• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჩან-დონ ლი: ათი რჩევა დამწყებ კინორეჟისორებს
  • თარგმანი

ჩან-დონ ლი: ათი რჩევა დამწყებ კინორეჟისორებს

  • იანვარი 21, 2023
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
4
გაზიარება
4
0
0
მოყევით საკუთარი ისტორია

ფილმის შესაქმნელად, ვცდილობთ მოვნახოთ ისტორია, რომელიც მაყურებელს დააკმაყოფილებს. ამრიგად, ამოუხსნადი განტოლების გასაღების საძიებლად, უმიზნოდ დავეხეტებით. ნუ ფიქრობთ ფილმზე, რომელიც მაყურებელს კმაყოფილად აგრძნობინებს თავს; ეძებეთ ამბავი, რომლის მოყოლაც თავად გსურთ. კითხეთ საკუთარ თავს – რაგვარი ამბის მოყოლა შემიძლია? რატომ მსურს ფილმის გადაღება? რა ამბავი უნდა მოვყვე? თუ დიდი დროა გსურთ ფილმის შექმნა, შესაძლოა, პასუხი თქვენში, სადღაც ღრმადაა მიჩქმალული.

ისტორია არ იქმნება, არამედ განიცდება

კინორეჟისორები მთხრობელები არიან; ისინი მაყურებელს საკუთარ ისტორიებს უზიარებენ. მთხრობელი – შემოქმედია, მაგრამ არაფრისგან ვერ შექმნი რაიმეს. სამუშაო მაგიდასთან მსხდომნი, ნუ ეცდებით ისეთი ამბის შეთხზვას, რომელიც არ ჰგავს აქამდე გაგონილს. ამბები არ იქმნება სამუშაო მაგიდასთან. ამბები ქუჩებში, ხალხთა შორის გვხვდება; გვხვდება გაზეთებში; მოგონებებში, რომელიც დედამ გაგიზიარათ საუზმეზე. თუ გინდათ გახდეთ მთხრობელი, უნდა დააკვირდეთ ხალხს და ისმინოთ ისტორიები. მსოფლიოში აურაცხელი უჩინარი ისტორიაა, რომლებიც შესანიშნავ ფილმებში დაბადებას ელიან. ჩვენ გვჭირდება მგრძნობიარე, ანტენის მსგავსი გრძნობიერება, ცნობიერებისგან მიღმიერს რომ მოიხელთებს.

მცირედით დაიწყეთ

ამბის შექმნა იწყება დეტალისგან, რომელიც მიუხედავად სიმცირისა, ახალი და დასამახსოვრებელია. ნაცვლად მსუყე, ფილმზე მორგებული ისტორიისა, უკეთესია კონცენტრირდეთ ირგვლივ არსებულ პატარა ისტორიებზე, რომლებიც გვხიბლავს და გონებაში გვრჩება. ისეთმა ავტორებმაც კი, როგორებიც სტივენ კინგი და ჰარუკი მურაკამი არიან, მოთხრობებით დაიწყეს, რომლებიც შემდეგ განავრცეს და რომანებად აქციეს. პატარა ამბები შესაძლოა გაფართოვდეს და გამსხვილდეს, რომანში ჰპოვოს გამოხატულება, მაგრამ ამავდროულად, ისინი შესაძლოა იყვნენ სრულყოფილნი და საკუთრივ მნიშვნელოვანნი. რაღაც მცირე და მარტივის გამოსახვის აქტი, რაც მაყურებელს აგრძნობინებს, რომ ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებასთან – ისაა, რასაც შესაძლოა ვუწოდოთ ჭეშმარიტად კინემატოგრაფიული. როდესაც საქმე ეხება ფილმებს, როგორებიცაა ველოსიპედის გამტაცებლები (1948), სად არის მეგობრის სახლი? (1987) და სიყვარული (2012), მათში ვხედავთ პატარა ისტორიებს, თუმცა დიდებულ ფილმებს.

დაიწყეთ სცენარის წერა ახლავე

თუ ფილმის შექმნა გსურთ, დასხედით სამუშაო მაგიდასთან და წერას შეუდექით. ფილმის წარმოება იწყება სცენარით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია სურვილი და გეგმები ფილმის გადაღებისა თქვენს თავში, სცენარის გარეშე, ისინი სხვა არაფერია, თუ არა ოცნება. რა მოხდება, თუ სცენარის დაწერას ცდილობ, ამბავი კი არ გაქვს? რა მოხდება, თუ ამბავი ხელიდან დაგისხლტება? ამ შემთხვევაში, უნდა მოიძიო ამბავი. ესაა ათვლის წერტილი. არ უნდა გადადო სცენარის წერის მომენტი.

გაუგეთ მსახიობებს

ბევრი კინორეჟისორი – მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ – ვერ აცნობიერებს, რომ კამერის წინ მითითებების მიცემა მსახიობებს არ უადვილებს მუშაობას, პირიქით, ურთულებს. უმთავრესი, რაც რეჟისორმა უნდა მოიმოქმედოს, მსახიობებთან გამორკვევის პროცესია. მხოლოდ ამ გზით მიიღებთ მათგან საუკეთესო შედეგს. ამისათვის, უმჯობესია თავად სცადოთ მსახიობობა. რა თქმა უნდა, ნაკლებ სავარაუდოა, პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდეთ – მცირე როლის თამაშიც საკმარისია. შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ კოლეგის მოკლემეტრაჟიან ან დაბალბიუჯეტიან დამოუკიდებელ პროექტში. და მაინც, თუკი თვითონვე ცდით მსახიობობას, შეძლებთ გაითავისოთ კამერის წინ მყოფი მსახიობის ფსიქოლოგია, და შეძლებთ საკუთარი მეთოდების შემუშავებას, მათი სამსახიობო შესრულების გასაუმჯობესებლად. მაშინაც კი, თუ ვერ გამოცდით მსახიობობას, შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოთ იპოვოთ გზა იმის გასაგებად, თუ როგორია იყო მსახიობი და ისწავლოთ, როგორ დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

აღბეჭდეთ შემთხვევითობები

კინორეჟისორი ღმერთის როლს ირგებს. ყველაფერს გულდასმით ამზადებთ და გეგმავთ, ქმნით გარემოებებს და მასში გმირებს გადაადგილებას აიძულებთ. ყველაფერს ისე ამზადებთ, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივადაა ურთიერთკავშირში. მიუხედავად ამისა, ამგვარი მზადებებისა და დაგეგმარების მიღმა, შემთხვევითობები უნდა აღვბეჭდოთ. რეალობა, რომელიც რეზისტენტულია კამერისადმი და რომელსაც ვერ ვმართავთ – სწორედ აქ აღმოცენდება ცხოვრებისეული სინამდვილე. ყოველი პერსონაჟის ქმედებები და მდგომარეობები არსებობს იქ, გაურკვევლობის საბურველქვეშ, განუსაზღვრელ ადგილას. თუ ესაა ყოფის ჭეშმარიტება, უნდა აღიბეჭდოს კამერით. თუკი აგრძნობინებთ მაყურებელს ამ შემთხვევითობების არსებობას და არა ხელოვნურად ინსცენირებულს – ესაა, რასაც ვუწოდებთ კინემატოგრაფიულს, რაც დამაჯერებლობის ხარჯზე, მათში ემპათიას გააღვივებს. ეს დამოკიდებულების პრობლემაა.

იბრძოლეთ წინასწარგანსაზღვრულობების წინააღმდეგ

ხალხი მიჩვეულია კინოს კონვენციურ ბუნებას. იქნება ეს ჟანრის, სიუჟეტის თუ პერსონაჟის წინასწარდებულობა. პროდიუსერები და მწარმოებლები, როგორც წესი, აქეზებენ ამ წინასწარგანსაზღრულობებს. ამგვარ დინებას მიყოლა აკარგვინებს ავტორს ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას. ნაცვლად იმისა, რომ გავიცნობიეროთ და მივიღოთ ამგვარი წინასწარგანსაზღვრულობა, მათ წინააღმდეგ უნდა ავჯანყდეთ. ეს ნიშნავს, რომ მაყურებლის წინასწარგანწყობებსაც უნდა ვებრძოლოთ. იმის მიუხედავად, რომ მაყურებელი წინააღმდეგობაში მოდის მასთან, რაც მის მოლოდინს არ ეხმაურება, ამავდროულად, თუ სურათი არ გადის აშკარას და პროგნოზირებადს მიღმა, იმედგაცრუებული რჩება. ცხოვრებისეული ჭეშმარიტებები, როგორც ვიცით, ამგვარი წინასწარგანსაზღვრულობების მიღმა იმალება. რის მიმართაც მაყურებელი თანაგრძნობითაა აღსავსე, სწორედ ამგვარი ყოფის ერთხელადი და მოულოდნელი ბუნებაა.

არ დაკარგო საკუთარი თავის ნდობა

საბოლოოდ, კინორეჟისორებს საკუთარი თავის უნდა სწამდეთ. წარმოების პროცესში რეჟისორი უამრავი მცირე თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგება, და გადაწყვეტილებები კი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული. უმეტესად, ვერ შეძლებთ გადახედოთ სათითაოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამგვარი გაუთავებელი არჩევანის წინაშე მდგარი, როგორც რეჟისორი, საკუთარ თავში ეჭვს შეიტანთ, შფოთვები კი უფრო და უფრო იმატებს რაც მეტად გაბედულად და ექსპერიმენტულად მიუდგებით საკითხს. წარმოების პროცესში, მრავალი ადამიანი დაარტყამს თქვენს თვითდაჯერებულობას; იქნება ეს მწარმოებელი თუ პროდიუსერი, მსახიობი ან პერსონალი, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული აზრები აქვთ, ან ასისტენტი რეჟისორი, რომელიც ეცდება გადაღებების ყოველდღიური განრიგის გამარტივებას. ყველაზე საშინელი ვითარება რეჟისორისთვის, თვითდაჯერებულობის დაკარგვაა. საკუთარი თავის ხელში აყვანა თუ გადაგარჩენთ.

დარჩით საკუთარი თავის ერთგულნი

ზედაპირზე კინოს სამყარო მიმზიდველი ჩანს, როგორც მოდის ფერადი, მბრწყინავი ჟურნალი, მაგრამ მასში მოღვაწე ადამიანების შინაგანი ცხოვრება ადვილად ღატაკდება და ცარიელდება. ფილმის შექმნა ლამის კაზინოს მაგიდასთან ჯდომას გავს – გაოცნებებს წარმატებასა და იღბალზე. თუკი ციმციმა კამერებსა და წითელ ხალიჩებს მოვერგებით, ადვილი ხდება თავის მოტყუება. არა მხოლოდ ფასადურობას ვჯერდებით, არამედ საკუთარ თავსაც ვიტყუებთ, რომ ის რეალურია. ამრიგად, საკუთარი თავის აღქმას კარგავთ და გავიწყდებათ, თუ რატომ გსურდათ თავდაპირველად ფილმების გადაღება. ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩეთ საკუთარი თავის ერთგული და პირისპირ დადგეთ საკუთარ თავთან – მხოლოდ ესაა, რაც დაგიცავთ.

დატოვეთ საკუთარი ხელწერა

აიძულეთ მაყურებელს თქვენი სახელის დამახსოვრება მას მერე, რაც თქვენს ფილმს ნახავენ. ნაცვლად იმისა, რომ მიზნად დაისახოთ იმგვარი ფილმის გადაღება, რომელიც ხალხს მოეწონება – თითქოს სხვა წარმატებული ნამუშევრებიდან ძლიერი მხარეები ამოკრიბეთ – უნდა ეცადოთ დატოვოთ საკუთარი ხელწერა და აგრძნობინოთ მაყურებელს, რომ ის „თქვენია“. მუდმივად უნდა იფიქროთ, რომ ფილმს თქვენი ხელწერა აჩნდეს, რომ ფილმი თქვენ გეკუთვნით და არა სხვას. შესაძლოა, ეს იყოს თქვენი ინდივიდუალური სტილი, თქვენი მსოფლმხედველობა ან მგრძნობელობა. თუნდაც უხერხულად ჩანდეს, თუკი ეს აიძულებს ხალხს თქვენი სახელი დაიმახსოვრონ, მოგეცემათ ძალა გააგრძელოთ ფილმების შექმნა.

თარგმანი: გიორგი ჯავახიშვილი

წყარო: www.bfi.org.uk
პოსტის ნახვები: 930
Related Topics
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ჩან-დონ ლი
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • თარგმანი

მედ ჰონდო – რა არის კინო ჩვენთვის? (მავრიტანია, 1979)

  • იანვარი 7, 2023
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • იანვარი 25, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს