• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • ოქტომბერი 3, 2024
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
0
გაზიარება
0
0
0

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა

„რა არის ხელოვნება?“ – კითხვა, რომელსაც საკუთარი ილუზიებისგან შეშინებული თანამედროვე კრიტიკა მხოლოდ ყოყმანით უპასუხებს. უცბად შევადგინოთ ამ ილუზიების ჩანახატი: შემაძრწუნებელი სურათი, რომელზეც ნათლად არის აღწერილი თანამედროვე ხელოვნების წარუმატებლობა. ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ მან უარყო ის, რაც საუკუნეების მანძილზე იყო როგორც დიდოსტატების, ისე თავმდაბალი ხელოსნების სიამაყე – პიროვნების პორტრეტი. ამგვარი უკიდურესობის გასამართლებლად ცრუ არგუმენტები გამოიყენეს. განა გასაკვირი არაა, რომ დღესდღეობით უნდა აღვფრთოვანდეთ მატისის მიერ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მიღწეული ხაზის დახვეწილობით, რომელსაც ბოტიჩელისა და ტიციანის, თუნდაც ენგრისა[i] და დავიდის[ii] დროს მხატვრები სახელოსნოში სწავლობდნენ?

ცხადია, შეგვიძლია დავადანაშაულოთ არაგონი[iii] უგემოვნობაში, გავაკრიტიკოთ საბჭოთა ხელოვნების გადაჭარბებული ქება-დიდების გამო, თუმცა, Libertinage-ის ავტორს უნდა მოვუწონოთ, რომ გმობს იმას, რითაც ოდესღაც აღფრთოვანდა. ის, ზედმეტად ნათლად ხედავს თანამედროვე ხელოვნების პოტენციალს იმისთვის, რომ არ გაუჩნდეს ეჭვები. მეტაფიზიკური პრეტენზიები მძვინვარებს სალონებში. ეს მოდაა. მაგრამ ნუ დააკნინებთ მოდის ძალას. მისი გულისთვის, იდეებს – როგორც ქალებს – შეუძლიათ თავი დაიმახინჯონ. მას შეუძლია ახალგაზრდობა უაზრობად, მშვენიერება კი სახიფათოდ აქციოს. ეს აბსურდული წინააღმდეგობა ხელოვანსა და ბუნებას შორის უფრო აბსურდული და ამაო ხდება, მითუმეტეს, რომ ვერც მანე, ვერც შუმანი და ვერც დოსტოევსკი წინასწარ ვერ წარმოიდგენდნენ მას. უვარგისია რომანი, რომელსაც ბუნდოვანება მთავარ მიზნად დაუსახავს, უვარგისია ნახატი, რომელიც რეპრეზენტაციის შიშს შეუბორკავს! მოკლედ, თავშეკავების გარეშე ვაქებ არაგონს, როცა ის ჩვენი ეპოქისა და ხელოვნების ზედმეტად ბუნდოვან მორალს გმობს.

შეგვრცხვებოდა კი თითქმის რელიგიურად რეალისტური კინო-ხელოვნების გამო, რომ არ ვიყოთ სრულიად შეპყრობილნი სამყაროს შეცვლის დაუკმაყოფილებელი სურვილით? მაგრამ აქ, კინოში, შემოქმედება არ ნიშნავს საგნებში საკუთარი სულის ასახვას, არამედ საგანთა სულის დახატვას. ჟან რენუარის ფილმში მადამ ბოვარი , შესანიშნავი მომენტია, როდესაც ემა და ლეონი ეკლესიიდან გამოდიან, უეცრად შევისუნთქავთ ქვის სურნელს და მასთან ერთად რუანის ცხოვრების ნესტიან არომატს და ემას გაცრუებულ ოცნებებს.

თუმცა, ის ფაქტი, რომ პეიზაჟი შესაძლოა გამოხატავდეს გონების მდგომარეობას, სულაც არ ნიშნავს, რომ პოეზია მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით აღიბეჭდება, – როგორც ჩვენს უჭკვიანეს დოკუმენტალისტებს სურთ დაგვაჯერონ, არამედ იმას, რომ ბუნების წესრიგი გულისა და გონების წესრიგს ესატყვისება. ფლაერტის[iv] გენიალურობა, არც თუ ისე შორს რომაა ჰიჩკოკის გენიალურობისგან (ნადავლზე მონადირე ნანუკი მსხვერპლს ჩასაფრებულ მკვლელს ჰგავს), მოიცავს დროის გაიგივებას იმ სურვილთან, რომელიც შთანთქავს მას, დანაშაულის გრძნობას – ტანჯვასთან, შიშსა და სინანულს – სიამოვნებასთან, მთელს სივრცეს კი ადამიანის უსიამოვნების ხელშესახებ ტერიტორიად გარდაქმნის. ხელოვნება ჩვენში არსებული საიდუმლოების გამჟღავნებით გვხიბლავს. სწორედ ამგვარ სიღრმეს ვგულისხმობ. ეს აშკარად გულისხმობს იდეას ადამიანისა, რომელიც არაა რევოლუციონერი და რომლის უარყოფასაც დიდი რეჟისორებიც კი, გრიფიტიდან რენუარამდე, მათივე კონსერვატორობის გამო ვერ ბედავდნენ. ამრიგად, კითხვაზე, „რა არის კინო?“ პირველ რიგში, ვუპასუხებდი – ამაღლებული გრძნობების გამოხატვა.

Les Amis du Cinema I, October 1952


[i] ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი;

[ii] ჟაკ ლუი დავიდი – ფრანგი ფერმწერი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამფუძნებელი;

[iii] ლუი არაგონი – ფრანგი პოეტი, სიურრეალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. კომუნისტური პარტიის აქტიური მხარდამჭერი. მისი სახელი ხშირადაა ნახსენები გოდარის ადრეულ ნამუშევრებში. მოკლემეტრაჟიან ფილმში Une Histoire d’eau (1961, რეჟ: გოდარი, ტრიუფო), მთხრობელი ყვება საინტერესო ამბავს არაგონის მიერ სორბონში წაკითხულ ლექციაზე ფრანჩესკო პეტრარკას (იტალიელი პოეტი, დანტესთან ერთად, რენესანსის ფუძემდებელი) შესახებ, რომელსაც წინ უძღვის გოდარისთვის დამახასიათებელი ციტატა: „გახსენი ფრჩხილი, ყველას ეზიზღება არაგონი, მე კი მომწონს დახურე ფრჩხილი.“ ფილმში A Bout de Souffle (უკანასკნელი ამოსუნთქვა, 1960), არაგონის ერთ-ერთი ლექსია ციტირებული. Le Petit Soldat-ში (პატარა ჯარისკაცი, 1963) საფრანგეთის სიყვარულის მიზეზად ბრუნო არაგონს ასახელებს. თუმცა, La Chinoise-ში (1967) არაგონის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია, კომუნისტური პარტიის დატოვების შემდეგ, ვერონიკი მკვახედ აღნიშნავს „სარტრმა ფლობერს შეაფარა თავი, არაგონმა – მათემატიკას.

[iv] რობერტ ჯოსეფ ფლაერტი – ამერიკელი კინორეჟისორი, ავტორი პირველი კომერციულად წარმატებული დოკუმენტური ფილმისა, ნანუკი ჩრდილოეთიდან (1922);

პოსტის ნახვები: 282
Related Topics
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ჟან-ლუკ გოდარი
  • რა არის კინო?
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • სექტემბერი 9, 2024
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ოქტომბერი 9, 2024
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი — შანსი თუ ბედისწერა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 24, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ხაფანგი: კშიშტოფ კიშლოვსკის კინომოყვარული

  • ნინი შველიძე
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს