• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ირანული კინოს რეტროსპექტივა
  • სიახლე

ირანული კინოს რეტროსპექტივა

  • იანვარი 31, 2026
  • CinExpress
Total
0
Shares
0
0
0

პროგრამა აერთიანებს ირანული კინოს მდიდარ მემკვიდრეობასა და სხვადასხვა თაობის ავტორების ნამუშევრებს, რომლებშიც განსხვავებული ფორმებით, ენით, პოეტურობით, მწვავე სოციალური და პოლიტიკური აქცენტებით კონსტრუირდება ყოველდღიური ყოფის პორტრეტი — იქ არსებული ეგზისტენციალური გამოწვევებითა და კონფლიქტებით. ეკრანზე იკვეთება გზები, ქალაქების პერიფერიები, სოლიდარობის პრაქტიკები და წინააღმდეგობის როგორც ფარული, ისე ღია იმპულსები. ეს მუხტი ორგანულად აისახება კულტურულ, სოციალურ და კინემატოგრაფიულ ფორმებში.

ირანული კინოს იარაღი ცენზურის პირისპირ ხშირ შემთხვევებში სიჩუმეა; ალეგორია და სიმბოლიზმი კი რეალობასთან გამკლავების და ყოფითი რეალობის აღწერის უმთავრესი საშუალებაა. ირანული პოეზიისგან ნასესხები მინიმალიზმი და ეფემერულობა კინემატოგრაფიულ გამოსახულებას მთლიანად გასდევს. აქ ფოკუსში ხშირად ბავშვები და მათი დაუმუშავებელი მზერა ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კინოსამყაროში ბავშვებს ხშირად სჯიან და მათი მორჩილების ჩარჩოებში მოქცევას ცდილობენ, სამყაროს მაინც მათი პერსპექტივით — სიყვარულითა და ბრაზით გაჯერებულს ვხედავთ.

რეტროსპექტივის კურატორები: ლიკა გლურჯიძე, ნინი შველიძე, ალექსანდრე გაბელია, გიორგი ჯავახიშვილი.

პროგრამა დღეების მიხედვით:

სამშაბათი, 19:00 — სად არის მეგობრის სახლი? (Where Is the Friend’s House, 1987),რეჟ. აბას ქიაროსთამი

8 წლის აჰმედმა სკოლიდან შემთხვევით მეგობრის, მოჰამედის რვეული წააიღო. მან უნდა დაუბრუნოს მეგობარს რვეული, რომ ის სკოლიდან არ გარიცხონ.

ხუთშაბათი, 19:00 — მორბენალი (The Runner, 1984), რეჟ. ამირ ნადერი

1980-იან წლებში ირანში, საპორტო ქალაქ აბადანში, 11 წლის ობოლი, ამირო, მარტო ცხოვრობს მიტოვებულ ტანკერში და გადარჩენისთვის იბრძვის.

შაბათი, 14:00 — სამოთხის შვილები (Children of Heaven, 1997), რეჟ. მაჯიდ მაჯიდი

მას შემდეგ, რაც თეირანში მცხოვრები პატარა ბიჭი შემთხვევით კარგავს მისი დის ერთადერთ ფეხსაცმელს, და-ძმა სკოლაში ერთი ფეხსაცმელით სიარულს იწყებს, რითაც თავიანთ გაჭირვებულ მშობლებს მალავენ.

შაბათი, 15:40 — უმანკოების წამი (A Moment of Innocence, 1996), რეჟ. მოჰსენ მაკმალბაფი

ნახევრად ავტობიოგრაფიული ამბავი მაკმალბაფის ცხოვრებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც 17 წლის ასაკში მან საპროტესტო აქციაზე პოლიციელი დაჭრა. ორი ათწლეულის შემდეგ, ის ცდილობს თვალყური მიადევნოს პოლიციელს.

შაბათი, 17:00 — მეწამული ოქრო (Crimson Gold, 2003), რეჟ. ჯაფარ პანაჰი

ფილმი მოგვითხრობს პიცის კურიერ ჰუსეინზე, რომელიც ყოველდღიურად აწყდება თეირანის სოციალურ კონტრასტებსა და დამამცირებელ უთანასწორობას. ფუფუნებისა და სიღარიბის შეჯახება მასში პროტესტის მუხტს აღძრავს, რაც საბოლოოდ საიუველირო მაღაზიის ძარცვის ტრაგიკული მცდელობითა და სასოწარკვეთილი რადიკალიზმით სრულდება.

კვირა, 14:00 — პერსეპოლისი (Persepolis, 2007), რეჟ. მარჯან სატრაპი, ვენსან პარონნო

ფილმში ასახულია ირანელი გოგონას, მარჯანის ისტორია, რომლის ცხოვრებაშიც პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისთანავე მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. ის საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ გადაიქცა ახალი ირანი, რომელსაც ამჟამად ისლამისტი ფუნდამენტალისტები მართავენ, რეპრესიულ სახელმწიფოდ.

კვირა, 15:45 — გზას გაუდექი (Hit the Road, 2021), რეჟ. პანა პანაჰი

არაორდინალური ირანული ოჯახი ცხოვრების მტივნეულ ეტაპს გადის და მიემგზავრება იდუმალი დანიშნულების ადგილისკენ.

კვირა, 17:30 — განქორწინება (A Separation, 2011), რეჟ. ასღარ ფარჰადი

ცოლ-ქმარი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას: წაიყვანონ შვილი სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრების მიზნით თუ ირანში დარჩნენ და ალცჰეიმერით დაავადებულ მშობელს მოუარონ.

პოსტის ნახვები: 427
Related Topics
  • აბას ქიაროსთამი
  • ირანული კინო
  • მოჰსენ მაკმალბაფი
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • თეორია

მანიფესტი ხმის შესახებ (1928)

  • იანვარი 8, 2026
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

Nordic-Baltic Film Festival

  • CinExpress
  • ოქტომბერი 1, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • სექტემბერი 11, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Georgian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს