც ”ყოფნის იდეა“

  • CinExpress
  • ივლისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • ესსე

რადიოს ესთეტიკა — ყური თვალის წილ

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 11, 2022
სტატიის ნახვა
  • ესსე

ოქროს ციებ-ცხელება და დიდი დეპრესიის ჟამს სამხრეთის შტატებიდან დასავლეთისაკენ გადანაცვლება – „ამერიკული ოცნების“ ისტორიული და კულტურული წანამძღვრები

  • CinExpress
  • ოქტომბერი 11, 2022
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს