თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
შესავალი
ადამიანი ცუდ პირობებში ცხოვრობს. ცხოვრობს ხვრელებში, ნაგავსა და ნარჩენებს შორის. გამოქვაბულებში, ნაგავსაყრელებში, საცხოვრებლებში, ქუჩებში.
ნაგავსაყრელი საუკეთესოდ ანაცვლებს ყველაფერს, მათხოვარს რაც არ აბადია ან დაკარგა. მასში პოულობს ნივთებს, რომელსაც იყენებს, იკვებება, იცვამს. სიცოცხლეს უძღვნის მას. და აქ რჩება, სიკვდილის მოსვლამდე.
კაცი მხეცივით მუშაობს. ატარებს კარადებს, პიანინოებს, უზარმაზარ და მძიმე ტვირთს. კაცი გამხდარი და ბებერია. ბრმაა და მუშაობს გაუჩერებლად.
კაცი კოჭლი, ბრმა და ღარიბია. ავადმყოფობისა და სიბერის გარდა არაფერი აბადია. ითხოვს ფულსა და დახმარებას. ხალხი მას ისე უვლის გვერდს, რომ არც უსმენს და არც ამჩნევს. მისი არსებობა უხილავია. ის უფრო პატარავდება და ხდება.
და გამთენიისას ბავშვებს, რომლებიც ხვალ შეიძლება კაცები გახდენ, ორმოში სძინავთ. მათი საბნები ქაღალდებია. იყინებიან.
მეორე ეპიზოდი
არის ადამიანი, რომელიც ბედნიერად მუშაობს. მას ბევრი სამუშაო აქვს. მან უნდა იმუშაოს სწრაფად: ის აშენებს კუბოებს ბავშვებისთვის. მისი სახელოსნო სავსეა ბავშვებისთვის განკუთვნილი კუბოებით. კუბოები ელოდებიან მათ რიგს, უკვე აქვთ სახელი და ასაკი.
არიან დედები, რომელთა თვალებშიც შვილების სიკვდილი ირეკლება.
მესამე ეპიზოდი
მაგრამ ხალხი იკრიბება და უსმენს ლიდერის ხმას. ხალხი ყვირის და ტაშს უკრავს. ისინი განრისხებულნი და აღგზნებულნი არიან. ისინი ითხოვენ სამუშაოს, პურს, უკეთეს ცხოვრებას. ლიდერი აპროტესტებს და გმობს; ადანაშაულებს და აგულიანებს მასებს.
მეოთხე ეპიზოდი
საკნის სიჩუმე. დამარცხებული ხელებით უაზროდ შერყეული გისოსების გაუვალი სიმტკიცე. და უცებ იფეთქებს შიმშილის წინააღმდეგ აჯანყებულთა სიკვდილის ცნობა.
სიკვდილის შესახებ ცნობა საშინელი და აუტანელია. მალევე მოკვდავების ტრაგიკულ მზერამდე აღწევს.
მეხუთე ეპიზოდი
დოლი გაუჩერებლად გრგვინავს. სიკვდილის ძახილი. ხალხის გამართული ფეხები. თოფებს უმიზნებენ. ყოველი სახე ჩუმ და ინტენსიურ შუქში ცხოვრობს. თითოეული ადამიანი მარტო დგას საკუთარი სიკვდილის წინაშე.
ხალხის გამართული ფეხები. სიცოცხლის ბოლო მზერა. იარაღი იფეთქებს და სიცოცხლე გარბის, იშლება. ფიქსირებული თვალები, მინისფერი; ღია, ბნელი პირები. ყველაფერი დასრულებულია.
იწყება რეპრესიები, წკეპლით ცემა და ძალადობა. დგება ქაოსი და სიბნელე, ცრემლები, სისხლი, აგონია…
მეექვსე ეპიზოდი
ზარები. მატარებელს მხრებზე დიდი კუბო მოაქვს. ქვრივები, დედები, შავი სამოსი, ცრემლები: გაუნძრევლად მწოლიარე მკვდარი ადამიანის სიფხიზლე.
დაკრძალვა აღლუმია. ჯერ კიდევ ცრემლებია, მაგრამ ჩნდება საფრთხე.
მოხუცი კაცი პირჯვარს იწერს და ლოცულობს სულისთვის. მკვდარი მასების სულისთვის. ისინი დაიღუპნენ ხოსესთან, დიონისიოსთან, ვალერიოსთან, პედროსთან, სანდალიოსთან ერთად…
მეშვიდე ეპიზოდი
ქარხანაში სირენა რეკავს. საგანგაშო სიგნალი ირთვება. და ადამიანები ეუბნებიან საკუთარ თავს: „ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიცოცხლე მისი გაცემით! ჩვენ უნდა მოვკვდეთ, რომ ვიცხოვროთ!”
და ეს ანტიკური, ტრაგიკული მასები ისვრიან ქვებს, ატარებენ ჯოხებს, რკინის ნაჭრებს და ძირს აგდებენ ჯარისკაცებსა და მხლებლებს. ისინი იპყრობენ იარაღს, გამოდიან კედლებიდან, კვეთენ ხეივნებს, ავტომატები მზად აქვთ. თავს აფარებენ, გარბიან, პოზიციებს იკავებენ. მზად არიან ყველაფრისთვის. მათ თვალებში უცნაური სიცოცხლის რწმენაა, ვინც სიკვდილს ან სიცოცხლეს აპირებს, მათ პულსში, რომელიც არ კანკალებს და არ ირხევა.
ხალხი ახლა ელოდება და აკვირდება. ისინი ჩუმად არიან, სასიკვდილოდ…
შორიდან ჯარისკაცები მოდიან. ისინი წინ მიიწევენ, შეუჩერებლად. მათი თვალები მათივე ტყვიებითაა ნაკეთი. ისინი წინ მიიწევენ.
მერვე ეპიზოდი
შეშინებული, ბინძური ბიჭი გვიყურებს. კიდევ ერთი ბიჭი გვიყურებს. მოდის კიდევ ერთი, დახეული ქუდით და სევდიანი თვალებით. და კიდევ ერთი აჩეჩილი თმით და დახეული მაისურით…
უეცრად ჩხუბი იწყება. სიჩუმე ირღვევა. ბავშვი, გახეხილი და პატარა, შეშინებულია. მას სროლა აკანკალებს.
მასები იბრძვიან, იბრძვიან მწუხარებისთვის, იმ დახეული პერანგისთვის, იმ შუშის თვალებისთვის. ტყვიებს ისვრიან. ბავშვები მშივრები არიან, არაფერი იციან. სევდიანი და გამხდარი ბავშვები. ჯანდაბა, რაღაც უნდა ვიღონოთ!
წყარო: SANJINÉS, JORGE, “Revolution” in: Cinema Comparat/ive Cinema, vol. 4, no. 9, 2016, pp. 9-10, http://www.ocec.eu/cinemacomparativecinema/index.php/en/36-n-9-eng/460-revolution-eng