• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ხაფანგი: კშიშტოფ კიშლოვსკის კინომოყვარული
  • თარგმანი

ხაფანგი: კშიშტოფ კიშლოვსკის კინომოყვარული

  • მაისი 21, 2025
  • ნინი შველიძე
Total
0
გაზიარება
0
0
0

თარგმნა ნინი შველიძემ

მგონია, კინომოყვარული (1979) იურეკ შტურისთვის დავწერე. სიმშვიდე ნამდვილად მისთვის დაიწერა, რადგან უკვე ვიცნობდი. კინომოყვარულზე მუშაობისას იურეკი საკმაოდ ცნობილი იყო. წარმატება მოუტანა ისეთმა ფილმებმა, როგორებიცაა მთავარი ძაღლი და სიმშვიდე.

კინომოყვარულში არიან მსახიობები, რომლებიც გარკვეულ როლებს თამაშობენ, მაგრამ ამასთან, არიან რეალური ადამიანებიც, რომლებიც ფილმში საკუთარი სახელებით ჩნდებიან. კშიშტოფ ზანუსი რეალურ ცხოვრებაშიც კინორეჟისორია, რომელიც დროდადრო პატარა ქალაქებში “რეჟისორთან შეხვედრებს” ესწრება ხოლმე. ფილმში კინომოყვარული, ის ზუსტად ამ კონტექსტში ჩნდება, როგორც რეჟისორი. შეხვედრის ფარგლებში პატარა ქალაქში ჩადის. ძველად ხშირად იმართებოდა მსგავსი შეხვედრები. დროდადრო ახლაც ეწყობა ხოლმე. (ცოტა ხნის წინ პიესევიჩთან ერთად ვიყავი მსგავს შეხვედრაზე კრაკოვის ერთ-ერთ მონასტერში. შეხვედრა ახალგაზრდებისთვის ეკლესიაში მოეწყო, დეკალოგის ჩვენების შემდეგ. დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ეკლესიაში შემოსვლას ვერ ახერხებდნენ და ქუჩაში იდგნენ მთელი დროის განმავლობაში. დინამიკებიც კი დააყენეს).

კინომოყვარულის მთავარი გმირი კინოთია გატაცებული. გატაცებას უეცრად აღმოაჩენს, როცა თავის ახალშობილ ქალიშვილზე საოჯახო ფილმს იღებს 8მმ-იანი კამერით. ასე ძლიერი გატაცება მოყვარულებს თუ ახასიათებთ. კამერით ამდენად გატაცებული თვითონ არასდროს ვყოფილვარ. ფილმებს ვიღებდი, რადგან ეს იყო ჩემი პროფესია. ძალიან ზარმაცი ან ძალიან სულელი, ან ორივე ერთად ვიყავი იმისთვის, რომ პროფესია სწორ დროს შემეცვალა. ამასთან ერთად, თავიდან კინორეჟისორობა კარგი პროფესიად მეჩვენებოდა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რამდენად რთულია.

არ ვთვლი, რომ კინომოყვარული კინოსა და ცხოვრებას შორის დაპირისპირების დილემას ეხება, რადგან კინო და ცხოვრება შესაძლოა თანაარსებობდეს კიდეც. ეს ორი შესაძლოა შეარიგო ერთმანეთს — ან, სულ მცირე, სცადო მაინც მათი შერიგება. რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, მეორე მხრივ, რა არის ადვილი? ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობა უფრო ადვილი არ არის. მუდმივად ოჯახთან ერთად ყოფნაც შეიძლება ისევე ცუდად დასრულდეს, როგორც, მასთან იშვიათად ყოფნა.

რეალური შეკითხვა — ან უბრალოდ შეკითხვა — იმაში არ მდგომარეობს, თუ რამდენი დრო შეგვიძლია დავუთმოთ ერთმანეთს. დრო და ყურადღება. თქვენ, ალბათ, მეტი ყურადღების მიქცევა შეგიძლიათ თქვენი ოჯახისთვის, თუ ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობთ, ვიდრე კინოში მუშაობისას შეძლებდით. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კინოში მუშაობთ, შესაძლოა ყურადღება, რომელსაც თქვენს ოჯახს უთმობთ, უფრო ინტენსიური იყოს, უფრო აშკარა. რადგან გრძნობთ — მე ვგრძნობ დანაშაულს — იმის გამო, რომ საკმარის დროსა და ყურადღებას ვერ ვუთმობ ოჯახის წევრებს.

ამიტომ, როცა დრო მაქვს, განსაკუთრებული ინტენსივობით ვეკიდები საოჯახო საქმეებს. ვანაზღაურებ იმ დროს, როცა წასული ვარ და არ მყოფნის საკმარისი მოთმინება, დანაშაულის ხელშესახებ გრძნობად გადაქცევითა და ჩემს ოჯახთან ცხოვრებით. როცა ცოტა დრო მაქვს, დროს ინტენსიურად ვიყენებ. არ ვიცი, საბოლოოდ რა უკეთესია. ვფიქრობ, ორივე გადაწყვეტილება — ან მუდმივად ან იშვიათად ყოფნა ერთად — შესაძლებელია და სიყვარული შესაძლებელია ორივე გადაწყვეტილების მიღებისას, ისევე როგორც, სიყვარულის ნაკლებობა შესაძლებელია ორივეში. ჰარმონიაც შესაძლებელია ორივე გადაწყვეტილებისას — რაღაც განზოგადებული ჰარმონია — და ზოგადი თანხმობა მსგავს ბედთან მიმართებაში. ამასთან, ორივე გადაწყვეტილებისას შესაძლებელია დისჰარმონიაცა და სიძულვილიც.

რატომ ანადგურებს ფილიპი, კინომოყვარული, ფილმს დასასრულისაკენ? რას ნიშნავს ეს? ყოველთვის ერთსა და იმავეს. ფილიპი ანადგურებს, რაც გაუკეთებია. არ ნებდება, რადგან საბოლოოდ კამერას საკუთარი თავისკენ მიმართავს. მან უბრალოდ გააცნობიერა, რომ, როგორც მოყვარული კინემატოგრაფისტი, ხაფანგში აღმოჩნდა, რომ კინოს გადაღების კეთილი განზრახვები, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფილმებს ცუდი განზრახვებით იყენებენ.

მსგავსი გამოცდილება თვითონ არ მქონია. არასდროს გამინადგურებია ჩემი რომელიმე ფილმი. მაგრამ რომ მცოდნოდა, რომ აპირებდნენ ჩემი ფილმის ჩამორთმევას იმ ღამით, როცა კარადებს ვიღებდით სადგურის გადაღებისას — ფილიპის მსგავსად — გავხსნიდი ყუთებს და გავანადგურებდი ფილმს, სანამ სხვები ჩაიგდებდნენ ხელში. ამას გავაკეთებდი უბრალოდ სიფრთხილისთვის, რომ არ ეარსება რაიმე შანსს, გოგონა, რომელიც დედას მოკლავდა, გამოჩენილიყო.

წყარო: წიგნიდან Kieslowski on Kieslowski — January 1, 1993 by Danusia Stok (Editor).

პოსტის ნახვები: 47
Related Topics
  • კშიშტოფ კიშლოვსკი
  • ნინი შველიძე
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • მაისი 18, 2025
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • მაისი 21, 2025
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

კშიშტოფ კიშლოვსკი — შანსი თუ ბედისწერა

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 24, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

სასოწარკვეთის იარაღი: საუბარი კშიშტოფ კიშლოვსკისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 21, 2025
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს