• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ოლივერ ლაშე კინოზე
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ოლივერ ლაშე კინოზე

  • ნოემბერი 3, 2025
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
0
Shares
0
0
0

ეს ფილმი (Fire Will Come) არის სახლში დაბრუნება. ვგრძნობდი, რომ ჩემი წინა ფილმების შემდეგ, რომლებიც შორს, მაროკოში გადავიღე, მჭირდებოდა ბებია-ბაბუის მიწასთან დაკავშირება. მაგრამ არ მინდოდა გადამეღო ფილმი გალისიის შესახებ; მინდოდა გადამეღო ფილმი გალისიიდან. ეს არის ფილმი, რომელიც თავად მიწიდან ამოიზარდა. […]

მიჩვეულნი ვართ ცეცხლის „სპექტაკლიზებას“, ტელევიზიით ნანახ კადრებს. მაგრამ მე მინდოდა ცეცხლი გადამეღო შიგნიდან, როგორც წმინდა არსება. Fire Will Come-ში ცეცხლი არ არის მტერი; ის ბუნების ძალაა, პერსონაჟი. მას აქვს თავისი რიტმი, სილამაზე, განადგურების დროსაც კი. ის რაღაცაა, რაც სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას. […]

ამადორი და ბენედიქტა არ არიან მსახიობები. ისინი იმ მიწიდან [გალისია] არიან. მაინტერესებდა მათი კავშირი, რომელიც დუმილზე და ჟესტებზეა აგებული და არა სიტყვებზე. სოფლად, გალისიაში, სიყვარულს და სითბოს ვერბალურად არ გამოხატავენ; მას ავლენენ იქ ყოფნით, ერთად მუშაობით. მათი დუმილი არ არის სიცარიელე; ეს არის სიცოცხლით სავსე დუმილი. […]

ხანძრის სცენები სუფთა დოკუმენტური მასალაა. ვიღებდით მეხანძრეებთან ერთად, როდესაც ისინი ნამდვილ ხანძარს ებრძოდნენ. ეს იყო ქაოტური და სახიფათო გადაღება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა, დაგვეფიქსირებინა „ცეცხლის ჭეშმარიტება“. ეს არ იდგმება. […]

ტერმინი „ნელი კინო“ არ მომწონს, ის დამამცირებლად ჟღერს. თითქოს რაღაც მოსაწყენია. მე მირჩევნია ვისაუბრო ჭვრეტით  კინოზე (contemplative cinema). დიახ, ჩემი ფილმები ითხოვს დროს, ითხოვს მაყურებლისგან მოთმინებას, მაგრამ ეს არ არის სიცარიელე. ეს არის დრო, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იყო კადრში და არა უბრალოდ უყურო მას. ჩვენ ვცხოვრობთ სურათების “მაკდონალდიზაციის” ეპოქაში. ჩემი კინო ამის წინააღმდეგია. ის ითხოვს არა დახმარებას,  არამედ ყოფნას (being). […]

ფირზე გადაღება ჩემთვის ნოსტალგიური არჩევანი არ არის, ეს სულიერი და პოლიტიკური არჩევანია. ციფრული გაძლევს სრულ კონტროლს, მაგრამ ფირი გაძლევს საიდუმლოს. ზუსტად არ იცი, რა გადაიღე, სანამ არ გაამჟღავნებ. ეს არის რწმენის აქტი. უნდა მიენდო რეალობას, მიენდო სინათლეს. […]

Fire Will Come გადავიღეთ 16 მმ-ზე, რადგან გვჭირდებოდა მისი ტექსტურა. ციფრული ზედმეტად სუფთაა, ზედმეტად სრულყოფილი. 16 მმ-ის მარცვალი (grain) ცოცხალია. ეს არის მიწის ტექსტურა, კანის ტექსტურა. ის სუნთქავს. ციფრული გამოსახულება არ სუნთქავს, ის უბრალოდ არსებობს. Fire Will Come არის ფილმი ელემენტებზე — მიწა, ცეცხლი, წყალი — და ფირს ეს ელემენტარული შეგრძნება აქვს. […]

ტარკოვსკი, ბრესონი, დრეიერი; ისინი არიან მამები. მათ გახსნეს კარიბჭე, რომელშიც ჩვენ, დანარჩენები, ვცდილობთ გავლას. ტარკოვსკიმ დაამტკიცა, რომ კინოს შეუძლია იყოს სულიერი გამოცდილება, რომ მას შეუძლია დროის ძერწვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მამები უნდა მოკლა. […]

ტარკოვსკის გავლენა შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო. ბევრი რეჟისორი ცდილობს გადაიღოს ტარკოვსკისეული კადრები — ნელი მოძრაობა, ნისლი, წყალი. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმის იმიტაციაა და არა არსის. არ შეგიძლია იყო ტარკოვსკი. შენ უნდა იპოვო შენი საკუთარი ლოცვა, შენი საკუთარი რიტმი. […] მე მიყვარს ტარკოვსკი, მაგრამ ვცდილობ, შორს დავიჭირო მისგან თავი, რომ არ შემიპყროს. უნდა ვიყო გულწრფელი ჩემი სამყაროს მიმართ, რომელიც არის გალისია ან მაროკო და არა რუსული მინდვრები. […]

ის, რაც მე ტარკოვსკისთან მაკავშირებს, არის არა მისი ესთეტიკა, არამედ მისი ძიების ინტენსივობა. მისი რწმენა, რომ კამერას შეუძლია დააფიქსიროს უხილავი. რომ კინოს შეუძლია იყოს ერთგვარი მოწმობა ადამიანის სულიერ ბრძოლაზე. ამაში ის უნიკალურია და ჩვენ ყველანი მისი მოწაფეები ვართ. […]

ბრესონი არის სიზუსტისა და გამოხატვის სიწმინდის ოსტატი. მან მასწავლა, რომ კინო არ არის თამაში, არამედ “ყოფნა” (being). ვეძებ ამ სიმართლეს სახეებში, ამ არსებობას (present), რომელსაც ბრესონი “მოდელებს” უწოდებდა. ეს არის კინო, რომელიც არ ცდილობს შენს შეცდენას; ის ეძებს სიმართლეს. ის გაიძულებს, იმუშაო მინიმალისტურად. […]

ქიაროსტამი იყო პოეტი. ის იყო ოსტატი იმაში, თუ როგორ უნდა წაშალო საზღვარი რეალობასა და ფიქციას შორის. მისი ფილმები მოგზაურობაა, ერთდროულად ფიზიკურიც და შინაგანიც. მან გვაჩვენა, რომ სიღრმისეული კინოს გაკეთება ძალიან მარტივი რაღაცებით შეიძლება — მანქანით და პეიზაჟით. მან გვასწავლა დაკვირვება. […]

მჯერა, რომ კინოს შეუძლია იყოს ინსტრუმენტი, რომ უკეთ დავინახოთ რეალობა. ჩვენ ვცხოვრობთ პროფანულ სამყაროში, რომელიც გამოსახულებებითაა გადავსებული, მაგრამ ეს გამოსახულებები აღარაფერს გვეუბნება. ვცდილობ, შევქმნა კინო, რომელიც იქნება ერთგვარი თავშესაფარი, სივრცე, სადაც შესაძლებელია წმინდასთან დაკავშირება. ეს არის კინო, რომელიც უფრო მეტად სვამს კითხვებს, ვიდრე პასუხებს სცემს. […]

ჩემს ფილმებში პეიზაჟი არასდროსაა დეკორაცია. ის პერსონაჟია, რომელსაც აქვს საკუთარი სული და ენერგია. გალისიის მთები (Fire Will Come) ან მაროკოს ატლასის მთები (Mimosas) თავად ყვებიან ისტორიას. მე ვცდილობ, ვიყო უბრალოდ მედიუმი, რომელიც ამ პეიზაჟის ხმას ისმენს და გადმოსცემს. კამერა არის ინსტრუმენტი, რომლითაც ამ უხილავ ძალებთან ვამყარებ კავშირს. […]

ჩემი კინო მოითხოვს დიდ მოთმინებასა და ლოდინს. არ მივდივარ გადასაღებ მოედანზე იმისთვის, რომ რეალობა ვაკონტროლო. მივდივარ, რომ დაველოდო, სანამ რაღაც გამოვლინდება. ესაა ჩუმად ყოფნის, დაკვირვების პროცესი. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი კადრები მაშინ იბადება, როდესაც არაფერს აკეთებ, უბრალოდ არსებობ სივრცეში და მზად ხარ, მიიღო ის, რასაც ის გთავაზობს. […]

არ ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ითამაშებენ. მე ვეძებ სახეებს, სხეულებს, რომლებსაც უკვე აქვთ ისტორია, რომლებშიც უკვე არის სიმართლე. ჩემი სამუშაოა, შევქმნა პირობები, სადაც ეს სიმართლე ბუნებრივად გამოვლინდება. მე არ „ვდგამ“ სცენებს, მე მივაცილებ ამ ადამიანებს მცირე მოგზაურობაში. ისინი არ ასრულებენ როლს, ისინი უბრალოდ არსებობენ კამერის წინ, მთელი თავიანთი ღირსებით. […]არ ვეძებ მსახიობებს, რომლებიც განასახიერებენ, ვეძებ ადამიანურ არსებებს. მჭირდება მათი სიმართლე, მათი მოწყვლადობა. როდესაც მუშაობ ადამიანთან, რომელსაც არასდროს უთამაშია, იღებ რაღაც ძალიან ძვირფასს — მის მცდელობას, იყოს გულწრფელი. პროფესიონალ მსახიობს შეუძლია იტიროს, როცა გინდა, მაგრამ ეს ტექნიკაა. მირჩევნია ველოდო ნამდვილ ემოციას, თუნდაც ის არასრულყოფილი იყოს. […]

