• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი „ცუდი ხალხის“ ისტორია და კარგი ადამიანების ამბავი
  • რეცენზია
  • ტექსტი
  • ქართული კინო

„ცუდი ხალხის“ ისტორია და კარგი ადამიანების ამბავი

  • დეკემბერი 23, 2019
  • CinExpress
Total
122
გაზიარება
122
0
0

ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე 16 წუთით აცოცხლებს თბილისის სამოქალაქო ომს და ბრბოს ესთეტიკურ გადააზრებას ცდილობს ფილმში „ცუდი ხალხი” (2019).  ესპანელი ფილოსოფოსი, ხოსე ორტეგა ი გასეტი „მასების ამბოხში“, ბრბოში ინდივიდის ჩაკარგულობის საკითხს იკვლევს, აკრიტიკებს მასას, რომელმაც უმცირესობების სივრცეები ალყაში მოაქცია და ამბობს: „ბრბოს ზოგადი თვისება მასა, სიმძიმე, ანუ ტვირთია, დაბლა რომ ექაჩება საზოგადოებას“. თავართქილაძის ჩაძირული გმირები კი ცოტა ხნით ამოყვინთვას ახერხებენ.

„ცუდი ხალხის“ მთავარი გმირი, გია (ვახო ჩაჩანიძე) ორ დაპირისპირებულ ძალაში, ერთ-ერთ მხარეს აღმოჩენილი ჯარისკაცია, გასეტს რომ დავესესხოთ, ადამიანი-მასა. დაპირისპირებული მხარეები უმნიშვნელო ვიზუალური ნიშნით, თეთრი და შავი სამკლაურით განსხვავდებიან. დასაწყისში, ჯანო იზორიას უტრირებული პერსონაჟი მოპარული სასწრაფოთი მიდის ბაზაზე და გიასთვის მედიკამენტები მიაქვს, მისი სახე დაფარულია ბენდენით, სათვალითა და პირბადით, რაც უსახური ბრბოს განკაცებულ ინტერპრეტაციად შეგვიძლია წავიკითხოთ. „სპეცოპერაციის“ დროს პროტაგონისტის შვილისთვის განკუთვნილი მედიკამენტები იმსხვრევა, რის გამოც იგი საავადმყოფოში მიდის, სადაც თეთრსამკლაურიანი „მტრები,“ სკოლის მეგობარი და მასწავლებელი ხვდებიან.

პროტაგონისტი არ რჩება მარტო, არ ეძლევა ფიქრის საშუალება. მის სულიერ მოგზაურობას ყოველთვის ხალხი ახლავს გარშემო. პირადულობა, ინდივიდუუმი გამქრალია, ამ ყველაფრის მაყურებლამდე მისატანად, რეჟისორი დინამიკურ რიტმს ირჩევს. კამერაც ისევეა აფორიაქებული, როგორც მებრძოლები, ჩნდება სახეები, თუმცა დამახსოვრებას ვერ ვასწრებთ. ასეთი რიტმის გამო მაყურებელსაც ერთმევა ფიქრისა თუ დაკვირვების დრო და ბრბოს ნაწილი ხდება.

გიას დაჯგუფების ლიდერს, ცნობილი ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე განასახიერებს. იგი შეტაკების გეგმას შოუს რანგში განიხილავს: „ლენინის მოედანზე უნდა ამოვიდეს… და შევიდეს რუსთაველზე. წარმოგიდგენია რა ეფექტი ექნება?“ ცინცაძის ფილმიც, „ზღვარზე“ (1993) სამოქალაქო ომის პერიოდში, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოაშკარავებას ცდილობს, სადაც პროტაგონისტის თვითგამორკვევის გზა, დეჰუმანიზაციის აქტი, შემთხვევითი გამვლელების ამოხოცვა ხდება. თავართქილაძის ნარატივი კი პირიქით, იმედის ნაპერწკალს აჩენს.

ერთი შეხედვით, შემაძრწუნებელი ბრბოს ემოციური იმიჯი კომიკურად რეგისტრირდება, ხოლო მორალი ერთგვარ სოციალურ კონტრაქტზეა დაფუძნებული. კაცის მოსაკლავად მისული ბანდა, ბებოს თხოვნაზე „ბავშვი არ გამიღვიძოთო,“ ზრდილობიანად რეფლექსირებს „კაი ბებო არ ვიხმაურებთო.“ ამ სცენის კინემატოგრაფიულ უხერხულობას, ჩაჩანიძის პერსონაჟზე დაკვირვებული გელა ჩინჩალაძის სიღრმეზე მცურავი კამერა აღწევს. იგი მსხვერპლის კარზე აბრახუნებს მუქარითა და გინებით, შემდეგ სხვებიც აჰყვებიან, თუმცა ობიექტივი მის სახეს არ სცილდება, ხოლო როდესაც ბებო კარს აღებს, გიას სახეზე შემაშფოთებელი იმედგაცრუება იკითხება და კამერის მზერა მონტაჟური ცვლით უმწეო მოხუცზე გადადის, რომელსაც მასა ავტომატებს უმიზნებს.

სიმპტომატურია – ნაპერწკალის გაღვივება, მაშასადამე გიას პერსონის რეაბილიტაცია, სამკურნალო დაწესებულებაში, საავადმყოფოში იწყება, ძველ მეგობართან და მასწავლებელთან შეხვედრისას. ძველი მეგობარი, პროტაგონისტს დასახმარებლად მიჰყვება და სამკლაურის მოხსნას სთხოვს, ვინაიდან „მისი ხალხი“ დგას მეორე მხარეს, გია კი პასუხობს რომ „შენებამდე ჩემები დგანანო,“ ამიტომ ორივე იხსნის განმასხვავებელ ატრიბუტიკას. ავტომობილით ეფლობიან გაუდაბურებულ ურბანულ ლანდშაფტში, ბუნდოვანი მომავლის წიაღში და მერაბ კოსტავას მორალისტური მონოლოგის მიუხედავად, (სადაც რეჟისორის დამოკიდებულებაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ) – ერთიანობის შესახებ – უნდა ვაღიაროთ რომ სამყაროს ცენტრი ადამიანია… რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა და არა ხალხი!

პოსტის ნახვები: 419
Related Topics
  • "ცუდი ხალხი"
  • 90-იანები
  • ბრბო
  • გიორგი თავართქილაძე
  • დიტო ცინცაძე
  • ვახო ჩაჩანიძე
  • ლევან ცხოვრებაძე
  • ხოსე ორტეგა ი გასეტი
  • ჯანო იზორია
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ორი თვალით დანახული „შემთხვევითი პაემნები“

  • დეკემბერი 21, 2019
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

არც ისე ცუდი ხალხი

  • იანვარი 18, 2020
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ვიკი კრიპსთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ოქტომბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

ჟან-ლუკ გოდარი — რა არის კინო?

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ოქტომბერი 3, 2024
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლიკა გლურჯიძე – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)

  • ლიკა გლურჯიძე
  • სექტემბერი 2, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ბარბარა სუკოვასთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ივლისი 11, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ომის პროექციები: ჰოლივუდი, ამერიკული კულტურა და მეორე მსოფლიო ომი

  • CinExpress
  • ივნისი 10, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი მიგელ გომეშთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 13, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ აკი კაურისმიაკისთან

  • CinExpress
  • აპრილი 5, 2024
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს