• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)
  • პროექტი

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • აგვისტო 28, 2023
  • CinExpress
Total
0
Shares
0
0
0

უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ავტორის, ლიეტუველი კინორეჟისორის, შარუნას ბარტასის საპროდიუსერო სტუდია Studija “Kinema” და CinExpress პირველ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს – „კინოს საფუძვლები (ჯგუფური მასტერკლასი)“ – განახორციელებს.

შარუნას ბარტასი თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთი არაკონვენციური და თვითმყოფადი სტილის მქონე ავტორია, რომელმაც შემოქმედება სრულმეტრაჟიანი ფილმით სამი დღე (1991) დაიწყო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ბარტასის გვიანდელმა ნამუშევრებმა რამდენიმე ჩვენგანი (1996), სახლი (1998), მას უაღრესად მგრძნობიარე ხელოვანის, კინოპოეტისა და შემოქმედებითად მეამბოხე ავტორის სახელი მოუპოვა. ლიეტუველი რეჟისორი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია კანის, ბერლინის, ვენეციის და ვენის კინოფესტივალებზე.

„კინოს საფუძვლები“ სამდღიანი პროექტია, რომელიც ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, მოიცავს სიღრმისეულ საუბრებს და მიეძღვნება ფილმის შექმნის საბაზისო საკითხებს მათი განვითარებიდან პოსტწარმოებამდე. ბარტასი მონაწილეებთან ერთად დეტალურად განიხილავს თითოეულ ეტაპს და გაუზიარებს მათ პირად გამოცდილებებს, რომელიც 30 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში დააგროვა; მისცემს კრიტიკულ, პრაქტიკულ და ტექნიკურ რჩევებს.

ონლაინ-მასტერკლასი თემატურად დაიყოფა სამ შეხვედრად (თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი) და კინოს წარმოების ყველა ეტაპს შეეხება. ამასთან, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები გამოცდილ ავტორს, მიიღონ მისგან პრაქტიკული და თეორიული რჩევები.

პროექტში მონაწილეობის საფასურია 150 ევრო.

პროექტი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე, ჯგუფისა და ორგანიზატორებისთვის ხელსაყრელ პერიოდში (საორიენტაციო პერიოდია ოქტომბრის დასაწყისი).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვწეროთ მეილზე – cinexpress2019@gmail.com

პოსტის ნახვები: 391
Related Topics
  • 2023
  • სინექსპრესი
  • შარუნას ბარტასი
CinExpress

წინა სტატია
  • ესსე

ტრანსცენდენტური სტილი რეიგადასთან, როგორც ”ყოფნის იდეა“

  • ივლისი 9, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი — სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • სექტემბერი 7, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ნიდერლანდური კინოს კვირეული

  • CinExpress
  • მარტი 19, 2026
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ირანული კინოს რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • იანვარი 31, 2026
სტატიის ნახვა
  • პროექტი

Nordic-Baltic Film Festival

  • CinExpress
  • ოქტომბერი 1, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

მიხაელ ჰანეკეს რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • სექტემბერი 11, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • მაისი 18, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • პროექტი

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • პროექტი

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს