თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
ჯუნ-ჰო ბონგის ახალი ფილმის გამოსვლა ყოველთვის საგანგებო მოვლენაა, მაგრამ კანში გამართული „პარაზიტის” პრემიერა განსაკუთრებული მოლოდინის საბაბი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის მხატვრულ ფილმებზე, როგორებიცაა „თოვლისმჭრელი” და „ოკჯა”, ახლა კი ბონგი გადასაღებად მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდა და მეტად კონცენტრირდა მის გარემოზე, თუმცა ალბათ კიდევ უფრო ამბიციური გახდა ამ ყველაფრის განხორციელების, გამოხატვის თვალსაზრისით. ვთანხმდებით იმაზე რომ „პარაზიტი” წარმოადგენს არა მხოლოდ თვისორბრივად ახალ კინოსურათს, არამედ ხდება ჯუნ ჰო ბონგის კარიერაში შემოქმედების ახალი ეტაპის დასაწყისი. „პარაზიტის” პრემიერა კანის 72-ე კინოფესტივალზე, მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო სექციაში გაიმართა.
რა მნიშვნელობას ატარებს ფილმის სათაური – „პარაზიტი“?
თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, ყველა მოელოდა, რომ „პარაზიტი” იქნებოდა ფილმი მონსტრის შესახებ ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სურათი. მოლოდინს ამძაფრებდა ის, რომ სათაური ჩემს წინა ფილმს, „სტუმარს“ (The Host) უკავშირდება, მაგრამ როგორც აქამდე ვთქვი, ფილმის პროტაგონისტები იმ ოჯახის წევრები არიან, რომლებიც რეალურ სამყაროში ცხოვრობენ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ რომ სხვებთან ერთად იცხოვრონ თანაარსებობის ან სიმბიოზური ურთიერთობის ფორმით და ვინაიდან ასე არ გამოდის, ისინი ჩაფლულნი არიან პარაზიტულ ურთიერთობებში. ვფიქრობ რომ ეს არის ტრაგიკომედია, რომელიც გამოხატულია იუმორით, საშინელებათა ჟანრის ელემენტებით და სევდით, რაც სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანებს დოვლათიანი ყოფის სურვილი უჩნდებათ. ამ დროს აწყდებიან ისინი რთულ რეალობას. ეს ირონიული სათაურია, არ განსხვავდება ორიგინალური კორეული სათაურისგან „მოგონებები მკვლელობაზე“ (Memories of Murder), რომელიც ახდენს „თბილი, სასიამოვნო მოგონებების“ კონოტაციას. როგორ შეიძლება ვინმეს გააჩნდეს თბილი და ნოსტალგიური მოგონებები მკვლელობაზე? სამართლიანია ასე იქცეოდე? იდენტური გზით, ფილმი ასახავს ეპოქის მოგონებებს და Hwaseong (ქალაქი სამხრეთ კორეაში)-ის სერიული მკვლელობის საქმის მსგავსად, პარაზიტი თავისთავად ატარებს ირონიულ ნიუანსს სათაურში.
რომელ ჟანრს მიაკუთვნებ ფილმ „პარაზიტს“?
ეს ადამიანური დრამაა, მაგრამ უპირველესად ფილმი მკაცრად გაჟღენთილია თანამედროვე კონტექსტებით. მიუხედავად იმისა რომ სიუჟეტი შედგება რიგი უნიკალური და დამახასიათებელი სიტუაციებისაგან, ეს მაინც ის ამბავია, რომელიც მარტივად შეიძლება მოხდეს რეალურ სამყაროში. ვიღაცამ შეიძლება ფილმი აღიქვას გაუგებრობად, რომელიც გაჟღერდა ნიუსებში ან სოციალურ მედიაში და შემდგომ ეკრანზე აისახა. ასე რომ ეს ძალიან რეალისტური დრამაა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცამ მას კრიმინალური დრამა უწოდოს, ან კომედია, სევდიანი ჰუმანური დრამა თუ შემაძრწუნებელი ტრილერი. ყოველთვის ვცდილობ რომ გავითვალისწინო მაყურებლის მოლოდინები და ვიმედოვნებ რომ „პარაზიტი“ ამ მხრივ წარმატებული იქნება.
ვინ არიან ოჯახები,რომლებიც „პარაზიტის“ ცენტრში აღმოჩდნენ?
ისინი დაბალი სოციალური კლასის ოჯახებს წარმოადგენენ, რომლებიც სანახევროდ სარდაფის მსგავს უბადრუკ ბინაში ცხოვრობენ. ოცნებობენ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, არა რაიმე განსაკუთრებულზე, თუმცა ისეთზე რომლის მიღწევაც კი რთულია. მამა არაერთ მარცხს განიცდის ბიზნესში. დედა, რომელსაც სპორტისთვის ქონდა თავი გადადებული, ვერასდროს აღწევს წარმატებას, ხოლო მათი შვილები, და-ძმა, არაერთხელ ჩაიჭრნენ საუნივერსიტეტო საატესტატო გამოცდებში. გასასხვავებლად, ოჯახი ბატონი პარკისა, რომელიც აიტი ფირმის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს (არ არის დაკავშირებული კორეის ნებისმიერ Сhaebol[1] ბიზნესის კონგლომერატებთან), არის კომპეტენტური, ახლად გამდიდრებული ოჯახი. არის ბატონ პარკში რაღაც ვორკაჰოლიკური.[2] ჩვენ ვხედავთ მის მშვენიერ ახალგაზრდა ცოლს და და-ძმას- მათ საყვარელ, საშუალო სკოლის მოსწავლე შვილებს. ისინი შეგვიძლია თანამედროვე ურბანული ელიტის იდეალურ ოთხსულიან ოჯახად დავინახოთ.
მოგვიყევით იმის შესახებ, თუ როგორ აარჩიეთ მსახიობები ფილმისათვის და რით ხსნით ამას?
ამ ფილმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ შემეკრიბა ჯგუფი, რომელიც კარგად იქნებოდა შეწყობილი და შექმნიდა საფეხბურთო გუნდის მსგავს ქმედით ანსამბლს. მათგან უპირველესად ოჯახური ატმოსფეროს შექმნას ვითხოვდი, ასე რომ ამ ყველაფრისთვის ბევრი შრომა გავიღე. თავდაპირველად ვინც გამოვცადე SONG Kang Ho იყო, და ვინაიდან მე უკვე გადაღებული მქონდა „ოკჯა“- CHOI Woo Shik მონაწილეობით, ვიფიქრე რომ იგი კარგად განასახიერებდა SONG Kang Ho-ს გამხდარ ვაჟს. ამის შემდგომ, ანალოგიური გზით ავიყვანე მისი დის როლის შემსრულებელი PARK So Dam, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობა და ქმნის გამორჩეულ, განუსაზღვრელი მნიშვნელობის რეალობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ერთმანეთს შეერწყნენ და ამგვარად გამოხატეს ფიზიკური კავშირი ოჯახის წევრებს შორის. რაც შეეხება მსახიობ ქალს, CHANG Hyae Jin-ს, მომწონდა მისი არაპირდაპირი, ყოველდღიური სიმტკიცე, თუნდაც მისი თამაში ფილმიდან- The World of Us და ასე რომ ის დავნიშნე SONG Kang Ho-ს ძლიერი ცოლის როლზე.
რაც შეეხება პარკების ოჯახს, არ მსურდა რომ შემექმნა მაღალი სოციალური კლასის ტიპიური კლიშეებით სავსე პორტრეტი, რომელიც თქვენ კორეულ სატელევიზიო დრამებში გინახავთ. ამის ნაცვლად მჭირდებოდა მსახიობები, რომლებიც შექმნიდნენ განვითარებული და გამორჩეული ადამიანების იმიჯს. ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა LEE Sun Kyun-ის მრავალმხრივი ოსტატობა და სწორედ ამიტომ ავარჩიე ის ბატონი პარკის როლში. რაც შეეხება CHO Yeo Jeong-ს, ის გავს წარმოუდგენლად ღრმა ბრილიანტების საბადოს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული და იგი იმ იმედით ავარჩიე რომ ამ ყველაფერს თუნდაც სანახევროდ გამოავლენდა. ეს არ არის ფილმი ერთი პროტაგონისტით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდნენ ერთმანეთზე მსახიობები. საბოლოო ჯამში, მათი მადლიერი ვარ, რადგან კარგად კოორდინირებული საფეხბურთო გუნდის მსგავსად მოირგეს თავიანთი ფუნქციები.
თანამედროვე საზოგადოების რა ტიპის იმიჯის გამოძერწვა გსურდა ფილმით?
ვფიქრობ რომ ერთადერთი გზა რომლის მეშვეობითაც შეგიძლია რომ წარმოაჩინო კლასობრივი პოლარიზაციის უწყვეტი პროცესი და ჩვენი საზოგადოების უთანასწორობა- სევდიანი კომედიაა. ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ , როცა კაპიტალიზმი განაგებს წესრიგს და ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არ ხდება მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მთელი მსოფლიო ამ ვითარებაშია და კაპიტალისტური დოგმების იგნორირება ვერ ხდება. ჩვენ რეალურ სამყაროში, ოჯახების გზა, მსგავსად ფილმის ოთხი პროტაგონისტის და პარკში მცხოვრები ოჯახების, მოულოდნელად იკვეთება. ერთადერთი შემთხვევა კლასებს შორის დასაქმების საკითხია, მაშინ როცა ვიღაც მეურვედ ან შინამოსამსახურედაა დაქირავებული. ამ შემთხვევაში ვაწყდებით მომენტებს, როცა ორი კლასი ახლო მანძილზე უპირისპირდება ერთმანეთს და ერთმანეთის სუნთქვას შეიგრძნობს. იმის მიუხედავად რომ ფილმში არ არსებობს ორი მხარის მიმართების ჩვენების ბოროტი განზრახვა, ორი კლასი სწორედ იმ გარემოებაშია აღმოჩენილი, სადაც მცირე შემთხვევითმა მოვლენამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბზარები და ამოხეთქვები. დღევანდელ კაპიტალისტურ საზოგადოებაში რანგები და კასტები არსებობენ, რის ერთი შეხედვით შემჩნევა ძნელია. ჩვენ ვცდილობთ ამ ყველაფრის შენიღბვას, მხედველობის არიდან გამორიცხვას და ზედაპირულ დაკვირვებას კლასობრივ იერარქიებზე, როგორც წარსულის რელიქტზე, მაგრამ რეალობა ის არის რომ არსებობს კლასობრივი მწკრივები, რომლებიც შეუძლებელია გადაიკვეთონ. ვფიქრობ რომ ეს ფილმი იმ გარდაუვალ ბზარებს ასახავს, რომლებიც მაშინ იჩენენ თავს როცა ორი კლასი ხელახლა ეჯახება ერთმანეთს თანამედროვე მზარდად პოლარიზებულ საზოგადოებაში.
რას მიიღებს მაყურებელი ამ ფილმისგან?
იმედს გამოვთქვამ რომ ფილმი მაყურებელს ბევრი მიმართულებით მისცემს ფიქრის საშუალებას. ეს არის სასაცილო, შემაძრწუნებელი და სევდიანი ფილმი, და თუ ეს ყველაფერი მაყურებელს „სასმელის“ გაზიარებისა და ფილმის იდეებზე საუბრის სურვილს გაუღვივებს, ბოლომდე კმაყოფილი დავრჩები.
[1] დიდი სამრეწველო კონგლომერატი, რომელთა მფლობელიები ძირითადად სამხრეთ კორეული ოჯახებია (ეს ოჯახები დომინირებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას). იგი ხშირად მოიცავს დიდი რაოდენობით დივერსიფიცირებულ შვილობილ კომპანიებს, კონტროლირდება მფლობელის მიერ, რომლის ძალუფლებაც ჯგუფზე ხშირად აღემატება იურიდიულ უფლებამოსილებას. “ჩაებოლი” ეტიმოლოგიურად ორ სიტყვას, “მდიდარს” და “კლანს” აერთიანებს.
[2] მუშაობადამოკიდებული
წყარო: Highonfilms.com