• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ზოლტან ფაბრის „მეხუთე ბეჭედი“ — ეთიკა საშინელების პირისპირ
  • ტექსტი

ზოლტან ფაბრის „მეხუთე ბეჭედი“ — ეთიკა საშინელების პირისპირ

  • ივლისი 11, 2025
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

ავტორი: საბა ოსანაძე

1944 წლის მიწურულის ერთ-ერთ საღამოს, როცა ბუდაპეშტი დაღუპვის პირასაა, ტავერნის მბჟუტავი განათების ქვეშ ოთხი კაცი იკრიბება. ისინი სვამენ, იხსენებენ ახალგაზრდობას, კამათობენ მორალზე. ამ სივრცეში, რომელიც გახლეჩილ სამყაროში სიმშვიდის პატარა ნატეხია, დაისმება კითხვა. უბრალოდ კითხვა კი არა, არამედ უფრო ერთგვარი მეტაფიზიკური ხაფანგი. ერთ-ერთი მათგანი კითხულობს: „რომ გქონდეთ არჩევანი რა ადამიანად დაბადებულიყავით, ვის აირჩევდით: მონას, რომელიც იტანჯება, მაგრამ უდანაშაულოა, თუ ტირანს, რომელიც უდანაშაულო მონას აწამებს?“ სხვა არჩევანი არ არის — ან მონა, ან ტირანი. ყველა ირჩევს ტირანად დაბადებას.

ეს, ერთი შეხედვით აბსტრაქტული კამათი ზოლტან ფაბრის დრამის ბირთვი ხდება. ზოლტან ფაბრი მეოცე საუკუნის უნგრული კინოს ყველაზე ინტელექტუალური რეჟისორია. ფილმში, მეხუთე ბეჭედი იგი ქმნის ფილოსოფიურ იგავს იმაზე, თუ რა ფასად უჯდება ადამიანს არჩევანი, როცა საშინელების პირისპირ დგას. როგორც მორალური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებში, აქაც არ არსებობს სწორი პასუხები — მხოლოდ შედეგები, რაზეც პასუხისგებაა საჭირო.

ფილმი მეხუთე ბეჭედი ზოლტან ფაბრიმ 1976-ში გადაიღო. უნგრეთში ამ დროს სოციალისტური რეჟიმია, ხოლო ფილმის მოქმედება  ხდება იმ დროს, როცა უნგრეთში „გადაჯვარედინებული ისრების“ პარტიის ფაშისტური დიქტატურაა. ამ დროს, უნგრეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირეა. ქვეყანაში მასობრივი რეპრესიებია, ებრაელების და განსხვავებული აზრის დევნა.

ფილმის დასახელება იოანეს გამოცხადებიდანაა აღებული: „და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ“. ფაბრისთან გამოცხადება უკიდურესად მიწიერი და ცხადზე ცხადია.

ტავერნაში კამათის შემსწრე ფოტოგრაფი იტყვის, რომ ის მონის ცხოვრებას აირჩევდა. არავის სჯერა მისი. ფოტოგრაფი გაბრაზდება და ოთხივეს ჩაუშვებს პოლიციაში, იტყვის, რომ ისინი ხელისუფლებას აუგად მოიხსენიებდნენ. ფილმის გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან: დურგალი, საათების ოსტატი, ვაჭარი და ტავერნის მფლობელი. ისინი არც წინააღმდეგობის მოძრაობის გმირები არიან, არც გამცემები, უბრალო ცხოვრობას ცხოვრობენ. და სწორედ ამიტომაც არის ტრაგედია უფრო მტკივნეული: თითოეულ მათგანს მოუწევს დაპირისპირება არა იმდენად გარე მტერთან, არამედ საკუთარ თავთან. საიდუმლო პოლიცია მეორე დღეს მათ დააკავებს. ციხეში მათ სთავაზობენ თავისუფლებას თუ ისინი ცემისგან ნახევრად მკვდარ ტყვეს ორჯერ სილას გააწნიან. წინა ღამით განხილული მორალური თეორია სისხლიან პრაქტიკად გადაიქცა. ამ სიტუაციაში უფრო მეტ სიმბოლიზმს წავიკითხავთ თუ გავიხსენებთ, რომ ტყვეს იესოდ მოიხსენიებენ. დაკავებულებს ირიბად ეუბნებიან მონად ყოფნას ირჩევთ თუ ტირანობას. ოთხიდან მხოლოდ მესაათე გაბედავს დარტყმას, მას გაათავისუფლებენ. თავის საქციელს ის ამართლებს იმით, რომ სახლში ხელისუფლების მიერ რეპრესირებული მეზობლების შვილები ჰყავს შეფარებული და მის გარეშე გაუჭირდებათ.

არჩევანის სცენას, ფილმის კულმინაციას, რეჟისორი მარტივად აგებს: ექსპრესიის, სპეცეფექტებისა თუ მუსიკალური გაფორმების გარეშე, აქ მხოლოდ ახლო ხედებია სახეებზე. მხოლოდ დუმილი. მხოლოდ არჩევანი. და სწორედ ამაშია ფაბრის  საავტორო კინოს არსი: კამერა არ დომინირებს, უბრალოდ აფიქსირებს. ეთიკა ვლინდება არა დეკლარაციებით, არამედ პაუზებით, მზერით, გაუთქმელი სიტყვებით.

გიორგ ილეშის ოპერატორული ნამუშევარი ფილმს სიღრმესა და თითქმის რელიგიურ სიმკაცრეს სძენს. ტავერნის ინტერიერები მოგვაგონებს ფლამანდრიულ ტილოებს, განსაკუთრებით ბოსხის მხატვრობას, მრავალმნიშვნელოვანი ჩრდილებით, ფრაგმენტულობით და განწირულობის შეგრძნებით. შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი სცენა ალეგორიულ ხილვებს ჰგავს, თითქოს გმირები არა რეალურ სამყაროში, არამედ სინდისის ლაბირინთში მოძრაობენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაიოშ იოზეის თამაში მესაათის როლში. მისი სახე ერთდროულად თავშეკავებული და ემოციურია. ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ღირსება შეინარჩუნოს ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც ღირსეულობა სიგიჟის ფორმად იქცევა. მის თვალებში ფილმის მთავარ სენტიმენტებს ვხედავთ – სირცხვილს, შიშს და ადამიანობის განცდას.

მეხუთე ბეჭედი არ არის უბრალოდ ფილმი ფაშიზმზე. ესაა ფილმი ყველა იმ დროზე, როცა ბოროტება მთავარი გმირი ხდება. ფაბრი, როგორც ბერგმანი და ტარკოვსკი, იკვლევს იმ საზღვრებს, რასაც შეიძლება გაუძლო იმგვარად, რომ საკუთარ თავს არ უღალატო. განსხვავებით ჰოლივუდური დრამებისგან, აქ ვერ შევხვდებით კათარზისს. ფაბრი უარს ამბობს მაყურებლის ნუგეშზე. მაგრამ სწორედ ამაშია ფილმის სიძლიერე: ის არ გვაწვდის პასუხებს, ის ისევ და ისევ კითხვასთან გვაბრუნებს.

მეხუთე ბეჭედი  მხოლოდ უნგრული კინოს მემკვიდრეობად არ უნდა აღვიქვათ. ზოლტან ფაბრი სარკესავით ასახავს იმ ეპოქებს, რომლებშიც კაცობრიობა ცხოვრობდა და ცხოვრობს: ძალადობის, შიშისა და სინდისთან ბრძოლის ეპოქებს.

პოსტის ნახვები: 12
Related Topics
  • ზოლტან ფაბრი
  • მეხუთე ბეჭედი
  • საბა ოსანაძე
CinExpress

წინა სტატია
  • ტექსტი

კშიშტოფ კიშლოვსკი: ვიზუალური კაფკა პოლონეთში

  • მაისი 25, 2025
  • ლიკა გლურჯიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • ტექსტი

კშიშტოფ კიშლოვსკი: ვიზუალური კაფკა პოლონეთში

  • ლიკა გლურჯიძე
  • მაისი 25, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი — შანსი თუ ბედისწერა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 24, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ხაფანგი: კშიშტოფ კიშლოვსკის კინომოყვარული

  • ნინი შველიძე
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს