• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი დევიდ გრებერი — პანდემიის შემდეგ, ძილს ვეღარ დავუბრუნდებით
  • ბლოგი
  • თარგმანი

დევიდ გრებერი — პანდემიის შემდეგ, ძილს ვეღარ დავუბრუნდებით

  • მარტი 4, 2021
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
3
გაზიარება
3
0
0

თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა

სანამ 2020 წლის სექტემბერში, ნაადრევ ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვლებოდა, ანარქისტმა ანთროპოლოგმა, დევიდ გრებერმა დაწერა ესსე იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა სიცოცხლე და პოლიტიკა კოვიდ-პანდემიის შემდეგ. Jacobin ამაყობს, რომ პირველად აქვეყნებს გრებერის ესსეს.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაღაც მომენტში კრიზისი დასრულებულად გამოცხადდება და გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს ფუჭ სამსახურებს დავუბრუნდეთ. ბევრი მათგანისთვის ეს პროცესი სიზმრიდან გამოღვიძებასავით იქნება.

მედია და პოლიტიკური კლასები დანამდვილებით შეეცდებიან, რომ ასე ვიფიქროთ. ასე მოხდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგაც; იყო მცირეხნიანი დაკითხვის მსგავსი პერიოდი (რა არის „ფინანსები,“ საერთოდ? მხოლოდ სხვა ადამიანების სესხი, არა? რა არის ფული? მხოლოდ და მხოლოდ სესხი? რა არის სესხი? მხოლოდ დაპირება, არა? თუკი ფული და სესხი მხოლოდ ერთმანეთისადმი მიცემული დაპირებებია, მაშ ასევე მარტივად ხომ არ შეგვიძლია სხვა დაპირებების მიცემა?) ფანჯარა მაშინათვე დახურეს მათ, ვინც ჩვენს გაჩუმებას, ფიქრის შეწყვეტასა და უკან, სამსახურებში დაბრუნებას – ან მის მოძებნას

მედია და პოლიტიკური კლასები დანამდვილებით შეეცდებიან, რომ ასე ვიფიქროთ. ასე მოხდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგაც; იყო მცირეხნიანი დაკითხვის მსგავსი პერიოდი (რა არის „ფინანსები,“ საერთოდ? მხოლოდ სხვა ადამიანების სესხი, არა? რა არის ფული? მხოლოდ და მხოლოდ სესხი? რა არის სესხი? მხოლოდ დაპირება, არა? თუკი ფული და სესხი მხოლოდ ერთმანეთისადმი მიცემული დაპირებებია, მაშ ასევე მარტივად ხომ არ შეგვიძლია სხვა დაპირებების მიცემა?) ფანჯარა მაშინათვე დახურეს მათ, ვინც ჩვენს გაჩუმებას, ფიქრის შეწყვეტასა და უკან, სამსახურებში დაბრუნებას – ან მის მოძებნას – მოითხოვდა.

ბოლო შემთხვევაში, ამას დავთანხმდით. ამჯერად, კრიტიკულად მნიშნელოვანია, რომ ასე არ მოვიქცეთ.

რადგან, რეალურად, კრიზისი, რომელიც სულ ახლახან გამოვცადეთ, სიზმრიდან გამოღვიძება გახლდათ, კონფრონტაცია ადამიანთა ყოფის ნამდვილ რეალობასთან, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ერთმანეთზე მზრუნველი მოწყვლადი არსებები ვართ, და რომ ის, ვინც ლომის წილს იდებს ამგვარ თვით-გადამრჩენელ ზრუნვაში, მეტისმეტად იბეგრება, შრომა არასაკმარისად უნაზღაურდება და ყოველდღიურად განიცდის დამცირებას, და რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არაფერს აკეთებს, გარდა უაზრო ფანტაზიებში ბრუნვისა, ქირავნობისა და როგორც წესი, ხელს უშლის მათ, ვინც აკეთებს, ამაგრებს, მოძრაობს, გადაადგილებს ნივთებს, ან ზრუნავს სხვათა საჭიროებებზე. აუცილებელია, რომ უკან არ დავუბრუნდეთ რეალობას, სადაც ამ ყველაფერს გარკვეულწილად ამოუცნობი ელფერი ენიჭება, ისევე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე სიზმრებში, უაზრობები.

და ამაზე რა აზრის ხართ: რატომ არ შევწყვეტთ ამ ყველაფრის ნორმალურად აღქმას, რომ რაც უფრო თვალნათლივ ახეირებს ერთი ნაწილი სხვებს, მით უფრო ნაკლებია მათი ანაზღაურება; ან იმის მტკიცებას, რომ ფინანსური ბაზარი საუკეთესო გზაა ინვესტიციის განსახორციელებლად, მაშინაც კი, როცა ის დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებას ახალისებს?

ნაცვლად ამისა, როდესაც ამჟამინდელი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, რატომ არ დავიმახსოვრებთ იმას, რაც ვისწავლეთ: რომ თუკი „ეკონომიკა“ საერთოდ ნიშნავს რაიმეს, ეს არის გზა, რომლითაც უზრუნველვყოფთ ერთმანეთს იმით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (alive – ტერმინის ყველანაირი გაგებით), რომ ის, რასაც „ბაზარი“ ეწოდება, წარმოადგენს საერთო სურვილების ჩამონათვალს მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ადამიანებისა, რომელთა უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, ოდნავ მაინცაა პათოლოგიური, და რომელთაგან ყველაზე უფრო დიდი ძალაუფლების მქონეებმა უკვე დაასრულეს იმ ბუნკერების პროექტირება, რომელში გაქცევასაც გეგმავენ, თუკი ჩვენ კვლავაც საკმარისად სულელები დავრჩებით და დავუჯერებთ მათი დამქაშების ლექციებს, რომ ჩვენ, ყველას, კოლექტიურად გვაკლია საღი აზროვნების უნარი, რათა ვიმოქმედოთ რაიმე, მოსალოდნელი კატასტროფების წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაში, საპირისპიროდ – შეგვიძლია უბრალოდ მათი იგნორირება მოვახდინოთ?

უმეტესობა სამუშაოებისა, რომელსაც ვასრულებთ ერთგვარი წარმოსახვითი სამუშაოა. ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებობს, ან რომ მდიდარმა საზოგადოებამ თავი კარგად იგრძნოს, ან რომ ღარიბმა ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნონ. და თუკი ჩვენ უბრალოდ გავჩერდებოდით, შესაძლოა საკუთარი თავისთვის უფრო მეტად კეთილგონივრული დაპირებები მიგვეცა: მაგალითად, იმგვარი „ეკონომიკის“ შექმნა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, გვეზრუნა იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენზე ზრუნავს.

წყარო: https://jacobinmag.com/2021/03/david-graeber-posthumous-essay-pandemic?fbclid=IwAR02u4K4AsvP3Gol2WlRTphyLsDElB6we0y63Wj5JvMDTV3yKGxv_7j6gqE

ლიტაგორას ვიდეო-ბლოგი დევიდ გრებერის “სიაფანდი სამსახურების” შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ, აქ

პოსტის ნახვები: 419
Related Topics
  • bullshitjobs
  • davidgraeber
  • jacobinmagazin
  • ანარქიზმი
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დევიდ გრებერი
  • პანდემია
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმზე “მოთვინიერება” (Taming the Garden, 2021)

  • მარტი 1, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • ესსე
  • ტექსტი

ჩეხური და სლოვაკური ახალი ტალღის მისტიკური შეცნობა

  • მარტი 30, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს