• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი TIFF 2022
  • სიახლე
  • ფესტივალები

TIFF 2022

  • დეკემბერი 4, 2022
  • CinExpress
Total
1
გაზიარება
1
0
0

4 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. გთავაზობთ ფილმებს, რომელთა ნახვამაც, შესაძლოა დაგაინტერესოთ.

მშვიდობით, ლეონორა, რეჟისორი: პაოლო ტავიანი (Paolo Taviani, Leonora Addio, 2022)

ძმები ტავიანების გამოჩენას კინოში უცნაური, ძალზედ ხისტი შეფასება მოყვა – “კინო დაიწყო ლუმიერებით და დამთავრდა ტავიანებით”. 1950-იანი წლებიდან დაწყებული ათწლეულების მანძილზე ვიტორიო და პაოლო ტავიანებს – “ძმებ დანებს” (როგორც ხშირად მოხსენიებდნენ ვიტორიო ტავიანის სიკვდილამდე), 2018 წლამდე არ შეუწყვეტიათ კინოს ერთად გადაღება.

მშვიდობით, ლეონორა პაოლო ტავიანის რიგით მეორე სოლო ნამუშევარია, გადაღებული ვიტორიო ტავიანის სიკვდილიდან 4 წლის თავზე. სცენარზე მუშაობის იდეა 1984 წელს გაჩნდა, როცა ლუიჯი პირანდელოს შემოქმედებით შთაგონებულმა ძმებმა ეკრანზე პირანდელოსეული სიცილია, ქაოსით გააცოცხლეს. პაოლო ტავიანის უკანასკნელ ნამუშევარს ამჯერადაც პირანდელოს შემოქმედება, მეტიც, 1936 წელს მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები ასაზრდოებს. ზუსტად ისე, როგორც ვიტორიო ტავიანის სიკვდილი, ვის ხსოვნასაც პაოლო ტავიანიმ ფილმი-სპექტაკლი, მშვიდობით, ლეონორა მიუძღვნა.

რიმინი და სპარტა, რეჟისორი: ულრიხ ზაიდლი (Ulrich Seidl, Rimini, 2022; Sparta, 2022)

ულრიხ ზაიდლი, თომას ბერნჰარდის კინემატოგრაფიული მემკვიდრე, ერთ-ერთია იმ იშვიათ რეჟისორთაგან, რომელთაც თანამედროვე კინოფესტივალების მიერ შექმნილ კონიუნქტურაზე მორგებას, კვლავაც პირდაპირ და შეულამაზებლად საუბარი არჩიეს. მიხაელ ჰანეკეს მსგავსად, ზაიდლიც პესიმისტური განწყობებით, რეალობისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებითა და ხისტი მიდგომით გამოირჩევა. მისი ინტერესის საგანს თანამედროვე დასავლური საზოგადოების საშუალო ფენა, მათი ყოფის კრიტიკული გადააზრება წარმოადგენს.

ალკარასი, რეჟისორი: კარლა სიმონი (Carla Simon, Alcarras, 2022)

წელს, “ბერლინალეს” მთავარი პრიზი, ბოლოს და ბოლოს გადაეცა ფილმს, რომელიც მას იმსახურებდა. ალკარასი ახალგაზრდა რეჟისორის, კარლა სიმონის ფილმია, რომელიც კინემატოგრაფისთვის მეტად შაბლონური ისტორიის ასახვას, განსხვავებული მეთოდებით ცდილობს. ამბავი, რომელშიც ოჯახს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დათმობა რომელიმე ორგანიზაციისთვის უწევს, გამორჩეულ ხედვას, პერსონაჟების არაშაბლონურ რეპრეზენტაციასა და ორიგინალურობას მოითხოვს, რადგან კინემატოგრაფის ისტორიაში მრავალჯერ აღწერილი, კვლავ არ განმეორდეს. ამ მხრივ, კარლა სიმონის ფილმი ნამდვილად საინტერესოა, რადგან გარდა იმისა, რომ ამბის ასახვის დროს, რეჟისორი სწორად იაზრებს ზემოხსენებულ პრობლემებს, სხვადასხვა კინემატოგრაფიული ხერხებით გადაწყვეტს მათ, შინაარსობრივი კუთხით, საინტერესოა ფილმის ფინალი, არასწორხაზოვანი დასასრული, რომელიც მაყურებლებს დაფიქრებისაკენ, და შესაძლოა, გაერთიანებისკენაც უბიძგებს.

სხვა მხრივ, თუკი მოცემულ სიუჟეტს იმ სივრცეს მოვარგებთ, რომელშიც ვითარდება და ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სურათი მეტაფორულ-სიმბოლურ ჭრილში გააზრების შესაძლებლობასაც მოგვცემს: კატალონიელი ხალხი, გასნაკუთრებით 2017 წლიდან მოყოლებული, ესპანეთისაგან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბებას ითხოვს.

ხსენებული სიუჟეტი, რეალურ ყოფაშიც – განსაკუთრებით საქართველოში – ხშირად იჩენს თავს, როცა სამშენებლო თუ სხვა ბიზნეს-ორგანიზაციები ადამიანებს საცხოვრებელი სახლების დატოვებისაკენ მოუწოდებენ, რის შემდეგაც, საზოგადოებრივი აზრი ორად იყოფა და ხშირად მოვისმენთ იმ ადამიანების ლანძღვას, რომელთაც არსად წასასვლელი აქვთ და ხშირად ქუჩაში რჩებიან. ამ ფილმის ნახვა, განსაკუთრებით საზოგადოების ამ ფლანგისთვისაა რეკომენდირებული, რათა დაინახონ იმ ადამიანების ისტორია/პერსპექტივა, რომელთაც დაუფიქრებლად ლანძღავენ ხოლმე.

დაბოლოს, მარგინალური ოჯახის ამბავი, სიმბოლურად საქართველოს ისტორიის უკანასკნელ პერიოდთანაც შეგვიძლია დავაკავშიროთ, როცა კომპანია “ენკასა” და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მრავალთვიანი დაპირისპირება წარმოიშვა. ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ მათ, ვინც მთელი ეს პერიოდი, ეკონომიკური ელიტებისა და ბიზნეს-კორპორაციების “უფლებებს” იცავდა, იმ პირობებშიც კი, როცა სახელმწიფოსა და “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულება, ქვეყნისათვის ცალსახად უარყოფითი შედეგების მომტანი იყო.

სამოთხის ფრაგმენტები, რეჟისორი: კ. დ. დევისონი (K. D. Davison, Fragments of Paradise, 2022)

შემთხვევითი არ არის, რომ დევისონის დოკუმენტური ფილმის, სამოთხის ფრაგმენტების პრემიერა ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე, ლიეტუველი კინორეჟისორის, ამერიკული კინოავანგარდის ნათლიის, იონას მეკასის 100 წლის იუბილეს დაემთხვა. საარქივო მასალები, ფოტოები, კინოდღიურები, მეკასის ჩანაწერები თუ ლექსები, როგორ იგონებს იონას მეკასი და როგორ იგონებენ იონას მეკასს სხვები (მედია, მეკასით შთაგონებული რეჟისორები, ოჯახის წევრები) შთაგონებაა დევისონისათვის, რომლის ფილმიც ჩაფიქრებულია როგორც მეკასის კინოს მშვენიერებისაკენ გამავალი ფანჯარა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეჟისორი დამარცხდება იონას მეკასის კალეიდოსკოპური ცხოვრების მოხელთებისას, რომელშიც მეკასი რეჟისორიცაა და პოეტიც, კრიტიკოსიცა და არქივისტიც – რომლის გზაც სემინიშკიადან გადასახლებით იწყება, გერმანიაში შრომით ბანაკში მოხვედრით და მოგვიანებით ამერიკაში, ბრუკლინში აღმოჩენით გრძელდება, სადაც არ ტოვებს დაკარგულობის შეგრძნება – თვითონ იონას მეკასის დღიურები გაუკვალავს მაყურებელს გზას გზისკენ. გაუძღვება მოგზაურობაში, სადაც გაუწრთვნელი თვალი, მოუხელთებელი ფიქრი და ბოლექსის კამერა – ყოველდღიურ რეალობას პოეტურად უჯანყდება.

მწერალი ქალის ფილმი, რეჟისორი: ჰონ სან-სუ (Hong Sang-soo, The Novelist’s Film, 2022)

რეჟისორისთვის ჩვეული მინიმალისტური, შავ-თეთრი სამყარო, ნაცნობი სახეებით, მათ ყოფასა და ადამიანურ ურთიერთობებზე თვალის მიდევნებით კიდევ ერთ უბრალო ისტორიას გვთავაზობს, რომელიც კვლავ კინოს სიყვარულთან და სინეფილიასთან კავშირდება.

რეკომენდაცია სექციას – “აპოლო: კინოს მეხსიერება“, რომელშიც პიერ პაოლო პაზოლინისა და სატიაჯიტ რეის ფილმებია თავმოყრილი. რეტროსპექტივების მნიშვნელობა ფესტივალებზე ხაზგასასმელია, განსაკუთრებით ასეთ ავტორებთან და იმ თემებთან მიბრუნება, რომლებიც მათ ნამუშევრებშია წამოჭრილი. კინემატოგრაფიული თუ ესეისტური დებიუტიდან მოყოლებული, პაზოლინის კრიტიკის საგანი თანამედროვე ყოფაში გასაქონლებული ადამიანია. დღეს, როცა სამყაროს კაპიტალისტური განვითარება, ადამიანური ურთიერთობების რღვევა და ინდივიდის გაუცხოვება ზენიტშია, განსკუთრებით მნიშვნელოვანია პაზოლინის შემოქმედების რევიზია, რათა გაგებულ/გაანალიზებულ იქნას ის, რასაც იტალიელი ავტორი მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა.

რეკომენდაციას ვუწევთ ყველა ქართული ფილმის ნახვას, რათა უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას თანამედროვე ქართულ კინოზე, ავტორებზე, მათი ინტერესის საგნებსა და ზოგადად, ქართული კინოს მდგომარეობაზე.

დროის დაკარგვა არ ღირს ლუკას დონტის ფილმზე, ახლოს, რადგან წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ რეჟისორზე ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია; მისი ადგილი არა გადასაღებ მოედანზე, არამედ რომელიმე NGO-შია. მისი წინა ნამუშევარი, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული ცნობიერების (რომელსაც ზედაპირული აზროვნება ახასიათებს) საუკეთესო ილუსტრაციაა და ამიტომ, არ ვფიქრობთ, რომ მის მომდევნო ნამუშევარზე, ღირს დროის დახარჯვა.

პოსტის ნახვები: 1,040
Related Topics
  • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

სიყვარული, წყევლა თუ დალოცვა?!

  • დეკემბერი 3, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ ალბერტ სერასთან

  • დეკემბერი 5, 2022
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Geogian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – Meeting Point Vilnius (MPV) 2023

  • CinExpress
  • აპრილი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს