• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ძმები დარდენები – ბავშვი უფრო რადიკალურია ვიდრე რადიკალები
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ძმები დარდენები – ბავშვი უფრო რადიკალურია ვიდრე რადიკალები

  • ოქტომბერი 17, 2020
  • CinExpress
Total
1
გაზიარება
1
0
0
მთარგმნელი: ნინი შველიძე

ტექსტი პირველად განთავსდა საიტზე: https://gennariello1927.blogspot.com/

Cineuropa: რატომ დაინტერესდით ახალგაზრდა რადიკალი ბიჭის ბედით?

ჟან-პიერ დარდენი:  თავდასხმები საფრანგეთსა და ბელგიაში ჩვენთვის კატალიზატორი აღმოჩნდა. გეოგრაფიულმა სიახლოვემ აგვაღელვა. დავფიქრდით  როგორ შეგვეძლო  ამ საშინელ მოვლენებს  კინოს მეშვეობით  გამოვხმაურებოდით.

Cineuropa: ვინ არის აჰმედი?

ლუკ დარდენი: აჰმედი ახალგაზრდა ბიჭია, ბავშვიც კი, რადგან ბავშვი  გვაძლევდა საშუალებას გვეჩვენებინა როგორ ინერგება სიძულვილზე დაფუძნებული იდეა, იმამის ქადაგების მეშვეობით,  ახალგაზრდა გონებასა და  სხეულში.

არადა ბავშვს სჯერა სიწმინდის იდეის, აჰმედს სწამს მთელი არსებით და  ხდება უფრო რადიკალური ვიდრე  რადიკალები.  მოქმედება სურს, დაუყოვნებლივ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ  სხეული გონების კონტროლს არ ემორჩილება.  სიცოცხლეს შეუძლია  სიკვდილზე გამარჯვება. ვცდილობდით უფროსი პერსონაჟები ნათლად წარმოგვედგინა,  რთული აღმოჩნდა.  მორალიზაციის შანსი დიდი იყო, რაც აუცილებლად  გამოიწვევდა  გმირების  გაბოროტების განცდას. არ გვინდოდა მთელი ეს თვეები ამისთვის დაგვეკარგა.

ჟან-პიერ დარდენი:   ერთადერთი იმედიღა გვქონდა, აღმოგვეჩინა პატარა ამბავი უნივერსალური გამოხმაურებით. აჰმედი მეხსიერებითაა შეპყრობილი, რადგან იმამი მუდმივად ახსენებს ბიძაშვილის არსებობას, რომელიც “ბრძოლოს ველზე” მოკვდა. ეს კულტი, მკვდრის კულტი  უზარმაზარი ტკვირთია  მისთვის, სასიკვდილო ტვირთიც.

Cineuropa: აჰმედს უნიკალური ურთიერთობა აქვს ენასთან, ვერბალურ ძალადობასა და სხვა დისკურსის გავლენის მოხდენის შეუძლებლობასთან.

ჟან-პიერ დარდენი: რეალობა უკიდურესად ფანატიკურია. ფანატიკოსები კი გარესამყაროს არ უსმენენ, მათ საკუთარ თავსა და სამყაროს შორის კედლები აღმართეს, ერთადერთ მიზანს სხვების მიმსგავსება წარმოადგენს, ოღონდ  ნებისმიერ ფასად. ეს ფილმი მცდელობაა,  დაეხმაროს ბიჭუნას “უწმინდურობას“ დაუბრუნდეს, რომლისგანაც ცდილობს თავის დაღწევას ,  თუმცა ისე, რომ ნაივურობაში არ ჩავარდეს.. მისი სხეულისთვის ერთდაერთი გზაა დაუბრუნდეს  მიწას.  სიტყვები ვეღარ ჩასწვდნენ.

Cineuropa: და მაინც,  აჰმედი სიკეთის  გამოჩენის ნაკლებობას არ განიცდის.

ლუკ დარდენი:  ბიჭი ყველა იმ პერსონაჟისგან გვყავდა დასაცავი,  რომელიც მისი ფანატიზმისაგან დახსნას შეეცადა. ზოგჯერ ეს უსიამოვნო განცდაა. წერის დროს ვაანალიზებდით, რომ ჩვენი სხვა ფილმებისგან განსხვავებით,  არ გვჭირდებოდა გმირი, რომელიც აჰმედს დაეხმარებოდა, რათა სხვა პერსონა გამხდარიყო.  თვითონ უნდა შეცვლილიყო.

Cineuropa: ეს გავლენის მოხდენის შეუძლებლობა ზრდის დრამატულ დაძაბულობასაც.

ჟან-პიერ დარდენი: დრამატული დაძაბულობა მუდმივად გონებაში გვიტრიალებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაძაბულობა  მაყურებელსაც ჩვენთან ერთად ეტარებინა.  ბალანსი უნდა შეგვენარჩუნებინა,  ორ წარმოდგენას შორის, რომ აჰმედი აღასრულებს ლეტალურ გეგმებს და ამავდროულად, გამოგვეწვია იმედიც,  რომ ის უარს იტყვის ამ გეგმებზე. შეიცვლება თუ არ შეიცვლება? უნდა ითქვას, როცა  ბავშვს იღებ რაღაცები შენგან უჩინარდება,  რაღაცები მისგან. ის არ არის პროფესიონალი მსახიობი, რომელიც თავის მოძრაობასა და სხეულს აკონტროლებს. კამერა ამ დროს ვამპირს ესგავსება. მუდმივად ვცდილობდით გმირისთვის თავისუფლება დაგვეტოვებინა, ყველაფერი არ გვეკონტროლებინა.

Cineuropa: რთულია ფილმში რელიგიური თემის შემოტანა?

ლუკ დარდენი: ამ თემას სხეულით უნდა მივახლოებოდით, სხეულით, რომელიც შეზღუდულია რელიგიის მიერ. რელიგია ხომ  წრთვნის ამ ბიჭის სხეულს, რათა  არავის შეეხოს, გვერდით არავინ გაიკაროს, ამით  მუდმივად დაიცვას სამყაროსგან, სხვისგან,  ყველაფრისგან რამაც შეიძლება „წაბილწოს“.

Cineuropa:  თქვით,  რომ კანი ის ადგილია,  სადაც საკითხები ნეტფლიქსსა და კინო სამყაროს შორის წყდება.

ლუკ დარდენი: კულტურულ ცხოვრებაში, დისკუსიის წამოწყება პრივილეგირებული მომენტია,  ასევეა კანის კინოფესტივალზეც. ჩვენ გვჭირდება ზეწოლა ევროპაზე, სადაც ეცოდინებათ, რომ გვაქვს  პლატფორმა დიალოგისა და არა კანონების დაწესებისთვის. თუ ნეტფლიქსი შემოგვთავაზებს „რომას“ მსგავს ნამუშევრებს,  ეს მშვენიერი იქნება, თუმცა მათ მოუწევთ გადაინაცვლონ კინოთეატრებში!

კანი უზრუნველყოფს სივრცის არსებობას,  სადაც სამართლებრივ კონტექსტზე მეტი მნიშვნელობა დისკუსიებსა და ადამიანურ ურთიერთობებს ენიჭება.

ორიგინალი:    https://cineuropa.net/en/interview/372135/

პოსტის ნახვები: 473
Related Topics
  • ახალგაზრდა აჰმედი
  • ნინი შველიძე
  • ძმები დარდენები
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი

იონას მეკასი: პაზოლინის “რჩეული პოეზიის” წაკითხვის შემდეგ

  • ოქტომბერი 12, 2020
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • სიახლე

კარ-ვაი ვონი ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს

  • ოქტომბერი 29, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

  • CinExpress
  • დეკემბერი 22, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს