• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი „არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში
  • რევიუ

„არასდროს აღარ მოთოვს“ – მასაჟისტი-ანგელოზი ბურჟუაზიულ სამეზობლოში

  • დეკემბერი 19, 2020
  • CinExpress
Total
37
გაზიარება
37
0
0

ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

კინემატოგრაფიული ცინიზმის ახალგაზრდა დიდოსტატი და დღევანდელი პოლონური კინოს მარგალიტი, მაუგოჟატა შუმოვსკა, თავისი მუდმივი ოპერატორის, მიხაილ ენგლერტის თანარეჟისორობით ქმნის მისტიკურ სამყაროს, 2020 წლის სურათში, „არასდროს აღარ მოთოვს.“ აქ, რეჟისორები მისტიფიკაციისა და პროფანაციის განუწყვეტელ ჭიდილს წამოჭრიან, ერთი მხრივ, როგორც სოციალურ სატირას, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ინტელექტუალურ პაროდიას. შუმოვსკა და ენგლერტი ზღაპრულ კავშირს ინარჩუნებენ კინოს მდიდარ ისტორიასთან, და თავის ეკრანულ ჩარჩოში აქცევენ პაზოლინისა თუ ტარკოვსკის გმირებს, ვენდერსისა თუ კუბრიკის მოტივებს, ლინჩისა თუ კაპრას მაგიურ ქალაქებს – ტვინ პიკსი/ბედფორდ ფოლსი.

კინოს ისტორიის გარდა, ავტორები მკაფიოდ კომენტირებენ პოლონელი ხალხის პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ისტორიაზე და დღესდღეობით გაბატონებულ სოციო-ეკონომიკურ მოცემულობაზე. წამყვანი პერსონაჟი, ჩერნობილიდან მოვლენილი პაზოლინისეული იდუმალი სტუმარი, ჟენია (ალეკ უტგოფი) „ჩნდება, როგორც რეპრესირებულის ისტორიული დაბრუნება, თუმცა აგრეთვე, როგორც წმინდად უმანკო; აღჭურვილი – ასიამოვნოს თავისი მომხმარებლების სული და სხეული, როდესაც თავად დატყვევებულია სასოწარკვეთილი დანაკლისით“.[i]

2019 წელს არჩეულმა ულტრა-მემარჯვენე პოლონურმა ხელისუფლებამ, სახელად „კანონი და სამართლიანობა“, 2020 წელს ცხადყო რადიკალური მემარჯვენე იდეების სრული დესტრუქციულობა, როდესაც პოლონელ ქალებს აბორტის უფლება წაართვა. არასდროს აღარ მოთოვს უშუალოდ არ ეხმიანება ამ პოლიტიკურ საკითხს, განსხვავებით, კიდევ ერთი აღსანიშნავი პოლონური ფილმისა ჰეითერი (2020, რეჟ: იან კომასა), თუმცა ეკრანულ ზედაპირზე სრულად ამოატივტივებს იმ ნაგავ-კონსერვატიულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებას, ვის აგენტურასაც წარმოადგენს მთელი ეს ფაშისტოიდური პოლიტიკური ფორმაციები დასავლეთში. დასაწყისიდანვე, მყისიერად შემოდის მიგრანტების (ახალი მუშათა კლასის) საკითხი, ვინაიდან ჟენიას, რიგითი ბიუროკრატის „დაჰიპნოზება“ უწევს კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, სადაც მიგრანტთა მთელი მასა ჩნდება. ხოლო მას შემდეგ რაც იდუმალი ჩერნობილელი ცხოვრების უფლებას მოიპოვებს, შოსტაკოვიჩის მეორე ვალსი შემოდის ფონად, და მოასწავებს კოშმარულ ოდისეას, როგორც ფენომენალურ ფართოდ დახუჭულ თვალებში (1999). აგრეთვე, ბურჟუა პოლონელებისგან თავს იჩენს ორიენტალური დამოკიდებულება დაქვემდებარებული ერების, მაგალითად უკრაინელების მიმართ, ხოლო თვითორიენტალური ვნება დასავლეთის, მაგალითად ფრანგული ენის მიმართ.

არასდროს აღარ მოთოვს წარმოადგენს ერთგვარ ფილმ-ჰიპნოზსს ბურჟუაზიულ დასახლებაში, სადაც ავტორები სოციო-ეკონომიკურ საკითხს, პაზოლინისეულ მისტიკურ ნათელს მოჰფენენ, ეგზისტენციალურ საკითხს ტარკოვსკისეული აპარატით ამუშავებენ და ფინალურ ფაზაში კაპრას ზღაპრული აკორდით – „ყოველთვის როცა ზარი რეკავს, ანგელოზი იძენს ფრთებს“ – შედიან. თუმცა აქ, ზარის რეკვა, სულ სხვა აქტით ჩანაცვლდება.

 

[i] https://www.screendaily.com/reviews/never-gonna-snow-again-venice-review/5152929.article

პოსტის ნახვები: 305
Related Topics
  • არასდროს აღარ მოთოვს
  • კინო-ზღაპარი
  • ლევან ცხოვრებაძე
  • მალგოჟატა ჟუმოვსკა
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

უნებლიე თუ ნებისმიერი

  • დეკემბერი 11, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

თანმიმდევრული აპოკალიფსი – ვინ ეწირება წარღვნას?

  • დეკემბერი 23, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • CinExpress
  • მაისი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ტყე, ზამთარი, ალან ვეგა, ანტუან დ’აგატა და ძაღლი, რომელიც არ ცდილობს კატა ითამაშოს

  • CinExpress
  • იანვარი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

რეცენზია ძია ჭანგქეს ფილმზე “ნატურმორტი” (Still Life)

  • CinExpress
  • იანვარი 2, 2022
სტატიის ნახვა
  • რევიუ

კინო, რომელსაც ვერ შეჭამ

  • CinExpress
  • დეკემბერი 30, 2021
სტატიის ნახვა
  • რევიუ

ფასბინდერის კინომემკვიდრეობა – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”

  • CinExpress
  • ნოემბერი 20, 2020
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

რევიუ: “ღორი”

  • CinExpress
  • დეკემბერი 12, 2019
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • CinExpress
  • ნოემბერი 15, 2019
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს