• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კინოს ანტი-100 წლის მანიფესტი (იონას მეკასი)
  • ტექსტი

კინოს ანტი-100 წლის მანიფესტი (იონას მეკასი)

  • აგვისტო 22, 2019
  • ნინი შველიძე
Total
1
გაზიარება
1
0
0

თქვენც კარგად იცით, ღმერთმა შექმნა სამყარო და ყველაფერი მასში. ღმერთი თვლიდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ყველანი: მხატვარები, პოეტები და მუსიკოსები ზეიმობდნენ და უმღეროდნენ ამ ქმნილებას. მართლაც ყველაფერი კარგად იყო, თუმცა არა, რაღაც დაავიწყდა თვითონ ღმერთს.

სწორედ ამიტომ, დაახლოებით 100 წლის წინ, ღმერთმა გადაწყვიტა, შეექმნა კინოკამერაც და შექმნა იგი. მოგვიანებით მან შექმნა კინორეჟისორებიც და განუცხადა: “აქ არის ინსტრუმენტი, რომელსაც კინოკამერას ეძახიან, წადით და გადაიღეთ, წადით და იზეიმეთ ამ ქმნილების მშვენიერება და ადამიანური სულის ოცნებებიც. ისიამოვნეთ.”

არ მოეწონა ეს ეშმაკს და კამერის წინ ტომრით დაუდგა კინორეჟისორებს ფული, უთხრა: “რატომ უნდა ზეიმობდეთ სამყაროს მშვენიერებას თუ ეს ფულს ვერ მოგიტანთ?”
და სჯეროდათ თუ არ სჯეროდათ, ისინი ყველანი, კინორეჟისორები გაიქცნენ ფულის ტომრისაკენ. და ღმერთიც მიხვდა, შეცდა.

25 წლის შემდეგ  ამ შეცდომის გამოსასწორებლად ღმერთმა შექმნა დამოუკიდებელი ავანგარდისტი კინორეჟისორები და განუცხადა მათ: “აი, კამერა, აიღეთ ის და გადით სამყაროში, რათა უმღეროთ განურჩევლად ყველა ქმნილების მშვენიერებას, ისიამოვნოთ. თქვენ მძიმე დროში მოგიწევთ შრომა, ეს ინსტრუმენტი ფულს ვერ მოგიტანთ.”

ელაპარაკა უფალი ვიკინგ ეგელინგს, ჟერმენა დიულაკს, ჟან ეპშტეინს, ფერნარ ლეჟეს, დმიტრი კირსანოვს, მარსელ დუშამს, ჰანს რიხტერს, ლუის ბუნუელს, მან რეის, კავალკანტის, ჟან კოქტოს, მაია დერენს და სიდნი პეტერსონს, კენეტ ენგერს, გრეგორი მარკოპულოსს, სტენ ბერკიჯს, მარი მინკენს, ბრუს ბეილის, ფრენსის ლის, ჰარი სმიტს, ჯეკ სმიტს, კენ ჯაკობს, ენრი გერს, რონ რაისს, მაიკლ სნოუს, ჯოზეფ კორნელს, პეტერ კუბელკას, ჰოლის ფრემპტონს, ბარბარა რუბინს, პოლ შერითს, რობერტ ბევერს, კრისტოფერ მაკლაინს, კურტ კრენს, რობერტ ბრირს, დორე ო-ს (Dore O.), ისიდორ ისუს, ანტონიო დე ბერნარდის, მორის ლემეტს, ბრუს კონერს, კლაუს ვიბორნის, ბორის ლემანს, ბრუს ელდერს, ტაკა იმურას, აბიგაილ ჩაილდს, ენდრიუ ნორენსა და კიდევ სხვებსაც მთელ მსოფლიოში.

და მათაც თავისი ბოლექსებით, თავისი პატარა 8mm-იანი და Super 8 კამერებით ხელში ამ სამყაროს მშვენიერების, ადამიანური სულის კომპლექსური თავგადასავლების გადაღებით მიიღეს კიდეც უზარმაზარი სიამოვნება. ფილმებს არ მოჰქონდათ ფული; როგორც ამბობენ, არც სარგებელი.

და ახლა, როცა მსოფლიოს ყველა მუზეუმი კინოს დაბადების 100 წელს აღნიშნავს, როცა კინოს გადაღებისთვის მილიონობით დოლარს იხდიან, როცა ყველა მიემგზავრება ჰოლივუდში, არავინ ახსენებს ავანგარდს და დამოუკიდებელ კინოს. ბროშურები და მუზეუმების პროგრამები, არქივები და სინემათეკები მსოფლიოს მასშტაბით გვიმეორებენ “ჩვენ არ გვადარდებს თქვენი კინო”.

მასშტაბურობის ხანაში, სანახაობების, 100 მილიონიანი ფილმების წარმოების ხანაში  მინდა, გიამბოთ ყველაზე პატარა, ადამიანური სულის უხილავ მომენტებზე, იმდენად მშვენიერზე, იმდენად უმნიშვნელოზე, რომ ისინი შესაძლოა კლიგის სინათლის[1] ქვეშ დაიფერფლონ კიდეც. მინდა, ვიზეიმო კინოს მცირე ფორმები, ლირიკული ფორმა, პოემა, აკვარელი, ეტიუდი, სკეტჩი, პორტრეტი, არაბესკა, ბაგატელე და პატარა 8 mm-იანი სიმღერები.

ამ დროში, როცა ყველას სურს იყოს წარმატებული და წარმატებით გაყიდული, მინდა, მივულოცო მათ, ვინც მოზიარეა სოციალური, ყოველდღიური უხილავი წარუმატებლობის, პერსონალური მომენტების, რომლებსაც არ მოაქვთ ფული, არ მოაქვთ პური, რომლებიც ვერ ქმნიან თანამედროვე ისტორიას, ხელოვნების ისტორიას ან საერთოდ ისტორიას. იმ ხელოვნების მხარეს ვარ, რომელსაც ჩვენ ერთმანეთისთვის ვქმნით, როგორც მეგობრები.

მოღიმარი ვდგავარ საინფორმაციო გზაჯვარედინზე, რადგან სადღაც ჩინეთში პატარა ყვავილზე პეპელა ჯერ მხოლოდ ფრთებს იქნევს და მჯერა, მთელი ისტორია, კულტურა რადიკალურად შეიცვლება ამ ფრთების ქნევით. სადღაც ახმაურდება Super 8mm-იანი კამერა – სადღაც, ნიუ-იორკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილშიც და რაღაც შეიცვლება, სამყარო აღარასდროს დარჩება იგივე.

კინოს ნამდვილი ისტორია ეს უხილავი ისტორიაა, ისტორია მეგობრების შეკრების, იმის კეთების, რაც მათ უყვართ. ჩვენთვის კინო პროექტორის ყოველი ახმაურებისას იწყება, ჩვენი კამერის ყოველი ახალი ახმაურებისას. ჩვენი კამერის ყოველი ხმაური კი გულის ცემაა მეგობრებისთვის.

[1] ინტენსიური განათების ნათურა, რომელსაც სახელი გერმანელი გამომგონებელი ძმები კლიგების მიხედვით შეერქვა

პოსტის ნახვები: 517
Related Topics
  • Avant-garde
  • ავანგარდი
  • იონას მექასი
  • კინოს ანტი-100 წლის მანიფესტი
  • მანიფესტი
  • ნინი შველიძე
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • ინტერვიუ
  • სიახლე
  • სტატია

ორსონ უელსი და უსასრულო კინო: ინტერვიუ არმან ფატიჩთან

  • აგვისტო 17, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • Great Movies
  • რეცენზია

მოკლე ფილმი მკვლელობაზე

  • აგვისტო 22, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს