Cinexpress-ის თანარედაქტორისა და ავტორის, ალექსანდრე გაბელიას სტატია — სარა გომესის დიალექტიკური მზერა: რევოლუციური სუბიექტის ტრანსფორმაცია სოციალისტურ კუბაში, მარგინალები საჯარო და კერძო სივრცეებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია SWIP Austria-ს ინიციატივით, 2026 წლის მაისში, გერმანული გამომცემლობა LIT Verlag-ის სამეცნიერო კრებულში, Solidarität und Widerstand – eine philosophische Annäherung დაიბეჭდა.
წინამდებარე ნაშრომში ინტერდისციპლინურად არის შესწავლილი სოლიდარობისა და წინააღმდეგობის ფენომენი კუბელი რეჟისორისა და „მესამე კინოს“ გავლენიანი ავტორის, სარა გომესის შემოქმედებაში. ნაშრომი აანალიზებს რევოლუციურ კუბაში მარგინალიზაციის, რასიზმისა და მაჩიზმის რეპრეზენტაციის საკითხებს, რაც წინარერევოლუციური ეპოქის ისტორიული ტრავმების კონტექსტშია გადააზრებული. კულტურული მეხსიერების ელემენტებზე ფოკუსირებით, ავტორი აჩვენებს, რომ გომესის დიალექტიკური ესთეტიკა კოლექტიური გამოცდილების ანალიზის, ანტიკოლონიური წინააღმდეგობისა და ემანსიპაციის მძლავრი იარაღია.
კრებულის შესახებ: https://lit-verlag.de/isbn/978-3-643-51292-5/
წაიკითხეთ სტატია: https://shorturl.at/iS7ux