ჩემთვის კინო არის ინსტრუმენტი, რომ სამყაროსთან დავამყარო კავშირი. ეს არის ერთგვალი თავგადასავლის პედაგოგიკა. გადაღებაზე არ მივდივართ იმისთვის, რომ უბრალოდ ფილმი გავაკეთოთ, მივდივართ იმისთვის, რომ გარდავისახოთ… ფილმი არის საბაბი იმისთვის, რომ ვიცხოვროთ გარკვეული ინტენსივობით და შევქმნათ პატარა, ეფემერული საზოგადოება, რომელიც საერთო მიზნისკენ მიისწრაფვის. […]

არ ვხედავ კედელს დოკუმენტურსა და მხატვრულს შორის. რეალობას თავისი საკუთარი ფიქცია აქვს. და ფიქცია რეალობის ნაწილია. მომწონს ამ საზღვარზე თამაში. როდესაც არაპროფესიონალ მსახიობს იღებ, იღებ მის ცხოვრებას, მის სხეულს, მის წარსულს. ეს უკვე დოკუმენტური მასალაა. მაგრამ ამავდროულად, შენ მას ათავსებ კონკრეტულ ნარატივში. ჩემთვის ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყოფელია. […]

მჯერა, რომ კინოს შეუძლია იყოს ლოცვის ფორმა. როდესაც იღებ, ცდილობ, დაუკავშირდე რაღაცას, რაც შენზე დიდია. ითხოვ, რომ რეალობამ რაღაც გაგიმჟღავნოს… გადაღების პროცესი რიტუალია. ქმნი პირობებს, რომ სასწაული მოხდეს, თუნდაც ეს სასწაული უბრალოდ სინათლის მოულოდნელი სხივი ან მსახიობის გაუთვალისწინებელი ჟესტი იყოს. […]

Mimosas-ში არ მაინტერესებდა რელიგია, როგორც დოგმა, არამედ რწმენა, როგორც ფიზიკური აქტი. რა გიბიძგებს, აიღო ცხედარი და გადაიტანო იგი შეუძლებელ გზაზე? ეს არ არის ინტელექტუალური გადაწყვეტილება, ეს არის სხეულის რწმენა. გჯერა შენი ფეხებით, შენი ხელებით. ეს არის რწმენა, რომელიც მოქმედებაში ვლინდება და არა სიტყვებში. […]

სუფიზმმა მასწავლა, რომ ხილული სამყარო უხილავის ანარეკლია. ის, რასაც ვხედავთ, მხოლოდ სიმბოლოა. კინოშიც ასეა: კადრი არ არის მხოლოდ კადრი, ის რაღაც უფრო ღრმაზე მიუთითებს. Mimosas-ში პერსონაჟები ეძებენ გზას, მაგრამ ეს გზა ერთდროულად ფიზიკურიცაა და სულიერიც. მომწონს ეს ორმაგი მნიშვნელობა. […]

ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც სიჩუმის ეშინია. ყველაფერი ხმაურიანი და სწრაფია. ჩემთვის კინო არის სივრცის შექმნა ჭვრეტისათვის. სიჩუმეში იწყებ დანახვას, იწყებ მოსმენას. ეს არის მედიტაციური მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება რაღაც გამოცხადდეს. კინო უნდა იყოს თავშესაფარი ამ სამყაროს ხმაურისგან. […]

თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა

პოსტის ნახვები: 34
Related Topics
  • fire will come
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • და იქნება ცეცხლი
  • ოლივერ ლაშე
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ კარლოს რეიგადასთან

  • ნოემბერი 2, 2025
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • სიახლე

Nordic-Baltic Film Festival

  • ნოემბერი 3, 2025
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ კარლოს რეიგადასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ნოემბერი 2, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კარლოს რეიგადასი კინოს შესახებ

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 28, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

აკირა კუროსავა — გლორიას ნახვის შემდეგ

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • ინტერვიუ
  • ფესტივალები

ვენეციის კინოფესტივალი, 2025 — საუბარი ჯიმ ჯარმუშთან: ჯო პეშის სამყარო, ცხოვრების რიტმი და ლექსი ერთისთვის

  • ალექსანდრე გაბელია
  • სექტემბერი 29, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ბელა ტარი — სამყარო მაინტერესებს, არა მხოლოდ მისი აღბეჭდვა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 23, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ბელა ტარი სატანტაგოს შესახებ — ფილმის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რის თქმა გსურს. არ მანაღვლებს, რა არის მისაღები.

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 22, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი — შანსი თუ ბედისწერა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 24, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 21, 2025
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს